კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები ლაგოდეხში

ლაგოდეხის 8 საუკეთესო სასტუმრო (2024)

  1. როიალ პალასი - Royal Palace
    სასტუმრო ვაშლოვანის ქუჩა, 7200
    ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ Royal palace hotel, ეს იქნებოდა მრავალფეროვანი. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე მოგზაურმა კომფორტულად და სასიამოვნოდ დაისვენოს. თანამედროვე ინტერიერის მქონე ნათელი ოთახები, ნომრები ხის კოტეჯებში, საკონფერენციო შეხვედრების ოთახი საქმიანი ვიზიტებისთვის, უგემრიელესი ქართული სამზარეულო, საუცხოო ბუნება და მრავალფეროვანი აქტივობები თქვენს დასვენებას ლაგოდეხში კიდევ უფრო გასაოცარს გახდის. წყვილებისთვის და სოლო მოგზაურებისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტული ნომრები თუმცა თუ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ, შეგიძლიათ ორსაძინებლიანი ნომრებიც აირჩიოთ, სადაც 6-8 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. იმისთვის რომ გაერთოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ ღია საცურაო აუზს და დაისვენოთ ულამაზეს ბუნებაში, ითამაშოთ ბადმინტონი ან ისიამოვნოთ სპა სერვისებით.
    157 მიმოხილვა 8.6
    ფასი ₾250
    დაჯავშნა
  2. კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი - Reserve Resort Lagodekhi

    Reserve resort Lagodekhi

    სასტუმრო ხიზაბავრა, 2701
    თუ ზაფხულში ლაგოდეხში დასვენებას გეგმავთ, მაშინ საზაფხულო განწყობის შესაქმნელად იდეალური ადგილია Reserve resort Lagodekhi. აქ დაგხვდებათ მშვიდი და ამასთანავე მხიარული გარემო, სულ რომ არაფერი ითქვას გასაოცარ ბუნებასა და ხედებზე. სასტუმროში ხელმისაწვდომია კოტეჯური ტიპის ნომრები. თითოეული კოტეჯი ყველა საჭირო ინვენტარითაა უზრუნველყოფილი. ასევე თითოეულ კოტეჯს აქვს აივანი, სადაც შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ. ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული კოტეჯები, წყვილებისთვის, ასევე ორ საძინებლიანი კოტეჯები, 5 ადამიანისთვის. საუცხოო ბუნებასთან და გარე რეკრეაციულ სივრცეებთან ერთად, შეგიძლიათ განიტვირთოთ სასტუმროს ღია ტიპის აუზში და გაერთოთ ბარში. ამასთან სასტუმრო გთავაზობთ ჯანსაღ მენიუს უგემრიელესი კერძებით, მათ შორის სპეც მენიუს ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, ისიც რომ სასტუმროში დაშვებულია შინაური ცხოველები.
    126 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾212
    დაჯავშნა
  3. სასტუმრო დუენდე - Duende Hotels
    კოტეჯი ხიზა, 2708
    ბუნების მოყვარულებს ნამდვილად მოგეწონებათ სასტუმრო Duende hotel. შუაგულ ტყეში განლაგებული კოტეჯები, საუცხოო ხედებით, ტერასითა და მყუდრო ატმოსფეროთი დაუვიწარ მოგონებებს შეგიქმნით. განსაკუთრებით თუ სასტუმროს ზაფხულში ეწვევით, თავს სრულიად სხვა, ეგზოტიკურ გარემოში იგრძნობთ. ეს იდეალური ადგილია თუ ლაგოდეხს საყვარელ ადამიანთან ან სამეგობროსთან ერთად სტუმრობთ. შეგიძლიათ იქირაოთ ორადგილიანი ნომრები და ასევე შედარებით დიდი კოტეჯი 5 ადამიანისთვის, საიდანაც გასაოცარი მთის ხედი იშლება. სასტუმროს ასევე უნიკალური სერვისია ცხელი ჯაკუზი შუაგულ ტყეში, რომელიც იდეალურია განტვირთვისთვის. Duende hotel–ში ნამდვილად არ მოიწყენთ. აქ მასპინძლები სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობებს გთავაზობენ, როგორიცაა კულინარიული კლასები, ადგილობრივი კულტურის ტური, და რაც მთავარია საცხენოსნო ტურები და ლაშქრობა ლაგოდეხის უნიკალურ აღკვეთილში.
    74 მიმოხილვა 9.6
    ფასი ₾345
    დაჯავშნა
  4. ეკო ვილიჯი ლაგოდეხი - Eco Village Lagodekhi
    კოტეჯი გურგენიანი, 2708
    სასტუმროს სათაურიც ნათლად აჩვენებს უკვე იმას, რომ Eco Village–ში სტუმრობის შემთხვევაში უნდა მოელოდეთ მყუდრო და თბილ გარემოს, ბუნებითა და ქართული ფერადი სოფლის ატმოსფეროთი, რაც ძალიან სასიამოვნო ემოციებს შემატებს დასვენებას. ეს არის ლაგოდეხის საუცხოო ბუნებაში განთავსებული უმაღლესი ხარისხის კოტეჯური ტიპის სასტუმრო. ადგილი იდეალურია თუ ლაშქრობა გიყვართ, რადგან სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს ჩანჩქერი, რაც თავგადასავლების მაძიებლებს ნამდვილად მოეწონებათ. Eco Village–ში მხოლოდ სტანდარტული, ერთსაძინებლიანი კოტეჯებია ხელმისაწვდომი. დროის უფრო სასიამოვნოდ გატარებისთვის სასტუმრო გთავაზობთ პატარა რესტორანს ჯანსაღი მენიუთი, გარე მოსასვენებელ სივრცეებს და ბარს.
    145 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾250
    დაჯავშნა
  5. სასტუმრო ვალდ ჰოტელ ლაგოდეხი - Wald Hotel Lagodekhi

