კონტენტზე გადასვლა
Becho House - ბეჩო ჰაუსი

საოჯახო სასტუმროები

18 საუკეთესო საოჯახო სასტუმრო საქართველოში

  1. საოჯახო სასტუმრო არდოტი - Guest House Ardoti
    საოჯახო სასტუმრო არდოტი, შატილი-მუცო, 1618
    მთაში დასვენებისას ოჯახური და მყუდრო გარემოში დასვენება უფრო სასიამოვნოა. თუ შატილს გსურთ რომ ესტუმროთ, მსგავსი ატმოსფეროს შესაქმნელად იდეალურია თუ დასასვენებლად საოჯახო სასტუმრო guest house ardoti-ს აირჩევთ. მთებს შორის მოქცეული სასტუმროში თბილი და მეგობრული გარემო დაგხვდებათ. ხის კომფორტული ნომრები, გასაოცარი მთის ხედები, გულთბილი მიღება და ოჯახური ატმოსფერო დაუვიწყარ მოგონებებს შემატებს თქვენს მოგზაურობას. საოჯახო სასტუმროში შესაძლებელია სტანდარტული, ორ ადგილიანი ნომრების დაქირავება. თითოეული ოთახი ქართული ტრადიციული ფერადი ინტერიერით და მთის პანორამული ხედებით გამოირჩევა. მასპინძლები ზაფხულის სეზონზე ხშირად აწყობენ ღია სივრცეში მხიარულ საღამოებს. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, დააგროვოთ სასიამოვნო მოგონებები კოცონის ირგვლივ, დატკბეთ საუცხოო ხედებით და დააგემოვნოთ ჯანსაღი კერძები. ამასთან საოჯახო სასტუმრო ცხენით გასეირნებასაც გთავაზობთ არდოტში.
    117 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾90
    დაჯავშნა
  2. საოჯახო სასტუმრო შინა - Guest House Shina
    საოჯახო სასტუმრო ომალო
    მთებს შორის გაშლილ ველზე მდებარე საოჯახო სასტუმრო Guest house Shina იდეალურია თუ გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ ქართველი, მთის ხალხის კულტურა და ტრადიციები. სასტუმრო ტრადიციულ ქართულ არქიტექტურულ სტილშია აგებული. ხის მოჩუქურთმებული აივნები, ნათალი ქვის კედლები და საოცრად ფერადი ეზო გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის ომალოს მწვანე მთებთან ერთად. რაც შეეხება ნომრებს, აქ შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული ნომრები ან საოჯახო ნომრები, სადაც 3-4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ოთახი მყუდრო და კომფორტულია. თუ ადგილობრივი კერძების დაგემოვნება გსურთ, მასპინძლები დიდი სიამოვნებით გაგიმასპინძლდებიან. აქ ყველაფერი ჯანსაღი და გემრიელია. საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ ასევე იქირაოთ ცხენი და მოაწყოთ დაუვიწყარი ლაშქრობა ომალოს საოცარ ბუნებაში.
    74 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾110
    დაჯავშნა
  3. საოჯახო სასტუმრო კვავლო - Guesthouse Kvavlo
    საოჯახო სასტუმრო კვავლო, თუშეთი
