კონტენტზე გადასვლა

სასტუმროები გონიოში საქართველოში

: 0 რეზულტატი

შეცვალეთ ძიების ფილტრები.

ახლიდან ძებნა

სასტუმროები გონიოში

3 საუკეთესო სასტუმრო გონიოში

  1. გონიო ინნ - Gonio Inn

    Gonio Inn

    სასტუმრო Andria Pirveltsodebuli Str. 5
    დიდი ზომის სუფთა და ნათელი ოთახები, ხედი ზღვაზე, კომფორტული საძინებლები – ეს იმ კრიტერიუმების ჩამონათვალია, რის გამოც სასტუმრო გონიო ინნ-ს უნდა ესტუმროთ. სასტუმროს იდეალური ადგილმდებარეობა აქვს სანაპიროს პირველ ზოლში, საიდანაც ტალღების ხმა პირდაპირ ღია ფანჯრებში იჭრება. დამსვენებლებისთვის მოწყობილია კერძო პლაჟი. სასტუმროს საკუთარი რესტორანი აქვს, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ და ისიამოვნოთ ზღვის ხედით მყუდრო გარემოში. სასტუმროდან გამოსვლისთანავე გონიოს ბულვარში აღმოჩნდებით, სადაც შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედები, გაერთოთ ბავშვებთან ერთად, ისეირნოთ და ესტუმროთ ზღვის ნაპირზე განლაგებულ ბარებს.
    მეტის წაკითხვა
    108 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾489
    Check availability
  2. ბუდე გონიო - Bude Gonio
    სასტუმრო Svimon Kananeli str. N7
    სასტუმრო ბუდე ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია გონიოში დასვენებისთვის. ფასთან შედარებით, სასტუმრო ნამდვილად გამორჩეულ მომსახურებასა და ატმოსფეროს შემოგთავაზებთ. გამწვანებულ ეზოში მოწყობილია ორი ღია საცურაო აუზი. სასტუმრო ზღვის სანაპიროდან ფეხით 5 წუთის სავალზე მდებარეობს. მის უკან კი გონიოს ბუნება, ტყე და სასეირნო ადგილებია, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, ან უბრალოდ გააერთიანოთ ზღვასა და მთაში დასვენება. ეზოში მოწყობილია საქანელები და საზაფხულო ფანჩატურები. ნომრები აღჭურვილია კონდიციონერით, მაცივრებითა და ყავა/ჩაის ინვენტარით. სასტუმროს საკუთარი რესტორანიც აქვს, ამიტომ ლანჩსა თუ ვახშამზე გასვლა სხვაგან არ მოგიწევთ.
    მეტის წაკითხვა
    79 მიმოხილვა 9.8
    ფასი ₾140
    Check availability
  3. Mgzavrebi Gonio - მგზავრები გონიო
    სასტუმრო Andria Pirveltsodebuli Highway III Deadlock N.15
    სასტუმრო მგზავრებში აპარტამენტის ტიპის ნომრების დაჯავშნა შეგიძლიათ. სსასტუმროს ტერიტორიაზეა ღია საცურაო აუზი, კვების რამდენიმე ობიექტი, სათამაშო მოედანი, დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლი და საბავშვო ოთახი. აუზის გარშემო კომფორტული მზის სავარძლებია. აქვეა მოწყობილი ბარი, სადაც სხვადასხვა სახის გამაგრილებელი სასმელები შეგიძლიათ შეუკვეთოთ და ისიამოვნოთ სანამ ირუჯებით. თუ ზღვაზე ხანგრძლივ დასვენებას გეგმავთ, მგზავრების აპარტამენტები შესაფერისი ვარიანტია. სასტუმროს ნომრები აღჭურვილია სამზარეულოსა და აბაზანის ინვენტარით. ზოგიერთ მათგანში არის სარეცხის მანქანა, მიკროტალღური, ელექტრო ქურა და მაცივარი. კომპლექსი ზღვასთან ახლოს , სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმროდან გასვლისას მაშინვე გონიოს პლაჟზე და ბულვარში აღმოჩნდებით.
    მეტის წაკითხვა
    მიმოხილვა 8.4
    ფასი ₾240
    Check availability

გონიოში დასვენება

გონიოს სანაპირო ერთ-ერთი საუკეთესოა შავი ზღვის სანაპიროებს შორის. სანაპირო მუდმივად მოვლილი, სუფთა და კეთილმოწყობილია. გონიოს პლაჟი აღჭურვილია გამოსაცვლელი და საშხაპე კაბინებით. სანაპიროზე მზის საწოლებისა და ქოლგების დაქირავება შეგიძლიათ. გონიოში ძირითადად 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების დაქირავებას შეძლებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ პირველი ზოლი, ზღვასთან ახლოს ან ბუნებასთან და ტყესთან ახლოს, სიმწვანეში. სტატიაში მიმოვიხილავთ გონიოს 6 საუკეთესო სასტუმროს, რომლებშიც შერწყმულია კომფორტი, მომსახურების მაღალი ხარისხი და რაც მთავარია – ადგილმდებარეობა.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

დაამატეთ თქვენი სასტუმრო

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა
  • პერსონალური მხარდაჭერა
  • უფასო რეგისტრაცია

რა ვნახოთ გონიოში?

გონიოდან 5 კილომეტრში, ერთ-ერთი მთის წვერზე აღმართულია გონიოს ჯვარი. აქედან აჭარის სოფლების, ჭოროხის ხეობისა და ბათუმის საოცარი პანორამული ხედები იშლება. ჯვრამდე მიდის სამანქანო გზა. გონიო საკუთარ ისტორიულ წარსულში გამოგზაურებთ თუკი მის მთავარ ღირსშესანიშნაობას, გონიოს ციხეს ეწვევით. გონიოდან 2 კილომეტრში კვარიათისა და სარფის მონახულებას შეძლებთ, სადაც მთა კიდევ უფრო უახლოვდება ზღვას. აქ გაშლილ პლაჟებთან ერთად ზღვაში შეჭრილ კლდოვანი ნაპირებსაც შეხვდებით.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები გონიოში?

შეკვეთილის სასტუმროების ფასები საშუალოდ 150-დან-დან 300 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები გონიოში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო გონიო ინნ, მგზავრები და ბუდე

რომელი სასტუმროები მდებარეობს ზღვასთან ახლოს?

სასტუმრო გონიო ინნ და მგზავრები სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა მგზავრები და ბუდე.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ბუდე, გონიო ინნ, სასტუმრო Orange, მგზავრები.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

ბუდე, ციტრო ვილა, გონიო ინნ.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია ბუდე, ციტრო ვილა და გონიო ინნ.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

მგზავრები, ბუდე, Space Villa

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

SunMonTueWedThuFriSat
293012345678910111213141516171819202122232425262728293031123456789
SunMonTueWedThuFriSat
293012345678910111213141516171819202122232425262728293031123456789