კონტენტზე გადასვლა

მათ ვისაც გაუკვალავ თოვლში სრიალი და ახალი თავგადასავლების ძიება გსურთ, მაშინ ჰაწვალის სათხილამურო კურორტი თქვენი მომდევნო დანიშნულებაა. ზაფხულისა თუ ზამთრის სეზონზე, ჰაწვალში ისიამოვნებთ ულამაზესი ხედებით და კიდევ უფრო გასაოცარი ზამთრის სპორტისთვის და ლაშქრობისთვის განკუთვნილი აქტივობებით.

თბილისიდან ჰაწვალის კურორტი 478 კილომეტრითაა დაშორებული და მანქანით მგზავრობისთვის, 8 საათზე მეტი დაგჭირდებათ.

ჰაწვალის კურორტი ისტორიულ სვანეთში მდებარეობს. კურორტი მესტიასთან საბაგირო და სამანქანო გზითაა დაკავშირებული, რაც იდეალურია იმისთვის რომ ჰაწვალში დასვენებისას, ასევე მოაწყოთ ტური მესტიაში. ქალაქის მუზეუმიდან ჰაწვალის საბაგირო სადგურამდე მანძილი, სულ რაღაც 15 წუთის ფეხით სავალია. სამანქანო გზით კი მესტიიდან 8 კილომეტრითაა დაშორებული.

კავკასიონის მთავარი ქედის მწვერვალებთან აშენებული კურორტი, ალპური რელიეფით, ხშირი ტყეებითა და ბევრი ბუნებრივი ციცაბო ტრამპლინით გამოირჩევა, რომელიც იდეალურ რელიეფს ქმნის, თხილამურებით სრიალისთვის. ზაფხულში კი ჰაწვალი კდლოვან მწვერვალებთან ერთად, მწვანე ბალახეულით იფარება, რაც კიდევ უფრო გასაოცარ ხედებს ქმნის კურორტზე.

ჰაწვალი ზაფხულსა თუ ზამთარში ტურისტულად საკმაოდ აქტიური ადგილია, თუმცა სეზონი დეკემბრიდან აპრილის ჩათვლითაა გახსნილი. სწორედ ამ პერიოდისთვის უნდა ესტუმროთ ჰაწვალს თუ გაუკვალავ თოვლში სრიალი გსურთ.

სალაშქრო თავგადასავლებისთვის კი კურორტს უმჯობესია ივნისი-სექტემბრის პერიოდში ესტუმროთ, რადგან ამ დროს ამინდებიც მზიანია, ხოლო პინკინკის მოწყობა და ლაშქრობა, ბევრად კომფორტული და სასიამოვნო.

ჰაწვალის შესახებ

ჰაწვალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საინტერესო თავგადასავლების ადგილია როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. სწორედ ამ გამორჩეულობის გამო, ჰაწვალი დღითიდღე პოპულარული ხდება, ქართველ თუ უცხოელ ტურისტებში.

ჰაწვალი ზამთარში

თქვენი მოგზაურობა ზამთრის ჰაწვალში იქნება იდეალური მათთვის, ვისაც გაუკვალავ თოვლში სრიალი და საბაგიროებზე სეირნობა უყვარს. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასები და ოთხი საბაგირო ხაზი. აქ ასევე შეგიძლიათ ღამის სრიალით ისიამოვნოთ, რომელიც სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა.

ჰაწვალი ზაფხულში

თუ მთაში დასვენება, სიმშვიდე და ლაშქრობა მოგწონთ, მაშინ ჰაწვალი ზაფხულის გასატარებლად შესანიშნავი არჩევანია. კაბინებიანი საბაგიროთი მგზავრობისას, ისიამოვნებთ გასაოცარი პანორამული მთის ხედებით. ასევე შეძლებთ მთის ველოტური მოაწყოთ ან პიკნიკი დაგეგმოთ, სუფთა ჰაერზე და ულამაზეს ბუნებაში. თუ უფრო ექსტრემალისტი ხართ, აუცილებლად უნდა სცადოთ პარაპლანი ჰაწვალში, რომლის საშუალებითაც დატკბებით სვანეთის ულამაზესი ხედებით და ისეთი დიდებული მწვერვალებით, როგორიცაა იალბუზი და უშბა.

ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს ჰაწვალი?

ჰაწვალის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრი, ხოლო მინიმალური სიმაღლე 1868 მეტრია.

ჰაწვალის საბაგირო - Hatsvali ski lift.
ჰაწვალის საბაგირო

სრიალი ჰაწვალზე

ჰაწვალის კურორტზე სრიალით მრავალფეროვან გამოცდილებას შეიძენთ. საუკეთესო ფაქტი ჰაწვალზე არის ის რომ, როგორც მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს შეუძლიათ ისრიალონ, რადგან აქ ხელმისაწვდომია სხვადასხვა სირთულის ტრასები.

