ყვარელი ვრცელი ველების, ბუმბერაზი მთებისა და სარკისებური ტბების მხარეა. ბუნებასთან სიახლოვე და კომფორტი საუკეთესოდ ერთიანდება ყვარლის სასტუმროებში.
უძველესი ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს შერწყმა აქ იდეალურად გამოსდით.
დასვენება ყვარელში
ღირსშესანიშნაობები
მეტის ნახვა-
ყვარლის ტბა
-
ყვარლის გვირაბი - მეღვინეობა ხარება
-
ყვარლის ციხე-გალავანი
-
ილიას ტბა
-
ფულის მუზეუმი
-
ილია ჭავჭავაძის მუზეუმი
სასტუმროები
მეტის ნახვარესტორნები
საუკეთესო დრო სანახავად
ყვარლის ბუნება წლის ნებისმიერ სეზონზე თავისებურად ლამაზია. გაზაფხულობით და ზაფხულში ხასხასა ტყეები და ყვავილები დაგხვდებათ. ზამთარში დათოვლილი კავკასიონი. თუკი ფერების სიუხვე გსურთ, ყვარელს შემოდგომით ესტუმრეთ. ამ დროს აქ რთველში მონაწილეობაც შეგიძლიათ.
ყვარელის შესახებ
ყვარელი კახეთის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მუნიციპალიტეტი ლამაზი ბუნებითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. აქ ერთმანეთს ენაცვლება ალაზნის დაბლობები და კავკასიონის მთიანეთი, მათ შორის ჩაწოლილი ტბები და დაქსელილი მდინარეები.
ყვარელი მევენახეობისა და მეღვინეობის უძველესი კერაა კახეთში. აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ყურძნის მიკროზონა „ქინძმარაული“.
ვიზიტორებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების გარდა, ადგილობრივი არამატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშების გაცნობაც შეუძლიათ: კახური პური, ჩურჩხელა და ქუდის დამზადების ტრადიცია საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.
გეოგრაფია და კლიმატი
ყვარელი ალაზნის ველზე, ზღვის დონიდან 450 მ-ზე მდებარეობს. თბილისიდან დაშორებულია 134 კმ-ით. ყვარლის მუნიციპალიტეტს 3 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტი ესაზღვრება: თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის. ჩრდილოეთით დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა.
ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული – ცხელი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,5 °C, იანვრის — 1 °C, ივლისის — 23,6 °C.
ახლომდებარე ადგილები
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ ყვარელში?
თბილისიდან ყვარელი 144 კმ-ით არის დაშორებული. მანქანით ყვარელში ჩასასვლელად 1.5 – 2 საათი დაგჭირდებათ.