ვარძია - vardzia

სასტუმროები ვარძიაში

  1. სასტუმროები

Ვარძია საქართველოს გამორჩეული ადგილია, უნიკალური კლდეში ნაკვეთი ქალაქით და ულამაზესი ბუნებით, რომელიც მოიცავს ყაყაჩოების ველებს, ტყით დაფარულ მთებსა და ისტორიულ ციხე–ეკლესიებს. Ვარძიაში ხელმისაწვდომია მყუდრო სასტუმროები რომლებთაც ერთი რამ აერთიანებთ: გასაოცარი ხედი ვარძიის ბუნებაზე.

სასტუმროები ვარძიაში – 4 საუკეთესო სასტუმრო

  • Vardzia resort
  • Hotel vardzia terrace
  • Sada guesthouse
  • Chachkari
  • Tsotne’s kingdom

1. Vardzia resort

Თუ ვარძიის საუცხოო ბუნებაში მშვიდ და კომფორტულ გარემოში გსურთ დასვენება, მაშინ სასტუმრო Vardzia resort თქვენთვის იდეალური არჩევანი იქნება. Ეს არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო რომელიც მოქცეულია ვარძიის ულამაზეს მწვანე მთებს შორის და ნომრებიდან თუ მოსასვენებელი სივრცეებიდან საოცარ ბუნების ხედებს ქმნის. Სასტუმროში ყველაფერია იდეალური დასვენებისთვის და განტვირთვისთვის.

Სასტუმროს დიზაინი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. Ნათელი ფერები, ფერადი დეკორაციები და სიმწვანე სასიამოვნო სიმყუდროვეს და ელეგანტურ გარემოს ქმნის. Ამას ემატება სასტუმროს პატარა და ლამაზი ბაღი, ღია საცურაო აუზით, საიდანაც გასაოცარი პანორამული ხედები იშლება. Აქ შეგიძლიათ იქირაოთ სტანდარტული ნომრები ორი ადამიანისთვის ან საოჯახო ნომრები სადაც 4–5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. Ასევე შესაძლებელია იზოლირებული კოტეჯის ქირაობაც, რომელიც ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. Ეს იდეალური არჩევანია წყვილებისთვის რომანტიული დასვენების მოსაწყობად. Განტვირთვისთვის შეგიძლიათ სასტუმროს სპა ცენტრს ესტუმროთ გამაჯანსაღებელი სერვისებით ან გამოიყენოთ ფიტნეს დარბაზი. Სასტუმროში ასევე განთავსებულია ორი რესტორანი, უგემრიელესი და მრავალფეროვანი მენიუთი და ბარი.

Booking რეიტინგი: 9.2

Მისამართი: ასპინძა 0500, ვარძია

Ახლოს მდებარე ობიექტები: მტკვრის კანიონი, ჭაჭკარის ეკლესია, ვარძიის კომპლექსი

Ღირებულება: 200₾

Დაჯავშნე Booking-ზე

2. Hotel vardzia terrace

Hotel Vardzia Terrace

Ვარძიაში მდებარე სასტუმრო vardzia terrace გთავაზობთ ოჯახურ და მყუდრო გარემოს სადაც სრულფასოვნად შეძლებთ დასვენებას. Ეს არის სასტუმრო გასაოცარი ბუნების ხედებით და კლასიკური დიზაინის მქონე ნომრებით, სადაც დაგხვდებათ სრული კომფორტი. Hotel vardzia terrace–ში შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული და საოჯახო ნომრები, რომლებიც განკუთვნილია სამი ადამიანისთვის. Შესაძლებელია ნომრის არჩევა ტერასით და მის გარეშე. Ამასთან სასტუმროს ტერასაზე მოწყობილია მოსასვენებელი სივრცეები ხოლო ბაღში ხშირად ტარდება ბარბექიუ საღამოები სადაც შეგიძლიათ დრო მხიარულად გაატაროთ.

