კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები ყვარელში

6 საუკეთესო სასტუმრო ყვარელში

  1. სასტუმრო ყვარლის ტბა - Kvareli Lake Resort

    Kvareli Lake Resort

    სასტუმრო ყვარლის ტბა
    სასტუმრო ყვარლის ტბა იდეალური ადგილია ვიქენდზე ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. სასტუმროს ტერასიდან და მყუდრო, ნათელი ოთახებიდან გასაოცარი ხედები იშლება მთებითა და ტყეებით გარშემორტყმულ ტბაზე, რომელიც ბუნების ანარეკლით ივსება. მის გარშემო გაშენებული ბაღები კი განტვირთვისა და დასვენების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. სასტუმროსა და მის გარშემო ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი აქტივობების გამოცდა შეიძლება: საფეხმავლო და ველო ბილიკი ტბის გარშემო, წყლის ველოსიპედი და თხილამურები, თევზაობა, გასტრონომიული მასტერკლასები და ა.შ. სასტუმროს ღია აუზი და გასარუჯი ტერასაც აქვს, რაც ზაფხულობით სტუმრებს ყველაზე მეტად იზიდავს. თანამედროვე რესტორანი ვიზიტორებს ქართულ ტრადიციულ კერძებს, ქვევრის ღვინოების მრავალფეროვნებასა და სომელიეების მომსახურებას სთავაზობს. საკვები ადგილობრივების მიერაა წარმოებული, შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და გამორჩეულია.
    587 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾317
    დაჯავშნა
  2. შატო ყვარელი - Chateau Kvareli

    Chateau Kvareli

    სასტუმრო Kudigora Street 1A
    შატო ყვარელი ქალაქის ცენტრში, ისტორიული გალავნის გვერდით მდებარეობს. სასტუმროში ქართული და ევროპული ინტერიერი, კერძები და ატმოსფერო იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. სასტუმროს დიზაინი ტოსკანურ ვილას მოგაგონებთ, რიყის ქვის, აგურისა და ხის ელემენტებით. შატოს საკუთარი ღვინის მარანი აქვს, სადაც უიშვიათესი და უნიკალური ჯიშის ღვინოს, ქინძმარაულს დააგემოვნებთ. დასვენებასთან ერთად შეგიძლიათ დაჯავშნოთ სხვადასხვა ტიპის მასტერკლასები: კახური შოთის, ჩურჩხელისა და ხინკლის. შემოდგომით, სექტემბერსა და ოქტომბერში კახური რთველის ტურსაც შეგიძლიათ დაესწროთ. სასტუმროს ორი რესტორანი და ბარი აქვს, სადაც ტრადიციული ქართული კერძებისა და ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ.
    95 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾202
    დაჯავშნა
  3. მეღვინეობა ნეკრესი - Nekresi Estate

    Nekresi Estate

    სასტუმრო სოფელი შილდა
    ნეკრსის მამული ყვარლის ცენტრიდან 10 კილომეტრში, ჭადრებით დაფარულ ულამაზეს ბაღში მდებარეობს. სასტუმრო იდეალურია ვიქენდზე ქალაქიდან გასასვლელად, ბუნებაში დასვენებისთვის, ოჯახთან ან მეგობართან ერთად. აღმოსავლური ექსტერიერისა და დიზაინის მქონე 3 ვარსკვლავიან სასტუმროს საკუთარი მეღვინეობა აქვს. ყოველ ოთახს საკუთარი აივანი აქვს, ხედით ბაღზე. აგურისა და ხის ორნამენტებიანი ელემენტები განსაკუთრებით კარგად ერწყმის აქაურ ატმოსფეროს. სასტუმროს რესტორანი პირველ სართულზე მდებარეობს. მინის ვიტრაჟებიდან გამწვანებული ეზო მოსჩანს და დღისით სივრცე მზის სინათლით ივსება. გარდა ვიზუალური ეფექტისა, რესტორანში უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ, მათ შორის ქართული ტრადიციული სამზარეულოდან. აქვე შეგირჩევენ თქვენი კერძებისთვის შესაფერის ადგილობრივ ღვინოს.
    159 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾271
    დაჯავშნა
  4. შატო გრემისიო - Chateau Gremisio
    სასტუმრო სოფელი ენისელი
    შატო გრემისიო გრემის სამონასტრო კომპლექსიდან 600 მეტრში მდებარეობს. მცირე ზომის მყუდრო, წყნარი შატო იდეალურია მეგობრების ჯგუფთან ერთად დასასვენებლად. ოთახებიდან დათოვლილი კავკასიონის, გრემის მონასტრისა და თელავის შთამბეჭდავი ხედები იშლება. ინტერიერში გამოყენებული ბუნებრივი მასალა და ხის დამახასიათებელი სურნელი განსაკუთრებით მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. შატოს პირველ სართულზე მოწყობილია ბუხრის ოთახი, სადაც საღამოობით შეგიძლიათ შეიკრიბოთ და ჭიქა ღვინის თანხლებით დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. შატოს მასპინძლები ვიზიტორებს ქართული ტრადიციული კერძებით უმასპინძლდებიან. შატოს საკუთარი წარმოების ღვინოც აქვს.
    80 მიმოხილვა 9.9
    ფასი ₾169
    დაჯავშნა
  5. ვილა ვითიზ - Villa Vitis
    სასტუმრო გიორგი ბრწყინვალე
    Villa Vitis ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან 1.2 კილომეტრში მდებარეობს. მყუდრო და მშვიდი სასტუმრო გამწვანებული ბაღით, ეზოთი და საზაფხულო ღია აუზით მასპინძლობს ვიზიტორებს. ზაფხულში აუზით სარგებლობა და გარუჯვა დამსვენებლების საყვარელი გასართობია. ოთახები მინიმალისტურია, ხედით შიდა ეზოსა და აუზზე. სასტუმროს აქვს საერთო ტერასა-აივანი, ლობი და კეთილმოწყობილი ეზო შესაბამისი ავეჯითა და ბაღის სავარძლებით. საღამოობით ბაღში, ბუნებასა და სიგრილეში განტვირთვა დასვენების სასიამოვნო გამოცდილებაა. ვილას საკუთარი ღვინის მარანიც აქვს. აუცლებლად დააგემოვნეთ აქაური ღვინო, მდიდარი და არომატული ტონებით. სასტუმროს ღირებულებაში შედის საუზმის ღირებულებაც.
    49 მიმოხილვა 9.8
    ფასი ₾153
    დაჯავშნა
  6. თილია ყვარელი რეზორტი - Tilia Kvareli Resort

