კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები სვანეთში

საუკეთესო დასასვენებელი ადგილები სვანეთში

იპოვნეთ სასტუმროები სვანეთის ზოგიერთ ყველაზე პოპულარულ ადგილებში

15 საუკეთესო სასტუმრო სვანეთში

  1. სასტუმრო გისტოლა - Hotel Gistola

    Gistola Hotel Mestia

    სასტუმრო ბორის კახიანის 39, მესტია
    Gistola Hotel Mestia ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა მესტიაში, რომელიც ძალიან სასიამოვნო გარემოსა და მრავალფეროვან გასართობ სერვისებს გთავაზობთ. თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის მქონე სასტუმრო ახლოს მდებარეობს მესტიის ისეთ ღირსშესანიშნაობებთან როგორიცაა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი და ეთნოგრაფიული მუზეუმი, რაც ქალაქის უფრო მოკლე დროში დათვალიერების შესაძლებლობას მოგცემთ. ამასთან, Gistola Hotel Mestia გთავაზობთ მშვიდ მოსასვენებელ სივრცეებს, ულამაზესი ხედით რათა უფრო განიტვირთოთ. მათ ვინც ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ, შეუძლიათ სასტუმროს სათამაშო მოედნით ისარგებლონ, სადაც ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით დაკავდებიან. მეტი განტვირთვისთვის შეგიძლიათ სპას ესტუმროთ. სასტუმროში ასევე შეგიძლიათ დრო გაატაროთ მყუდრო რესტორანში ან ეწვიოთ ბარს, უფრო მეტი მხიარული მოგონებებისთვის.
    226 მიმოხილვა 9.6
    ფასი ₾619
    დაჯავშნა
  2. სასტუმრო ფალიანი - Paliani Hotel

    Paliani Hotel

    სასტუმრო ავთანდილ ხერგიანის ქუჩა 13, მესტია
    თუ თქვენთვის პრიორიტეტული კომფორტი და დახვეწილი გარემოა, აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმრო Paliani Hotel. ეს არის მესტიის ცენტრში მდებარე ცნობილი, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ორიგინალური დიზაინითა და სასიამოვნო გარემოთი გამოირჩევა. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანმა სრულფასოვნად დაისვენოს. კომფორტულ საოჯახო და სტანდარტულ ნომრებთან ერთად, Paliani Hotel-ის ვიზიტორებს შეუძლიათ სასტუმროს ულამაზესი რესტორნით ისარგებლონ და უგემრიელესი მენიუ დააგემოვნონ. მხიარული საღამოებისთვის კი ბარს ესტუმრონ, სადაც ხშირად იმართება ცოცხალი მუსიკის საღამოები. თუ სვანური კულტურის უკეთ გაცნობა გსურთ, Paliani Hotel ადგილობრივი კულტურის ტურს გთავაზობთ, რომლითაც თქვენს მესტიაში მოგზაურობას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებთ. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებზეც, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომია აეროპორტიდან ტრანსპორტირებაც.
    26 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾313
    დაჯავშნა
  3. სასტუმრო ძველი სახლი - Old House Hotel
    სასტუმრო ლანჩვალის ქუჩა 1, მესტია
    მესტიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს Hotel old house Mestia. ეს არის კომფორტული და თანამედროვე ტიპის სასტუმრო, მშვიდი და ნათელი ატმოსფეროთი. სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი გამორჩეულობა მდებარეობაშია. აქედან შეგიძლიათ იდეალური ქალაქის ხედებით ისიამოვნოთ და ამასთან მარტივად გადაადგილდეთ მესტიის ცენტრალურ ქუჩებში. სასტუმროში დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის, გუნდი უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებათ რესტორანში, ხოლო ბარში მუსიკალურ საღამოებს შემოგთავაზებთ. ამასთან, ნომრების ფართო არჩევანია. შესაძლებელია სტანდარტული ნომრების სხვადასხვა ტიპის არჩევა ხედის მიხედვით, აივნითა და მის გარეშე. უფრო მეტი მრავალფეროვნებისთვის სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი, სცადოთ კულტურული და გასტრონომიული ტურები, დაესწროთ ფილმის საღამოებს და ასევე ისარგებლოთ სათამაშო-გასართობი ოთახით.
    433 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾220
    დაჯავშნა
  4. სასტუმრო ფოსტა მესტია - Hotel Posta Mestia