Booking რეიტინგი: 8.8

Მისამართი: ვარძია 0503

Ახლოს მდებარე ობიექტები: ჭაჭკარის ეკლესია, ვარძიის ხედი

Ღირებულება: 80₾

Დაჯავშნე Booking-ზე

3. Sada guesthouse

Sada guesthouse

Თუ ვარძიაში მოგზაურობისას გსურთ დაისვენოთ ქართულ, ტრადიციულ გარემოში, მაშინ საოჯახო სასტუმრო Sada guesthouse, თქვენთვის არაჩვეულებრიცი არჩევანია. Აქ დაგხვდებათ ქართული ტრადიციული ინფრასტრუქტურა და ინტერიერი, რომელიც გასაოცრად მყუდრო გარემოს ქმნის. Ქვის ინტერიერი, ხის ავეჯი და უგემრიელესი ქართული სამზარეულო კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის თქვენს მიერ იქ გატარებულ დროს. Საოჯახო სასტუმროში ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული ნომრები ასევე საოჯახო ნომრები, სადაც 3–4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. Ოჯახურ გარემოსთან ერთად Sada guesthouse–ის უპირატესობა ხელსაყრელი მდებაროებაა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ მოკლე დროში მოინახულოთ ვარძიის ღირსშესანიშნაობები ან მოაწყოთ ლაშქრობა ვარძიის ულამაზეს ბუნებაში.

Booking რეიტინგი: 9.1

Მისამართი: ვარძია–მირაშკანი 0500

Ახლოს მდებარე ობიექტები: გოგირდის აბანო, ვარძიის ხედი, მტკვრის კანიონი

Დაჯავშნე Booking-ზე

4. Chachkari

Chachkari hotel Vardzia

Სასტუმრო Chachkari მყუდრო და ოჯახური სტილის სასტუმროა რომელიც ასევე იდეალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა. Ყაყაჩოების ველი, ვარძიის ულამაზესი მთები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს. Ასე რომ გასაკვირი არაა რომ სასტუმროდან გასაოცარი ხედები იშლება ვარძიის ბუნებაზე.

Ულამაზეს ხედებთან ერთად სასტუმრო ყველა საჭირო ინვენტარით და ჰიგიენისთვის საჭირო ნივთითაა უზრუნველყოფილი რაც სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს ქმნის დასასვენებლად. Აქ დაგხვდებათ მინიმალისტური, კლასიკური დიზაინის ნათელი ნომრები, და ულამაზესი ეზო, მოსასვენებელი სივრცეებით. Ნომრის ქირაობა შეგიძლიათ მთის ხედით და აივნით. Chachkari–ის ნომრები სამი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

Booking რეიტინგი: 9.6

Მისამართი: ვარძია–ჭაჭკარი 0503

Ახლოს მდებარე ობიექტები: ჭაჭკარის ეკლესია, ვარძიის ხედი

Ღირებულება: 129₾

Დაჯავშნე Booking-ზე

5. Tsotne’s kingdom

Tsotne's Kingdom hotel

Სასტუმრო Tsotne’s kingdom ერთ–ერთი გამორჩეული სასტუმროა ვარძიაში სადაც დაგხვდებათ მყუდრო და სასიამოვნო გარემო, მეგობრულ პერსონალთან ერთად. Სასტუმროს არიქტექტურა ქართული ტრადიციული ელემენტებით გამოირჩევა. Ნათალი ქვის დიზაინის მქონე სასტუმროს ნომრები კლასიკური დიზაინის, მყუდრო ოთახებია სადაც სრული კომფორტი დაგხვდებათ დასვენებისთვის.

Სასტუმრო ასევე უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებათ. Ბუნებაში დასვენების მოყვარულებს შთაბეჭდილებების ქვეშ დაგტოვებთ Tsotne’s kingdom–ის ულამაზესი ბაღი, ფერადი ჰამაკებით, ქვის დეკორებითა და ფერადი ყვავილებით.

Booking რეიტინგი: 9.8

Მისამართი: ვარძია–თმოგვი

Ახლოს მდებარე ობიექტები: თმოგვის ციხე, წუნდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 

Ღირებულება: 90₾

Დაჯავშნე Booking-ზე