გადასახადები მათთვის, ვისაც ბინის გაქირავება Airbnb-ზე სურს
რა არის Airbnb?
Airbnb ცნობილი პლატფორმაა მსოფლიოში, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს მოძებნონ მსოფლიოს მასშტაბით გასაქირავებელი ბინები, მოიძიონ მათზე საჭირო დეტალები და დაიქირავონ დროებით, ხოლო მეორე მხრივ Airbnb-ის პლატფორმა საშუალებას აძლევს ადამიანებს, გააქირავონ თავიანთი ბინები, შესთავაზონ ის პოტენციურ ვიზიტორს და ასე შექმნან მცირე ბიზნესი, დამატებითი თუ მთავარი შემოსავლის წყაროს გასაზრდელად. შესაბამისად, Airbnb-ის მომხმარებელთა კატეგორია ძირითადად ორ სეგმენტს მოიცავს: მოგზაურებს და მასპინძლდებს, რომლებსაც ჩვენ მოვიხსენიებთ როგორც ჰოსთებს.
რატომ Airbnb?
დავიწყოთ იმით რომ Airbnb მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული პლატფორმაა და მას დღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს. შესაბამისად, ჰოსთებისთვის ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა გავიდნენ გლობალურ ბაზარზე და შესთავაზონ სერვისი მსოფლიოს მასშტაბით მყოფ ტურისტებს. Airbnb განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში კი ის თანდათან უფრო გამოყენებადი ხდება, განსაკუთრებით მასპინძლების სეგმენტში.
გარდა მასიური აუდიტორიისა, Airbnb-ის უპირატესობა მარტივი და მოქნილი სტრუქტურაა. ჰოსთებისთვის პლატფორმა ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. ხელმისაწვდომია ბევრ ენაზე და ის ჰოსთებს საშუალებას აძლევს ყველა საჭირო დეტალი გამოკვეთონ უძრავი ქონების შეთავაზებისას, რათა მოიზიდონ მეტი ადამიანი. აქ შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოები, დაწეროთ დეტალური აღწერა, თქვენი პირობები და გამოკვეთოთ თქვენი უპირატესობები, ანუ რატომ უნდა აგირჩიოთ მოგზაურმა თქვენ.
მეორე მხრივ პლატფორმა ძალიან გამჭირვალე და სანდოა. აქ შეგიძლიათ იხილოთ როგორც თქვენი კონკურენტების რეიტინგი ასევე მომხმარებლების შეფასებებიც. კონკურენტების რეიტინგის ცოდნა დაგეხმარებათ იმაში რომ დახვეწოთ თქვენი შეთავაზება და სერვისი და მოიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ანუ გახდეთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი. მეორე მხრივ კი ჰოსთებს აქვთ შესაძლებლობა მიღებულ სტუმარს ისევე დაუწერონ შეფასება და კომენტარი, როგორც მომხმარებელს აქვს უფლება შეაფასოს Airbnb-ის ბინა და მიღებული სერვისი. სწორედ ეს მოსახერხებელი თვისება აქცევს Airbnb-ის სამართლიან და სანდო პლატფორმად, როგორც ტურისტებისთვის ასევე ჰოსთებისთვის.
იმისთვის რომ უფრო ნათლად დაინახოთ აირბიენბის უპირატესობები, გთავზობთ საკვანძო ბენეფიტების ჩამონათვალს, ესენია:
წვდომა მსოფლიოს მასშტაბით მყოფ მოგზაურებზე
ორი ტიპის საწევრო საკომისიოს გადახდის მეთოდი
მრავალფეროვანი არჩევანი ჯავშნის გაუქმების პირობების განსაზღვრისას
1 მილიონი დოლარის სადაზღვევო გარანტი
კომენტარის დატოვების შესაძლებლობა კლიენტისთვის
რა გადასახადებია დაწესებული Airbnb-ის ჰოსთებისთვის?
თუ თქვენ როგორც ჰოსთს გსურთ რომ შესთავაზოთ თქვენი უძრავი ქონება ტურისტს პლატფორმა Airbnb-ის საშუალებით, ამისთვის გარკვეულ პირობებზ თანხმობაა საჭირო. კონკრეტულად სავალდებულოა საწევრო გადასახადის გადახდა, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია და არ დააზარალებს თქვენს Airbnb ბიზნესს ფინანსურად.
Airbnb ითვალისწინებს კომფორტის მნიშვნელობას მომხმარებლისთვის და ჰოსთებს გთავაზობთ საწევრო გადასახადის გადახდის ორ სხვადასხვა ალტერნატივას. თქვენ შეგიძლიათ თქვენს მიერ დაწესებული ფასი უცვლელად შესთავაზოთ პოტენციურ კლიენტს და გააქირაოთ თქვენი უძრავი ქონება, თუმცა საბოლოოდ იხდით მიღებული შემოსავლის 15%-ს საწევრო გადასახადის სახით.
მეორე მხრივ კი, Airbnb თავად მოუმატებს საწევრო გადასახადის საკომისიოს თქვენს მიერ დაწესებულ ფასს ბინაზე და შედარებით მაღალ ფასში შესთავაზებს მომხმარებლებს. თქვენს მიერ მითითებულ საფასურს თქვენ სრულად მიიღებთ, ხოლო ფასნამატი ავტომატურად დაფიქსირდება როგორც საწევრო გადასახადი. ამ შემთხვევაში, თქვენს მიერ მითითებულ ფასს, მოემატება 13%, ხოლო თქვენ ფიქსირებული საკომისიოს სახით მხოლოდ 3%-ს გადაიხდით.
ამას გარდა გადასახადების ნაწილში საჭიროა ადგილობრივი დებულებების და კანონმდებლობის გათვალისწინება. თუ აპირებთ, რომ თქვენი უძრავი ქონება მოკლევადიანი გაქირავებისთვის გამოიყენოთ,) ამისათვის საჭიროა როგორც გამქირავებელმა, გააკეთოთ განაცხადი შემოსავლების სამსახურში, და თვიურად გადაიხადოთ დაკისრებული საკომისიო.
ზოგადად, ეს საკომისიო კვადრატულ მეტრზე, 10 ლარის გადახდას ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს გარკვეულ რეგიონებში მოქმედებს განსხვავებული ტარიფები. ასეთი ტერიტორიებია მაგალითად ბორჯომი, სადაც 10 ლარის მაგივრად გადაიხდით კვადრატულზე 5 ლარს. ამ ყოველივეზე დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ აქ. ასევე უფრო ეფექტურია თუ მიმართავთ ინდივიდუალური გასაუბრების სერვისს, შემოსავლების სამსახურში ვიზიტით ან დარეკვით.
აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ Airbnb-ზე თქვენი სასტუმროს ბიზნესი ლეგალურად და სრულფასოვნად აწარმოოთ, აუცილებელია როგორც პლატფორმის უშუალოდ პირობების გათვალისწინება, ასევე საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესრულება გადასახადებთან დაკავშირებით.