კონტენტზე გადასვლა

ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბაკურიანი არის პირველი და ყველაზე დიდი სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში 1935 წლიდან. მისი უნიკალური ბუნება და რბილი კლიმატი იძლევა საშუალებს რომ ოთხსეზონური კურორტი იყოს. საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის, არამედ ოჯახებით დასასვენებლადაც, თავისი უამრავი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ტრასებითა და მრავალფეროვანი გასართობი ადგილებით.

თბილისი – ბორჯომის მატარებელი

თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით #686/685 მატარებელი გადის ყოველდღიურად, ვაგზლის მოედანი 2-დან.

დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
თბილისი-ბორჯომი 18:20 22:37 5:50 10:11

ზამთარში

ზამთარში კურორტი დამსვენებლებს ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობებს სთავაზობს: თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი, ფრირაიდი, ზამთრის ლაშქრობა, კუკუშკა მატარებელი, ცხენებით სეირნობა, თოვლმავლით გართობა და ციგაობა.

ბაკურიანი აერთიანებს 3 საუკეთესო სათხილამურო კურორტს, დიდველი (ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურით), კოხტა და მიტარბი. ზამთრის სეზონი იწყება შუა დეკემბრიდან და მთავრდება შუა აპრილში.სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 29 კმ-ია.

დიდველზე მოწყობილია კრისტალისა და ტატრას საბაგიროები. კრისტალის ტრასებზე ერთი მონაკვეთი საუკეთესოა ბავშვებისთვის და საციგაოდ.

ბავშვებისთვის და დამწყებთათვებისთვის 25-იანების პარკი არის საუკეთესო, მდებარეობს ბაკურიანის წრიულზე, კოხტასა და დიდველს შორის. ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები მდებარეობს ბაკურიანის ცენტრსა და ამირანის პარკის გვერდით, 26 არენა და ჯოილენდი.

2023 წელს ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა . საქართველომ უმასპინძლა 700 საუკეთესო სპორტსმენს 42 ქვეყნიდან,18 თებერლიდან, 5 მარტამდე.

ჩემპიონატის ჩატარებისთვის არაერთიმსოფლიო დონის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა ახალი საბაგიროები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, 2 ხელოვნური რეზერვუარი და 29 კმ სასრიალო ტრასების გათოვლიანების სისტემა.

ზაფხულში

უნიკალური ბუნებით და უამრავი გასართობებით, ბაკურიანი იზიდავს ყოველწლიურად ზაფხულშიც უმვრავ ოჯახებს, ახალგაზრდებს და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებსაც. ზაფხულში შესაძლოა ლაშქრობა, სამთო ველოსიპედით, ცხენით გასეირნება, კუკუშკა მატარებელი, კვადროციკლი, ბაგი, ტობოგანი და საბავშო პარკები.

საინტერესო პანორამული ხედებისთვის, შესაძლოა კრისტალის საბაგიროთი გადმოხედოთ მთელ ბაკურიანს და კავკასიის მთებს. ასევე დიდველზე, პანორამული ფუნიკულიორით, სამხრეთ საქართველოს და ტაბაცკურის ტბასაც დაინახავთ.

ბაკურიანი არის ასევე სამკურნალო გამაჯანსაღებელი კურორტი. აქვს უნიკალური კომბინაცია: სუფთა ჰაერი, მზე, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის მაღალი შემცველობა.

ბაკურიანი მისი უნიკალური ჰავით, მარადმწვანე წიწვოვანი ტყეებითა და სასრიალო ბილიკებით წლის სამ სეზონზე აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს. სასრიალო სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. გაზაფხულზე აქ ფიჭვის ყვავილობა იწყება და ძირითადად მას სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიზნით სტუმრობენ. ზაფხულობით ბაკურიანის სასტუმროები საოჯახო დასვენების ადგილად იქცევა.

რა ვნახოთ ბაკურიანში ?

Joyland

ჯოილენდი ბაკურიანის ბავშვთა გასართობი პარკია, რომელიც დამსვენებლებს ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე მასპინძლობს. აქ დაგხვდებათ ტუბინგი, საქანელები, სასრიალოები და კაფე. ზაფხულობით შეზლონგები, აუზები და ქვიშის მოედნები.

ჯოილენდი ბაკურიანი - Joyland Bakuriani.

ამირანის პარკი

ამირანის პარკი რეკრეაციული და დასასვენებელი ზონაა ბაკურიანში. პარკს უკვე წლებია ადგილობრივი მაცხოვრებელი, ამირან გოგოლაძე უვლის. სწორედ ამიტომ აქაურობას ამირანის პარკს ეძახიან. პარკში შეხვდებით ადგილობრივ კავკასიურ ნაძვებს, აზიურ დეკორატიული ჯიშისა და ევროპულ ნაძვებს.

ამირანის პარკი - Amirani park.

ბაკურიანის საბავშვო პარკი

ბაკურიანის საბავშვო პარკში მოწყობილია საქანელები, სასრიალოები და სათამაშო მოედნები. ბავშვებს შეუძლიათ დაკავდნენ კედელზე ცოცვით, ბატუტით, ყინულის მოედნითა და ცხენით გასეირნებით.

ბაკურიანის საბავშვო პარკი - Bakuriani's kids park.

