კონტენტზე გადასვლა

უშბის, იგივე შდუგრას ჩანჩქერი, სვანეთის გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც იდეალურად წარმოაჩენს ქართული ბუნების უნიკალურობას. საქართველოს ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერი, ულამაზეს კლდოვან მთებს შორის მოედინება და განუმეორებელი სილამაზის აუზს ქმნის, რომელიც მოლაშქრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

შდუგრას ჩანჩქერი სოფელ მაზერთან ახლოს მდებარეობს. სოფელი მაზერი კი მესტიიდან, დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს. მაზერიდან, 3 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის გავლის შემდეგ, კი თქვენ შდგურას ჩანჩქერთან მიხვალთ.

შდუგრას ჩანჩქერი სოფელ მაზერთან ახლოს მდებარეობს. ჩანჩქერი მდინარე დოლრას მარცხენა შენაკადზე მოედინება. მას უშბის ჩანჩქერსაც უწოდებენ, რადგან ის უშბის მყინვართან მდებარეობს. მყინვარის ნახვა შდუგრას ჩანჩქერის თავზე ასვლით შეგიძლიათ, სადაც საფეხმავლო ბილიკი მიდის. ეს ბილიკი საშუალო სირთულისაა და ციცაბო კლდოვან აღმართს მოიცავს.

რაც შეეხება ჩანჩქერის რელიეფს, კლდოვან ზედაპირთან ერთად, მის ირგვლივ დამახასიათებელია მცირე ბუჩქები და სუბალპური მცენარეული საფარი, რაც ჩანჩქერსა და მის ირგვლივ მიდამოებს, განსაკუთრებულად ლამაზს ხდის. შდუგრას ჩანჩქერთან ხშირად იხილავთ ცისარტყელას, რომელიც ჩანჩქერს, გასაოცარ სილამაზეს ანიჭებს.

შდუგრას ჩანჩქერამდე მისვლა მხოლოდ საფეხმავლო ბილიკის გავლითაა შესაძლებელი, რომლის სიგრძეც 3 კილომეტრია. ეს მანძილი მოიცავს როგორც ტყის ნაწილს, ასევე მდინარის ფონის გადალახვას. აქედან გამომდინარე, საუკეთესო დრო უშბის ჩანჩქერის მოსანახულებლად ივნისი–სექტემბრის პერიოდია, როცა ამინდები თბილია და საფეხმავლო ბილიკის გავლა და ჩანჩქერის სათავის მონახულება, უსაფრთხო.

შდუგრას ჩანჩქერის შესახებ

120 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, მაზერთან ახლოს მდებარეობს და ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შდუგრას ჩანჩქერი საქართველოს ყველაზე წყალუხვ ჩანჩქერს წარმოადგენს, თუმცა ის არა მარტო ამ სტატუსით, არამედ ულამაზესი რელიეფითა და გასაოცარი სალაშქრო ბილიკით გამოირჩევა. ჩანჩქერამდე მისასვლელად, საჭიროა 3 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის გავლა, რომელიც რელიეფურად, საკმაოდ მარტივია.

შდუგრას ჩანჩქერთან იდეალურად ერწყმის ერთმანეთს სხვადასხვა კლიმატური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეული საფარი. ჩანჩქერის გამორჩეულობა ასევე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ როგორც ჩანჩქერის სათავეში, ასევე მის ძირას. შდუგრას ჩანჩქერიდან გასაოცარი ხედი იშლება უშბის მყინვარზე. ქართველი თუ უცხოელი ტურისტები, შდუგრასთან ხშირად ბანაკდებიან.

ლაშქრობა შდუგრას ჩანჩქერზე – მისასვლელი ბილიკი

თუ უშბას ჩანჩქერზე ლაშქრობა უკვე გადაწყვიტეთ, მაშინ მასთან მისასვლელ ბილიკთან დაკავშირებით თქვენთვის საინტერესო დეტალები გვაქვს, რომლებიც მგზავრობისას ნამდვილად გამოგადგებათ. სასიხარულო ფაქტია, რომ გამომდინარე შდუგრის ჩანჩქერის პოპულარობისაგან, მასთან მისასვლელი ბილიკი კარგადაა მარკირებული რაც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ დაიკარგოთ ან გზა აგერიოთ.

ბილიკი სოფელი მაზერიდან, სასტუმრო გრანტ ოტელ უშბასთან იწყება, რომელიც ტურისტებში და განსაკუთრებით შდუგრასთვის ჩასული მოლაშქრეებისთვის მთავარი მოსასვენებელი ადგილია. ბილიკი ვაკე მინდვრებით იწყება და გადის წიწვოვან ტყეზე. სირთულის კუთხით ეს საკმაოდ მარტივი ბილიკია. ამავე ეტაპზე შეგიძლიათ მჟავე წყლების წყაროც მოინახულოთ, უფრო მეტი თავგადასავლსითვის.

ტყის ბილიკი ხევსა და მდინარეს გასწვრივ მიუყვება რომლის შემდეგაც შეხვდებით ხის ხიდს. მასზე გადასვლა მარტივი და უსაფრთხოა. სწორედ ამ მანძილის გავლის შემდეგ იწყება საშუალო სირთულის ციცაბო, ლოდებიანი აღმართი, რომელიც პირდაპირ შდუგრას, იგივე უშბის ჩანჩქერთან მიგიყვანთ. ბილიკი მიდის როგორც უშბის ჩანჩქერის ქვედა ნაწილთან, ასევე ზედა ნაწილთანაც. თქვენზეა დამოკიდებული გააგრძელებთ გზას თუ არა. თუმცა თუ საუკეთესო ხედებით სიამოვნება გსურთ, გირჩევთ გზა გააგრძელოთ და ჩანჩქერის თავზეც ახვიდეთ.

გამომდინარე იქიდან, რომ შდუგრას ჩანჩქერი საქართველოს ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია, მასთან მისასვლისას, საწვიმარის ჩაცმაა რეკომენდებული. ერთი დღე სრულებით საკმარისია ამ ბილიკის გასავლელად და უკან დასაბრუნებლად. თუ დაბანაკება გსურთ, შეგიძლიათ ბილიკზე თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ზონა აირჩიოთ, რადგან ბანაკის გაშლასთან დაკავშირებით, შეზღუდვები არ მოქმედებს. უფრო კომფორტული დასვენებისთვის კი ბილიკის დასაწყისში მდებარე სასტუმროს შეგიძლიათ ეწვიოთ.

შდუგრას ჩანჩქერი ზაფრულში.
შდუგრას ჩანჩქერი

ტურები უშბას ჩანჩქერზე

სვანეთის ტურები ხშირად მოიცავს შდუგრას ჩანჩქერის მონახულებასაც, რადგან ეს ამ კუთხის ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მსგავს ტურებში ასევე შედის მაზერისა და ბეჩოს თემში შემავალი სხვა სოფლების მონახულებაც, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ უძველესი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები და უკეთ გაეცნოთ ძველი სვანეთის ისტორიასა და კულტურას, რომელიც ადგილობრივებმა დღემდე შეინარჩუნეს.

ტურები შდუგრას ჩანჩქერზე ძირითადად ზაფხულის პერიოდში იგეგმება. გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ საფეხმავლო ბილიკის გავლა. მსგავსი ტურები მაზერში ან ბეჩოს თემის სხვა სოფლებში მდებარე საოჯახო სასტუმროებს ირჩევენ დასარჩენად, რადგან ეს სოფლები ყველაზე ახლოს მდებარეობს შდუგრას ჩანჩქერთან.

საინტერესო ფაქტები

  • შდუგრას ჩანჩქერის სიმაღლე, თითქმის 120 მეტრია.

  • შდუგრას ჩანჩქერი აღიარებულია, როგორც საქართველოს ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერი.

შდუგრას ჩანჩქერი (უშბის ჩანჩქერი).
შდუგრას ჩანჩქერი (უშბის ჩანჩქერი)

ჩვენი რჩევები

იმისთვის, რომ შდუგრას ჩანჩქერთან მოხვდეთ, უნდა გაიაროთ წიწვოვანი ტყე და გადალახოთ მდინარე. საფეხმავლო ბილიკი ძველ ხის ხიდსაც და ლოდებიან, ციცაბო აღმართსაც მოიცავს. ასე რომ ჩაიცვით კომფორტულად, რათა ლაშქრობა უფრო სასიამოვნო იყოს. ასევე მოიმარაგეთ წყალი, რადგან საფეხმავლო ბილიკზე არ შეგხვდებათ წყარო.

თუ საუკეთესო ფოტოებით გინდათ თავი მოიწონოთ, ჩვენი გამოცდილებით, გირჩევთ მოინახულოთ შდუგრას ჩანჩქერის თავი, სადამდეც ციცაბო აღმართი ადის. აქედან გასაოცარი ხედი იშლება უშბაზე და ულამაზეს სანახაობას ქმნის. ასევე შეგიძლიათ გამოსცადოთ უშბის ჩანჩქერის აუზში ბანაობაც.

ხშირად დასმული კითხვები

რა სიმაღლისაა შდუგრას ჩანჩქერი?

შდუგრას ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 120 მეტრია და ის, საქართველოს ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია.