კონტენტზე გადასვლა

სასტუმროები ყაზბეგი (სტეფანწმინდა)ში საქართველოში

: 0 რეზულტატი

შეცვალეთ ძიების ფილტრები.

ახლიდან ძებნა

10 საუკეთესო სასტუმრო ყაზბეგში

  1. სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი - Intourist Hotel Kazbegi

    Intourist kazbegi

    სასტუმრო ილია მეორეს 18, 4700
    Intourist kazbegi ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა ყაზბეგში, რომელიც დახვეწილი ინტერიერით და მრავალფეროვანი სერვისებით კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის მთაში დასვენებას. ეს არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, საუცხოო მთის ხედებით და მეგობრული პერსონალით. მოგზაურობთ საყვარელ ადამიანთან თუ ოჯახთან ერთად, Intourist kazbegi-ში შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული, დელუქს და ასევე საოჯახო ნომრები. შესაძლებელია ნომრის არჩევა ხედის მიხედვით, ტერასით და მის გარეშე. იმისთვის, რომ არ მოიწყინოთ და უფრო საინტერესოდ დაისვენოთ, სასტუმრო სხვადასხვა გასართობ აქტივობას გთავაზობთ. მაგალიად შეგიძლიათ სამაგიდო თამაშებით გაერთოთ, ისარგებლოთ საფეხმავლო ტურების სერვისით ყაზბეგში, ისიამოვნოთ საცხენოსნო ტურებით, ითამაშოთ პინკ-პონგი და სხვა.
    მეტის წაკითხვა
    703 მიმოხილვა 8.6
    ფასი ₾754
    Check availability
  2. პორტა კავკასია ყაზბეგი - Porta Caucasia Kazbegi

    Porta Caucasia Kazbegi

    სასტუმრო თერგდალეულების 2, 4700
    მათ ვისაც დახვეწილი და ელეგანტური გარემო გიზიდავთ, აუცილებლად მოგეწონებათ porta caucasia kazbegi-ის გამორჩეული და მშვიდი ინტერიერი, სადაც იდეალურადაა ჩართული ქართული კულტურული ელემენტები. ეს არის ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ იქირაოთ სტანდარტული და საოჯახო ნომრები, მათ შორის ორსაძინებლიანი ნომერი, 5 ადამიანისთვის. სასტუმრო უმაღლესი კომფორტითაა უზრუნველყოფილი. აქედან გასაოცარი ხედები იშლება კავკასიონის მთებზე. განსაკუთრებით კი porta caucasia kazbegi-ის რესტორნიდან, რომელიც სრულიად გამჭირვალეა. რესტორანში შეგიძლიათ ადგილობრივი სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა დააგემოვნოთ. მეტი მხიარულებისთვის კი დაესწროთ კულინარიულ კლასებს, ისარგებლოთ ტურის სერვისით ყაზბეგში, გაერთოთ კარაოკე ბარში ან ისეირნოთ ველოსიპედით.
    მეტის წაკითხვა
    227 მიმოხილვა 8.3
    ფასი ₾362
    Check availability
  3. სასტუმრო მემუარი - Hotel Memoir

