კონტენტზე გადასვლა

ილუზიების მუზეუმი ის ადგილია, რომელიც ყოველი ვიზიტისას განსხვავებულ სამყაროში გამოგზაურებთ. თუ გსურთ დაივიწყოთ რეალობა და გაიმხიარულოთ ყოველდღიურობა, თბილისში მდებარე, ილუზიების მუზეუმში ვიზიტით, დაუვიწყარ მოგონებებს შეაგროვებთ.

ილუზიების მუზეუმის შესახებ

ილუზიების მუზეუმი 2019 წელს დაარსდა და წარმოადგენს უნიკალურ ადგილს, რომელიც არღვევს ყველა ფიზიკის კანონს და გამოგზაურებთ არარეალურ სამყაროში. გასართობი სივრცე გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. შესაბამისად, თუ ეძებთ განსხვავებულ თავგადასავლებს თქვენს მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, ეს ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია.

ილუზიების მუზეუმი ორიენტირებულია მრავალფეროვნებაზე. შესაბამისად, ყოველ სეზონსა თუ დღესასწაულზე, ის განსხვავებული თემატიკის აქტივობებს და სანახაობას გთავაზობთ. მუზეუმი მოიცავს სხვადასხვა ტიპის სივრცეებს, როგორიცაა ანტი გრავიტაციის ოთახი, უსასრულო და მბრუნავი ოთახები, ორაზროვანი ცილინდრის ექსპონანტი და ჰოლოგრამების ოთახი, სადაც პერიოდულად სხვადასხვა მხატვრისა, თუ თემატიკის სივრცეები იქმნება.

სერვისები

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ილუზიების მუზეუმი გასაოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ილუზიების სამყარო მოიცავს ისეთ ექსპონანტებს როგორიცაა: კლონის მაგიდა, სკამის ილუზია, ეიმსის ოთახი, ანტი–გრავიტაციის ოთახი, მბრუნავი და უსასრულო ოთახი, VORTEX გვირაბი, უსასრულო გვირაბი, კალეიდოსკოპი, ორაზროვანი ცილინდრი, ეშმაკის ჯოხი, ცარიელი სახის ილუზია და სხვა. მუზეუმი საკმაოდ ხშირად ამატებს ახალ ექსპონანტებს, რომლებიც პარალელურ სამყაროში გამოგზაურებთ.

მუზეუმი ასევე მოიცავს ჰოლოგრამულ სივრცეს, სადაც სხვადასხვა თემატიკის სივრცეები იქმნება და სრულიად განსხვავებულ ემოციებს ქმნის მნახველებისთვის. დღესასწაულებზე, თქვენ შეხვდებით სიყვარულის დღის, საშობაო, Halloween და სხვა თემით შთაგონებულ სივრცეებს.

ჯგუფური ღონისძიებები

გარდა პერსონალური ვიზიტებისა, ილუზიების მუზეუმი გთავაზობთ დაგეგმოთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, თუ თქვენ წარმოადგენთ ორგანიზაციას. მნიშვნელობა არ აქვს გჭირდებათ პრეზენტაციის თუ ჯგუფური ვიზიტების განხორციელება. ნებისმიერ თემატურ შეხვედრას, მუზეუმთან წინასწარი ჯავშანით შეძლებთ. ამისათვის საჭიროა, მინიმუმ 14 დღით ადრე, დაჯავშნოთ ვიზიტი და დააზუსტოთ თქვენთვის სასურველი აქტივობები. აღნიშნული ღონისიძიებები ასევე ითვალისწინებს დაბადების დღის თუ სხვა ტიპის წვეულების გამართვასაც, სადაც თქვენ ასევე შეგიძლიათ, ილუზიონისტის მომსახურებაც დაამატოთ.

საინტერესო ფაქტები

ილუზიების მუზეუმი არა მარტო განსხვავებულ სამყაროებში მოგზაურობას გთავაზობთ, არამედ გაძლევთ შანსს, გამოიწვიოთ თქვენი გონება და გახდეთ უფრო ჭკვიანი, ვიდრე იქ მივლამდე იყავით. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ გონების თამაშების ოთახს და გამოსცადოთ, საკუთარი პრაქტიკული უნარები და ინტუიცია.

ილუზიების მუზეუმში შეძენილი ემოციები შეგიძლიათ უსასრულო მოგონებად აქციოთ. მუზეუმში მდებარეობს მაღაზია, სადაც გასაოცარი სუვენირები და გასართობი სათამაშოები შეგიძლიათ შეიძინოთ. მათ შორის 3D განათება, საგანმანათლებლო თავსატეხები, მასიური ფანქრები და სხვა.

ჩვენი რჩევა

ილუზიების მუზეუმში მარტო ვიზიტიც სასიამოვნოა, თუმცა მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, ილუზიებში მოგზაურობა ბევრად უფრო სათავგადასავლო და მხიარული იქნება. მუზეუმი რამდენიმე ექსპონანტს მოიცავს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე პირზეა გათვლილი.

ასევე, არ დაგავიწყდეთ ფოტოების გადაღება. თუ გსურთ უნიკალური კადრებით თავი მოიწონოთ, ილუზიების მუზეუმი ამისთვის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია. ფოტოებს, რომლებიც ყოველგვარ ფიზიკის კანონს ეწინააღმდეგება, სხვაგან ნამდვილად ვერ გადაიღებთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ასაკის პირებზეა ილუზიების მუზეუმი გათვლილი?

ილუზიების მუზეუმი ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისთვისაა საინტერესო. აქ არსებული ექსპონანტები და სივრცეები გაამხიარულებს და უნიკალურ მოგონებებს შესძენს, როგორც ბავშვებს ასევე უფროსებს.

რა დამატებით სერვისებს გვთავაზობს ილუზიების მუზეუმი?

გარდა ილუზიების ოთახებისა და ექსპონანტებისა, თქვენ შეგიძლიათ ჯგუფური შეხვედრების და დაბადების დღის წვეულების დაჯავშნაც. ამისთვის საჭიროა თქვენი მოთხოვნები მუზეუმის ადმინისტრაციასთან დააზუსტოთ და ვიზიტი 14 დღით ადრე დაჯავშნოთ.