უშბა, იგივე ორთავიანი მწვერვალი, საქართველოს კავკასიონის ქედის ერთ-ერთი მთავარი მშვენება და ღირსშესანიშნაობაა. ტურისტებისთვის ულამაზესი ბუნების ძეგლი, ხოლო ალპინისტებისთვის ურთულესი გამოწვევა, უშბას და მასთან მდებარე სოფლებს, მოგზაურობისთვის პოპულარულ ადგილად აქცევს.
უშბა, სვანეთში, კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. მწვერვალი, სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მესტიიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. სვანეთის სოფლებიდან, განსაკუთრებით კი სოფელი მაზერიდან ულამაზესი პანორამული ხედები უშბას მწვერვალზე, ნებისმიერი მნახველის გაოცებას იწვევს.
კავკასიონის ქედზე, უშბა, იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მისი სიმაღლე 4710 მეტრია. ჩრდილოეთი მხარის სიგრძე კი, 4700 მეტრი. მწვერვალიდან ეშვება უშბისა და გულის მყინვარები. აგებულების მხრივ, ორთავიანი მწვერვალი კრისტალური ფიქლებით და გრანიტებით წარმოქმნილია და მოიცავს ნივალურ ლანდშაფტს.
უშბის მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. საუკეთესო პერიოდი დამოკიდებულია თქვენი მოგზაურობის მიზანზე. თუ მთამსვლელობით ხართ გატაცებული და უშბა თქვენს მიზნებში შემდეგია, მაშინ გირჩევთ ეს ზამთარში გააკეთოთ. ამ დროს უშბა განსაკუთრებით ლამაზი, თუმცა გამოწვევებით სავსეა.
ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით კი, შედარებით უსაფრთხო ვიზიტისთვის, უმჯობესია უშბა ზაფხულში მოინახულოთ. ამ დროს ამინდები თბილია და უშბის სალაშქრო ბილიკების გამოცდაც ბევრად მარტივი.
უშბის შესახებ
4710 მეტრის ორთავიანი მწვერვალი უშბა, სვანეთის კავკასიონზე მდებარეობს. მიუდგომელი რელიეფით ცნობილი მწვერვალი, ტურისტებში და ალპინისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მწვერვალი მესტიასთან ახლოს, 10 კილომეტრში მდებარეობს. შესაბამისად, წლიურად უშბას ბევრი მოგზაური სტუმრობს.
ორთავიანი უშბას სამხრეთი მწვერვალი, ჩრდილოეთთან შედარებით, 10 მეტრით მაღალია. ორივე მწვერვალისთვის დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი, და რთული, ციცაბო ზედაპირი. უშბას დაპყრობა რთული მისიაა, და მხოლოდ პროფესიონალი მთამსველელებისთვისაა რეკომენდებული. უშბას პოპულარობას მისი მდებარეობაც განაპირობებს. უშბის ხედი მესტიიდან, სვანური კოშკების ფონზე, ცალკე ღირსშესანიშნაობაა, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს.
ლაშქრობა
რამდენადაც უშბა მთამსვლელებისთვის პოპულარული ადგილია, ასევე მიმზიდველია მოყვარული თუ პროფესიონალი მოლაშქრეებისთვის. სვანეთში ბევრი სალაშქრო ბილიკია, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და გამორჩეულია.
სალაშქრო ბილიკი | მანძილი | საჭირო დრო | ასაწევი/დასაწევი სიმაღლე |
---|---|---|---|
მესტია–ჭალაათის მყინვარი | 5.2 კმ | 2 საათი | 270 მ |
მესტია–ქორულდის ტბები | 16 კმ | 7 საათი | 1560 მ |
შდუგრას ჩანჩქერი | 18 კმ | 9 საათი | 1000 მ |
ტურები უშბაზე
უშბა არა მარტო ალპინიზმისთვის, არამედ სხვა ტიპის მოგზაურობისთვის მიმზიდველი ადგილია. შესაბამისად, ტურები უშბაზე, საკმაოდ აქტიური და მოთხოვადია. მსგავსი ტურები მოიცავს ტრანსპორტირების, საოჯახო სასტუმროებში დასვენების, მესტიისა და ბეჩოს დათვალიერების სერვისებს.