    Tilia Kvareli Resort

    სასტუმრო St. Arikhauli
    თილია ყვარელი მთლიანად სიმწვანეში ჩაფლული 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა გარე აუზით. სასტუმრო 2023 წლის აპრილში გაიხსნა და ყველაფერს ჯერ კიდევ სიახლის სურნელი დაჰყვება. ნომრები მინიმალისტურია, თუმცა კომფორტული, ხედით მთსიკენ, აუზზე ან ეზოში. ადგილი იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ ღია აუზზე, და საბავშვო სივრცეში, ან ითამაშონ ეზოში. ზაფხულობით ხეებით გარშემორტყმულ აუზში ცურვა და გარუჯვა კიდევ უფრო სასიამოვნოა. სასტუმროს საკუთარი რესტორანი და ბარი აქვს. საუზმე ნახევრად ღია ტერასაზე, აუზისა და ბუნების ხედით შეგიძლიათ მიირთვათ.
    20 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾203
    დაჯავშნა

ყვარელში დასვენება

ყვარელში უძველესი ღვინის კულტურა, ქართული ტრადიციული სამზარეულო და ბუნება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ბუნებასთან სიახლოვე და კომფორტი საუკეთესოდ ერთიანდება ყვარლის სასტუმროებში. კავკასიონის ხედები და ალაზნის ვაკის პეიზაჟები აქაური სასტუმროების მთავარი ღირსებაა.

ადგილზე დააგემოვნებთ კახურ ტრადიციულ კერძებს ქართული ღვინოების თანხლებით, დაესწრებით კულინარიულ მასტერკლასებს და სურვილის შემთხვევაში რთველშიც მიიღებთ მონაწილეობას.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ ყვარელში?

ყვარელში სტუმრობისას შეგიძლიათ ესტუმროთ ყვარლის ისტორიულ ციხე-გალავანს, ნეკრესისა და გრემის მონასტრებს და დოლოჭოპის ბაზილიკას. მუზეუმებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის საგვარეულო სახლები. ქალაქის ცენტრში ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი მდებარეობს, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მონეტებია გამოფენილი. ქალაქის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა: ყვარლისა და ილიას ტბების პირას ტყით გარშემორტყმული სასტუმროებია, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და რაც მთავარია, ქართული ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანით. ყვარლის ღვინის გვირაბი აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შეიტანეთ. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 26 000-მდე ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება. სტუმრებს შეუძლიათ მოაწყონ ღვინის დეგუსტაციაც.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ყვარელში?

ყვარელში სასტუმროების ფასები საშუალოდ 250-დან-დან 500 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ციხისძირში?

სასტუმროები ყვარლის ტბა, შატო ყვარელი და ნეკრესის მამული ყველაზე პოპულარული სასტუმროებია.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ტბასთან ახლოს?

ტბის პირას მდებარეობს სასტუმრო ყვარლის ტბა.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა ყვარლის ტბა, ნეკრესის მამული, თილია ყვარელი და ვილა ვიტის.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმრო?

ყვარლის ტბა ყველაზე მრავალფეროვან დასვენებასა და სერვისებს სთავაზობს ვიზიტორებს.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ნეკრესის მამულში, ყვარლის ტბაში და შატო ყვარელში გამორჩეულად გემრიელი სამზარეულო დაგხვდებათ.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

ყვარლის ტბა, ნეკრესის მამული და შატო ყვარელი.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

სტატიაში განხილული ყველა სასტუმროს რეიტინგი 8.9-ზე მაღალია, რაც ძალიან კარგი შეფასებაა.

რომელ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

ყვარლის ტბა, თილია ყვარელი და ვილა ვიტის.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.