    Hotel Memoir Kazbegi

    სასტუმრო 9 აპრილის ქუჩა 10, 4700
    კავკასიონის დიდებულ მთებს შორის მოქცეული ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Hotel Memoir Kazbegi უნიკალურ პანორამულ ხედებთან ერთად, კომფორტულ და ფერად გარემოს დაგახვედრებთ. სასტუმრო იდეალურია წყვილებისთვის, რადგან ატმოსფერო ძალიან რომანტიულია. თუმცა თუ ოჯახთან ერთად ისვენებთ ყაზბეგში, შეგიძლიათ Hotel Memoir Kazbegi-ის საოჯახო ნომერიც აიღოთ, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომია ბიუჯეტური ნომერიც. გარდა იმისა, რომ სასტუმროს თითოეული ნომრიდან ულამაზესი ხედები იშლება, მთის პეიზაჟით სიამოვნება ტერასიდან, გარე რეკრეაციული სივრცეებიდან და პიკნიკისთვის გამოყოფილი სივრცეებიდანაც შეგიძლიათ. ამასთან სასტუმრო უგემრიელესი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ რესტორანში და მხიარულ საღამოებს შემოგთავაზებთ ბარში. სასტუმროში ხელმისაწვდომია შიდა გასართობი სივრცე, სამაგიდო თამაშების ოთახი და სპას სერვისები, უფრო სასიამოვნო განტვირთვისთვის.
    მეტის წაკითხვა
    582 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾492
    Check availability
  4. კაპრა ყაზბეგი - Capra Kazbegi
    სასტუმრო კოსტავას 1, 4700
    თუ ქართული ტრადიციული გარემოს მოყვარული ხართ, მაშინ Capra Hotel Kazbegi იდეალური არჩევანი იქნება თქვენთვის. ქვის ტრადიციული არქიტექტურა, ხის დეკორაციები, მთის კულტურით შთგონებული ინტერიერი, კავკასიონის მთების ფონზე ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. თუმცა გარდა ამისა, აქ დაგხვდებათ უმაღლესი დონის კომფორტი და მეგობრული პერსონალი. სასტუმროში ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული ასევე საოჯახო ტიპის ნომრები, სადაც 4-6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქ, დამატებითი აქტივობების მრავალფეროვნებაა. შეგიძლიათ ისარგებლოთ კულინარიული კლასებით, ისიამოვნოთ ტურით ადგილობრივ კულტურაზე, დააგემოვნოთ ტრადიციული მთის სამზარეულო, მონაწილეობა მიიღოთ ველო და საფეხმავლო ტურებში და სხვა. ამასთან სასტუმროში ხელმისაწვდომია სპეციალური ინვენტარის ქირაობა ლაშქრობისთვის და ზამთრის სპორტისთვის.
    მეტის წაკითხვა
    379 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾191
    Check availability
  5. სასტუმრო ვაჩე ყაზბეგში - Vache Hotel kazbegi
    სასტუმრო ილია მეორეს 60, 4700
    Vache Hotel მყუდრო და ორიგინალური ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმროა ყაზბეგში, სადაც დაგხვდებათ მშვიდი ატმოსფერო, უგემრიელესი და ჯანსაღი მენიუ და მეგობრული პერსონალი. ქვისა და ხის ექსტერიერი ყაზბეგისთვის დამახასიათებელ გარემოს ქმნის. სასტუმროს ნომრები კი მინიმალისტურ, კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. აქ ხელმისაწვდომია ნომრები მთისა და ბაღის ხედით, ასევე deluxe და საოჯახო ნომრები, ოთხი ადამიანისთვის. სასტუმრო იდეალურია თუ ზამთარში ეწვევით ყაზბეგს და ამასთან თხილამურებით სრიალი გიყვართ. Vache Hotel გთავაზობთ ყველა საჭირო ინვენტარს რათა კომფორტულად ისრიალოთ. ზაფხულში კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ მშვიდი საღამოებით ტერასაზე ან გაერთოთ ბარში.
    მეტის წაკითხვა
    516 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾178
    Check availability
  6. სუატის რეზორტ ყაზბეგი - Suatis Resort Kazbegi

    Suatis Resort Kazbegi

    სასტუმრო აჩხოტი, 4704
    მათ ვისაც მხიარულება და მრავალფეროვანი გარემო გიყვართ, აუცილებლად მოგეწონებათ მეგობრული და ფერადი ატმოსფერო, რაც Suatis Resort Kazbegi-ში დაგხვდებათ. ეს არის ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გასაოცარი ადგილმდებარეობითაც გამირჩევა. ვრცელი ეზო, გასაოცარი პანორამული მთის ხედებით იდეალურია თუ გიყვართ პიკნიკი, ბუნებაში მშვიდი დასვენება ან ყაზბეგს ბავშვებთან ერთად სტუმრობთ. ამასთან სასტუმროს ეზოში მოწყობილია ბავშვთა გასართობი მოედანიც. რაც შეეხება სასტუმროს ნომრებსა და სერვისებს, ნომრები მყუდრო და ფერადი ინტერიერით გამოირჩევა, სადაც ხელმისაწვდომია საოჯახო და სტანდარტული ნომრები. სასტუმროში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ევროპული და ტრადიციული სამზარეულო და ამასთან გაერთოთ ბარში. თუ აქტიური დასვენება გიყვართ, შეგიძლიათ ფიტნეს დარბაზს ესტუმროთ, ან დაისვენოთ სპასა და საუნაში.
    მეტის წაკითხვა
    152 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾508
    Check availability
  7. სასტუმრო რუმს ყაზბეგი - Rooms Hotels Kazbegi

