კონტენტზე გადასვლა

მიუხედავად იმისა, რომ გუდაური რამდენიმე უნიკალური თვისებით გამოირჩევა, მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი, სათხილამურო სპორტისთვის ხელსაყრელი რელიეფია. შესაბამისად, ვიზიტორთა დიდი ნაწილი მოთხილამურეები არიან. გუდაურის ციცაბო რელიეფი, გაშლილი მდელოები და თოვლის საფარი, იდეალურ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ სრულყოფილად ისიამოვნოთ სრიალით. სასრიალო გზის სრული სიგრძე 70 კმ–ია, რაც საკმაოდ დიდი არეალია კომფორტული სრიალისთვის.

მოთხილამურეებს ასევე იზიდავთ გუდაურში არსებული ტრასების მრავალფეროვნება. კურორტზე 20 სასრიალო ტრასაა, რომელიც 4 სხვადასხვა სირთულის დონეს მოიცავს. ესენია: დამწყები, საშუალო დონის, გამოცდილი და პროფესიონალი მოთხილამურეების ტრასა. შესაბამისად, გამოცდილების მიუხედავად, გუდაურში ნებისმიერი ტიპის მოთხილამურეს შეუძლია ისიამოვნოს სრიალით.

და თუ არ გაქვთ თხილამურები? არც ეს წარმოადგენს პრობლემას. ვინაიდან გუდაური სათხილამურო კურორტის სახელითაა ცნობილი, აქ მარტივად იპოვნით სრიალისთვის საჭირო აღჭურვილობას, მათ შორის თხილამურებსაც და სპეციალურ ტანისამოსსაც. მდებარეობის გამო გუდაური თოვლის ნაკლებობას არასდროს განიცდის. ზამთარში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს და იდეალურ ზონას ქმნის თხილამურებით სრიალისთვის. შესაბამისად, ეს კურორტი ნებისმიერი ზამთრის სპორტის მოყვარულს დააინტერესებს.

გუდაურის სათხილამურო ტრასების რუკა

კობის საბაგიროების რუკა 2025 - Kobi ski lift map 2025.

გუდაურის სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები (2025)

სათხილამური სეზონის აბონემენტის ფასები 2025 - Seasonal ski lift prices 2025.