ტურების დიდი ნაწილი თბილისიდან ხორციელდება და საშუალოდ 3-4 დღე გრძელდება. ტურების გრაფიკები არარგულარულია.
ჩვენი რჩევები
უშბა მიმზიდველი და დიდებულია, რაც მის მონახულებას კიდევ უფრო გასაოცარ და უნიკალურ თავგადასავლად აქცევს. უშბაზე საუკეთესო ხედი შდუგრას ჩანჩქერიდან იშლება, რომლის თავამდე მისვლა საფეხმავლო ბილიკითაა შესაძლებელი. ასე რომ თუ უშბას ულამაზესი ხედებით ტკბობა და ამასთან გასაოცარი ფოტოების გადაღება გსურთ, შდუგრას ჩანჩქერი ამისთვის იდეალური ადგილია.
უშბის პანორამული ხედებით შეგიძლიათ ასევე ისიამოვნოთ ქორულდის ტბებისკენ მიმავალი ბილიკით, სოფელი გულის გავლის შემდეგ და ასევე მეზირის ტბასთან, სადაც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, კავკასიონის მწვერვალების დიდებულება და სუბალპური ბუნება, ტბის სარკისებულ ეფექტთან ერთად.
უშბის მონახულება გასაოცარ ემოციებს აღძრავს, მაგრამ უფრო მეტი შთაბეჭდილებებისთვის, გამოყავით დრო და დაათვალიერეთ ახლოსმდებარე ღირსშესანიშნაობები. უშბას დიდებულება მესტიის ფონზე, ქორულდის ტბების პანორამული ხედი უშბასა და სხვა მწვერვალებზე, ისევე როგორც ულამაზესი უშგული, უძველესი ისტორიით, კიდევ უფრო საოცარს გახდის თქვენს მოგონებებს უშბასთან.
საინტერესო ფაქტები უშბაზე
უშბას ბევრი ზედმეტსახელი აქვს. მკვლელი მთა, აჩრდილი და აკრძალული მთა, ის ძირითადი სახელებია რასაც მთამსვლელებში უშბასთან მიმართებით ხშირად გაიგებთ. უშბასთან დაკავშირებულია, როგორც წარმატებული, ასევე ტრაგიკულად დასრულებული ექსპედიციები.
რაც შეეხება ნაკლებად ცნობილ ფაქტებს უშბაზე, უახლესი ისტორია 1903 წლის მოვლენას უკაშირდება. როგორც ცნობილია, სვანეთის სუვერენულმა უფლისწულმა უშბა ერთ-ერთ მთამსვლელს, შენჩი ფონ ფიკერს აჩუქა და საჩუქრის სიგელიც კი გადასცა. ეს გადაწყვეტილება კი სვანებმა არ მოიწონეს. უფლისწულს განუცხადეს, მთა უცხოს რატომ აჩუქეო. საპასუხოდ უფლისწულმა დადეშქელიანმა კი უპასუხა, რომ მთა ისევ იქ იყო და ასეც იქნებოდა, სამაგიეროდ კი დიდებულ ალპინისტ ქალს, ეს ჟესტი სამუდამოდ ემახსოვრება და ესიამოვნება.
ხშირად დასმული კითხვები
რას ნიშნავს უშბა?
უშბა ორთავიან მწვერვალს ნიშნავს, რაც უშბის რელიეფიდან გამომდინარეობს. უშბა ჩრდილოეთ და სამხრეთ მწვერვალებისგან შედგება.
რამდენია უშბის სიმაღლე?
უშბის უმაღლესი, სამხრეთი მწვერვალი 4710 მეტრია. ჩრდილოეთის მწვერვალი კი 4700 მეტრი სიმაღლისაა.