ვაშლოვანის ნაკრძალი საუცხოო და ეგზოტიკური ადგილია თვალწარმტაცი ხედებითა და ბუნების პეიზაჟებით, უნიკალური ფლორითა და ფაუნით. ნაჯრძალის ტერიტორია უნიკალური ადგილია როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისით. თუ ლაშქრობა და თავგადასავლები გიყვართ, აქაურობას აუცილებლად უნდა ესტუმროთ და დაუვიწყარი მოგონებები შეიქმნათ.
ვაშლოვანის ნაკრძალის შესახებ
საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში, ივრის ზეგანზე, გაშლილია ვაშლოვანის ნაკრძალის თვალწარმტაცი ნახევრადუდაბნო და ტყე. 35 292 ჰა ფართობზე გაშლილი ტერიტორია მოიცავს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნული პარკს და შემდეგ ბუნების ძეგლებს: არწივის ხეობას, ალაზნის ჭალას და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს. ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა ვაშლოვანის ნაკრძალის გარშემო არსებული ეკოსისტემების დაცვის მიზნით. ვაშლოვანში ექვსასამდე სახეობის მცენარე გვხვდება. მათ შორის აღსანიშნავია ორქიდეები, ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, იორდასალამი, ველური ვაზი და სხვა იშვიათი მცენარეები. საკმაოდ მრავალფეროვანია ვაშლოვნის ფაუნაც. აქ 46 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს. მრავლადაა გარეული ღორი, მგელი, დათვი, ფოცხვერი, გავრცელებული იყო ზოლებიანი აფთარი; ფინველებიდან გვხვდება კაკაბი, გნოლი, მწყერი, გველიჭამია არწივი, ორბი, სვავი, ფასკუნჯი და სხვ. ქვეწარმავლებიდან – გიურზა, ხმელთაშუაზღვისპირული კუ, გრძელფეხა სცინკი და სხვა. ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიას მოგზაურებმა “ქართული სავანაც” კი უწოდეს, რადგან მისი ლანდშაფტი საოცრად ჰგავს აფრიკულს. ეს ეფექტი განსაკუთრებით მზის ჩასვლისას მძაფრდება.
ტურები
საინტერესო ფაქტები
ვაშლოვანის ნაკრძალი ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში.
ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.