    Wald Hotel

    სასტუმრო ვაშლოვანის 197, 2700
    სიმშვიდე, გასაოცარი ბუნება, კლასიკური და ულამაზესი ინფრასტრუქტურა და მეგობრული მომსახურება ის მთავარი ფაქტორებია, რის გამოც Wald Hotel ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა ლაგოდეხში.ბუნებაში მდებარე ეს ულამაზესი სასტუმრო მინიმალისტური და ელეგანტური დიზაინით გამოირჩევა, რომელიც კლასიკური სტილის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სტანდარტული ნომრები, ასევე საოჯახო ნომრები ოთხი ადამიანისთვის.ხელმისაწვდომია ბიუჯეტური ნომრებიც. სასტუმრო კლასიკურ ევროპულ და ადგილობრივ მენიუსაც გთავაზობთ ულამაზეს რესტორანში. აღსანიშნავია Wald Hotel–ის ულამაზესი ეზო, მოსასვენებელი სივრცეებით და ღია საცურაო აუზით, რაც იდეალურია მზიან ამინდში დასვენებისთვის. ასევე, სასტუმროში სპეციალური აუზია ბავშვებისთვის, რაც იდეალურია მათთვის ვინც პატარებთან ერთად სტუმრობს ლაგოდეხს.
    32 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾297
    დაჯავშნა
  6. Diamond's Cottages - დაიმონდ კოტეჯი
    კოტეჯი ვაშლოვანის 45, 2700
    თუ სიმყუდროვე თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ლაგოდეხში დასასვენებლად იდეალურია თუ Diamond’s Cottages–ს აირჩევთ. თანამედროვე კოტეჯები, ულამაზესი ხედებით, ხის მყუდრო ინტერიერით უმაღლესი დონის კომფორტითაა უზრუნველყოფილი. ადგილი იდეალურია წყვილებისთვისაც, რადგან აქ მხოლოდ ორადგილიანი კოტეჯებია ხელმისაწდვომი. ასევე თითოეულ კოტეჯს აქვს აივანი და ტერასა, უკეთესი განტვირთვისთვის. კოტეჯების გარე მდებარე მოსასვენებელი სივრცეები და გასაოცარი ბუნება მყუდრო და მშვიდი დასვენების გარანტია. დამატებით, სასტუმრო ჯანსაღ საუზმესაც გთავაზობთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ შედარებით ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, ეს კოტეჯები შესანიშნავი არჩევანია.
    86 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾160
    დაჯავშნა
  7. შატო ყირამალა ლაგოდეხი - Chateau Kiramala Lagodekhi
    სასტუმრო რაჭისუბანი, 2700
    თუ ნამდვილი ქართული ტრადიციული გარემო გიზიდავთ, აუცილებლად მოგეწონებათ, chateau kiramala–ს ორიგინალური ინფრასტრუქტურა, გასაოცარი ბაღი და მრავალფეროვანი სერვისები. ციხესიმაგრის იმიტაცია, ქართული არქიტექტურული ელემენტები, მარანი, ბევრი ქვევრითა და უნიკალური დეკორაციული ელემენტებით გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის. chateau kiramala–ში შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის კოტეჯის ქირაობა, მათ შორის ერთი, ორ და სამ საძინებლიანი ნომრების სადაც, 