კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები წინანდალში

წინანდლის 4 საუკეთესო სასტუმრო

  1. რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულები - Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel
    სასტუმრო სოფელი წინანდალი
    სასტუმრო Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel ჭავჭავაძეების ცნობილ, ისტორიულ მამულში მდებარეობს. თუ გსურთ მიიღოთ დასვენებისა და განტვირთვის სრულყოფილი გამოცდილება, წინანდლის სასტუმროს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. დახვეწილი დიზაინის, მრავალფეროვანი აქტივობების, ბუნებასთან სიახლოვისა და გამორჩეული მომსახურების გამო, სასტუმროს ყოველწლიურად უამრავი ვიზიტორი ყავს. აქაურობის ერთ-ერთი მთავარი ღირსება უნიკალური ღვინის მარანია, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ ღვინის ტური და დეგუსტაცია და ივახშმოთ ელეგანტური ქართული დიზაინით შექმნილ დარბაზებში. აქვეა ეთნიკური და მოდერნისტული დიზაინის ეკლექტიკით შექმნილი ლაუნჯის სივრცე, სასტუმროს ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური კუთხე – “ეგვიპტური ოთახი“. სასტუმროს აქვს ღია და დახურული საცურაო აუზები, ჩოგბურთის კორტები, ფიტნეს დარბაზი და სპა ცენტრი. სასტუმრო Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel ყოველწლიურად მასპინძლობს წინანდლის მუსიკალურ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი არტისტები კლასიკური მუსიკის საუცხოო საღამოებს მართავენ.
    893 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾491
    დაჯავშნა
  2. პარკ ჰოტელ წინანდალი - Park Hotel Tsinandali

    Park Hotel Tsinandali Estate

    სასტუმრო სოფელი წინანდალი
    სასტუმრო Park Hotel Tsinandali Estate ინდუსტრიული დიზაინით შთაგონებული 72 კომფორტული ოთახით მასპინძლობს ვიზიტორებს. ოთახების ინტერიერი იდეალურადაა მორგებული თანამედროვე ახალგაზრდების გემოვნებასა და მოთხოვნებზე. Park Hotel Tsinandali Estate ყოველწლიურად წინანდლის ფესტივალის მასპინძელია, ამიტომ სასტუმროს მთავარი კონცეფცია მუსიკას, სტრიტ-არტს, კაშკაშა ფერებსა და მინიმალისტურ, საინტერესო დიზაინს ეფუძნება. სასტუმროს რესტორანში მოდერნიზებული ქართული ტრადიციული კერძების, წინანდლის მარნის საუცხოო ღვინისა და კოქტეილების დაგემოვნება შეგიძლიათ. სასტუმრო Park Hotel-ის სტუმრებს წინანდლის მამულში განთავსებული ყველანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეუძლიათ. მათ შორისაა: სპა-ცენტრი, საუნა, ფიტნეს კლუბი, “რადისონ ქოლექშენ წინანდლის“ ბოლო სართულზე განთავსებული ღია აუზი და მამულის ტერიტორიაზე ახლადგახსნილი დახურული აუზი.
    864 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾404
    დაჯავშნა
  3. სასტუმრო შატო წინანდალი - Château Tsinandali Hotel
    სასტუმრო სოფელი წინანდალი
    სასტუმრო Chateau Tsinandali Hotel სოფელ წინანდალში ახლად გახსნილი ბუტიკური ტიპის სასტუმროა. სასტუმროს სამ სართულიან შენობაში 14 ნომერია. სასტუმრო იდეალურია მშვიდი, რომანტიკული დასვენების მოსაწყობად, ან მეგობრების ჯგუფთან ერთად განსატვირთად. თითოეულ ნომერს საკუთარი აივანი აქვს, საიდანაც სოფლისა და გარშემო მთების უმშვენიერესი ხედი იშლება. სასტუმროს გარე აუზიც აქვს, სადაც ზაფხულობით განტვირთვა განსაკუთრებით სასიამოვნოა. სასტუმრო Chateau Tsinandali Hotel-ს საკუთარი მეღვინეობაც აქვს. ყოველწლიურად, სექტემბრის თვეში სასტუმრო ვიზიტორებს რთველთან დაკავშირებით ტრადიციულ მასტერკლასებსა და სასტუმროში განთავსებას გთავაზობთ.სასტუმროს მცირე ზომის რესტორანიც აქვს, სადაც ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ აქაურ საფერავთან, რქაწითელთან, კაბერნესა და მწავნე რქაწითელის ღვინოებთან ერთად.
    45 მიმოხილვა 8.1
    ფასი ₾210
    დაჯავშნა
  4. წინანდალი რეზორტი & სპა - Tsinandali Resort & Spa
    სასტუმრო სოფელი წინანდალი
    სასტუმრო Tsinandali Resort & Spa წინანდლის გულში, ულამაზესი პანორამული ხედებით გარშემორტყმულ ადგილას მდებარეობს. სასტუმროს საკუთარი რესტორანი, ღვინის მარანი და ბარი აქვს, სადაც კახურ ტრადიციულ სამზარეულოსა და ღვინოებს დააგემოვნებთ. ეზოში მოწყობილია კახური კუთხე, ე.წ BBQ რესტორანი.სასტუმროს მყუდრო და კომფორტული ოთახები აქვს, საიდანაც მის გარშემო გაშენებული ვენახებისა და კავკასიონის ხედები იშლება. ეზოში მოწყობილია აუზი, რომლით სარგებლობაც სეზონურად შეგიძლიათ. სასტუმროს აქვს სპა და ველნეს ცენტრი.ღვინის გარდა, წინანდალი რეზორტი სპა მასტერკლასების ფართო არჩევანს სთავაზობს სტუმრებს, რომლის დაჯავშნაც სასტუმროს ნომერთან ერთად შეგიძლიათ: ხინკლისა და კახური შოთის მასტერკლასი, ჩურჩხელის დამზადების ხელოვნება და ღვინის დეგუსტაცია მარანში.
    56 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾330
    დაჯავშნა

