კონტენტზე გადასვლა

რთულია იპოვნო ადგილი, სადაც ერთდროულად შეგიძლია გაეცნო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელ ბუნებას. თუმცა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტით, ამის შესაძლებლობა გვაქვს.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესახებ

ბათუმის ბოტანიკურ ბაღი აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 1892 წელს შეიქმნა და მისი საერთო ფართობი 111 ჰექტარია. ბაღი ანდრეი კრასნოვმა დაარსა და დღეს, ის ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს, ქართველი თუ უცხოელი ტურისტებისთვის. მთაგორიანი რელიეფის მქონე ბუნების ძეგლი ერთროულად აერთიანებს კოლხეთისთვის, ჩრდილოეთ ამერიკისთვის, აზიისთვის, ავსტრალიისთვის და სამხრეთ ამერიკისთვის დამახასიათებელ ბაღის მცენარეებს. აქ შეხვდებით 5000–ზე მეტ უნიკალურ მცენარეს.

ბოტანიკურ ბაღში ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია მწვანე კონცხი, საიდანაც გასაოცარი ხედით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. ბაღი ასევე მოიცავს კოლხეთის ტყის ნაკრძალსაც. ჯამში, თქვენ 9 ფლორისტული განყოფილების მონახულება შეგიძლიათ.

გემი ბათუმის ბოტანიკური ბაღთან ახლოს - Boat near Batumi botanical garden.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი: ზღვის ხედი და პალმები

სერვისები

ბათუმის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე დამატებით სერვისს გთავაზობთ. იმისთვის, რომ ბაღის ისტორიას უფრო დეტალურად გაეცნოთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსკურსიამძღოლის სერვისით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ ელექტროავტობუსის სერვისით, რომელიც მწვანე კონცხიდან ზღვისპირა პარკამდე მარშრუტს მოიცავს. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ავტობუსი ერთი საათით. გაითვალისწინეთ, სერვისის გამოყენება მაქსიმუმ 5 ადამიანს შეუძლია.

ბაღში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოაწყოთ პიკნიკი, ხოლო კემპინგისთვის კონკრეტული პერიოდია გამოყოფილი. კერძოდ, სპეციალურად განკუთვნილ ტერიტორიაზე, თქვენ შეგიძლიათ დაბანაკდეთ 18:00–დან მეორე დღის 10:00–მდე.

მორიგი პოპულარული სერვისი ბათუმის ბოტანიკურ ბარში, საქორწინო ცერემონიის ჩატარებაა. ცერემონიისთვის სპეციალურად მოწყობილი ტერიტორია ზღვისპირა პარკშია განთავსებული. თქვენ შეგიძლიათ როგორც ტერიტორიის ქირავნობა, ასევე ხელმოწერის სერვისით სარგებლობაც.

თუ გიყვართ მცენარეები, თქვენ შეგიძლიათ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სათბურების მონახულებაც და სხვადასხვა ტიპის მცენარის შეძენა. სათბურში 275–მდე სხვადასხვა ბაღის მცენარეა ხელმისაწვდომი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მთავარ შესასვლელთან თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ კაფეს, სადაც დაგხვდებათ ღია სივრცეები და მაღალი ხარისხის მომსახურება.

აღნიშნული დამატებითი სერვისების საფასური კი, იხილეთ ქვემოთ:

დამატებითი მომსახურება მომსახურების საფასური
ექსკურსიამძღოლი (1.5 საათით) 80 ლარი
ექსკურსიამძღოლი ავტობუსით (40 წუთი) 50 ლარი
ელექტროავტობუსით მგზავრობა 5 ლარი
ელექტროავტობუსის ქირავნობა (1 საათი) 100 ლარი
პიკნიკის მოწყობა საქართველოს მოქალაქისთვის 15 ლარი
პიკნიკის მოწყობა უცხოეთის მოქალაქისთვის 20 ლარი
კემპინგი საქართველოს მოქალაქისთვის 25 ლარი
კემპინგი უცხოეთის მოქალაქისთვის 50 ლარი
საქორწინო მაყრიონის დაშვება 150 ლარი
ხელმოწერის ცერემონიის მომსახურება 200 ლარი
მწვანე კონცხი, ბათუმი ჩანს - Green cape with Batumi's skyline.
მწვანე კონცხი ქალაქის ხედით

საინტერესო ფაქტები

  • ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შეგიძლიათ იხილოთ მცენარეები, როგორც სუბტროპიკებისთვის, ასევე ჰიმალაის და აზიისთვის დამახასიათებელი ფლორიდან.

  • ბაღში თქვენ შეხვდებით 80–ზე მეტი პალმის, 20–ზე მეტი ნეკერჩხლის და 15–ზე მეტი მაგნოლიის სახეობას.

  • აქ, შეგიძლიათ იხილოთ ისეთი უნიკალური ბაღის მცენარეები, როგორიცაა მამონტის და საპნის ხეები.

  • ბამბუკების გამოფენაზე, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბამბუკისგან დამზადებული კერძები.

ჩვენი რჩევა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი განსაკუთრებით გამორჩეულია მაისი–ოქტომბრის პერიოდში, რადგან ეს არის პერიოდი, როცა მცენარეების უმეტესობა ყვავილობის პერიოდშია და ამ დროს ბაღი გამორჩეულად ფერადია. შესაბამისად, გირჩევთ, რომ ეცადოთ ბაღი თბილ ამინდებში მოინახულოთ.

ასევე გირჩევთ, რომ თქვენი ვიზიტი სადღესასწაულო დღეებს დაამთხვიოთ. ამ დროს შეგიძლიათ ისიამოვნოთ გასართობი ღონისძიებებით და სახალისო აქტივობებით, დააგემოვნოთ უნიკალური კერძები და შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები. არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ რუკა და ჩაიცვათ კომფორტულად, რადგან თქვენ ეგზოტიკურ ბუ

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში?

ბაღს სამი შესასვლელი აქვს, მწვანე კონცხის, უღელტეხილისა და ჩაქვის მხრიდან. ბათუმიდან შეგიძლიათ იმგზავროთ სპეციალურად დანიშნული მიკროავტობუსებით.

მწვანე კონცხი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი ერთიდაიგივეა?

მწვანე კონცხი, ბაღის ერთ–ერთი ტერიტორიული ნაწილია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მოიცავს პლიაჟს, გადასახედ პლატფორმასთან ერთად.

შეიძლება თუ არა დავბანაკდე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში?

დიახ, შეიძლება. ამისთვის უნდა გადაიხადოთ შესაბამისი საფასური და დაბანაკდეთ, სპეციალურად განკუთვნილ ტერიტორიებზე.