კონტენტზე გადასვლა

გურია დასავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, ფოლკლორითა და ტრადიციებით. აქ შეხვდებით ქვიშიან სანაპიროებსაც და ალპურ მდელოებსაც, იმოგზაურებთ წარსულში და გაიცნობთ ყველაზე მხიარულ ხალხს საქართველოში.

რა ვნახოთ გურიაში?

ერთი შეხედვით პატარა მხარე, ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა საქართველოში. გურია ცნობილია სამკურნალო კურორტებით, რომლებსაც უნიკალური ჰავის გამო, ათასობით ტურისტი სტუმრობს. გურიის ზღვისპირა მხარე სუბტროპიკული ბუნებით გამოირჩევა.

გურიის ჩრდილოეთი ნაწილი, კი მთა–გორიანი და ალპურია. უნიკალური წყაროები, ნისლიანი კურორტები და უძველესი სამონასტრო კომპლექსები კი მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის. გურიაში არა მარტო ისტორიული თუ ბუნების ძეგლების მონახულება შეგიძლიათ, არამედ ისეთი უნიკალურ დღესასწაულებზე დასწრება, როგორიცაა “დოღი,” “ლელო” და სხვა.

ურეკი

ურეკი გურიის შავი ზღვისპირა კურორტია, რომელიც ცნობილია შავი მაგნიტური ქვიშის სანაპიროებით. ქვიშას სამკურნალო თვისებები გააჩნია, რის გამოც კურორტს აქტიურად სტუმრობენ როგორც ბავშვები, ასევე ხანდაზმულები.

ურეკის სანაპირო მთის ხედით - Ureki beach with mountain views.

შეკვეთილი

შეკვეთილი ურეკთან ახლოს მდებარეობს და მის მსგავსად გამოირჩევა უნიკალური სანაპიროებით და ბუნებით. შეკვეთილი ცნობილია უახლესი დენდროლოგიური პარკით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ბაღის მცენარეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

Paragraph hotel მზის ჩასვლა - Paragraph hotel at sunset.

გრიგოლეთი

გრიგოლეთი გურიის ზღვისპირა კურორტია, რომელიც ცნობილია ფიჭვნარის ბულვარითა და უნიკალური სუბტროპიკული ჰავით. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით გამოირჩევა.

გრიგოლეთის სანაპირო - Grigoleti beach.

ბახმარო

ბახმარო გურიის უნიკალური სამთო კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს და გამოირჩევა სამკურნალო კლიმატით, გასაოცარი რელიეფითა და სპეციფიური არქიტექტურით. ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და მისი ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობაა მთა გადრეკილი.

ბახმარო ზამთარში - Bakhmaro in winter.

გომისმთა

მესხეთის ქედზე მდებარე ეს უნიკალური სამთო კურორტი ცნობილია, როგორც ნისლების სამეფო. სუბტროპიკულ და ალპურ რელიეფთან ერთად, გომისმთა გამოირჩევა უნიკალური ხედებით და ჭინჭაოს ტბით, რომელიც კრატერული წარმოშობისაა.

გომისმთა ღამით - Gomismta at night.

ოზურგეთი

ოზურგეთი გურიის ადმინისტრაციული ცენტრია. ეს არის გურიაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია, რომელიც ორი მდინარის, ბჟუჟსა და ნატანებს შორის მდებარეობს. ქალაქი კლასიკური არქიტექტურით გამოირჩევა, რომელსაც ტურისტები აქტიურად სტუმრობენ საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მიერ ჩატარებული კულტურული ღონისძიებების დროს.

ოზურგეთი - Ozurgeti.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

კურორტ შეკვეთილში შეგიძლიათ მოინახულოთ უახლესი და უნიკალური ბუნების ძეგლი, რომელიც მცენარეთა გასაოცარი კოლექციით გამოირჩევა. პარკი აერთიანებს, როგორც ეგზოტიკური, ასევე ალპური წარმოშობის მცენარეებს და ვიზიტორებს 2020 წლიდან მასპინძლობს.

ვარდისფერი ფლამინგოები დენდროლოგიურ პარკში - Flamingos in Shekvetili Dendrological Park.

Black Sea Arena

Black Sea Arena შეკვეთილში მდებარეობს და წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურულ ძეგლს, რომელიც ზაფხულობით მსოფლიოსა თუ საქართველოს ვარკვლავების მეგა კონცერტებს მასპინძლობს.

Black Sea Arena ზემოდან ღამით - Black Sea Arena at night.

ურეკის სანაპირო

ურეკის ცნობილი შავი მაგნიტური ქვიშის სანაპიროები გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო მინერალებით და შესაბამისად, ზაფხულობით მას ათასობით ქართველი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს.

ურეკის პლაჟი და შავი ქვიშა - Ureki beach and black sand.

ჭინჭაოს ტბა

ჭინჭაოს ტბა გომისმთიდან 11 კმ–ში მდებარეობს და წარმოადგენს მცირე ზომის კრატერულ ტბას, რომელიც მთებს შორისაა მოქცეული. წყალმცენარეების გამო, ტბას გასაოცარი სარკისებული ეფექტი აქვს, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

ჭინჭაოს ტბა - Chinchao lake.