კონტენტზე გადასვლა

ალი და ნინო საქართველოს გამორჩეული თანამედროვე ღირსშესანიშნაობაა. უნიკალური მოძრავი ქანდაკება, დიდებული ისტორიის შთაგონებით მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად იქცევს ყურადღებას და ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.

ალი და ნინოს შესახებ

ალი და ნინოს ქანდაკება ბათუმში, ცნობილი ქართველი სკულპტურისტის თამარ კვესიტაძის გენიალური ნამუშევარია. ეს არის ორი, რვა მეტრიანი, თხელი ლითონის ფირფიტებისგან შექმნილი მოძრავი ქანდაკება, რომელიც საღამოს, 19:00 საათიდან იწყებს მოძრაობას. ქალისა და მამაკაცის ფიგურები ერთმანეთს წრიულად უახლოვდებიან, შემდეგ ერთმანეთს ერწყმიან, ერთმანეთს შორდებიან თუმცა შემდეგ ისევ უახლოვდებიან. ალისა და ნინოს ქანდაკება მარადიული სიყვარულის და ამ გრძნობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და სირთულეების იდეალური გამოხატულებაა. ორი ერთმანეთისთვის შექმნილი მონათესავე სული, რომელიც დაშორების მიუხედავად მაინც ახერხებენ ერთად ყოფნას, ერთმანეთისთვის. ალის და ნინოს ქანდაკების ეს გენიალური გამოხატულება არა მარტო საქართველოში მოგზაურებს აღაფრთოვანებს, არამედ სოციალურ მედიაშიც, მსოფლიოს მასშტაბით აღფრთოვანებას და დადებით გამოხმაურებას იწვევს.

ალის და ნინოს ისტორია

თამარ კვესიტაძის ამ საოცარი ნამუშევრის შთაგონების წყარო ყურბან საიდის ყველაზე ცნობილი წიგნის, ალი და ნინოა. წიგნი 1937 წელს გამოიცა და მას შემდეგ არ კარგავს აქტუალობას. ეს არის ამბავი აზერბაიჯანელი არისტოკრატის, ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდათ. კულტურული, რელიგიური და ცხოვრების წესის განსხვავებების მიუხედავად, რომელთან ერთადაც წყვილს მრავალი გამოწვევა შეხვდა ურთიერთობაში, წყვილმა შეძლო ერთმანეთისთვის სიყვარულის დამტკიცება, გამოწვევებთან გამკლავება და ერთად ყოფნა, თუმცა მათი ბედისწერა სამწუხაროდ მაინც ტრაგიკული აღმოჩნდა. სწორედ ამ მსგავსების გამო, ბევრი ალის და ნინოს ისტორიას, კავკასიელ "რომეო და ჯულიეტასაც" უწოდებს. 2016 წელს ამ წიგნის ეკრანიზაციაც გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, რომელმაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა ეს მშვენიერი ისტორია ახალგაზრდა თაობაში.

ალი და ნინო ღამით - Ali and Nino at night.

უცნობია ალისა და ნინოს ისტორია იყო ნამდვილ ფაქტებზე დაყრდნობით შექმნილი ნაწარმოები, თუ ყურბან საიდის გენიალური ფანტაზიის ნაყოფი, თუმცა ფაქტი ერთია, დღეს ალის და ნინოს ამბავი და ამ ისტორიით შექმნილი ბათუმის უმშვენიერესი ქანდაკება დღემდე რჩება მარადიული სიყვარულის, განსხვავებული ადამიანების და კულტურების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთსიყვარულის გამორჩეულ სიმბოლოდ.

ხშირად დასმული კითხვები

ვინ არის ავტორი, ქანდაკების ალი და ნინო?

ალი და ნინოს ქანდაკების ავტორი თამარ კვესიტაძეა.