კონტენტზე გადასვლა

სასტუმროები საქართველოში

: რეზულტატი

შეცვალეთ ძიების ფილტრები.

ახლიდან ძებნა
გვერდი -

ფილტრები

სასტუმროს ტიპი

ფასის დიაპაზონი

კომფორტი

ძირითადი სერვისები და კეთილმოწყობა

5 საუკეთესო სასტუმრო ბათუმში დასვენებისთვის

  1. ლე მერიდიენ ბათუმი - Le Méridien Batumi

    Le Meridien Batumi

    სასტუმრო Ninoshvili / Zhgenti Street, 6112 Batumi
    “ლე მერიდიენ” ბათუმი კავკასიის ყველაზე მაღალ, 205 მეტრიან შენობაშია განთავსებული. სასტუმრო გამორჩეულ ადგილას, ისტორიული ბათუმის ბულვარის შუაგულში, ზღვის სანაპიროდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. დახვეწილი, ევროპული დიზაინის სასტუმრო სწორედ ისაა, რაც თქვენს ბათუმურ დასვენებას აბსოლუტურად უნაკლოს გახდის. სპა, ფიტნესი, ღია და დახურული აუზები, სილამაზის სალონი, ქართულ-ფრანგული რესტორანი და ბარი სრულად თქვენს განკარგულებაშია. დახვეწილი ატმოსფერო ყოველ ნიუანსში იგრძნობა – კომფორტული ავეჯი, ნათელი ოთახები, უმშვენიერესი ხედები ზღვასა და ქალაქზე, უგემრიელესი საზარეულო, კოქტეილები და რაც მთავარია – მაღალი დონის მომსახურება. სწორედ “ლე მერიდიენში” შეგიძლიათ ბათუმში ყველაზე ძვირადღირებული ნომრის დაქირავება – საპრეზიდენტო ნომერი, სადაც უზარმაზარი სივრცე და კომფორტზე გათვლილი უამრავი დეტალი დაგხვდებათ.
    538 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾464
    Check availability
  2. რადისონ ბლუ ბათუმი - Radisson Blu Batumi

    Radisson Blu Hotel Batumi

    სასტუმრო Ninoshvili Street 1
    რადისონის სასტუმროებში კარის შეღების მომენტიდან გრძნობთ, რომ აქ თქვენს კომფორტზე ზრუნავენ. ჩვენი ბოლო ვიზიტისას ნომერში უგემრიელესი სნექების დაფა დაგვხვდა, უზარმაზარი ნომერი სამუშაო სივრცით, ორი აბაზანითა და საკუთარი ორთქლის ოთახით. რადისონს ორი აუზი აქვს – ღია და დახურული. სასტუმროში გამორჩეულად გემრიელი საუზმე აქვთ, ყოველი პროდუქტი დიდი ყურადღებითაა შერჩეული და მომზადებული. სასტუმროს ბოლო სართულზე რესტორანი და ბარია განთავსებული. ერთადერთი ნიუანსი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ – აივანია. შენობის არქიტექტურიდან გამომდინარე არცერთ ოთახს აივანი არ აქვს და ვერც ფანჯრის გაღებას შეძლებთ. თუმცა სასტუმროში ძალიან კარგი საჰაერო და ვენტილაციის სისტემაა.
    1246 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾289
    Check availability
  3. სასტუმრო შერატონ ბათუმი - Sheraton Batumi Hotel

    Sheraton Batumi Hotel

    სასტუმრო Rustaveli Street N 28
    შერატონს არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს. ერთი მხრივ ბათუმის ბულვარში აღმოჩნდებით, ხოლო რუსთაველის მხარეს ნურის ტბა და გამწვანებული ბაღი აკრავს, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ, იქირაოთ წყლის ველოსიპედები და ა.შ. სასტუმროში ყველა გემოვნების ადამიანისთვის დაგხვდებათ რესტორანი. ბოლო სართულზე მოწყობილია 360 Sky Bar and Restaurant, სადაც გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ სუში და აზიური კერძები. გარდა ამისა, სასტუმროში კიდევ ორი რესტორანია, სადაც ადგილობრივი დდა ევროპული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. ჩვენი გამოცდილებით, შერატონის ღია აუზი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში. გარშემო პალმის ხეებით, სიმწვანეში ჩაფლული, მშვიდი და წყნარი გარემო, კომფორტული ავეჯით. რაც მთავარია, აუზთან მოწყობილია ბარი, საიდანაც ბარმენი თქვენს საყვარელ კოქტეილს პირდაპირ მზის ქვეშ მოგართმევთ.
    914 მიმოხილვა 8.3
    ფასი ₾450
    Check availability
  4. ჰილტონ ბათუმი - Hilton Batumi

    Hilton Batumi

    სასტუმრო Rustaveli Street #40
    ჰილტონის ნომრებიდან ხედი ზღვისკენ ან ქალაქისა და ნურის ტბისკენ იშლება. სასტუმროს ძალიან მოსახერხებელი მდებარეობა აქვს. ზუსტად 2 წუთში ბათუმის ბულვარში ან 26 მაისის ბაღში აღმოჩნდებით. ბოლო სართულზე მოწყობილია Sky Bar პანორამული ხედებით ქალაქზე. წვიმიან ამინდში (რაც ბათუმში არც თუ იშვიათობაა) Sky Bar-ის სტუმრობა და აპეროლის თანხლებით ქალაქის ხედების დათვალიერება განტვირთვისა და დროის გაყვანის მშვენიერი ხერხია. გემრიელი ვახშმის მოწყობა ჰილტონშიც შეგიძლიათ, მაგრამ მის გვერდით, სულ რაღაც 50 მეტრში მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი “ასკანელი”. ჩვენი რეკომენდაციით, იგი ბათუმის ტოპ 5 საუკეთესო რესტორანს შორის ნამდვილად იკავებს საპატიო ადგილს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ სასტუმროდან გასვლას. ჩვენთვის აღმოჩენა იყო, რომ სასტუმროს აუზი ზღვის წყლითაა სავსე. ამიტომ დილით ან საღამოს აუცილებლად ესტუმრეთ და განიტვირთეთ წყალში.
    1139 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾350
    Check availability
  5. ვინდამ ბათუმი - Wyndham Batumi

    Wyndham Batumi

    სასტუმრო 33 Memed Abashidze Avenue
    ვინდამ ბათუმი ქალაქის ცენტრში, ევროპისა და პიაცას მოედნებთან ახლოს მდებარეობს. სასტუმროს ინტერიერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, მოჩუქურთმებული ავეჯითა და ბზინვარე ელემენტებით. დიზაინის ამგვარი გადაწყვეტა საოცრად მდიდრულ ატმოსფეროს ქმნის, თქვენ კი მის განსაკუთრებულ სტუმრად გაგრძნობინებთ თავს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სასტუმროს მრავალფეროვანი საუზმე. მრავალგვარი სახეობის პროდუქტებითა და კერძებით, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია ბათუმში. ვინდამს ულამზესი შიდა აუზი აქვს, რომელსაც გარს ოქროსფერ თაღებიანი მინის ვიტრაჟები აკრავს, საიდანაც ქალაქის ურბანული ხედი იშლება.
    1946 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾208
    Check availability

ბათუმში დასვენება

ბათუმი შავი ზღვის სანაპიროსა გამორჩეული ტურისტული ცენტრია. ქალაქი აერთიანებს ისტორიულ უბნებს და არქიტექტურას, ისევე როგორც განახლებულ ბათუმს, თანამედროვე შენობებითა და ბულვარით. ზღვიანი სანაპირო, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და ბუნებასთან სიახლოვე ბათუმის ტურისტული პოტენციალის მთავარი უპირატესობაა.

ბათუმი წლის ნებისმიერ სეზონზე იზიდავს ტურისტებს. ზღვის სეზონზე ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს და ბათუმი 24/7-ზე ცხოვრების რეჟიმზე გადადის.

ქალაქში არაერთი ცნობილი ბრენდული სასტუმროა, რომლებიც დამსვენებლებს მაღალი დონის მომსახურებასა და დასვენების საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობენ.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

დაამატეთ თქვენი სასტუმრო

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა
  • პერსონალური მხარდაჭერა
  • უფასო რეგისტრაცია

რა ვნახოთ ბათუმში?

ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობები მის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. პიაცასა და ევროპის მოედნები გამორჩეული ტურისტული ადგილებია, რომლის გარშემოც კაფე-ბარები, მაღაზიები და სხვადასხვა ტურისტული ობიექტებია. ვიწრო ქუჩები ქვაფენილებითაა დაფარული. შენობების უმეტესობა XIX საუკუნეშია აგებული. ფასადები მოჩუქურთმებული და გაფორმებული წყლის ბინადართა და მითიური არსებების გამოსახულებებით. აქაური არქიტექტურა ქალაქის ხასიათსა და სულს ირეკლავს.

ბათუმის ბულვარი სანაპიროს გასწვრივ 8 კილომეტრზე გრძელდება და მოწყობილია საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები. ბულვარის ტერიტორიაზე რეკრეაციულ ზონებსა და სხვადასხვა თემატიკის გასართობ პარკებს აღმოაჩენთ.

აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში შეიტანეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ბათუმში?

1 ღამის ღირებულება სეზონზე ბიუჯეტურ სასტუმროებში 200 ლარიდან იწყება. საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებში კი 1000 ლარამდე აღწევს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ბათუმში?

“შერატონი”, “რადისონი”, “ჰილტონი” და “ლე მერიდიენ” ყველაზე პოპულარული სასტუმროებია.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ბათუმის ბულვართან?

ბულვართან ახლოს მდებარეობს “ჰილტონი”, “ეიფორია”, “Best Western”, “შერატონი”, “MiraMar Luxury Residences”, “რადისონი”, “ლე მერიდიენ”, “ორბი”

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

“ეიფორია”, “MiraMar Luxury Residences”, და “შერატონი” იდეალურია ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

“ლე მერიდიენ”, “Tapis Rouge”, “რადისონი”

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ბათუმის სასტუმროების ყველა რესტორანში აქვთ ქართული კერძების მენიუ.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

წყვილებისთვის იდეალურია “Tapis Rouge”, “Hilltop Batumi”, “Courtyard by Marriott”

რა ღირს ბათუმში სასტუმროები შაბათ-კვირას?

ვიქენდზე სასტუმროების ფასები საშუალოდ 500-600 ლარის ფარგლებშია.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია “Courtyard by Marriott” , “ლე მერიდიენი”, “ორბი”, “Hilltop Batumi”.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

Le Meridien Batumi, Radisson Blu Hotel Batumi, Sheraton Batumi Hotel, Hilton Batumi, Wyndham Batumi, Courtyard by Marriott Batumi, Divan Suites Batumi, Orbi City Central Aparthotel, Tapis Rouge Design Boutique Hotel, Hilltop Batumi, Best Western Premier Batumi , King Solomon Kosher Hotel, Euphoria Hotel

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

Le Meridien Batumi, Radisson Blu Hotel Batumi, Sheraton Batumi Hotel, Hilton Batumi, Wyndham Batumi, Courtyard by Marriott Batumi, Best Western Premier Batumi, Euphoria Hotel

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

ბათუმის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ბათუმის სასტუმროები სტანდარტულად სთავაზობენ ვიზიტორებს უფასო WIFI-ს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

Le Meridien Batumi, Radisson Blu Hotel Batumi, Sheraton Batumi Hotel, Hilton Batumi, Wyndham Batumi, Courtyard by Marriott Batumi, Best Western Premier Batumi, Euphoria Hotel