strings.skip_to_content

Black Sea Arena ყველა მასშტაბური საკონცერტო სივრცეა საქართველოში. თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი დარბაზი 10 000-მდე მსმენელს იტევს. ყოველწლიურად Black Sea Arena საერთაშორისო მუსიკალური სცენის უამრავ ვარსკვლავს მასპინძლობს. თუ საყვარელი არტისტების კონცერტზე მოხვედრა გსურთ, აუცილებლად ადევნეთ თვალი მათ აფიშას.

თბილისიდან black sea arena-მდე მანქანით დაახლოებით 5 საათი დაგჭირდებათ. 

მოგზაურობა შეგიძლიათ დაგეგმოთ მატარებლით. თბილისიდან ქობულეთის სადგურამდე დაახლოებით 5.5 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით. 

მომხმარებლის კომფორტიდან გამომდინარე, “ბლექ სი არენა” საკონცერტო დღეებში თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან სპეციალურ სამარშრუტო ტაქსებს ნიშნავს, რომლის დახმარებითაც სასიამოვნოდ იმგზავრებთ პირდაპირ საკონცერტო დარბაზისკენ.

ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე, საკონცერტო სეზონის პერიოდში კი ბლექ სი არენის სალაროც ფუნქციონირებს. ღონისძიებაზე დასასწრებად მომხმარებელს შეუძლია წარადგინოს ამობეჭდილი ბილეთი ან მისი ელექტრონული ვერსია. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირებისგან შეძენილი ბილეთების ნამდვილობაზე; ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

Black Sea Arena-ს შესახებ

Black Sea Arena შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში მდებარეობს. შენობის არქიტექტურა და დიზაინი გერმანულ კომპანია Drei Architekten-ს ეკუთვნის. Black Sea Arena 2020 წელს “გერმანული დიზაინის დაჯილდოების“ გამარჯვებულიც გახდა საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურის კატეგორიაში.

დარბაზი 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. მას შემდეგ საკონცერტო სივრცე ყოველწლიურად არაერთ საერთაშორისო ვარსკვლავს მასპინძლობს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black eyed peas, Jessie J და Thirty seconds to mars და სხვა. დაგეგმილი ღონისძიებებისა და საღამოების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Black Sea Arena-ს ოფიციალურ საიტზე – https://bsa.ge/ge/events

ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი თანამედროვე ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი, რაც სხავდასხვა ტიპის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა. 638 კვადრატულ მეტრის ზომის მოძრავი სცენა დარბაზის ყველა წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. მაღალი ხარისხის აუდიო აპარატურა კი საუცხოო აკუსტიკურ ეფექტს იძლევა. დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.

საკონცერტო დარბაზი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე. შშმ პირებისათვის (ეტლით მოსარგებლეთათვის) განკუთვნილი ბილეთების შესყიდვის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]

ბავშვების დასწრება Black Sea Arena-ზე

ღონისძიებებზე 6 წლამდე ასაკის ბავშვის დასწრება უფასოა, თუკი ის დამატებით სავარძელს არ საჭიროებს. ბავშვებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ “უსაფრთხოების სამაჯურით”, რომლის მიღებაც შესაძლებელია საინფორმაციო ცენტრში. სამაჯურზე დატანილი იქნება თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, რათა შემთხვევით ბავშვის დაკარგვის შემთხვევაში მისი პოვნა მარტივად შეძლოთ.

არენაზე შესვლის წესები

ყოველ ღონისძიებაზე ბლექ სი არენას კარები ვიზიტორებისთვის 3 საათით ადრე იღება. შესაბამისად, გირჩევთ დროულად მოხვიდეთ ტერიტორიაზე, რათა მშვიდათ იპოვოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი, მიაგნოთ ბილეთზე მითითებულ შესასვლელს (gate). ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი მხოლოდ ერთხელ სკანერდება, ამიტომ ტერიტორიიდან გასვლას და მეორედ შემოსვლას ვერ შეძლებთ.

შემნახველი საკანი

საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია შემნახველი საკნები, რომლით სარგებლობაც ყველა ვიზიტორს შეუძლია.

ახლომახლო ღირშესანიშნაობები