კონტენტზე გადასვლა

ღირსშესანიშნაობები წინანდალში

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღი - Garden of House Museum of Alexander Chavchavadze.

წინანდალი კახეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ადგილია, სადაც ქართული მევენახეობის ტრადიციები და არისტოკრატიული წარსული ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი, სადაც XIX საუკუნის ავთენტური ნივთებია დაცული, დაისეირნოთ უნიკალური მცენარეებით გამორჩეულ ინგლისურ პარკში და გაეცნოთ ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს.

მთავარი ღირსშესანიშნაობები წინანდალში

1. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი - House Museum of Alexander Chavchavadze.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ნახავთ XIX საუკუნის გამოცემებს, ხელნაწერებს, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებს, ევროპულ ავეჯს, ჭურჭელს, სამოსსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს. სასახლემ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. 2007 წლის რეკონსტრუქციისას, შენობა გათავისუფლდა საბჭოთა დროის ჩანართებისაგან, მიუახლოვდა ოზეროვის (სასახლის არქიტექტორი) დროინდელ სასახლეს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ალექსანდრესეული აუთენტური კედლების ხილვა.

2. წინანდლის პარკი

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღი - Garden of House Museum of Alexander Chavchavadze.
წინანდლის პარკი

წინანდლის პარკის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეებს შეხვდებით. უმშვენიერესი სანახავია ვარდებშემოხვეული სიყვარულის ხეივანი, ბამბუკების რიგი, შადრევანი, ბზის ლაბირინთი და ნატვრის ხე, რომელთანაც ვიზიტორები სურვილს იფიქრებენ და მის ასასრულებლად ხეს ნიშანს აბამენ.

3. ღვინის კომპანია შუმი

მეღვინეობა შუმი - SHUMI Estate.
ღვინის კომპანია შუმი

მეღვინეობა შუმის ვენახები, ვაზისა და ღვინის მუზეუმი - "ვაზიონი" ტრადიციული ქართული და ევროპული ღვინის კულტურას უწევს პოპულარიზაციას. აქ წარმოდგენილია გადაშენებას გადარჩენილი 325 ქართული და 105 – მსოფლიოში გავრცელებული ვაზის ჯიში. კომპანია ბილოგიურ ღვინოს 2005 წლიდან ეკოლოგიურად სუფთა საფერავის ჯიშის ყურძნისგან აწარმოებს.