    Rooms Hotel Kazbegi

    სასტუმრო გორგასალის 1, 4700
    Rooms Hotel Kazbegi ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა ყაზბეგში. ეს არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, გამორჩეული სადა, დახვეწილი დიზაინით და მრავალფეროვანი სერვისებით. სასტუმროში თითოეული ნომერი ორიგინალური ინტერიერით გამოირჩევა. აქ ხელმისაწვდომია სტანდარტული ნომრები, ოთახები ტერსით, king ნომერი და საოჯახო ნომრები, მთის უნიკალური ხედებით. სასტუმრო მრავალფეროვანი სერვისებით გაგიმასპინძლდებათ. არ შეიძლება არ აღინიშნოს განტვირთვისთვის იდეალური დახურული აუზი მთის პანორამული ხედებით, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. სასტუმრო ასევე გთავაზობთ ტურებს ყაზბეგში, გასართობ ოთახს, მოსასვენებელ სივრცეებს, სპა ცენტრს, მრავალფეროვანი მასაჟის სერვისებით, და რესტორანს უგემრიელეს კერძებთან ერთად, სადაც ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური დიეტური და საბავშვო მენიუც.
    მეტის წაკითხვა
    4214 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾542
    Check availability
  8. ვუდენი სასტუმრო ყაზბეგი - Wooden Hotel Kazbegi
    სასტუმრო ტაბიძის 56, 4700
    ხის ინტერიერი მთაში დასვენებისას განსაკუთრებულ და საუცხოო ატმოსფეროს ქმნის. შესაბამისად, თუ გსურთ, რომ მთის სიდიადით და მასთან ასოცირებული ატმოსფეროთი ისიამოვნოთ, დასასვენებლად აირჩიეთ სასტუმრო Wooden Hotel Kazbegi. სასტუმროს სახელიც კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ექსტერიერსა თუ ინტერიერში მთავარი მასალა ხეა. აქ საოცრად მყუდრო ნომრები და თბილი გარემო დაგხვდებათ, რომელიც ზამთარში მთის სუსხს სრულიად დაგავიწყებთ. ეს ადგილი იდეალურია თუ ყაზბეგში საყვარელ ადამიანთან ერთად ისვენებთ. გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროში მხოლოდ ხელმისაწვდომია ორადგილიანი ნომრები, მთის ხედით. სასტუმროს მეგობრული პერსონალი სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ, რათა დრო სასიამოვნოდ და მხიარულად გატაროთ. უგემრიელესი ადგილობრივი კერძები, ღია და დახურული ტიპის რესტორანში შეგიძლიათ მიირთვათ. დამატებით შეგიძლიათ მოაწყოთ ველო ტური ყაზბეგში, ისეირნოთ ცხენით, იქირაოთ სათხილამურო აღჭურვილობა და გამოსცადოთ ყაზბეგის უნიკალური რელიეფი სრიალისთვის.
    მეტის წაკითხვა
    734 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾250
    Check availability
  9. სითი პლაზა (სტანცია ყაზბეგი) - Hotel City Plaza (Stancia Kazbegi)