    hotel posta

    სასტუმრო სეტის მოედანი, მესტია
    hotel posta თანამედროვე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა რომელიც მესტიაში მდებარეობს. თუ დროის მხიარულად გატარება სვანეთში თქვენი ვიზიტის გეგმებშია, მაშინ ეს სასტუმრო თქვენთვის იდეალურია. აქ ერთ სივრცეში ბევრი სერვისია ხელმისაწვდომი. თანამედროვე დიზაინი საკმაოდ მყუდრო და ელეგანტურ გარემოს ქმნის. და თუ luxury სტილი თქვენი ფავორიტია, განსაკუთრებით მოგეწონებათ hotel posta. სასტუმროს გუნდი ნებისმიერ სეზონზე თქვენს განწყობაზე იზრუნებს. აქ ხშირად ტარდება ცოცხალი მუსიკის საღამოები, სპეციალური გასართობი შოუ-წარმოდგენები. საღამო მეგობრებთან ერთად სასტუმროს ღამის კლუბში შეგიძლიათ გაატაროთ. და თუ ექსტრემალური სპორტი გიზიდავთ, შეგიძლიათ სასტუმროს სათხილამურო აღჭურვილობა გამოიყენოთ და საბაგირო სადგურისკენ ისე გაეშუროთ. hotel posta-ში ასევე შიდა დახურული აუზი და სპაა, რაც განტვირთვისთვის იდეალური საშუალებაა. საქმიანი შეხვედრებისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური სივრცეც. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმროს ინფრასტრუქტურა შშმ პირებზეც სრულიად ადაპტირებულია.
    113 მიმოხილვა 8.2
    ფასი ₾551
    დაჯავშნა
  5. ლატურ მესტია - Lâtour Mestia
    სასტუმრო ერეკლე ფარჯიანის 8, მესტია
    Latour Mestia-ს დახვეწილი და სასიამოვნო დიზაინი ნამდვილად დადებით ატმოსფეროს შექმნის ნებისმიერ ვიზიტორისთვის. ფერადი მაგრამ მყუდრო სასტუმრო სრულ კომფორტს შეგიქმნით, რათა მესტიაში სრულფასოვნად დაისვენოთ. Latour Mestia-ში ვიზიტორებს შეგიძლიათ აირჩიოთ ნომრები ორი ადამიანისთვის, მთის ხედით, ან იქირაოთ საოჯახო ნომრები 5-6 ადამიანისთვის. საოჯახო ნომრებს ასევე აქვთ აივანი. შეგიძლიათ ნომერი აირჩიოთ ბაღის ან მთის ხედით. უმაღლესი კომფორტის მქონე ნომრების გარდა სასტუმრო გთავაზობთ გარე მოსასვენებელ სივრცეებს რაც იდეალურია მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად ისვენებს. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, დაისვენოთ ტერასაზე ან ულამაზეს ბაღში ისეირნოთ. ასევე ხელმისაწვდომია საფეხმავლო ტურები, თუ მესტიის უკეთ გაცნობა გსურთ. Latour Mestia ასევე გაგიმასპინძლდებათ, მყუდრო რესტორანში სვანური და ევროპული კლასიკური მენიუთი, სადაც ასევე სპეციალური მენიუა განკუთვნილი, ბავშვებისთვის.
    242 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾200
    დაჯავშნა
  6. სასტუმრო ჩათინი მესტია - Hotel Chatini Mestia
    სასტუმრო უშბას ქუჩა 1, მესტია
    Hotel Chatini Mestia გამოირჩევა დახვეწილი და კლასიკური დიზაინით, რომელიც ელეგანტური გარემოს მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. მესტიაში მდებარე ეს სასტუმრო დადებით შეფასებებს იმსახურებს მომხმარებლებში, გამომდინარე უზრუნველყოფილი უმაღლესი კომფორიტდან და მეგობრული მომსახურებიდან. ასევე სასტუმრო ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩევა და გაძლევთ საშუალებას მარტივად დაათვალიეროთ მესტიის ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ეთნოგრაფიული მუზეუმი. სასტუმროში ხელმისაწვდომია სტანდარტული ნომრები, აივნით და მის გარეშე. ულამაზესი მთის ხედები იშლება თითოეული ნომრიდან. ასევე სასტუმრო გიმასპინძლებთ მყუდრო და კლასიკურ რესტორანში, ევროპული, ჯანსაღი საუზმით, და ადგილობრივი კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციებით.