    თუ გსურთ რომ თუშეთის მთების საუკეთესო ხედებით ისიამოვნოთ და ამასთან დაისვენოთ თბილ და მყუდრო გარემოში, მაშინ საუკეთესოა თუ ესტუმრებით Guesthouse Kvavlo-ს. ხის ულამაზესი სახლი, ქართული ტრადიციული აივნითა და ფერადი ფარდაგებით პირველივე ნახვისას მოგხიბლავთ. ხედები რომლებიც სასტუმროდან იშლება განუმეორებელია. მთებს შორის აისისა და დაისის ხედების გარდა საოჯახო სასტუმრო გულთბილ დახვედრასა და კომფორტულ ნომრებს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორც ორადგილიანი ნომრები, ასევე საოჯახო ნომერი, რომელიც 5 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ ნომერში ყველა საჭირო ნივთი დაგხვდებათ, ჩაისა და ყავის აპარატების ჩათვლით. და რაც სასიხარულოა, საოჯახო სასტუმრო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიგიღებთ, თუ შინაურ ცხოველთან ერთად სტუმრობთ თუშეთს.
    3 მიმოხილვა 10
    ფასი ₾180
    დაჯავშნა
  4. ლუკა ლილი -  Lili
    საოჯახო სასტუმრო აბრამიშვილის 10, სიღნაღი
    სიღნაღში დასვენებისას საოჯახო სასტუმროს არჩევა კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს და რომანტიკას შემატებს თქვენს დასვენებას. სწორედ მსგავსი ატმოსფეროს მატარებელია ცნობილი საოჯახო სასტუმრო Luca lili. აქ დაგხვდება მშვიდი და მეგობრული გარემო, თანამედროვე ფერადი ინტერიერითა და ლამაზი ხედით ქალაქზე. საოჯახო სასტუმროში მხოლოდ ორადგილიანი ნომრებია ხელმისაწვდომი, რაც იდეალურია წყვილებისთვის. იმისთვის, რომ დრო უფრო სასიამოვნოდ გაატაროთ სასტუმროს გულთბილი მასპინძლები სხვადასხვა აქტივობას გთავაზობენ. მაგალითად აქ შეგიძლიათ მონაწილება მიიღოთ ადგილობრივი კულინარიის კლასში, ისარგებლოთ ტურის სერვისით სიღნაღში, იქირაოთ ცხენი ან გაერთოთ სასტუმროს სათამაშო ოთახში. საღამოობით კი დაისვენოთ ულამაზეს მწვანე აივანზე და ისიამოვნოთ სიღნაღის ხედებით.
    143 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾140
    დაჯავშნა
  5. ფიროსმანის 60 - pirosmani 60
    საოჯახო სასტუმრო ფიროსმანის 60, სიღნაღი
    სიღნაღში მდებარე საოჯახო სასტუმრო Guest House Pirosmani 60, ელეგანტური დიზაინითა და ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. კლასიკური და რომანტიული გარემო, რომელიც აქ დაგხვდებათ იდეალურია თუ სიღნაღს თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად სტუმრობთ. თუმცა თუ ოჯახთან ერთად ისვენებთ, ეს სასტუმრო ამ შემთხვევაშიც კარგი არჩევანია, რადგან ხელმისაწვდომია საოჯახო ნომერი, 4 ადამიანისთვის. გარდა იმისა, რომ საოჯახო სასტუმრო ჯანსაღ საკვებსა და ცნობილ კახურ ღვინოს გთავაზობთ, დროის უფრო მხიარულად გატარებისთვის ასევე შემოგთავაზებთ სხვადასხვა აქტივობას. მათ შორის მხიარულ საღამოებს სიღნაღის ბარებში, ე.წ pub crawls, და საფეხმავლო ტურებს ქალაქში, რათა უფრო მეტი გაიგოთ სიღნაღზე.
    406 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾72
    დაჯავშნა
  6. საოჯახო სასტუმრო ნატო და ლადო - Guesthouse nado lado