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასე რომ თუ სამეგობროსთან ერთად ისვენებთ, ეს იდეალური შესაძლებლობაა. chateau kiramala–ში გასართობიც ბევრია. შეგიძლიათ ღია ტიპის საცურაო აუზზე დაისვენოთ და გაირუჯოთ, ასევე სილამაზის ცენტრს ეწვიოთ, სადაც სალონის ტიპის მომსახურებას შემოგთავაზებენ. თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, სასტუმრო გასართობ სერვისებსაც გთავაზობთ. უფროსებს კი უგემრიელესი და სახელგანთქმული კახური ღვინის დაგემოვნება და ადგილობრივი სუფრის გამოცდილების მიღება შეგიძლიათ.
    31 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾250
    დაჯავშნა
  8. ვაინჰაუსი ლაგოდეხი - Winehouse Lagodekhi
    სასტუმრო თავისუფლების 17, 2700
    Winehouse ლაგოდეხის გამორჩეული სასტუმროა. აქ გასაოცარი ბაღი, მეგობრული და ოჯახური გარემო დაგხვდებათ. აღსანიშნავია სასტუმროს ნომრების გასაოცრად დახვეწილი და ელეგანტური ინტერიერი, რომელიც ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. აქ შეგიძლიათ იქირაოთ, ნომრები როგორც ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახო ნომრები, 4 ადამიანისთვის. გარდა გასაოცარი ბაღისა და გარემოსი, სასტუმრო გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის დამატებით სერვისებს, როგორიცაა საცხენოსნო ტურები, სალაშქრო ინვენტარი და მარშრუტები, ცხელი ჯაკუზი და სხვა. აღსანიშნავია, ისიც რომ სასტუმრო შინაური ცხოველების მიმართ მეგობრულია.
    133 მიმოხილვა 9.8
    ფასი ₾234
    დაჯავშნა

ლაგოდეხში დასვენება

ლაგოდეხი კახეთის ერთ–ერთი გამორჩეული მხარეა, გასაოცარი ბუნებითა და ულამაზესი ისტორიული ნაგებობებით. აქ ყველაფერია მშვიდი და სასიამოვნო დასვენებისთვის. ლაგოდეხი განსაკუთრებთ ცნობილია მდიდარი ბუნებით, რაც თავისთავად იზიდავს მოლაშქრეებს და მათ, ვისაც ბუნებაში დასვენება უყვარს.

შეიძლება იფიქროთ რომ რადგან ლაგოდეხი არ არის სუპერ პოპულარული ტურისტული დანიშნულება, აქ დასვენების, სასტუმროებისა თუ რესტორნების მცირე არჩევანია. თუმცა რეალობა სრულად სხვაა. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ კომფორტული და საკმაოდ მაღალი კლასის სასტუმროები, სადაც თავს კლასიკურ ევროპულ მამულში იგრძნობთ. ლაგოდეხის უნიკალური ბუნების ატმოსფერო იდეალურადაა შესაბამისობაში ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან, რაც ამ ადგილს შესანიშნავს ხდის როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონში. ასე რომ თუ ბუნებაში დასვენების კომფორტულ შესაძლებლობებს ეძებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ალტერნატივათა სიაში ლაგოდეხი.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ ლაგოდეხში?