    Hotel Stancia Kazbegi

    სასტუმრო ალექსანდრე ყაზბეგის მოედანი 23ა, 4700
    Hotel Stancia Kazbegi-ს მთავარი ხიბლი ორიგინალურ ინტერიერსა და გასაოცარ პანორამულ ხედებშია, რომელიც თითოეული ნომრიდან იშლება. სამვარსკვლავიან სასტუმროში გამორჩეული ადგილია ტერასა, საიდანაც ნებისმიერ სეზონზე გასაოცარი მთის ხედები იშლება. ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმრო მეგობრული მომსაუხრებითაც გამოირჩევა, რის გამოც ხშირია Hotel Stancia Kazbegi-ს მიმართ დადებითი შეფასებები. სასტუმრო იდეალურია როგორც სოლო მოგზაურებისთვის, ასევე მათთვის ვინც ჯგუფთან ერთად სტუმრობს ყაზბეგს, რადგან აქ ხელმისაწვდომია საოჯახო ნომრებიც, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ნომრის არჩევისას შეგიძლიათ აირჩიოთ ხედით ქალაქზე ან მთებზე. სასტუმროში უგემრიელესი მენიუს გარდა, ასევე შეგიძლიათ საცხენოსნო ტურებით ისარგებლოთ. ასევე შეგიძლიათ დაიქირაოთ სათხილამურო და სალაშქრო ინვენტარი და გამოსცადოთ ახალი თავგადასავლები ყაზბეგის უნიკალურ ბუნებაში.
    მეტის წაკითხვა
    556 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾237
    Check availability
  10. სასტუმრო Landscapes - Landscapes Hotel
    კოტეჯი მარჯანიშვილის 12/14, 4700
    თუ კავკასიონის საუკეთესო ხედებით სიამოვნების მიღება გსურთ, აუცილებლად უნდა აირჩიოთ სასტუმრო Landscapes Hotel. ეს არის უნიკალური და ძალიან მყუდრო სასტუმრო, რომელიც ორიგინალური ინფრასტრუქტურით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. პატარა სასტუმრო ორ ცალკეულ ნომერს მოიცავს. თითოეული ნომერი არის აივნით. მარტივად რომ ითქვას, სასტუმრო თანამედორვე კოტეჯის ტიპისაა. აქ შეგიძლიათ იქირაოთ ნომერი, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასე, რომ თუ სამეგობროსთან ერთად მოგზაურობთ, Landscapes Hotel იდეალური არჩევანი იქნება. სასტუმროს გუნდი უფრო მრავალფეროვანი თავგადასავლებისთვის გთავაზობთ სხვადასხვა დამატებით აქტივობას, მათ შორის ველოტურებს, საფეხმავლო ტურებს, ფილმის საღამოებს, სპეციალურ აღჭურვილობას მოლაშქრეებისთვის და მოთხილამურეებისთვის.
    მეტის წაკითხვა
    440 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾534
    Check availability

ყაზბეგში დასვენება

ყაზბეგი საქართველოს გამორჩეული ადგილია, განთქმული უნიკალური ბუნებითა და საუცხოო ხედებით, კავკასიონის მთებზე. სწორედ გერგეტის სამება და კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები, განსაკუთრებით კი მყინვარწვერია ის პირველი ასოციაციები, რომლებიც ყაზბეგის ხსენებისას გვახსენდება. ყაზბეგი იგივე სტეფანწმინდა ტურისტების ნაკლებობას არც ზაფხულში და არც ზამთარში უჩივის, რადგან გიყვართ სიმშვიდე, ლაშქრობა, ექსტრემალური ზამთრის სპორტი თუ ძველი ისტორიული ნაგებობების დათვალიერება, ყაზბეგში ამ ყოველივეთი ერთდროულად სიამოვნების შესაძლებლობა გაქვთ.

გამომდინარე დიდი ინტერესიდან, ყაზბეგში სასტუმროების თუ რესტორნების დიდი არჩევანია. აქ შეხვდებით როგორც პრემიუმ კლასის სასტუმროებს, ასევე მყუდრო კოტეჯური ტიპის სასტუმროებს. ასევე, ხელმისაწვდომია ბიუჯეტური, საოჯახო სასტუმროებიც. ნებისმიერი გემოვნების მქონე მოგზაურისთვის, აქ მარტივადაა შესაძლებელი საუკეთესო სასტუმროს პოვნა.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

დაამატეთ თქვენი სასტუმრო

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა
  • პერსონალური მხარდაჭერა
  • უფასო რეგისტრაცია

რა ვნახოთ ყაზბეგში?

