კონტენტზე გადასვლა

სასტუმროები ქობულეთში საქართველოში

: 0 რეზულტატი

შეცვალეთ ძიების ფილტრები.

ახლიდან ძებნა

4 საუკეთესო სასტუმრო ქობულეთში

  1. ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა - Georgia Palace Hotel & SPA
    სასტუმრო Agmashenebeli Ave 275
    Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti საუკეთესო ადგილია ქობულეთში დასვენებისთვის. სასტუმროს ელეგანტური, თბილი და მყუდრო ატმოსფეროს მქონე სხვადასხვა კატეგორიის ნომრები აქვს. ოთახები სრულიად გარშემორტყმულია ზღვასა და ბაღზე გამავალი პანორამული ხედებით.კომფორტული საწოლები აღჭურვილია ორთოპედიული მატრასებით, ყოველი დეტალი გათვლილია სტუმრების კომფორტული დასვენებისთვის. სასტუმროს რამდენიმე ბარი და ორი რესტორანი აქვს, სადაც დახვეწილ და ჯანსაღ კერძებს შემოგთავაზებენ ქართული და ევროპული სამზარეულოდან. სასტუმრო იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. ეზოში მოწყობილია ბავშვთა სივრცეები, ეწყობა ხატვის, სამაგიდო თამაშებისა და მხიარული სტარტების აქტივობები. სასტუმროს დიდი ბაღის ბოლოში მდებარეობს ფრენბურთის მოედანი, 220 კვ.მ.-ის ფართობზე. ეს ყველა სტუმრისათვის უფასო მომსახურებაა. სასტუმროს სპა ცენტრში სამკურნალო პროცედურების, სხეულისა და სახის მაღალი დონის თერაპიების ჩატარება შეგიძლიათ.
    მეტის წაკითხვა
    265 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾424
    Check availability
  2. მაგნეტიკ ბიჩ რეზორტი - Miramare Magnetic Resort

    Magnetic Beach Resort

    სასტუმრო 379 D. Aghmashenebeli Avenue
    Magnetic Beach Resort მყუდრო, დახვეწილი დიზაინის მქონე სასტუმროა ქობულეთის სანაპიროზე. ფიჭვნარში ჩაფლული და მთის ქედებით გარშემორტყმული სასტუმროდან წლის ნებისმიერ დროს უნალექო ამინდში მოჩანს კავკასიონის მთების დიდებული მწვერვალები. სასტუმროდან ორიოდ ნაბიჯში რბილ, ქვიშიან სანაპიროზე აღმოჩნდებით. მაგნიტური ქვიშის სანაპირო იდეალური ადგილია სასიამოვნო და გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის. სასტუმროს ნომრებიდან აჭარის მთებისა და შავი ზღვის პანორამული ხედები იშლება. ბოლო სართულზე განთავსებულია რესტორანი და ბარი, სადაც უგემრიელეს კერძებს პანორამულ აუზთან დააგემოვნებთ. პანორამული აუზი გადაჰყურებს სანაპიროს და ზღვის არაჩვეულებრივ ხედებს. “ქოლექთივ ბართან” განთავსებულია ჯაკუზი, საიდანაც საუცხოო ხედებით დატკბებით.
    მეტის წაკითხვა
    420 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾136
    Check availability
  3. ჩვენი ეზო ქობულეთი - Chveni Ezo Kobuleti

    Chveni Ezo Boutique Hotel

    სასტუმრო 492 D. Agmashenebeli Avenue
    სასტუმრო Chveni Ezo ბუტიკური სტილის სასტუმროა სანაპიროდან 600 მეტრში. ოთახები მყუდრო, ნათელი და კომფორტულია. აბაზანაში კი ყველა საჭირო ინვენტარი დაგხვდებათ – სუფთა, ქათქათა პირსახოცები და ხალათები. სასტუმრო დილით საუზმით გაგიმასპინძლდებათ, რომელიც შეგიძლიათ ბაღში, ან პირდაპირ აუზთან მიირთვათ სურვილისამებრ. სასტუმროს არაჩვეულებრივი გამწვანებული ეზო აქვს, საზაფხულო ავეჯით, ტერასებითა და ბარბიქიუს აღჭურვილობით. ეზოში მოწყობილია ღია აუზი დამსვენებლებისთვის, საბავშვო საქანელები და ბატუტი. შეგიძლიათ გაერთოთ ბილიარდის თამაშით ან მაგიდის ჩოგბურთით. აქაური გარემო იდეალურია ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის.
    მეტის წაკითხვა
    124 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾159
    Check availability
  4. ნობილის ჰოლი - Nobilis Hall

