კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები ამბროლაურში

10 საუკეთესო სასტუმრო ამბროლაურში

  1. სად მელის მარანი - Sad Meli Winery
    სასტუმრო სოფელი სადმელი, ამბროლაური
    გსურთ, მაშინ იდეალურია თუ ამბროლაურში მოგზაურობისას, სასტუმრო Sadmeli winery-ს აირჩევთ. ეს არის ულამაზესი სასტუმრო სადაც დაგხვდებათ მყუდრო გარემო და მეგობრული პერსონალი. სასტუმროს ექსტერიერი თუ შიდა დიზაინი სრულად შთაგონებულია რაჭისა და საქართველოს ტრადიციული კულტურით. ქვისა და ხის მასალა, ფერადი დეკორაციები გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის. სასტუმრო იდეალურია როგორც წყვილებისთვის ასევე მათთვის ვინც ამბროლაურში დასვენება ოჯახთან ერთად გადაწყვიტა. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა კატეგორიის ნომერი, როგორიცაა მაგალითად სტანდარტული ნომერი ერთადგილიანი ან ორადგილიანი საწოლებით, საოჯახო ნომერი 3 ადამიანისთვის და სხვა. ამასთან სასტუმროს გუნდი უგემრიელეს რაჭულ და ქართულ კერძებთან ერთად გიმასპინძლებთ Sadmeli winery-ის ულამაზეს რესტორანში, სადაც ასევე შეძლებთ სახელგანთქმული ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას.
    28 მიმოხილვა 8.7
    ფასი ₾76
    დაჯავშნა
  2. შატო დიო - Chateau Dio
    სასტუმრო სოფელი ძირაგეული, ამბროლაური
    სასტუმრო Chateau dio ამბროლაურის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა. ხის ულამაზესი, კოტეჯის ტიპის არქიტექტურა, აივნები, ულამაზესი ბაღი, ცნობილ რაჭულ ვენახთან ერთად საოცარ გარემოს ქმნის იმისთვის რომ ბუნებაში მშვიდად დაისვენოთ და განიტვირთოთ. აქ დაგხვდებათ ოჯახური გარემო რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ემოციებს შემატებს. სასტუმროს ვიზიტორებს შეუძლიათ იქირაონ როგორც სტანდარტული ნომრები ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახ ნომრები სამი ადამიანისთვის. ორადგილიანი ნომრები ხელმისაწვდომია როგორც საერთო ასევე ერთადგილიანი საწოლებით. ამასთან Chateau dio-ს მასპინძლები შემოგთავაზებენ უგემრიელეს რაჭულ კერძებს საუზმისას და გაგიმასპინძლდებიან რაჭული ღვინით. სასტუმრო Chateau dio-ში არ მოიწყენთ. აქ ხშირად იმართება მუსიკალური წარმოდგენები, კულინარიული კლასები და ადგილობრივი კულტურის მასტერკლასები დაინტერესებულთათვის. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ცხენი ან კანოე და ასე გახადოთ თქვენი მოგზაურობა ამბროლაურში კიდევ უფრო სათავგადასავლო. სასტუმროს გუნდი ასევე დაგეხმარებათ სათევზაო აჭურვილობით და გასწავლით ადგილებს სადაც შეგიძლაით თევზაობით ისიამოვნოთ.
    152 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾102
    დაჯავშნა
  3. ტყის ვარსკვლავი - Woodstar
    კოტეჯი შიშინაშვილის ქუჩა, ამბროლაური
    სასტუმრო Woodstar გთავაზობთ კომფორტულ და პოზიტიური ატმოსფეროს, სადც შეძლებთ სრულფასოვნად განტვირთვას და დასვენებას. ეს არის ქალაქ ამბროლაურში მდებარე სასტუმრო, ულამაზესი და მყუდრო ბაღით, თანამედროვე ინტერიერის მქონე ნომრებით ადა გულთბილი მომსახურებით. სასტუმრო Woodstar იდეალურია როგორც წყვილებსითვის ასევე მათთვის ვინც ოჯახთან ან სამეგობროსთან ერთად ისვენებს. აქ შესაძლებელია იქირაოთ როგორც სტანდარტული ნომერი, ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახ ნომრები 6 და 8 ადამიანისთვის. ამასთან სასტუმროში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი და ჯანსაღი საუზმე, დაისვენოთ ბაღში ან ტერასაზე, ისარგებლოთ უფასო პარკინგ სივრცით და დაესწროთ საღამოობით გამართულ პატარა მხიარულ შეკრებებს. ასევე შეგიძლიათ გამოსცადოთ თქვენი კულინარიული უნარები ადგილობრივ კულინარიულ მასტერკლასში, ან მოაწყოთ ლაშქრობა. სასტუმროს სერვისებში ასევე შედის სათევზაო მოწყობილობების გაქირავების სერვისი.
