კონტენტზე გადასვლა

ბაკურიანის საბაგიროების რუკა 2025

ბაკურიანის საბაგიროების რუკა 2025 - Bakuriani ski map 2025.

ბაკურიანი დამწყებებისთვის

ბაკურიანი ზამთრის სპორტის მოყვარულებს, პროფესიონალებსა და დამწყებებს ერთნაირად მასპინძლობს. აქ მოწყობილია მატივი სასრიალო ტრასები მათთვის, ვინც ახლა ეუფლება ზამთრის სპორტის სახეობებს. 25-იანები ყველაზე ცნობილი ტრასაა მათთვის, ვისაც სრიალის შესწავლა სურს. აქ შეგიძლიათ იქირაოთ შესაბამისი აღჭურვილობა და ტრენერი, რომელიც დაგეხმარებათ მათზე დადგომაში.

ბაკურიანის სათხილამურო სკოლები

სრიალის შესწავლის მსურველთათვის ბაკურიანში რამდენიმე სათხილამურო სკოლა ფუნქციონირებს. მათ შორისაა “ელანის სამთხო-სათხილამურო”, “კოხტა კუდები”, “რატის სკოლა” და სხვა. სკოლები აღჭურვილია თხილამურებითა და ჩაფხუტებით.

ზამთრის პერიოდში დამწყები მოთხილამურეებისათვის მოქმედებს სკოლის კუთვნილი საბაგიროები, ხოლო ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს ბავშვების ფიზიკური მომზადება ზამთრის შეკრებისათვის, აგრეთვე იმართება ერთ ან ორ დღიანი ლაშქრობები ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიასა და მის ტყე-პარკებში, სადაც ბავშვები ეცნობიან ბუნებაში ქცევისა და ბანაკის მოწყობის წესებს.

ბაკურიანის სათხილამურო ტრასები

25-იანები

ღამის თხილამურობა ბაკურიანში - Night skiing in Bakuriani.

25-იანები სათხილამურო ტრასაა დამწყებთათვის, სადაც ძირითადად ბავშვები და სრილის შესწავლით დაინტერესებული ადამიანები იკრიბებიან. სიგრძე 300 მეტრია. ადრე აქ 25 მეტრიანი ტრამპლინის დასაშვები მონაკვეთი იყო. სწორედ აქედან შეერქვა სახელი “ოცდახუთიანი”.

ტრასას ემსახურება:

  • 4 სათრეველა საბაგირო – ყველაზე გრძელი 400 მ. (დამწყებთათთვის)

  • 1 საბაგირო – ღია სავარძლით (დამწყებთათთვის)

დიდველი

მოთხილამურეები დიდველის ტრასაზე - Skiers on Didveli slopes.

დიდველი ბაკურიანის ყველაზე პოპულარული ადგილია, რადგან იგი კარგადაა აღჭურვილი და გათვლილია როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალებისთვის. დიდველის სასრიალო ზონა 8 სასრიალო ტრასას მოიცავს, რომელთა ჯამური სიგრძეც 16 კმ-ია. იგი აღჭურვილია ხელოვნური გათოვლიანების სისტემით. დიდველის ფერდობები განსხვავებულია სირთულის მიხედვით. დიდველს სამი საბაგირო და 1 ფუნიკულიორი ემსახურება. .

ტრასა ღამით განათებულია, ამიტომ აქ ღამის 10 საათამდე შეძლებთ ისრიალოთ.

დიდველზე მოწყობილია ტობოგანი, რომელიც მთიდან 45 კმ/სთ სიჩქარით ეშვება.

კოხტა

კოხტა - Kokhta.

კოხტაგორას სიმაღლე 2155 მ-ია. მთიდან სამი სასრიალო ტრასა ეშვება, რომელთაც შუა პლატფორმაზე განთავსებული ორ ადგილიანი საბაგირო გზა და ორი ბუგელი ემსახურებათ.

მთიდან საოცარი ხედები იშლება კავკასიონზე, ამიტომ თუ სრიალის მსურველი არ ხართ, შეგიძლიათ პანორამული ხედებით ისიამოვნოთ დათოვლილ პეიზაჟებზე.

მთა კოხტა 2 საშუალო სირთულისაა და მისი სიგრძე დაახლოებით 1800 მეტრია. მის მიმდებარედ არსებობს რამდენიმე ტრასა დამწყებთათვის ბუგელებით. საბაგირო გზა გადის ფიჭვნარში, საიდანაც ბაკურიანის მარადმწვანე ლანდშაფტის ხედი იშლება. კურორტი კოხტა, საბაგირო გზით დაკავშირებულია კურორტ მიტარბისთან.

მიტარბი

სათხილამურო კურორტი მიტარბი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარეობს . კურორტი ბაკურიანიდან დაშორებულია 7 კილომეტრით. 2016 წელს აქ გაიხსნა და მოწესრიგდა სასრიალო ტრასები და ინფრასტრუქტურა. მიტარბიზე სასრიალო გზები სხვადასხვა სირთულისაა: საშუალო, გამოცდილი და პროფესიონალი. სასრიალო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 10 კილომეტრს.

კურორტს სამი საბაგირო ემსახურება:

  • მიტარბი I – ექვს კაციანი სავარძელი, მოძრავი მოჭიდების სისტემით

  • მიტარბი II – ოთხკაციანი სავარძელი ფიქსირებული მოჭიდების სისტემით

  • მიტარბი III – საბაგირო – ბიგელი

მიტარბი საბაგირო გზით დაკავშირებულია კურორტ კოხტასთან.

კრისტალ რიზორტის სათხილამურო ტრასები

კრისტალის სათხილამურო ტრასა - Crystal resort ski slope.

სასტუმრო კრისტალ რეზორტში მოწყობილია ორი სათხილამურო ტრასა. ერთი მათგანის სიგრძე 2.5 კილომეტრია და დამსვენებლებს დღისით სრიალის გარდა, ღამით სრიალის შესაძლებლობასაც სთავაზობს. კომპლექსში შეგიძლიათ პატარებიც გაართოთ 350 მეტრიან ტრასაზე.

ბაკურიანის სკი პას ფასები 2025

ბავშვთა ასაკი განისაზღვრება 6-დან 12 წლამდე

ასაკობრივი ზღვარი არ ეხებათ სპორტსკოლის მოსწავლეებს

ბაკურიანის სათხილამურო აბონემენტის ფასები - Bakuriani ski lift prices 2024.