    Hotel Nobilis Hall

    სასტუმრო 784 Aghmashenebeli str
    სასტუმრო Hotel Nobilis Hall-დან ზღვაზე ფეხით სულ რაღაც 2 წუთში აღმოჩნდებით. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, შიდა ატმოსფერო მაინც ძალიან მშვიდი და მყუდროა. შემინული კედლების დამსახურებით ოთახები მუდმივად სავსეა მზის სხივებითა და სინათლით. საძინებელში კომფროტული საწოლები და მატრესებია, აბაზანა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის თმის საშრობითა და ჰიგიენის სხვა ნივთებით. ეზოში ღია აუზი დაგხვდებათ, სადაც ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ გართობა. სასტუმროს პირველ სართულზე ფუნქციონირებს ბარი, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი კოქტეილები და მზის აბაზანებთან ერთად გაგრილდეთ.
    მეტის წაკითხვა
    180 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾153
    Check availability

ქობულეთში დასვენება

ქობულეთის სანაპირო ზოლი ფიჭვნარითაა დაფარული და მაგნიტურ ქვიშიან პლაჟებთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატსა და დასვენების შესაძლებლობას ქმნის. სანაპიროს გასდევს კეთილმოწყობილი ბულვარი, გამწვანებული პარკებით, სათამაშო და გასართობი მოედნებით, საზაფხულო კაფე-ბარებითა და რესტორნებით.

ქალაქსა და მის შემოგარენში შეგიძლიათ დაისვენოთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, გართობის ადგილებითა და კომფორტული სივრცეებით.

თუკი შედარებით ბიუჯეტური, მაგრამ მყუდრო და მშვიდი დასვენების მოწყობა გსურთ, ქობულეთში არაერთი მცირე ზომის სასტუმროა.

თუ სასტუმროს ძებნით ხართ დაკავებული, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ჩვენს სტატიას, სადაც ქობულეთის 11 საუკეთესო სასტუმროს მიმოვიხილავთ.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

დაამატეთ თქვენი სასტუმრო

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა
  • პერსონალური მხარდაჭერა
  • უფასო რეგისტრაცია

რა ვნახოთ ქობულეთში?

ქობულეთში ვიზიტორებისთვი ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვანი არჩევანია. ფართო, გაშლილი სანაპიროები ქალაქის გასწვრივ, უფრო ეგზოტიკური და ველური ბუნება ციხისძირში, ლაშქრობის მოყვარულებისთვის – პარკები და ნაკრძალები. ისტორიული ადგილებიდან გამორჩეულია პეტრას ციხე, საიდანაც პანორამული ხედები იშლება ქობულეთის სანაპირო ზოლზე. ატრაქციონების მოყვარულები აუცილებლად ეწვიეთ ციცინათელას პარკს. აქვეა ცნობილი მინიატურების პარკი, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხიდან გამორჩეული ნაგებობების მინიატურულ ნიმუშებს იხილავთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ქობულეთში?

ქობულეთში სასტუმროების ფასები იცვლება სეზონურად იცვლება. ზაფხულში საშუალოდ ფასი 200-დან-დან 500 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ქობულეთში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო “Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”, “Dreamland Oasis” და “Castello Mare”.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ზღვასთან ახლოს?

ზღვასთან ახლოს მდებარეობს “Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”, “Dreamland Oasis” და “Castello Mare”, “Kobuleti Beach Club”, “Magnetic Resort”

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოცახო დასვენებისთვის საუკეთესოა “Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti” “Dreamland Oasis” “Chveni Ezo Boutique Hotel” და “Chateau Kvirike”

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

“Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”, “Dreamland Oasis” და “Castello Mare”.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

გამორჩეულად გემრიელი სამზარეულოა “Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”, “Dreamland Oasis” და “Castello Mare”.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

“Castello Mare”, “Chateau Kvirike”, “Magnetic Beach Resort”

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია “New House Kobuleti”, Noblis Hall”, “Magnetic Beach Resort”

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

ყველა სასტუმროს აქვს საკუთარი აუზი.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

“Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”, “Dreamland Oasis” და “Castello Mare”.

SunMonTueWedThuFriSat
272829303112345678910111213141516171819202122232425262728293031123456
SunMonTueWedThuFriSat
272829303112345678910111213141516171819202122232425262728293031123456