კონტენტზე გადასვლა

გოდერძი დასავლეთ საქართველოს ცნობილი სათხილამურო კურორტია, რომელსაც ასევე უფრო მეტად გოდერძის უღელტეხილის სახელით იცნობენ. ეს არის ადგილი მოქცეული ულამაზეს მთებს შორის გამორჩეული ტყეებით, სათხილამურო ტრასებით და უნიკალური მთის კულტურით, რომელიც ნამდვილად მოგხიბლავთ.

კურორტ გოდერძს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა უკავშირდება. შესაბამისად, თბილისიდან ყველაზე მოსახერხებელია ჯერ ბათუმში ჩახვიდეთ და ისე გაემგზავროთ გოდერძიზე.

კურორტი ხულოდან 30 კილომეტრში მდებარეობს. თუ გოდერძში მოგზაურობას ბათუმიდან გეგმავთ, შეგიძლიათ ბათუმის ავტოსადგურზე მიხვიდეთ საიდანაც ყოველდღიურად გადის გოდერძის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი. თუმცა ზამთარში გრაფიკები იცვლება და შედარებით იშვიათად მოძრაობს. მუნიციპალური ტრანსპორტით ყველაზე მოსახერხებელია აირჩიოთ ბათუმი-დანისპარაულის ავტობუსი. დანისპარაული გოდრძიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლიდან კურორტამდე კი შეგიძლიათ იქირაოთ მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც დაახლოებით 30 ლარი დაგიჯდებათ.

გოდერძი მაღალმთიანი აჭარის შემადგენლობაში შედის და მდებარეობს არსიანის ქედზე. ასევე მოიცავს მდინარე ქვაბლიანის ერთ-ერთ შენაკადს. კურორტზა ძინძისწყლის სათავეც. კურორტი გოდერძი სწორედ რომ გოდერძის უღელტეხილის ტერიტორიას მოიავს, რომელიც ცნობილია ვულკანოგენური წყებით და წარმონაქმებით. კურორტი ისტორიულად მოიცავს განმარხებულ ფლორას რომელსაც გოდერძის წყებას უწოდებენ. კურორტის სახელით 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მას უკავშირდება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა.

კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს და მიჩნეულია როგორც იდეალური ადგილი მათთვის ვინც კლიმატოთერაპიას საჭიროებს. ამასთან ეს იდეალური ადგილია მათთვის ვინც ზამთრის სპორტითაა დაინტერესებული. კურორტზე მოქმედებს სათხილამურო ტრასები და საბაგირო, რომლის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.

გოდერძის გეოგრაფიული აგებულება მთიანი და რთულ-სტრუქტურულია. აგებულება ვულკანოგენურ წარმონაქმნებთან ერთად ქვედამიოცენურ ქანებსაც მოიცევს. ნაკლებადაა დამახასიათებელი კდლდოვანი წარმონაქმნები. აქ რელიეფი ციცაბო და დაწანევრებულია. ხოლო მდელოები სავსეა ფერადი მთის ყვავილებით და სუბალპური მცენარეებით, წიწვოვანი ტყეებით. გოდრეძის კურორტი ზღვის დონიდან 2025 მეტრ სიმაღლზე, არსიანის ქედის ერთ-ერთ კალთაზე მდებარეობს. შესაბამისად, კურორტისთვის დამახასიათებელია გრილი ზაფხული და ცივი ზამთარი. კურორტი, ზამთრის სეზონზე უხვთოვლიანობით გამოირჩევა, რაც გოდერძს შესანიშნავ სათხილამურო კურორტად გარდაქმნის.

საუკეთესო დრო გოდერძის მოსანახულებლდ ზაფხული და ზამთრის პერიოდია. თუ ბუნებაში მშვიდად დასვენება და ლაშქრობა გიყვართ, უმჯობესია კურორტს მაისი-აგვისტოს პერიოდში ესტუმროთ თუმცა თუ გაუკვალავ თოვლში სრიალი გიზიდავთ, საუკეთესო პერიოდი დეკემბერი-მარტის პერიოდია.

გოდერძის ღირსშესანიშნაობები

სათხილამურო კურორტი გოდერძი - Goderdzi ski resort.

სათხილამურო ტრასები და საბაგირო

სათხილამურო ტრასები არის როგორც საშუალო ასევე მაღალი სირთულის და მათი საშუალო მანძილი 2000 მეტრიდან 2400 მეტრამდეა. გოდერძის სათხილამურო ტრასები მოიცავს ზანკას, ჭანჭახის და ჭანჭახი 2-ის სათხილამურო ტრასებს. ასევე ხელმისაწვდომია დამატებითი ორი კატეგორია, როგორიცაა ბიგელი (200 მეტრი) და magic carpet (80 მეტრი).

ამასთან კურორტზე მოქმედებს საბაგირო, როგორც გონდოლა ასევე ბაბლი, რომელიც შედარებით პატარაა და 6 ადგილიანია. საერთო სიგრძე 3.5 კილომეტრია. საბაგირო ხაზით მგზავრობის საშუალო დრო 8-9 წუთია და ამ დროის მანძილზე ისიამოვნებთ უნიკალური მთის ხედებით, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

გოდერძის საბაგიროების რუკა 2024 - Goderdzi ski lift map 2024.

ხშირად დასმული კითხვები

ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს გოდერძი?

კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან საშუალოდ 2025 მეტრზე მდებარეობს.