    235 მიმოხილვა 9
    ფასი ₾263
    დაჯავშნა
  7. ჰეშკილის ქოხები - Heshkili huts
    კოტეჯი ჰეშკილი, მესტიის მუნიციპალიტეტი
    ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი – ასე აფასებენ ვიზიტორები Heshkhili huts-ს რომელიც იმაზე მეტია ვიდრე სასტუმრო. თავგადასავლების და ბუნების მოყვარულებს ეს ადგილი ძალიან მოეწონებათ. Heshkhili huts არის ქოხის, იგივე კოტეჯის ტიპის სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ ფერად და მეგობრულ გარემოს, ბევრ სახალისო აქტივობას, ულამაზეს გარე მოსასვენებელ სივრცეებს და გასაოცარ მთის ხედებს. აქ შეგიძლაით აირჩიოთ ნომრები როგორც ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახო კოტეჯები ოთხი ადამიანისთვის, ბაღისა და მთის ხედებით. ასევე ხელმისაწვდომია ბიუჯეტური ნომრები. სასტუმროში ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს შეუძლია გაერთოს. ღია ცის ქვეშ ბუხარი, საპიკნიკე სივრცეები, გარე მოსასვენებელი ზონები, ბარბექიუ საღამოები, ულამაზესი ფერადი ბაღი, კულინარიული კლასები, აერობიკის კლასები, ფილმის საღამოები, თემატური ვახშმები და ბევრი მუსიკალური ღონისძიება, უგემრიელეს მენიუსთან ერთად, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
    48 მიმოხილვა 9.6
    ფასი ₾95
    დაჯავშნა
  8. ბუდე მესტია - Bude Mestia
    კოტეჯი მესტია
    თუ ბუნება და მყუდრო დასვენება გიყვართ, მაშინ თქვენთვის იდეალური არჩევანი იქნება სასტუმრო Bude Mestia cottages-ში დასვენება. ეს არის შუაგულ მთებსა და ტყეში მოქცეული კოტეჯური ტიპის სასტუმრო ულამაზესი გარემოთი და მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით. თითოეული კოტეჯი უმაღლესი დონის კომფორტითაა მოწყობილი და თითოეული მათგანიდან გასაოცარი ხედები იშლება, სვანეთის ულამაზეს ბუნებაზე. ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული კოტეჯები წყვილებისთვის, ასევე საოჯახო კოტეჯები, სადაც 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯების წინ მოწყობილია საერთო მოსასვენებელი სივრცე, სადაც საღამოობით მუსიკალური წარმოდგენები იმართება და კოცონი ინთება. ასევე შესაძლებელია პიკნიკისა და ბარბექიუ საღამოების მოწყობა. ამასთან სასტუმროს გუნდი ჯანსაღი საუზმით და ბავშვებზე მორგებული მენიუთი გაგიმასპინძლდებათ.
    262 მიმოხილვა 8.2
    ფასი ₾220
    დაჯავშნა
  9. ჩაჟაში საოჯახო სასტუმრო - Chazhashi Guesthouse
    საოჯახო სასტუმრო იაროსლავის ქუჩა, ჩაჟაში, უშგული