ყაზბეგის მთავარი ღირსშესანიშნაობა და დიდებულება კავკასიონის მწვერვალებშია. უდიდესი მყინვარები და პანორამული ხედები კლდოვან და მწვანე მთებზე გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის სტეფანწმინდაში. აქ, ყველაზე ცნობილი ბუნების ძეგლია ყაზბეგის მთა იგივე მყინვარწვერი, რომლის საუკეთესო ხედი ყაზბეგის მორიგი ცნობილი ღირსშესანიშნაობიდან, გერგეტის სამების ტაძრიდან მოჩანს.

თუმცა გერგეტის გარდა ყაზბეგში ბევრი საინტერესო და ულამაზესი არქიტექტურული ძეგლია მათ შორის ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი და დარიალის სამონასტრო კომპლექსი. ლაშქრობის მოყვარულებს კი შეგიძლიათ მოინახულოთ გველეთის დიდი ჩანჩქერი და უმშვენიერესი ფანშეტის აუზი.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ყაზბეგში?

ყაზბეგის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 160 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყაზბეგის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

ყაზბეგის ყველაზე პოპულარული სასტუმროებია Intourist kazbegi, porta caucasia kazbegi და Rooms Hotel Kazbegi.

ყაზბეგის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ სასტუმროებში porta caucasia kazbegi, Capra Hotel Kazbegi და Hotel Darchi Kazbegi.

ყაზბეგის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის იდეალურია Graf Kazbegi, Suatis Resort Kazbegi და Green Sheep Boutique Hotel.

რომელია კოტეჯური ტიპის სასტუმრო ყაზბეგში?

კოტეჯების ქირაობა შესაძლებელია სასტუმროებში Kazbegi View cottages, Kazbegi Targmani Cottages, Landscapes Hotel, Kazbegi Glamping.

რომელია ყაზბეგში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია Hotel Memoir Kazbegi, Kazbegi View cottages და Hotel Darchi Kazbegi.

რა ღირს სასტუმროები ყაზბეგში შაბათ–კვირას?

შაბათ-კვირას ყაზბეგის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი დაახლოებით 180 ლარიდან იწყება და 350-400₾-მდე იზრდება.

ყაზბეგის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სასტუმროებია: Graf Kazbegi, Capra Hotel Kazbegi.

ყაზბეგის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

ყაზბეგის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგ სივრცეს.

ყაზბეგის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

აუზით სარგებლობა შეგიძლიათ ყაზბეგის ისეთ სასტუმროში როგორიცაა Rooms Hotel Kazbegi.

რომელ სასტუმროებს აქვთ ყაზბეგში ოთახები არამწეველთათვის?

ყაზბეგის სასტუმროებს ნომრები მხოლოდ არამწეველი ვიზიტორებისთვის აქვთ განკუთვნილი

ყაზბეგის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

ყაზბეგის ყველა სასტუმროში ვიზიტორებს უფასო წვდომა აქვთ ინტერნეტთან.

ყაზბეგის რომელ სასტუმროებშია დამატებითი ტურები ხელმისაწვდომი?

დამატებით ტურები ხელმისაწვდომია ბევრ სასტუმროში, მათ შორის სასტუმროებში Intourist kazbegi, Wooden Hotel Kazbegi და Hotel Stancia Kazbegi.

ყაზბეგის რომელ სასტუმროებშია სრიალისთვის საჭირო აღჭურვილობის ქირაობა?

სრიალისთვის საჭირო ინვენტარის ქირაობა და გამოყენება შეგიძლიათ სასტუმროებში Vache Hotel, Wooden Hotel Kazbegi და Green Sheep Boutique Hotel.

ყაზბეგის რომელ სასტუმროებს აქვთ დამატებითი სპა სერვისები?

სპას სერვისებით სარგებლობა შეგიძლიათ სასტუმროებში Suatis Resort Kazbegi და Rooms Hotel Kazbegi.

SunMonTueWedThuFriSat
123456789101112131415161718192021222324252627282930123456789101112
SunMonTueWedThuFriSat
123456789101112131415161718192021222324252627282930123456789101112