ლაგოდეხის მთავარი გამორჩეულობა უნიკალურ ბუნებაშია. აქ მთავარი ღირსშესანიშნაობა ლაგოდეხის ეროვნული პარკია. აქ მოგზაურობა მოლაშქრეებისთვის უნიკალური გამოცდილება და თავგადასავალია, სავსე გასაოცარი მცენარებით, ულამაზესი მდინარეებით, ჩანჩქერებითა და ციხის ნანგრევებით.

უიშვიათესი ფლორის მთავარი სანახაობები კი კონკრეტულად მოიცავს ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერებს, გასაოცარ შავი კლდეების ტბასა და ულამაზეს მდინარე ლაგოდისხევს, სანაპიროსთან ერთად, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი ან დაბანაკდეთ. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ქოჩალოს ბაზილიკისა და მაჭის ციხის ნანგრევები.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ლაგოდეხში?

ლაგოდეხში სასტუმროს ღირებულება ადგილმდებარეობის და სასტუმროს ტიპის მიხედვით განსხვავდება. ძირითადად ფასები 120 ლარიდან იწყება და საშუალოდ 250 ლარამდე მერყეობს.

რომელია ლაგოდეხის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

ლაგოდეხის ყველაზე პოპულარული სასტუმროებია Royal palace hotel, Reserve resort Lagodekhi და Winehouse.

ლაგოდეხის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული კერძების დაგემოვნება ლაგოდეხის თითქმის ყველა სასტუმროშია შესაძლებელი, მათ შორის სასტუმროებში Royal palace hotel და Wald Hotel.

ლაგოდეხის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ასეთი შემთხვევებისთვის იდეალურია Wald Hotel და chateau kiramala.

რომელია კოტეჯური ტიპის სასტუმრო ლაგოდეხში?

ლაგოდეხის სასტუმროების დიდი ნაწილი კოტეჯური ტიპისაა, მათ შორის Royal palace hotel, Duende hotel, Eco Village და სხვა.

რომელია ლაგოდეხში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის საუკეთესო არჩევანია Royal palace hotel და Duende hotel.

რა ღირს სასტუმროები ლაგოდეხში შაბათ–კვირას?

ლაგოდეხში შაბათ–კვირას სასტუმროების ფასი დაახლოებით იგივეა რაც კვირის სხვა დღეებში და მინიმუმ 120 ლარიდან იწყება.

ლაგოდეხის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ სასტუმროებს, Duende hotel, Wald Hotel და Winehouse.

ლაგოდეხის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

ლაგოდეხის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგ სივრცეს.

ლაგოდეხის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

აუზით სარგებლობა შეგიძლიათ ლაგოდეხის შემდეგ სასტუმროებში: Reserve resort Lagodekhi, Royal palace hotel, Wald Hotel chateau kiramala.

რომელ სასტუმროებს აქვთ ლაგოდეხში ოთახები არამწეველთათვის?

ლაგოდეხის სასტუმროებს ნომრები მხოლოდ არამწეველი ვიზიტორებისთვის აქვთ განკუთვნილი

ლაგოდეხის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

ლაგოდეხის ყველა სასტუმროში ვიზიტორებს უფასო წვდომა აქვთ ინტერნეტთან.

ლაგოდეხის რომელ სასტუმროებშია დამატებითი ტურები ხელმისაწვდომი?

დამატებითი ტურები ხელმისაწვდომია სასტუმროებში Duende hotel და Winehouse.

ლაგოდეხის რომელ სასტუმროები მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს?

აღკვეთილთან ახლოს ბევრი სასტუმრო მდებარეობს, მათ შორის Royal palace hotel, Duende hotel, და Wald Hotel.

ლაგოდეხის რომელ სასტუმროებს აქვთ დამატებითი სერვისები ბავშვებისთვის?

საბავშვო აუზები, სპეც მენიუ და დამატებითი გასართობი სერვისები ხელმისაწვდომია სასტუმროებში, Reserve resort Lagodekhi, Wald Hotel და chateau kiramala.