კონტენტზე გადასვლა

თუ საქართველოს უძველესი ისტორიის თანამედროვეობაში ხილვა გსურთ, რაბათის ციხე ამისთვის იდეალური ადგილია. ისტორიული ციხე უახლესი, რესტავრირებული ძეგლია, სადაც შენარჩუნებულია სამხრეთ საქართველოს შუა საუკუნეების ყველა კულტურული და არქიტექტურული ელემენტი. სამცხის უძველესი ძეგლი, დღეს ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

რაბათის ციხის შესახებ

რაბათის ციხე ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს და წარმოადგენს უძველესი ციხე-კომპლექსის რეაბილიტირებულ ვერსიას, სადაც გათვალისწინებულია ისტორიული ციხის ყველა არქიტექტურული მახასიათებელი. ისტორიულად, რაბათის ციხე თავდაცვითი ნაგებობა იყო, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა. ის ასევე წარმოადგენდა ათაბაგეების რეზიდენციას, რომლებიც ახალციხის მთავრები იყვნენ. რაბათის ციხე მე-9 საუკუნეში აშენდა და თავიდან მოიხსენიებოდა როგორც “ლომსია,” ხოლო მე-12 საუკუნეში, ჯაყელების რეზიდენციად გამოცხადების შემდეგ, რომლებმაც ციხე-კომპლექსი აღადგინეს, ადგილს, რაბათი ეწოდა. ასევე ჯაყელების მიერ, ქალაქს ეწოდა ახალციხე.

საუკუნეების მანძილზე, რაბათის ციხემ მტრის არაერთი შემოსევა გადაიტანა, მათ შორის ლეკი აბრაგების, რუსებისა და ოსმალების. რაბათის ციხის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ 2011-2012 წლებში მოხერხდა, რომლის დროსაც განახლდა გალავანი, ციდატელი, მე-9 საუკუნეში აგებული ტაძარი, ახმედ-ფაშა ჯაყელის მეჩეთი, მინარეთი და ჯაყელების სასახლე. რაბათის ციხეში დამატებით განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, სადაც მნახველებს დეტალურად შეუძლიათ გაეცნონ ამ ისტორიული კუთხის წარსულს.

ჯინო ველნეს, რაბათი - Gino Welness, Rabati.

საინტერესო ფაქტები

  • საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რაბათის ციხე-კომპლექსი მე-9 საუკუნით თარიღდება, ხოლო მაროკოს დედაქალაქის სახელწოდება რაბატი, მე-12 საუკუნიდან ჩნდება.

  • რაბათი ერთდროულად აერთიანებს აზიურ, ქართულ და რუსულ არქიტექტურულ ელემენტებს.

  • რაბათის ციხე-კომპლექსი ასევე მოიცავს აზიურ აბანოებს.

რაბათის ციხის რუსული ნაწილი - Russian section of Akhaltsikhe caslte.

ჩვენი რჩევები

რაბათის ციხე ერთდროულად აერთიანებს უძველეს ისტორიას და თანამედროვე კლასიკურობას. გირჩევთ მოინახულოთ ციხე-კომპლექსში მდებარე მცირე მუზეუმი, სადაც ბევრ საინტერესო ნივთსა და არქეოლოგიურ აღმოჩენას ნახავთ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რაბათში ხშირად ტარდება სხვადასხვა დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, როგორიცაა 26 მაისისა და ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. თუ თქვენს ვიზიტს სწორედ დღესასწაულების პერიოდში დაგეგმავთ, რაბათში ბევრად სასიამოვნო მოგონებებს შეიძენთ. მეტად კომფორტული ტურისთვის კი შეგიძლიათ მცირე დროში ბორჯომიდან მოინახულოთ ხერთვისის ციხე და ვარძია.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს რაბათი?

რაბათის სახელწოდება ებრაული წარმოშობისაა და ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრს ნიშნავს.