    გსურთ გამოსცადოთ თუ როგორი იქნება დასვენება ტრადიციულ სვანურ სახლში? ამის შესაძლებლობას ცნობილი საოჯახო სასტუმრო, Chazhashi Guesthouse გაძლევთ. ტრადიციულ სვანურ კოშკში გახსნილი სასტუმო იდეალურ გარემოს ქმნის და შესანიშნავად წარმოაჩენს ადგილობრივ კულტურულ მახასიათებლებსა და ატმოსფეროს. ქვისა და ხის ინტერიერის შერწყმა, გასაოცარი ხედები და ნამდვილი სვანური სტუმართმოყვარეობა უნიკალურ გამოცდილებას შეგძენთ. ამასთან თუ ბიუჯეტური დასვენება თქვენს გეგმებშია, ეს საოჯახო სასტუმრო ამისთვის იდეალური არჩევანია. Chazhashi Guesthouse-ში ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული ასევე საოჯახო ნომრები, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი მთის ან ბაღის ხედით. ასევე სასტუმროს ეზოში მოწყობილია მოსასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ზონები და გარე ბუხარი გემრიელი საღამოებისთვის. საოჯახო სასტუმრო ასევე გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი ადგილობრივი მენიუთი. შეგიძლიათ შეუკევთოთ საბავშვო და დიეტური მენიუც.
    82 მიმოხილვა 9
    ფასი ₾50
    დაჯავშნა
  10. Ushguli Guest House
    საოჯახო სასტუმრო უშგული
    hotel panorama ushguli ცნობილი სასტუმროა უშგულში, რომელიც ტრადიციულ სვანურ გარემოსა და გულთბილ მიღებას გთავაზობთ. თანამედროვე და ფერადი ინტერიერის ნომრებისგან განსხვავებით, hotel panorama ushguli-ის რესტორანი და მოსასვენებელი სივრცეები სრულიად იმეორებს ტრადიციულ სვანურ დიზაინს. ქვის ნაკეთობები და ხის დეკორი მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ქმნის. სასტუმროს მორიგი გამორჩეულობა გასაოცარ ხედებშია. ის ასევე ხელსაყრელი მდეარეობითაც გამოირჩევა და უშგულში მოგზაურებს, დასახლების მარტივად დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს. სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ სტანდარტული ნომრები, სადაც 3 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. უფრო მხიარული დასვენებისთვის, შეგიძლიათ გარე მოსასვენებელი სივრცეებით ისარგებლოთ, სადაც ხშირად ეწყობა სხვადასხვა გასართობი საღამოები. სასტუმროში ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ლაშქრობისთვის და სრიალისთვის საჭირო აღჭურვილობა ან ისარგებლოთ საცხენოსნო ტურების სერვისით.
    24 მიმოხილვა 8.4
    ფასი ₾100
    დაჯავშნა
  11. აგრა უშგული - Agra Ushguli
    საოჯახო სასტუმრო ურყმელის ქუჩა, უშგული
    უშგულში სასტუმრო Agra Ushguli დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის პატარა, მყუდრო სასტუმრო გარშემორტყმული სვანური კოშკებითა და ულამაზესი მთებით. ტრადიციული არქიტექტურული ელემენტების მქონე სასტუმრო მინიმალისტური დიზაინითაა მოწყობილი. აქ დაგხვდებათ ნათელი ფერები, ქვის დეკორი და ხის კომფორტული ავეჯი. ნომრები საოჯახო ტიპისაა და მათში 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეულ ნომერში ასევე განთავსებულია ორსართულიანი საწოლები. სასტუმროს გუნდი გულთბილად მიგიღებთ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, ივახშმოთ ღია სივრცეში, დაისვენოთ ტერასაზე და ისიამოვნოთ ულამაზესი ხედებით. სასტუმრო დამატებით გთავაზობთ საცხენოსნო, საფეხმავლო და ველო ტურებს. ლაშქრობის მოყვარულთათვისაც, ზაფხულობით სასტუმრო უშგულში გუნდურ გასვლებს აწყობს. შესაბამისად, თუ აქტიური დასვენება გიყვართ, ეს სასტუმრო ნამდვილად მოგეწონებათ.
    63 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾59
    დაჯავშნა
  12. საოჯახო სასტუმრო პიკ მაზერი - Peak Mazeri Guest House

    peak mazeri guest house

    საოჯახო სასტუმრო სოფელი მაზერი, ბეჩო, ტურბაზა
    თუ მაზერში დასვენება გადაწყვიტეთ და მყუდროობას ანიჭებთ უპირატესობას მაშინ, peak mazeri guest house თქვენთვის იდეალური არჩევანი იქნება. ეს საოჯახო სასტუმრო ცნობილია უნიკალური მთის ხედებით, გულთბილი მიღებითა და ოჯახური გარემოთი. ქვის ტრადიციული ინფრასტრუქტურისგან განსხვავებით, შიდა ინტერიერი სადა და მინიმალისტურია. ეს კი იდეალურ ატმოსფეროს ქმნის სვანეთის გასაოცარ ხედებთან ერთად. საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ, როგორც 2-3 ადგილიან ნომრებს ასევე საოჯახო ნომრებს 5 ადამიანისთვის. რაც შეეხება დამატებით სერვისებს, სასტუმრო გთავაზობთ საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს. მასპინძლები დაგათვალიერებინებთ მაზერს და ასევე უგზრუნველყოფთ ლაშქრობისთვის, თევზაობისთვის და სრიალისთვის საჭირო ინვენტარით. საღამოობით შეგიძლიათ დაისვენოთ ღია ცის ქვეშ, მოაწყოთ პიკნიკი და მხიარულ აქტივობებში მიიღოთ მონაწილეობა.
    336 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾110
    დაჯავშნა
  13. გრანდ ჰოტელ უშბა - Grand Hotel Ushba
    სასტუმრო ტვებიში, მაზერი
    grand hotel ushba არც მეტი არც ნაკლები კავკასიონის მთის კალთებთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ეს არის სასტუმრო გასაოცარი მთის ხედებით. თუმცა სასტუმროს გამორჩეულობა ასევე იმაშია, რომ აქ გაიცნობთ ნამდვილ მთისა და სვანურ კულტურას, ცეკვებით, სუფრის ადათებით, მუსიკითა და რა თქმა უნდა უგემრიელესი კერძებით. ოჯახური ატმოსფეროს მქონე სასტუმროში ხშირად ეწყობა სვანური საღამოები რაც ამ მხარის გასაცნობად იდეალური შესაძლებლობაა. უფრო მეტი თავგადასავლებისთვის კი სასტუმრო ბევრ საინტერესო აქტივობას გთავაზობთ. შეგიძლიათ გაერთოთ ველოტურებით, გაისეირნოთ ცხენით, ისარგებლოთ ლაშქრობისთვის საჭირო ინვენტარით ან ისრიალოთ სვანეთის გასაოცარ ბუნებაში. სასტუმროში თევზაობის მოყვარულებსაც შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური სერვისით.
    43 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾316
    დაჯავშნა
  14. კოტეჯები შიხრა - Cottages SHIKHRA
    კოტეჯი შიხრა, მაზერი
    მთაში დასვენებისას, კოტეჯები განსაკუთრებულად მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. სასტუმრო Cottages SHIKHRA – კოტეჯები შიხრა კი საუკეთესო პირობებს გთავაზობთ მსგავსი ატმოსფეროს შესაქმნელად. მაზერში მდებარე სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ კოტეჯები ორი ადამიანისთვის, რაც იდეალურია წყვილებისთვის. თითოეულ კოტეჯში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი სრულყოფილი დასვენებისთვის. უფრო მეტად სასიამოვნო დასვენებისთვის ღია ცისქვეშ ხშირად ეწყობა ბარბექიუ საღამოები, პიკნიკი და სხვადასხვა სახის საღამოები. მსგავსი საღამოები მთის საუცხოო ხედებთან ერთად, განსაკუთრებით სასიამოვნოა თუ მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად მოგზაურობთ. დამატებით შეგიძლიათ დააგემოვნოთ სვანური კერძები, ან კვება თქვენით უზრუნველყოთ.
    26 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾159
    დაჯავშნა
  15. მთის კურორტი ქალდეა - Qaldea Resort

    Qaldea Resort

    საოჯახო სასტუმრო კალას თემი, ხალდე, მესტიის მუნიციპალიტეტი
    Qaldea Resort პატარა და მყუდრო სასტუმროა, რომელიც ნამდვილი სვანური სტუმარმოყვარეობით გაგიმასპინძლდებათ. კავკასიონის თოვლიან მწვერვალებთან ახლოს მდებარე სასტუმრო ტრადიციული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. ქვის ნაგებობა, ტრადიციული, მოჩუქურთმებული ხის აივნებით, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. სასტუმრო იდეალურია მათთვის, ვინც ოჯახთან, მეგობრებთან ან ჯგუფთან ერთად მოგზაურობს. ეკონომიური, ორადგილიანი ნომრების გარდა, Qaldea Resort გთავაზობთ ნომრებს, 5-დან 8 ადამიანისთვის. მსგავს ნომრებში ორსართულიანი საწოლებია განთავსებული. რაც შეეხება კვებას, სამზარეულო საერთოა. შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოთავაზებული ადგილობრივი მენიუთი ან კვება თქვენით უზრუნველყოთ. ბუნების მოყვარულებს, Qaldea Resort-ის მდებარეობა ძალიან მოეწონებათ. აქ ბევრი საინტერესო ადგილია რომ გაისეირნოთ და დაისვენოთ. საღამოობით კი შეგიძლიათ მხიარული დრო გაატაროთ სასტუმროს ბარში.
    187 მიმოხილვა 8.3
    ფასი ₾60
    დაჯავშნა

სვანეთში დასვენება

სვანეთი საქართველოს გამორჩეული კუთხეა. კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები, უნიკალური კულტურა, უდიდესი ისტორიისა და მისტიურობის მატარებელი სვანური კოშკები და გასაოცარი ბუნება, სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს სვანეთში. ეს მხარე იდეალურია სიმშვიდეში დასვენების მოყვარულთათვის, სათხილამურო სპორტსმენებისთვისაც და მათთვის, ვისაც ლაშქრობა იზიდავს.

სვანეთში ბევრია მოსანახულებელი. კურორტები სრულად უზრუნველყოფილია შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით, რაც სვანეთის დათვალიერებას ნებისმიერ სეზონზე კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. სვანეთში ბევრი, სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის სასტუმროა. მარტივად იპოვით ტრადიციულ რესტორნებსა და ტურებს სხვადასხვა დანიშნულებით. შესაბამისად, აქ მარტივად იპოვით თქვენს გემოვნებაზე მორგებულ დასასვენებელ ადგილსა და დანიშნულებებს.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ სვანეთში?

სვანეთი იმდენად მრავალფეროვანი მხარეა, რომ თითოეული ვიზიტისას ახალ-ახალ აღმოჩენებს გააკეთებთ. სვანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი ცენტრი – მესტიაა. ულამაზესი და უნიკალური არქიტექტურა, კავკასიონის მწვერვალების ფონზე გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის.

ექსტრემალური დასვენების მოყვარულებს შეგიძლიათ სათხილამურო კურორტებს – თეთნულდსა და ჰაწვალს ესტუმროთ. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ უძველეს დასახლება უშგულს, გაილაშქროთ კავკასიონის ცნობილ მწვერვალ უშბაზე ან ისარგებლოთ სხვადასხვა სალაშქრო ბილიკებით. აქ ბევრი ისტორიული შენობაა, განსაკუთრებით კი უშგულსა და მაზერში. თამარ მეფის სასახლე, ლამარიას მონასტერი და ეთნოგრაფიული მუზეუმი, სვანეთის წარსულში გამოგზაურებთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები სვანეთში?

სვანეთში სასტუმროს მდებარეობის მიხედვით ფასები განსხვავდება. არაცენტრალურ ნაწილებში, ერთი ღამის ფასი 60 ლარიდან იწყება, ხოლო ცენტრალურ ზონებში, საშუალოდ 200 ლარიდან.

რომელია სვანეთის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

პოპულარული სასტუმროებია Gistola Hotel Mestia, hotel posta და Heshkhili huts.

სვანეთის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

სვანეთის ყველა სასტუმროში შეგიძლიათ ადგილობრივი და ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, მათ შორის სასტუმროებში, Hotel Chatini Mestia და Chazhashi Guesthouse.

სვანეთის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ოჯახთან ერთად დასვენებისთვის იდეალურია Gistola Hotel Mestia, Latour Mestia და Bude Mestia cottages.

რომელია პრემიუმ კლასის ტიპის სასტუმრო სვანეთში?

მსგავსია ოთხვასრკვლავიანი სასტუმროები: Gistola Hotel Mestia და Paliani Hotel.

რომელია სვანეთში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია Bude Mestia cottages და Heshkhili huts.

რა ღირს სასტუმროები სვანეთში შაბათ–კვირას?

სასტუმროებში ერთ ღამის ფასი შაბათ–კვირას საშუალოდ 100 ლარიდან იწყება და სასტუმროს ტიპის მიხედვით, 350 ლარამდე იზრდება.

სვანეთის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ასეთი სასტუმროებია Cottages SHIKHRA – კოტეჯები შიხრა, Agra Ushguli, Chazhashi Guesthouse და Paliani Hotel.

სვანეთის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

სვანეთის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგ სივრცეს.

სვანეთის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

დახურული აუზით სარგებლობა შეგიძლიათ სასტუმრო hotel posta-ში.

რომელ სასტუმროებს აქვთ სვანეთში ოთახები არამწეველთათვის?

სვანეთის სასტუმროებს ნომრები მხოლოდ არამწეველი ვიზიტორებისთვის აქვთ განკუთვნილი

სვანეთის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

სვანეთის ყველა სასტუმროში ვიზიტორებს უფასო წვდომა აქვთ ინტერნეტთან.

სვანეთის რომელ სასტუმროებშია დამატებითი ტურები ხელმისაწვდომი?

დამატებითი საცხენოსნო და ველო ტურები ხელმისაწვდომია სასტუმროებში hotel panorama ushguli, Agra Ushguli და peak mazeri guest house.

სვანეთის რომელ სასტუმროები მდებარეობს კავკასონის მთებთან ახლოს?

მთებთან ახლოს მდებარეობს სასტუმროები grand hotel ushba, Cottages SHIKHRA – კოტეჯები შიხრა და Qaldea Resort.

სვანეთის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

სვანეთის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი მათ შორის სასტუმროებს, Paliani Hotel და Gistola Hotel Mestia.