კონკრეტულად, მარტივი სირთულის მქონე ტრასის სიგრძე 0.5 კილომეტრია, ხოლო საშუალო სირთულის მქონე ტრასის, 0.6 კილომეტრი. რაც შეეხება უფრო მეტი ექსტრემის მოყვარულებს, შეუძლიათ რთული რელიეფის მქონე ტრასაზე ისრიალონ, რომლის სიგრძე 4.4 კილომეტრია. რაც შეეხება ასაწევ და დასაწევ სიმაღლეებს, ის იცვლება 1868 მეტრიდან 2348 მეტრამდე, სხვაობით 480 მეტრი. ჰაწვალში ასევე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ტყეში, გაუკვალავ თოვლში სრიალით, საიდანაც ასევე გასაოცარი ხედები იშლება კავკასიონზე.

ჰაწვალის სათხილამურო ტრასების რუკა - Hatsvali ski slopes map.
ჰაწვალის სათხილამურო ტრასების რუკა

2024-2025 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონიმენტის ფასები ჰაწვალზე

ჰაწვალზე სრიალისთვის განსხვავებული აბონიმენტები მოქმედებს. ფასები ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის განსხვავებულია. ბარათის ტიპისთვის კი შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ბარკოდით, ასევე მულტიქარდით.

აბონენტის სახეობა ბარათის ტიპი ფასი უფროსებისთვის ფასი ბავშვებისთვის
1 ასვლა მულტიქარდი 10 10
2 ასვლა მულტიქარდი 20 20
სპორტსკოლა მულტიქარდი - 10
1 დღე სეზონზე მულტიქარდი 50 25
2 დღე სეზონზე მულტიქარდი 100 50
3 დღე სეზონზე მულტიქარდი 145 72
4 დღე სეზონზე მულტიქარდი 184 92
5 დღე სეზონზე მულტიქარდი 210 105
6 დღე სეზონზე მულტიქარდი 230 115
7 დღე სეზონზე მულტიქარდი 268 134
სეზონური მულტიქარდი 325 163
სტუდენტური მულტიქარდი 180 -
ღამის სრიალი მულტიქარდი 30 15
მესტია და თეთნულდი - 2023/2024 წლის სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები - Mestia and Tetnuldi, 2023/2024 ski lift prices.
მესტია და თეთნულდი - 2023/2024 წლის სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები

ტურები ჰაწვალზე

ჰაწვალზე ტურები საკმაოდ მოთხოვნადია, როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში. უფრო მეტად აქტიურია ზამთრის სეზონი. ტურები თბილისიდან ინიშნება და ძირითადად 3 დღიან მარშრუტებს მოიცავს, როგორც ჰაწვალში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

თუ ჰაწვალის ტურს აირჩევთ, მასთან ერთად მოინახულებთ მესტიის ღირსშესანაობებს, როგორციცაა მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი და სიყვარულის კოშკი. ზოგიერთი ტურის პაკეტში ასევე შედის ჰაწვალთან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტ თეთნულდის მონახულება და თხილამურებით სრიალი.

საინტერესო ფაქტები ჰაწვალზე

  • ჰაწვალი მესტიას საბაგირო გზით უკავშირდება.

  • ჰაწვალში მოქმედი საბაგიროებია: ჰაწვალი, ბიგელი, სლალომი და ზურულდი, რომელიც მთავარი საბაგიროა.

  • ჰაწვალში სულ 5 სათხილამურო ტრასაა ხელმისაწვდომი.

ხედი ჰაწვალზე თოვლით ზამთარში - View of Hatsvali under the snow in winter.
ჰაწვალი ზამთარში

ჩვენი რჩევები

ჰაწვალის მონახულებისას, გირჩევთ ისარგებლოთ საბაგირო გზით და ესტუმროთ ქალაქ მესტიას. მგზავრობისას ულამაზესი ხედებით ისიამოვნებთ და მოკლე დროშივე შეძლებთ მოაწყოთ გასაოცარი ტური მესტიაში, სადაც სვანურ კულტურას, კიდევ უფრო კარგად გაიცნობთ.

თუ ზაფხულში დასვენება ჰაწვალში გადაწყვიტეთ, არ გამოტოვოთ შანსი და იფრინეთ პარაპლანით. სწორედ ასე შეიგრძნობთ ჰაწვალის ნამდვილ სილამაზესა და უნიკალურობას. გასაოცარი შთაბეჭდილებები კი მთელი ცხოვრება გაგყვებათ. გაითვალისწინეთ, რომ პარაპლანით ფრენა სრულიად უსაფრთხოა.