კრისტალის პარკი

კრისტალის საკურორტო ზონის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია კეთილმოწყობილი კრისტალ პარკი, სიმწვანეში ჩაფლული სასეირნო განათებული ბილიკებითა და საბავშვო გასართობი სივრცეებით. ბილიკები მოსახერხებელია ველოსიპედით გადაადგილებისთვისაც.

კრისტალ პარკი - Crystal park.

კრისტალის პანორამა

საბაგირო კრისტალიდან 200 მეტრში მოწყობილია პლატფორმა, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით, როგორც დაბა ბაკურიანზე ასევე დიდველის სათხილამურო ტრასებზე, მიმდებარე ტერიტორიებზე და ა.შ.

საბაგიროს ბოლო გაჩერებიდან მიუყვება მოაჯირებით მოწყობილი ბილიკი.

ბაკურიანი ზაფხულში - Bakuriani in summer.

პატარა მიტარბის ჩანჩქერი

მიტარბის ჩანჩქერი მდინარე მიტარბის ხეობაში მდებარეობს. ჩანჩქერისკენ საფეხმავლო ბილიკი მიდის. ბილიკის დასასრულს კლდოვანი თაღებით გარშემორტმულ ჩანჩქერს მიადგებით, რომელიც ხმაურიანად ეშვება ქვის ლოდებზე და გზას ხეობაში აგრძელებს.

მიტარბის პატარა ჩანჩქერი - Small Mitarbi waterfall.

ტიმოთესუბანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი XII-XIII საუკუნის ტაძარია. იგი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიმოთესუბანში. ნაშენებია მოვარდისფრო ქართული აგურით. გუმბათის ყელი შემკულია ლაჟვარდოვანი ჭიქურის ფიალებით.

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი - Timotesubani monastery.

ეიფელის ხიდი

ეიფელის ხიდი ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზის ხაზზე, მდინარე ცემისწყალზეა გადებული. ხიდი ცნობილი ფრანგი ინჟინერ-კონსტრუქტორისა და ხიდების მშენებლის, გუსტავ ეიფელის დაპროექტებულია. სწორედ მისი, ვისაც პარიზის ეიფელის კოშკი ეკუთვნის.

ეიფელის ხიდი - Eiffel bridge.

კუკუშკა მატარებელი

ამჟამად მატარებლის გადაადგილება შეზღუდულია.

ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ 37 კილომეტრიან სარკინიგზო ხაზზე მოძრავ მატარებელს ყველა “კუკუშკას” სახელით იცნობს. „კუკუშკა“ დამსვენებლებში ზამთარშიც და ზაფხულშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მატარებელი ლიანდაგს მარადმწვანე წიწვნოვან ტყეში მიუყვება. გზის გავლას დაახლოებით 2 საათი სჭირდება.

კუკუშკა მატარებელი - Kukushka train.

დიდველის ტობოგანი

დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი - სამთო ციგა, ე.წ. “ტობოგანი” მოქმედებს. ექსტრემალური ატრაქციონების მოყვარულთათვის თობოგანი საუკეთესო საშუალებაა ადრენალინის მისაღებად. დაშვებისას ციგა 45 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

დიდველის ტობოგანი - Didveli toboggan.

ბაკურიანის წრიული

ბაკურიანის წრიული გზის გარშემო თავმოყრილია ყველა ძირითადი ტურისტული ლოკაცია, მათ შორის კოხტას, დიდველის და ე.წ. 25 მეტრიანი ტრასის საბაგიროები, გასართობი მოედნები, კაფეები, სასტუმროები და რესტორნები. წრიულზე ფეხით გასეირნებისას კურორტის მშვენიერ ხედებსა და ბუნებას დაათვალიერებთ. მარშრუტზე მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

ბაკურიანი შემოდგომაზე თოვლიანი მთებით - Bakuriani in fall with snow-capped mountains.

ცენტრალური ყინულის მოედანი

ბაკურიანის ყინულის მოედნის მშენებლობა 2024-2025 წლისთვის იგეგმება. მოედანი აღჭურვილი იქნება ჰოკეის არენით, საციგურაო მოედნით, იგეგმება ბოულინგის, გასახდელების, რესტორნის, პარკინგისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა. ტრიბუნები მინიმუმ 2300 ადამიანზე იქნება გათვლილი.

ბაკურიანის ცენტრალური საციგურაო მოედანი - Bakuriani's central ice-skating rink.

კრისტალის ყინულის მოედანი

კრისტალის ყინულის მოედანი სრიალის შემდეგ საღამოს საუკეთესო განტვირთვაა. მოედანი განათებულია. ღამით აქ სრიალისას თავი საშობაო ზღაპარში გეგონებათ. ადგილზე შეგიძლიათ ციგურების დაქირავებაც.

კრისტალის საციგურაო მოედანი - Crystal resort's ice skating rink.

ხშირად დასმული კითხვები

ტაქსი ბაკურიანში

ბაკურიანში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ადგილობრივი ტაქსის კომპანიის მომსახურებით, ასევე გამოიყენოთ “Bolt”-ის აპლიკაცია. თუკი ადგილობრივ ტაქსის გამოიძახებთ, თან იქონიეთ თანხა, ვინაიდან ბარათით გადახდას ვერ შეძლებთ. “Bolt”-ის შემთხვევაში კი შეგიძლიათ გადაიხადოთ როგორც ბარათით, ისე ნაღდი ფულით.

ბაკურიანი ზღვის დონიდან

ბაკურიანი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას.