კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები ურეკში

7 საუკეთესო სასტუმროს ჩამონათვალი ურეკში

  1. მაგნეტიკ რეზორტი ურეკი - Magnetic Resort Ureki

    Magnetic Resort Ureki

    სასტუმრო Ekvtime Takaishvili Street
    Magnetic Resort Ureki საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად დასვენებას გეგმავს. რაც მთავარია, სასტუმრო საუკეთესო ადგილას, ზღვასთან და ურეკის პარკთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსს აქვს როგორც სტანდარტული სასტუმროს ნომრები, ასევე კოტეჯის ტიპის საზაფხულო სახლები. კეთილმოწყობილი ეზო, აუზი, ხასხასა ბალახი, სათამაშო მოედანი – სასტუმროს ტერიტორიაზე ყველაფერი ვიზიტორთა კომფორტზეა გათვლილი. სასტუმროს ოთახები მყუდრო, ნათელი და თანამედროვეა. კოტეჯები ორ სართულიანი, პირველ სართულზე სამზარეულოთი და მისაღებით, მეორე სართული – საძინებლებით. კომპლექსს საკუთარი რესტორანი და ბარიც აქვს, სადაც დილით უგემრიელესი, მრავალფეროვანი საუზმით გაგიმასპინძლდებიან.
    371 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾270
    დაჯავშნა
  2. სასტუმრო კოლხიდა - Kolkhida Resort

    Kolkhida Resort & Spa

    სასტუმრო Ekvtime Takashvili Street 117
    სასტუმრო კოლხიდა ურეკის უნიკალურ სანაპიროზე, ფიჭვნარით დაფარულ ზოლში მდებარეობს. საკუთარი პლაჟი და 3 ჰექტარი ბაღი მრავალფეროვანი ტროპიკული მცენარეებით სასტუმროს მთავარი ღირსებაა. ეზოში მოწყობილია აუზი, სათამაშო მოედნები და საზაფხულო კარვები ბავშვებისთვის. სასტუმროში ძირითადი აქცენტი სამკურნალო და გამაჯანსაღებელ მიმართულებაზე კეთდება. მათ შორის, სხვადასხვა სახის მასაჟი, ქვიშის და ბალნეო-პროცედურები. ნომრები მინიმალისტური და სადაა, ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი, მინიმალური ავეჯითა და დეკორით. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და სადილი. ვიზიტორებს ყველაზე მეტად სასტუმროს ლოკაცია და ბაღი მოსწონთ. ეზო არაჩვეულებრივია ბავშვებისთვის, სასეირნოდ და სიმწვანეში განსატვირთად.
    72 მიმოხილვა 8
    ფასი ₾191
    დაჯავშნა
  3. სასტუმრო მაგნეტიტი - Hotel Magnetiti

    Magnetiti Hotel

    სასტუმრო Street Takhaishvili 148
    სასტუმრო მაგნეტიტი ჩვენი ერთ-ერთი რჩეული სასტუმროა ურეკში. ფიჭვნარში ჩაფლული სასტუმროდან გამწვანებული ბაღისა და ლაჟვარდისფერი ზღვის პეიზაჟები იშლება. ოთახები სადა და მინიმალისტურია, თუმცა ფართო, ნათელი და მზიანი. ყოველ ოთახს საზაფხულო აივანი აქვს, სადაც მეგობრებთან ერთად საღამოობით შეკრებას და განტვირთვას შეძლებთ. ეზოში მოწყობილია შესანიშნავი საზაფხულო სივრცეები. აქვე სუფთა ჰაერზე შეგიძლიათ ისაუზმოთ ან მიირთვათ ვახშამი. სასტუმროს საკუთარი რესტორანიც აქვს. სასტუმრო სანაპიროსთან ძალიან ახლოს, 100 მეტრში მდებარეობს. ფეხით ზუსტად 5 წუთში ურეკის პარკში აღმოჩნდებით, სადაც ბავშვთა გასართობი სხვადასხვა ატრაქციონებია.
    130 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾246
    დაჯავშნა
  4. სასტუმრო ინტერი ურეკში - Hotel Inter Ureki
    სასტუმრო Ekvtime Takaishvili Street
    სასტუმრო ინტერი სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვასთან ახლოს მდებარეობს. 5 სართულიანი სასტუმროს ნომრებიდან ურეკის სანაპიროსა და ფიჭვნარის ხედები იშლება. ოთახები ფართო და ნათელია. სასტუმროს დიდი ზომის საოჯახო ნომრებიც აქვს. ეზოში მოწყობილია ბავშვთა გასართობი მოედანი და ღია აუზი, სადაც როგორც დღისით, ისე საღამოს შეგიძლიათ ინებივროთ მზის სხივებისგან გამთბარ წყალში. აუზთან ბარში შეგიძლიათ გამაგრილებელი სასმელები შეუკვეთოთ, მოთავსდეთ აუზის გარშემო განლაგებულ სავარძლებზე და თავი საყვარელი წიგნის კითხვით ან გადაცემის ყურებით შეიქციოთ. სასტუმროს საკუთარი რესტრორანიც აქვს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვოთ აზიური, ევროპული და ქართული კერძები.
    226 მიმოხილვა 7.8
    ფასი ₾290
    დაჯავშნა
  5. სასტუმრო დელტა - Hotel Delta
    სასტუმრო Ekvtime Takaishvili Street 116
    სასტუმრო დელტა სანაპიროდან ფეხით 5 წუთის სავალზე მდებარეობს. სასტუმროდან ურეკის პარკამდე მანძილი სულ რაღაც 300 მეტრია. დელტა საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია მათთვის, ვისაც ოჯახთან ერთად ურეკში დასვენება სურს. ოთახები სუფთა და მოვლილია. ბავშვებისთვის ეზოში მოწყობილია სათამაშო მოედანი. სასტუმროში ბილიარდისა და მაგიდის ჩოგბურთის მაგიდებიცაა. ეზოში შეგიძლიათ მოაწყოთ BBQ წვეულება, ან კოქტეილ საღამო აუზის გარშემო. სასტუმროს სახურავზე მოწყობილია ტერასა, სადაც დღისით მზის აბაზანები შეგიძლიათ მიიღოთ, საღამოობით კი მეგობრებთან ერთად შეიკრიბოთ და მუსიკის თანხლებით მოაწყოთ წვეულება.
    45 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾89
    დაჯავშნა
  6. სასტუმრო ქროუნი ურეკი - Hotel Crown Ureki

    Hotel Crown

    სასტუმრო მეორე ზოლი ( 144-146 Takaishvili Street)
    Hotel crown სანაპიროს მეორე ზოლში მდებარეობს. სამ სართულიანი სასტუმროს ნომრები ბიუჯეტური, მინიმალისტური და სადაა. ნომერი აღჭურვილია მცირე ზომის მაცივრითა და კონდიციონერით. სასტუმროს მცირე ზომის ეზო აქვს, სადაც განთავსებულია ღია აუზი და მის გარშემო განლაგებული ავეჯი. ურეკის პარკი სასტუმროდან 250 მეტრში მდებარეობს. სანაპიროზე კი სულ რაღაც 5 წუთში აღმოჩნდებით ფეხით. სასტუმროს საკუთარი რესტორანი არ აქვს. თუმცა მის სიახლოვეს რამდენიმე კაფე და რესტორანია, სადაც შეგიძლიათ ზღვის ახალი პროდუქტებისა და ქართული კერძების დაგემოვნება. აქვეა ადგილობრივი მარკეტები, სადაც სასურველ პროდუქტებს მოიმარაგებთ.
    196 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾200
    დაჯავშნა
  7. სასტუმრო პარაგრაფ შეკვეთილი - Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection
    სასტუმრო Highway E70, Shekvetili Beach
    სასტუმრო პარაგრაფში დასვენების სრულიად უნიკალურ გამოცდილებას მიიღებთ. რეგიონში ყველაზე დიდი აკვარიუმი ზღვის იშვიათი ბინადრებით, ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებითა და ზღვაში შეჭრილი, 115 მ. სიგრძის აუზი ყველა დამსვენებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილი კი დახურული აკვაპარკია. პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი ყველა ტიპის დამსვენებელზეა ორიენტირებული და გთავაზობთ როგორც მშვიდ, საოჯახო ტიპის დასვენებას, ასევე შესაბამის სივრცეებს საქმიანი თუ გასართობი შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის. სასტუმროს სამი რესტორანი აქვს, მათ შორის ერთი ევროპული და ქართული სამზარეულოთი, ხოლო დანარჩენი ორი კერძებს საერთაშორისო სამზარეულოდან შემოგთავაზებთ. სასტუმროს ორანჟერეა დამსვენებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქტიური დასვენების მოყვარულებს სასტუმროს ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობით დაკავება შეუძლიათ, მათ შორის ველოსიპედით გასეირნება, ჩოგბურთი, წყლის ატრაქციონები და ა.შ.
    4197 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾253
    დაჯავშნა

ურეკში დასვენება

ურეკი დამსვენებლებს ფიჭვნარით დაფარული უნიკალური სანაპიროებითა და მაგნიტური ქვიშით იზიდავს. აქაური სანაპირო და მაგნიტური ქვიშა ცნობილია მისი სამკურნალო თვისებებით. ურეკში ჩასულ დამსვენებლებს აქაური 4 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები გიმასპინძლებთ.

თუ 2023-ის ზაფხულში არჩევანს ურეკში დასვენებაზე შეაჩერებთ, აუცილებლად გადახედეთ სტატიას და გაეცანით კურორტის რჩეულ სასტუმროებს.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ ურეკში?

ურეკის ნიჟარებით მოფენილი პლაჟი, სანაპირო ზოლის გასწვრივ ჩამწკრივებული ხეები და მათში ჩამალული კოტეჯები დამსვენებლების საყვარელი ადგილებია მზისა და ქვიშის აბაზანების მიღების შემდეგ. განახლებული ბულვარი იდეალურია საღამოს სეირნობისთვის. ურეკიდან 10 წუთის სავალზე შეგიძლიათ ესტუმროთ შეკვეთილს სადაც დენდროლოგიური პარკი გიმასპინძლებთ. ბავშვებისთვის კურორტზე მოწყობილია ატრაქციონების პარკი, სადაც ოჯახთან ერთად გართობა და სასიამოვნო დროის გატარება შეგიძლიათ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ურეკში?

ურეკში სასტუმროების ფასები საშუალოდ 150-დან-დან 400 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ურეკში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო Magnetic Resort Ureki, Kolkhida Resort & Spa, Magnetiti და Paragraph.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ზღვასთან ახლოს?

ჩვენს სტატიაში განხილული ყველა სასტუმრო ზღვასთან ახლოს, სანაპიროზე მდებარეობს.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა Paragraph, Magnetic Resort Ureki, Kolkhida Resort.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

Paragraph საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროა.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

გამორჩეულად გემრიელი სამზარეულოა Paragraph-ში და Magnetic Resort Ureki.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

Paragraph, Magnetic Resort Ureki, Hotel Inter საუკეთესოა წყვილებისთვის.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია Paragraph, Magnetic Resort.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

ყველა სასტუმროს აქვს საკუთარი აუზი.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

Paragraph