წინანდალში დასვენება

წინანდალი კახეთის მზიან მხარეში მდებარე გამორჩეული სილამაზის სოფელია, რომელიც ისტორიულად აქაური დიდგვაროვნების, ჭავჭავაძეების საყვარელი ადგილი და კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო. წინანდალი დღემდე აგრძელებს ტრადიციებს და აქ არაერთი გამორჩეული შატო, მეღვინეობა და ტურისტული ადგილია.

წინანდლის სასტუმროები გგამორჩეულია დახვეწილი დიზაინით, გემრიელი სამზარეულოთი და მრავალფეროვანი ღვინოებით.

საუკეთესო სასტუმროების მიმოხილვას გაეცანით სტატიაში.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ წინანდალში

წინანდლის მთავარი ღირსშესანიშნაობა ჭავჭავაძისეული მამულია, სახლ-მუზეუმით, წინანდლის პარკითა და ღვინის უნიკალური კოლექციით. წინანდლის პარკის ტერიტორიაზე უმშვენიერესი სანახავია ვარდებშემოხვეული სიყვარულის ხეივანი, ბამბუკების რიგი, შადრევანი, ბზის ლაბირინთი და ნატვრის ხე, რომელთანაც ვიზიტორები სურვილს იფიქრებენ და მის ასასრულებლად ხეს ნიშანს აბამენ.

სოფელში მოინახულებთ საქართველოში პირველი ვაზისა და ღვინის მუზეუმს – “ვაზიონი”. მუზეუმი მოიცავს საკოლექციო ვენახს, საექსპოზიციო და სადეგუსტაციო დარბაზებს და ეთნოგრაფიულ კუთხეს.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები წინანდალში?

წინანდლის სასტუმროების ფასები იცვლება სეზონის მიხედვით. ზაფხულსა და შემოდგომაზე ფასები 180-დან 600 ლარამდე მერყეობს. ზამთარში ღირებულება შედარებით იკლებს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები წინანდალში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Park Hotel Tsinandali.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ჭავჭავაძეების სასახლესთან?

ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმთან მდებარეობს სასტუმრო Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Park Hotel Tsinandali.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel. აქ სპეციალური გასართობი სივრცეა მოწყობილი ბავშვებისთვის.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel გამორჩეული პრემიუმ კლასის სასტუმროა მთელს რეგიონში.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ადგილობრივი კერძებით სტატიაში განხილულ ოთხივე სასტუმროში გაგიმასპინძლდებიან.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

თამამად შეიძლება სტატიაში განხულულ ყველა სასტუმროს გავუწიოთ რეკომენდაცია წყვილებისთვის.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Park Hotel Tsinandali.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

აუზით აღჭურვილია ყველა სასტუმროს აქვს აუზი. თუმცა დახურული აუზი მხოლოდ Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Park Hotel Tsinandali-ს აქვს.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

წინანდლის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა განხილული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Park Hotel Tsinandali.