    16 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾153
    დაჯავშნა
  4. ქოქოსა - Kokosa
    საოჯახო სასტუმრო რუსთაველის 33, ამბროლაური
    სასტუმრო Qoqosa in racha მყუდრო და ფერდი გარემოთი გამორჩევა. აქ დაგხვდებათ ელეგანტური და ოჯახური გარემო თუმცა სასტუმროს მთავარი გამორჩეულობა ულამაზეს ბაღშია, რომელიც სავსეა ფერადი ყვავილებით და შესანიშნავი ხედებით. რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს დიზაინს, აქ მეტ წილად აქცენტი თანამედროვე და ნათელ, მინიმალისტურ ინტერიერზეა გაკეთებული. ოთახები ნათელი და ვრცელია. თითოეული ნომერი უმაღლესი დონის კომფორტითაა უზრუნველყოფილი. Qoqosa in racha საკმაოდ კარგი არჩევანია თუ სამეგობრო წრესთან ან ოჯახთან ერთად ისვენებთ. აქ შეგიძლიათ იქირაოთ ნომრები, სადაც ექვსიდან რვა ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან აღსანიშნავია, რომ Qoqosa in racha-ს ფასები შედარებით ბიუჯეტურია.
    15 მიმოხილვა 9.9
    ფასი ₾127
    დაჯავშნა
  5. ხიდიკარი - Khidikari
    სასტუმრო სოფელი ხიმში, ამბროლაური
    სასტუმრო Khidikari ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროა ამბროლაურის რაიონში. ეს არის თანამედროვე სტილის სასტუმრო მყუდრო და სუფთა გარემოთი. აქ დაგხვდებათ დადებითი ატმოსფერო და მეგობრული პერსონალი. გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ თითოეულ ნომერში დაგხვდებათ უმაღლესი კომფორტი თუმცა კატეგორიათა არჩევანი მცირეა. სასტუმრო Khidikari მხოლოდ სტანდარტულ ნომრებს გთავაზობთ ორი ადამიანისთვის. შეგიძლიათ დაიქირაოთ ნომერი აივნით ან მის გარეშე. ამასთან სასტუმროში შეძლებთ უგემრიელესი მენიუს დაგემოვნებას, ტერასაზე მშვიდ დასვენებას და გასაოცარი ხედით სიამოვნებას.
    35 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾169
    დაჯავშნა
  6. ბალი გლემპინგ - Bali Glamping
    გლამპინგ სოფელი კვაცხუთი, ამბროლაური
    თუ გლემფინგის მოყვარული ხართ, და გსურთ ბუნებაში მშვიდად და განმარტოებით დასვენება, მაშინ თქვენთვის იდეალურია თუ აირჩევთ სასტუმრო Bali glamping-ს. ამბროლაურის რაიონში მდებარე ეს სასტუმრო ულამაზეს ბუნებაში, მთის ძირასაა განთავსებული. გლემფინგ კარავი სრული კომფორტითაა უზრუნველყოფილი რათა სრულყოფილად შეძლოთ დასვენება. ამასთან სასტუმრო გაგიმასპინძლდებათ საუზმით რომელიც ჯანსაღი და გემრიელია. არ დაგავიწყდეთ რაჭული ღვინის დაგემოვნება. ასევე ნომერში დაგხვდებათ ყავისა და ჩაის აპარატები.
    43 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾153
    დაჯავშნა
  7. სასტუმრო კარსე - Hotel Karse
    კოტეჯი სოფელი სადმელი, ამბრლაური
    სასტუმრო Karse ამბროლაურის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროა. აქ დაგხვდებათ ძალიან სასიამოვნო გარემო და მეგობრული მომსახურება. Karse-ს დიზაინში აქცენტი თანამედროვე ინტერიერზეა გაკეთებული. აქ დაგხვდებათ ნათელი ფერები, და ულამაზესი ეზო, მოსასვენებელი სივრცეებითა და მცენარეებით. თითოეული ნომერი უზრუნველყოფილია უმაღლესი დონის კომფორტით და ყველა საჭირო ნივთით. ამასთან დადებითი მხარეა ის რომ ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ნომრები, მათ შორის სტანარტული და საოჯახო ნომრები. თუ დროის უფრო მხიარულად გატარება გსურთ, აუცილებლად დაესწარით Karse-ში გამართულ ცოცხალი მუსიკის საღამოებს ან კულინარიულ კლასებს სადაც ძალიან საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ.
    106 მიმოხილვა 9
    ფასი ₾191
    დაჯავშნა
  8. ვიუ რაჭა - View Racha
    სასტუმრო თამარ მეფის გამზ. 27, ამბროლაური
    სასტუმრო View racha თანამედროვე ტიპის სასტუმროა ამბროლაურში, რომელიც დადებითი შეფასებებით სარგებლობს ვიზიტორებში. აქ დახგვდებათ ნათელი და სუფთა გარემო, თანამედროვე ინტერიერითა და ულამაზესი ბაღით. ვენახი, ყვავილები და მოსასვენებელი სივრცეები მოგცემთ საშუალებას მშვიდად დაისვენოთ ბუნებაში და განიტვირთოთ. ამასთან სასტუმრო გაგიმასპინძლდებათ გემრიელი საუზმით, სადაც ასევე გათვალისწინებულია სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის ან სპეციალური მოთხოვნის მქონე სტუმრებისთვის. თუ View racha-ში დაისვენებთ, საინტერესო დროის გატარება გელით. აქ ხშირად ტარდება ცოცხალი მუსიკის საღამოები, ტურები ადგილობრივი კულტურისა და კულინარიის უკეთ გასაცნობათ. ასევე შეგიძლიათ იმღეროთ კარაოკე ბარში, დაესწროთ ფილმის საღამოებს, ითამაშოთ ბადმინტონი ან სამაგიდო თამაშები. აღსანიშნავია, რომ სათამაშო სივრცე პატარა სტუმრებისთვისაცაა ხელმისაწვდომი.
    68 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾140
    დაჯავშნა
  9. გარემო - Garemo
    კოტეჯი გოგებაშვილის ქუჩა 5
    სასტმუმრო Garemo იდეალურია მათთვის ვინც ეძებს მშვიდ, რომანტიულ გარემოს ბუნებაში. ეს არის რაჭის ულამაზეს მთებს შორის მოქცეული კოტეჯის ტიპის სასტუმრო, მყუდრო, ფერადი ბაღით, სასიამოვნო ატმოსფეროთი და მაღალი ხარისხის მომსახურებით. სასტუმრო Garemo-ს კოტეჯი უზრუნველყოფილია სრული კომფორტით. აქ დაგხვდებათ ყველაფერი სრულყოფილი განტვირთვის. ხის ინტერიერი, ჯაკუზი, ბუნების პანორამული ხედებით, ფერადი ეზო, ღია აუზი ბუნებაში და რაჭული ღვინო იდეალურ გარემოს ქმნის იმისთვის რომ დაისვენოთ. Garemo-ს დიზაინი ზღაპრულ სახლს მოგაგონებთ, ფერადი ფანჯრებითა და დეკორაციებით. გამორჩეული არქიტექტურის გარდა, აქ დაგხვდებათ ნომერთა ფართო არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო იდეალურია წყვილებისთვის, მეგობრებს ან მათ ვინც ოჯახთან ერთად ისვენებთ ამბროლაურში შეგიძლიათ Garemo-ს საოჯახო კოტეჯი იქირაოთ, რომელიც 4 ადამიანზეა განკუთვნილი.
    10 მიმოხილვა 9
    ფასი ₾220
    დაჯავშნა
  10. Krikhi Glamping - კრიხი გლამპინგ
    გლამპინგ პირველი ქუჩა, ქვემო ხრიხი, ამბროლაური
    გლემფინგის და ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის ამბროლაურში მდებარე Glamping georgia khrikhi იდეალური არჩევანია. რაჭის ტყით დაფარულ მთებს შორის მოქცეული გლემფინგ კარვები სრული კომფორტითაა უზრუნველყოფილი. აქ დაგხვდებათ რომანტიული, სუფთა და მყუდრო გარემო საოცარ ხედებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ Glamping georgia khrikhi შესანიშნავი არჩევანია, როგორც წყვილებისთვის ასევე მათთვიც ვინც ოჯახთან ერთად მოგზაურობს ამბროლაურში. აქ შეგიძლიათ დაიქირავოთ კარვები სადაც 4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სტანდარტული კარვები, ორი ადამიანისთვის კი სხვადასხვა ტიპისაა მათ შორის სახელწოდებებით: Jungle, Love, Galaxy და სხვა. თითოეულ კარავში დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი, მათ შორის ყავისა და ჩაის აპარატები. იმისთვის რომ დრო უფრო სასიამოვნოდ გაატაროთ Glamping georgia khrikhi სტუმრებს სხვადასხვა თემატიკის ვახშმებს და ფილმის საღამოებს გთავაზობთ. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი ან სათევზაო ინვენტარი და მიიღოთ განსხვავებული გამოცდილება.
    181 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾220
    დაჯავშნა

ამბროლაურში დასვენება

ამბროლაური ტურისტების ერთ-ერთი პოპულარული დანიშნულებაა, გამორჩეული ულამაზესი ბუნებით, საინტერესო ისტორიული ძეგლებით და შთამბეჭდავი ადგილობრივი კულტურით. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც თანამედროვე სტანდარტების სასტუმროებში, ასევე ხის კოტეჯებსა და გლემფინგის კარვებში.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.