მარტვილის კანიონი საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია. ის სამეგრელოში მდებარეობს და წარმოადგენს უნიკალურ კირქვულ კანიონს, რომელშიც მიედინება მდინარე აბაშა. მარტვილის კანიონი გამოირჩევა ფერადი ფაუნით, რომელიც კანიონს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
მარტვილის კანიონის შესახებ
მარტვილის კანიონი მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს არის კირქვული ქანებით წარმოქმნილი ხეობა, რომელშიც 30 მეტრის სიღრმის მდინარე მიედინება. ქანური წარმოშობით მიჩნეულია, რომ კანიონი საკმაოდ ძველია, ვინაიდან ჯერ კიდევ არის შემონახული რამდენიმე, ბუნებრივად წარმოქმნილი კირქვის ხიდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც კანიონი მღვიმეს წარმოადგენდა და დღევანდელი სახე, მისი ჩამოშლის შედეგად მიიღო.
მარტვილის კანიონი საკმაოდ პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის, რადგან ის გამოირჩევა თავისი ფერადოვნებით და ეგზოტიკურობით. კანიონში გასეირნებისას შეხვდებით მცირე ჩანჩქერებს და ფერად მცენარეებს, რომელთა უმეტესობა გვიმნაირებს წარმოადგენენ. კანიონი მოიცავს ისტორიულ დადიანების ბილიკსაც და გადასახედ პლატფორმებს, საიდანაც გასაოცარი ხედები იშლება. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ დადიანების ისტორიული წისქვილიც. შესაბამისად, კანიონი საინტერესო ბუნების ძეგლია მოლაშქრეებისთვისაც.

სერვისები
მარტვილის კანიონი ძირითადად ორ სერვისს გთავაზობთ. ეს არის ნავით გასეირნება კანიონში, რომლის საერთო სიგრძე 300 მეტრია და დადიანების ისტორიული საფეხმავლო ბილიკისა და უძველესი, 30 საფეხურიანი კიბის მონახულება, სადაც ასევე 3 გადასახედი პლატფორმაა განთავსებული. გადასახედ ხიდებზე ადამიანების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა 10–ია. გაითვალისწინეთ, რომ ველოსიპედით გადაადგილება აკრძალულია და ბუნების ძეგლის მონახულება მხოლოდ ფეხით შეგიძლიათ.

საინტერესო ფაქტები
მარტვილის კანიონი ზღვის დონიდან საკმაოდ დაბლა, 210 მეტრზე მდებარეობს.
თუ მარტვილის კანიონის ქანების განლაგებას დავუკვირდებით, ნათელია რომ ის ერთ დროს, კარსტულ მღვიმეს წარმოადგენდა. დღევანდელი სახე კი, მღვიმის ჩამოშლის შედეგადაა მიღებული.
კანიონი ყოველმხრივ ლამაზია, თუმცა განსაკუთრებულად სანახაობრივ მონაკვეთს ოფუცხოლე ეწოდება. მას ასევე დადიანების საბანაოს სახელით მოიხსენიებენ და ეს არის ყველაზე ფერადი და ეგზოტიკური ნაწილი, რომელსაც კვადრებისგან აგებული კიბე ჩაუყვება. აქ შეხვდებით ისეთ მცენარეებს, როგორიცაა კოლხური ბზა, უთხოვარი და დათვისხილა.
კანიონის ყველაზე მაღალი წერტილი, ზღვის დონიდან 3003 მეტრზე მდებარეობს და ის მდინარე ტეხურის სათავეს წარმოადგენს.
მარტვილის კანიონს ასევე უწოდებენ აბაშის, გაჭედილის და გოჭკადილის კანიონს.
კანიონთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს ისეთი გასაოცარი ბუნების ძეგლები, როგორიცაა აღუს, აბჰესის, ონიორესა და ტობას ჩანჩქერები. იქვეა ბალდის კანიონი, რომელიც ასევე კარსტული წარმოშობისაა.

ჩვენი რჩევა
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ კანიონს მხოლოდ მზიან ამინდში უნდა ეწვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიზიტორთა ცენტრი უარს გეტყვით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აკრძალულია ნაოსნობისას წყალში ჩასვლა ან ნავიდან გადმოსვლა, ისევე როგორც მცენარეების მოწყვეტა და შინაურ ცხოველთან ერთად ვიზიტი. ამისთვის ჯარიმაა დაწესებული.
თუ გსურთ, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო გასაოცარი გახადოთ, გირჩევთ ეწვიოთ მარტვილის კანიონთან საკმაოდ ახლოს მდებარე ტობას, ონიორეს, აღუსა და ობჰესის ჩანჩქერებს. ასევე მორიგი ეგზოტიკური თავგადასავალი შეგიძლიათ შეიგრძნოთ ბალდის კანიონზეც. თითოეული ეს ბუნების ძეგლი კი, უფასოდ შეგიძლიათ მოინახულოთ.
ასევე გირჩევთ მაქსიმალურად კომფორტულად და სპორტულად ჩაიცვათ, რადგან მარტვილის კანიონი ფიზიკურად საკმაოდ დატვირთული ადგილია და კომფორტული სამოსით მონახულება ბევრად გაგიმარტივდებათ.
ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება თუ არა ოკაცეს კანიონში შესასვლელი ბილეთის დაბრუნება?
არა, ნებისმიერ შემთხევაში ადმინისტრაცია უარს აცხადებს ბილეთის დაბრუნებაზე. ამიტომ წინასწარ გაითვალისწინეთ ამინდი, რათა უამინდობის გამო პრობლემა არ შეგექმნათ.
მარტვილის კანიონში დასაშვებია თუ არა ბანაობა?
არა, კანიონში ბანაობა სასტიკად არის აკრძალული. აღნიშნული ქმედებისთვის, ადმინისტრაციული ჯარიმაა გათვალისწინებული.