ბათუმი, აჭარის დედაქალაქი, მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც კარგად მოჩანს კავკასიონის მთები. განთქმულია თავისი სუბტროპიკული კლიმატით, ბოტანიკური ბაღით, სასეირნო პარკებით, მსოფლიო დონის სასტუმროებით, რესტორნებით და უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობებით. ბათუმი ითვლება როგორც ერთ-ერთ საუკეთესო საკურორტო და დასასვენებელ ადგილად საქართველოში.
თბილისიდან ბათუმამდე დაახლოებით 6 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით. თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის. საღამოს – 17:05 საათზე. ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს. სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე.
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები დიდუბიდან, ავტოსადგურ “ნიგეს” ტერიტორიიდან გადის ყოველ ერთ საათში. მგზავრობის ღირებულება: 35₾
შიდა ფრენებს ბათუმის მიმართულებით ახორციელებს Vanilla Sky Georgia. კომპანია უზრუნველყოფს თბილისიდან ნატახტრის აეროპორტამდე მგზავრთა ტრანსფერს. ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმის აეროპორტში 40 წუთში დაეშვებით.
ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 125₾-ია.
ბათუმის ავტოსადგური ემსახურება საქართველოს დიდ ქალაქებსა და პატარა უახლოეს სოფლებს ყოველდღიური ავტობუსებით. ტრანსპორტი გადაადგილდება თბილისის, ქუთაისის, ქობულეთის, სამტრედიის, ზუგდიდის, ურეკის, ფოთის, გორის და სხვა მიმართულებებით.
ბათუმი შავი ზღვის სანაპიროსა და აჭარის რეგიონის გამორჩეული ტურისტული და ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი აერთიანებს ისტორიულ უბნებს და არქიტექტურას, ისევე როგორც განახლებულ ბათუმს, თანამედროვე შენობებითა და ბულვარით. ზღვიანი სანაპირო, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და ბუნებასთან სიახლოვე ბათუმის ტურისტული პოტენციალის მთავარი უპირატესობაა.
ქალაქის ისტორიული ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა. ვიწრო ქუჩები ქვაფენილებითაა დაფარული. შენობების უმეტესობა XIX საუკუნეშია აგებული. ფასადები მოჩუქურთმებული და გაფორმებული წყლის ბინადართა და მითიური არსებების გამოსახულებებით. აქაური არქიტექტურა ქალაქის ხასიათსა და სულს ირეკლავს.
გამწვანებული ქუჩები და პარკები, პალმების, მაგნოლიებისა და ბამბუკების ხეივნებით ქალაქის ატმოსფეროს კიდევ უფრო ეგზოტიკურს ხდის.
ბათუმი წლის ნებისმიერ სეზონზე იზიდავს ტურისტებს. ზაფხულობით ქალაქის ქუჩები ხალხმრავალია. ზღვის სეზონზე ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს და ბათუმი 24/7-ზე ცხოვრების რეჟიმზე გადადის. შემოდგომით, ზამთარში და გაზაფხულზე აქაურობა გაცილებით მშვიდია, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი.
ბათუმში ტურისტული დაწესებულებები მთელი წლის განმავლობაში გიმასპინძლებენ, ვინაიდან ქალაქი ყველა სეზონზე საინტერესოა ვიზიტორებისთვის.
ბათუმი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან იყო დასახლებული. ქალაქი ოდითგანვე სანაოსნო და სავაჭრო ფუნქციას ასრულებდა. სახელწოდება „ბათუმი“ მოდის სიტყვიდან (ბერძ. Bathus) — „ბათუსი“, რაც ღრმას ნიშნავს. ღრმაწყლოვანი სანაპიროების გამო აქ მოსახერხებელი აღმოჩნდა პორტის მოწყობა, რომელიც დღემდე ქალაქის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
უახლესი წარსულიდან აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტის გახსნა და მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვა ქალაქის ტურისტული პოტენცილის გასაზრდელად.
2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილად დაასახელა.
2022 წლის შემოდგომაზე ბათუმი გახდა გამარჯვებული ნომინაციაში „ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ადგილი ევროპაში“, რისთვისაც მიიღო ტურისტული ჯილდო — World Travel Awards.
კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი უთოვლო, თბილია და ზაფხული თბილია. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 14,5°C. იანვარში არის 7,1°C და აგვისტოში 23,2°C.წლიური ნალექი არის 2560 მმ (თბილისზე 5 ჯერ მეტი). 166 დრე წვიმს (100 დრე თბილისში).
ყველაზე წვიმიანი თვე არის ნოემბერი და ყველაზე მშრალი თვე არის მაისი. ყველაზე თბილი თვე არის ივლისი და აგვისტო, საშუალო ტემპერატურა ამ თვეებში არის 26°C და ზღვის ტემპერატურა არის 25°C.
ბათუმის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ ბათუმში?
ბათუმის დათვალიერება მისი ისტორიული ნაწილით უნდა დაიწყოთ. ქალაქის ყოველი კუთხე, შენობა თუ სადარბაზოს შესასვლელი გამორჩეული და უნიკალურია. ქალაქის ისტორიულ ნაწილში ერას მოედანი და პიაცა გამორჩეული ტურისტული ადგილებია. ბათუმში 4 მუზეუმი ფუნქციონირებს სადაც ქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობაა დაცული.
ბათუმის ბულვარი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. სანაპიროს გასწვრივ 8 კილომეტრზე გრძელდება და მოწყობილია საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები. ბულვარის ტერიტორიაზე რეკრეაციულ ზონებს, კაფე-ბარებს და სხვადასხვა თემატიკის გასართობ პარკებს აღმოაჩენთ.
ახალი ბათუმი თანამედროვე არქიტექტურით, საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებით, სავაჭრო მოლებითა და გასართობი დაწესებულებებითაა დატვირთული.
ქალაქის ცენტრში არაერთი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი პარკია მოწყობილი. უფრო მასშტაბური ბუნებრივი ძეგლების სანახავად ბათუმის შემოგარენსა და ბოტანიკურ ბაღს უნდა ეწვიოთ.
ბათუმის სანაპირო
ბათუმის სანაპიროს სიგრძე 10 კილომეტრის. იგი მოიცავს პოპულარულ რესტორნებს, კაფეებს, კლუბებს და სასტუმროებს. ასევე არის სასეირნო პრომენადი და ველო ბილიკები. ბათუმის ბულვარი მდებარეობს ბათუმის სანაპიროსთან. ინფრასტრუქტურა მინიმალურია. სანაპირო ქვიანია.
ბათუმის ბულვარი
ბათუმის ულამაზესი ბულვარი არის ქალაქის ყველაზე მონახულებული ადგილი. ის მოიცავს სასეირნო ბილიკებს, ზღვისპირა პრომენადს, მოცეკვავე შადრევანებს, 40 000ზე მეტი ნაირსახეობის მცენარეებს და უამრავ კაფე-ბარებს. საუკეთესო ადგილია ბავშვების გართობისთვის.
ბათუმის პორტი
ბათუმის იახტკლუბი მდებარეობს ეშმაკის ბორბალის და ბულვარის გვერდით. შესაძლებელია გემით გასეირნება და ბათუმის ხედების დანახვა ზღვიდან. ხანდახან დელფინებიც ჩანს ზღვაში. ასევე შესაძლებელია იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება.
ალი და ნინო
ალი და ნინოს 8 მეტრიანი სიმაღლის ქანდაკება არის ბათუმის ერთერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მდებარეობს ბათუმის პორტის გვერდით. და ეს ძეგლები ცნობილი აზერბაიჯანული რომანის "ალი და ნინოს" სახელს ატარებენ. ყოველ 10 წუთში ნელნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად.
ალექსანდრიის შუქურა
ისტორიული ღირშესანიშნაობაა. აშენებულია 1882. ღამით შითელი შუქი ენთება. კარგი სასეირნო ადგილია და შესაძლოა ლამაზი სურათების გადაღება. შუქურასთან ახლოს მდებარეობს ეშმაკის ბორბალი, იახტკლუბი და საბაგირო არგო.
ეშმაკის ბორბალი
ბათუმის ეშმაკის ბორბალი საოცრებათა პარკში მდებარეობს, ბათუმის პორტის გვერდით. რომელიც პოპულარული გასართობია მთელი ოჯახისთვის. ღამით ინთება შუქები 55 მეტრის სიმაღლის ბორბალზე. ამ სიმაღლიდან ულამაზესი ხედები გექნებათ ქალაქზე, პორტზე და მთებზე. 1 წრის გაკეთებას უნდა 10 წუთი.
ევროპის მოედანი
ევროპის მოედანი თანამედროვე ბათუმის სახეა. საყვარელი ადგილია არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ბათუმელი მაცხოვრებლებისთვისაც.
ის მდებარეობს ძველი ბათუმის შუაგულში და აქ არის უამრავი სასტუმროები, რესტორნები და კაფეები. განსაკუთრებით ლამაზია ღამით.
პიაცა ბათუმი
მოედანი გამოირჩევა ევროპაში ყველაზე დიდ ფიგურატული მარმარილოს მოზაიკით.
მოედანზე არის რესტორნები, კაფეები და სასტუმროები.
მუსიკალური ცენტრი
წლის განმავლობაში იმართება კონცერტები, საოპერ და დრამატული სპეკტაკლები, დრამატული სპექტაკლები, სახელმწიფო ღონისძიებები, საერთაშორისო ფესტივალები, გამოფენები, კონფერენციები და სხვა.
მოცეკვავე შადრევანი
შადრევანი მდებარეობს ბათუმის ბულვარში. საღამოს იწყება მუსიკალური და ფერების შოუ. სასიამოვნო და ლამაზი სანახაობაა.
ნურის ტბა
ნურის ტბა მდებარეობს 6 აპრილის პარკში რომელიც არის ბათუმის ბულვარდის გვერდით და სანაპიროსთან. შესაძლოა ნავის ქირაობა და გასეირნება. ასევე, პარკში არის ბავშვთა გასართობი სივრცეები და მცირე ზოოპარკი.
ანბანის კოშკი
130 მეტრი სიმაღლის კოშკია ბათუმის ბულვარდთან, ზედ აწერია ქართული ანბანი. ბოლო სართულზე არის მბრუნავი პანორამული რესტორანი, ღია ტერასა და ობსერვატორია. საუკეთესიო ადგილია რომანტიული საღამოსთვის.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი გთავაზობთ აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მრავალ საინტერესო ნივთებს. ფუნქციონირებს 1994 წლიდან.
1 საათი საკმარისია ვიზიტისთვის.
სამება ბათუმი
ეკლესია ბათუმიდან დაახლოებით 10 კილომეტრშია. სამების მთაზე მდებარეობს ზღვის დონიდან 400 მ. სიმაღლეზე. მის მშენებლობას 2002 წლის ჩაეყარა საფუძველი. ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო 2015 წელს.
ბათუმი ტრანსპორტი
მუნიციპალური ტრანსპორტი
თუ ბათუმში გადაადგილებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყენებას გეგმავთ, მარშრუტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ – batauto.ge/გრაფიკები.
მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდა Batumi Card-ით შეგიძლიათ. ბარათის აღება უფასოა.
შეძენა შესაძლებელია ”მეტრო სერვის+’‘–ის სერვის ცენტრში მისამართზე: ბათუმი ვახტანგ გორგასალის №55.
ასევე საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია.
ბარათის აღება: EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიყვეთ ინსტრუქციას, ჩარიცხოთ 2 ლარი, რომელიც აისახება ანგარიშზე.
BATUMI CARD -ით მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,30 ლარს.
პარკინგი
ბათუმის ცენტრალურ მოედნებსა და ქუჩებზე გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ზონები. თუ ქალაქს საკუთარი მანქანით სტუმრობთ, არ დაგავიწყდეთ პარკირების საფასურის გადახდა, რათა თავიდან აიცილოთ ჯარიმა.
პარკირების საფასურის გადახდა შეგიძლიათ თიბისი ფეის მეშვეობით, საკუთარი მობაილბანკით ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით.
ბათუმში მსუბუქი ტექნიკის პარკირების საფასურია: 1 დღიანი პარკირება – 1 ლარი / 7 დღიანი პარკირება – 5 ლარი
ტაქსი გამოძახებით
ბათუმში გადაადგილება კომფორტული ტაქსებით შეგიძლიათ. თუ აპლიკაციით სარგებლობა გირჩევნიათ, Bolt-ის სერვისებით ისარგებლეთ. სტანდარტული მანქანების გარდა შეგიძლიათ აირჩიოთ მინივენის მომსახურებაც.
თუკი აპლიკაცია არ გაქვთ, ადგილობრივი ტაქსის კომპანიები მოგემსახურებიან:
ეკო ტაქსი: 0422 21 22 12 / 577 21 22 12
მაქსიმი: 0422 24 00 00
ბათუმის აეროპორტი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის სამხრეთით, ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. აეროპორტიდან სრულდება საერთაშორისო ფრენები სტამბოლის, ბეირუთის, ხარკოვის, სიმფეროპოლის, თეირანის, კიევის, ერევნის მიმართულებით. ასევე ადგილობრივი რეისები თბილისის მიმართულებით.
ტრანსპორტი: მგზავრს ქალაქ ბათუმის ცენტრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისკენ გამგზავრება შეუძლია მუნიციპალური ავტობუსი N10. მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 20 წუთს.
ბათუმიდან გამგზავრების ან ქალაქში ჩაფრენის მსურველებს ფრენების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ბათუმის აეროპორტის საიტზე იხილოთ. ფრენების ძებნა თარიღით, დანიშნულების აეროპორტითა და ავიაკომპანიით შეგიძლიათ.
ბათუმის მოსახლეობა
ბათუმი მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში. ამჟამად ქალაქის მკვიდრი მოსახლეობა 170 000-მდეა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველია. თუმცა ასევე ცხოვრობენ რუსი, სომეხი, ბერძენი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეები.