დაშბაშის კანიონი წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქციის მაღლობზე მდებარეობს და წარმოადგენს უნიკალურ ბუნების ძეგლს. ეს არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც ზღაპრული ხედებით დაუვიწყარ მოგონებებს შეიქმნით. კანიონი ტურისტულად აქტიური ადგილია და გთავაზობთ სხვადასხვა სახის სათავგადასავლო აქტივობებს.
დაშბაშის კანიონის შესახებ
დაშბაშის, იგივე წალკის კანიონი ზღვის დონიდან 1448 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და წარმოადგენს ვულკანური ლავების შედეგად წარმოშობილ კანიონს, რომელზეც გადებულია 240 მეტრის შუშის ხიდი. ხიდის შუაში კი განთავსებულია გამჭვირვალე ბრილიანტის სტრუქტურა, სადაც, განთავსებულია ბარ–რესტორანი “დაიმონდ 360. ” კანიონისებური ხეობა გამოირჩევა ლანდშაფტის მრავალფეროვნებით, რომელიც ყველა სეზონზე, სრულიად განსხვავებულ პანორამულ ხედებს მოიცავს.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის! დაშბაშის კანიონთან ასევე მდებარეობს ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც თავს ტროპიკულ მოგზაურობაში გაგრძნობინებთ. შესაბამისად, ეს ღირსშესანიშნაობა უნიკალურია, როგორც ლაშქრობის მოყვარულთათვის, ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც მოსწონთ პასიური დასვენება და უნიკალური ხედებით ტკბობა.

სერვისები
გარდა იმისა, რომ Kass Land ერთ–ერთი უნიკალური ბუნების ძეგლია და გამოირჩევა გასაოცარი ხედებით, ამასთან მოიცავს სათავგადასავლო ტურისტულ აქტივობებს და კომფორტულ ობიექტებს, ხანგრძლივი მოგზაურობისთვის.
სასტუმრო
კანიონთან ახლოს, 50 მეტრის მანძილზე განლაგებულია 62 საცხოვრებელი კოტეჯი და სასტუმრო, რომელიც თქვენს ვიზიტს უმაღლესი ხარისხის კომფორტული სერვისებით უზრუნველყოფს. კოტეჯები გათვლილია 2–დან 6 ვიზიტორამდე და სრულიად იზოლირებულია ერთმანეთისგან.
სასტუმრო კომპლექსი უზრუნველყოფილია საცურაო აუზით, პერსონალური გამაჯანსაღებელი სერვისებითა და საკონცერტო დარბაზით. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქ წალკაში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, სადაც ასევე დაგხვდებათ, მშვიდი და კომფორტული გარემო.
დაიმონდ რესტორანი
ეს არის გამორჩეული ბარ–რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ, როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო და ამასთან დატკბეთ, დაშბაშის კანიონის პანორამული ხედებით.
ბრილიანტის სტრუქტურა სრულიად გამჭვირვალეა. რესტორანი ასევე მოიცავს დაიმონდ გარდენს, რომელიც არის ღია სივრცე, ჯაზის მუსიკის საღამოებითა და დახვეწილი გარემოთი.
დამატებითი სერვისები
თუ უფრო ექსტრემალური ტურიზმი გიზიდავთ, მაშინ დაშბაშის გასაოცარი ჩანჩქერები თქვენთვისაა. ჩანჩქერამდე დაახლოებით 2 კმ–იანი ბილიკია, სადაც ასევე შეგიძლიათ გამართოთ პიკნიკი ან დაბინავდეთ კარვებში. ჩანჩქერამდე მისვლა შესაძლებელია მანქანითაც.
მორიგი გასაოცარი თავგადასავალი გელოდებათ თუ დაშბაშის ხიდზე ბაიკ ლაინის სერვისს აირჩევთ. სერვისი სრულიად უსაფრთხოა და ამასთან დამაგრებული კამერით შეგიძლიათ ამ თავგადასავლის საუკეთესო მომენტების აღბეჭდვა.
იმისთვის, რომ უფრო მეტად ისიამოვნოთ წალკის კანიონის გასაოცარი ხედებით, შეგიძლიათ საქანელებიც გამოიყენოთ, სადაც ასევე მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების ზომები.

საინტერესო ფაქტები
დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1148 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
კანიონზე გამავალი შუშის ხიდის სიგრძე 240 მეტრია.
დაშბაშის კანიონი 8 კმ–ის სიგრძისაა.
ჩვენი რჩევა
გაითვალისწინეთ, რომ კანიონის შუშის ხიდზე ვიზიტისთვის, აუცილებელი მოთხოვნაა, ბავშვების სიმაღლე იყოს მინიმუმ 120 სმ. ასევე არ დაიშვება შინაური ცხოველები. სხვა შემთხვევაში, არანაირი დამატებითი პირობის გათვალისწინება არ გიწევთ.
გირჩევთ კანიონს ზაფხულის პერიოდში ეწვიოთ, რადგან ამ დროს ვიზიტი ბევრად უფრო კომფორტულია, ხოლო ხედები განსაკუთრებულად ლამაზი. არ დაგავიწყდეთ კომფორტულად ჩაცმა, რათა ესტუმროთ გასაოცარ დაშბაშის ჩანჩქერს.