    Nato & Lado

    საოჯახო სასტუმრო ფიროსმანის 5, სიღნაღი
    Nato & Lado ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და მხიარული ადგილია სიღნაღში. ეს საოჯახო სასტუმრო განსაკუთრებულად გულთბილი მიღებითა და გასაოცრად მწვანე ბაღით გამოირჩევა. ასე რომ თუ ოჯახურ გარემოში გსურთ დაისვენოთ, ეს ადგილი ამისთვის იდეალურია. ულამაზესი ხედი სიღნაღზე, მწვანე ეზო და ფერადი დეკორაციები პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის, რაც ვიზიტორებში დადებით შეფასებებს იმსახურებს. სამვარსკვლავიან საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ ნომრები ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახო deluxe ნომერი, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია ე.წ dorm ნომერი სადაც საწოლის ქირაობა შეგიძლიათ, ოთხ საერთო ნომერში, რაც ბიუჯეტური მოგზაურებისთვის იდეალურია. საოჯახო სასტუმრო უგემრიელესი და ჯანსაღი საუზმით გაგიმასპინძლდებათ, სადაც ასევე საბავშვო მენიუც არის ხელმისაწვდომი. დამატებით კი გთავაზობთ სხვადახვა სახის გასართობ ტურებს, სიღნაღის მასშტაბით.
    412 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾90
    დაჯავშნა
  7. ვილა ანანური - Villa Ananuri
    საოჯახო სასტუმრო ანანური
    ეს ადგილი ერთდროულად აერთიანებს ქართულ ტრადციულ გარემოს, ნამდვილ მხიარულებას, საზაფხულო განწყობას და რაც მთავარია განთქმულ სტუმართმოყვარეობას. Villa Ananuri-ში არ მოიწყენთ. აქ დაგხვდებათ უგემრიელესი ქართული კერძები, საღამოს გასართობი წვეულებები და აქტივობები, საპიკნიკე სივრცეები, ღია ტიპის აუზები დიდებისთვის და ბავშვებისთვის, ცოცხალი მუსიკის საღამოები, თემატური ვახშმები, კარაოკე და ბევრი სხვა გასართობი აქტივობა. რაც შეეხება ნომრებს, თითოეული ოთახი კეთილმოწყობილია და შესაძლებელია, როგორც ერთი ნომრის ქირაობა, ასევე სრულიად ვილის დაქირავებაც, სადაც ჯამში 18 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია საოჯახო ნომერი ოთხი ადამიანისთვის და სტანდარტული ორადგილიანი ნომრები მთისა და აუზის ხედებით.
    31 მიმოხილვა 8.4
    ფასი ₾150
    დაჯავშნა
  8. საოჯახო სასტუმრო პიკ მაზერი - Peak Mazeri Guest House

    Peak Mazeri Guest House

    საოჯახო სასტუმრო სოფელი მაზერი
    კავკასიონის დიდებულ მწვერვალებთან დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნოა როდესაც Peak Mazeri Guest House-ში ისვენებთ. გასაოცარი ხედები, ქართული ტრადიციული გარემო, მყუდრო ატმოსფერო, უფრო სასიამოვნოს ხდის მაზერში დასვენებას. საოჯახო სასტუმრო სრულიად ორიენტირებულია წარმოაჩინოს ქართული კულტურა. ნათალი ქვის ექსტერიერი, ხისა და ქვის დეკორაციები ნომრებში, ქართული სუფრა და რაც მთავარია, გულთბილი მასპინძლები კიდევ უფრო სასიამოვნო მოგონებებს შემატებს თქვენს მაზერში დასვენებას. საოჯახო სასტუმროში ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული ასევე საოჯახო ნომრები. მასპინძლები ასევე გთავაზობენ ცხენით გასეირნებას მაზერში, ცოცხალი მუსიკის საღამოებს, ტურს სადაც მაზერის ტრადიციებს და კულტურას უფრო ახლოს გაიცნობთ, და დამატებით საჭირო აღჭურვილობას თუ გადაწყვეტთ რომ თხილამურებით ისრიალოთ.
    336 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾110
    დაჯავშნა
  9. Becho House - ბეჩო ჰაუსი
    საოჯახო სასტუმრო ბეჩო, სვანეთი
    Becho house ნამდვილ ოჯახურ გარემოს შეგიქმნით სვანეთში დასვენებისას. ბეჩოში მდებარე ეს საოჯახო სასტუმრო მყუდრო ატმოსფეროთი და გულთბილი მიღებით გამოირჩევა, სულ რომ არაფერი ვთქვათ ძალიან კარგ მდებარეობასა და სასტუმროს საუცხოო მთის ხედებზე. Becho house-ში შეგიძლიათ იქირაოთ ერთ და ორ ადგილიანი ოთახები. თითოეული ნომერი მყუდრო კლასიკურ სტილშია მოწყობილი. სასტუმროში განთავსებულია საერთო სავახშმო და მოსასვენებელი სივრცეებიც, სადაც მასპინძლები უგემრიელესი და ჯანსაღი საკვებით გაგიმასპინძლებიან. აუცილებელია აღინიშნოს Becho house-ის ულამაზესი ბაღი და ეზო სადაც საღამოობით მხიარულებაა. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ ბარბექიუ წველება, ითამაშოთ სხვადასხვა თამაში და გაერთოთ მეგობრებთან ერთად. დამატებით სასტუმრო საცხენოსნო ტურებსაც გთავაზობთ ბეჩოში.
    73 მიმოხილვა 9.8
    ფასი ₾68
    დაჯავშნა
  10. საოჯახო სასტუმრო ჰელო - guest house hello
    საოჯახო სასტუმრო საიათნოვას 17, 0501, თბილისი
    თუ თბილისში ბიუჯეტური დასვენების საშუალებას ეძებთ, მაშინ შესანიშნავი არჩევანია საოჯახო სასტუმრო Guest House Hello. დედაქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმრო ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად კომფორტულ პირობებს, იდეალურ ადგილმდებარეობასა და მყუდრო გარემოს გთავაზობთ. აქ ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის. სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ როგორც ორადგილიანი ნომრები ასევე საოჯახო ნომრები 4 ადამიანისთვის. ასევე ხელმისაწვდომია ეკონომიური ნომერი, საერთო აბაზანით. დაიმახსოვრეთ სასტუმროში კვება თქვენვე უნდა უზრუნველყოთ. საოჯახო სასტუმრო დროის უფრო სასიამოვნოდ გასატარებლად გთავაზობთ კულინარიულ კლასებს და ადგილობრივი კულტურის შესახებ, საფეხმავლო ტურებს.
    243 მიმოხილვა 9
    ფასი ₾68
    დაჯავშნა
  11. სასტუმრო ჰარმონია - Hotel Harmony

    Harmony

    საოჯახო სასტუმრო პირველი ქუჩა 35, ქუთაისი
    თუ ქუთაისში დასვენებისას გსურთ ისიამოვნოთ მხიარული და ფერადი გარემოთი, აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმრო Harmony. ეს არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთასში, რომელიც გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით. აქ ერთდროულად შეხვდებით ქართულ ტრადიციულ გარემოსა და თანამედროვე ფერად ინტერიერს. შესაძლებელია ნომრების არჩევა როგორც სოლო მოგზაურებისთვის, ასევე წყვილებისთვის და ოჯახებისთვის. საოჯახო ნომრები 4 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. სასტუმრო უგემრიელესი ქართული კერძებით გაგიმასპინძლდებათ. მხიარული დრო კი შეგიძლიათ Harmony-ს ბარში ან ეზოში გაატაროთ, რომელიც ძალიან კომფორტულად არის მოწყობილი. შადრევანი, პალმები და მოსასვენებელი სივრცეები მხიარულ ატმოსფეროს შეგიქმნით.
    679 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾136
    დაჯავშნა
  12. Makos guest house - მაკოს საოჯახო სასტუმრო
    საოჯახო სასტუმრო პეტრე იბერის 19, 4600, ქუთაისი
    Makos Guest House ელეგანტური და დახვეწილი გარემოს მქონე საოჯახო სასტუმროა ქუთაისში, რომელიც იდეალური ადგილმდებარეობით და კომფორტულ ნომრებით გამოირჩევა. ბაგრატის ტაძართან ახლოს მდებარე სასტუმროში ხელმისაწვდომია ორადგილიანი ნომრები, სადაც უმაღლესი ხარისხის კომფორტი დაგხვდებათ. გარდა ამისა, სასტუმროს გუნდი სხვადასხვა დამატებით აქტივობას გთავაზობთ, რათა ქუთაისი უკეთ გაიცნოთ და დროც სასიამოვნოდ გაატაროთ. კონკრეტულად შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და გაისეირნოთ, მონაწილეობა მიიღოთ საფეხმავლო ტურებში ქალაქის მასშტაბით, ისიამოვნოთ ფილმის საღამოებით, ითამაშოთ ბადმინტონი ან იმხიარულოთ სხვადასხვა თემატურ ვახშამზე.
    857 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾230
    დაჯავშნა
  13. ვაინჰაუსი ლაგოდეხი - Winehouse Lagodekhi
    საოჯახო სასტუმრო თავისუფლების 17, 2700, ლაგოდეხი
    კახეთში დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თუ ისვენებთ ბუნებაში, მყუდრო გარემოსთან და უგემრიელეს კახურ ღვინოსთან ერთად. სწორედ ამ შესანიშნავ ატმოსფეროს გთვაზობთ განტვირთვისთვის Winehouse lagodekhi. აქ დაგხვდებათ ნათელი და კლასიკური ინტერიერი, გასაოცარი ბაღი და მწვანე ხედები, რაც იდეალურია სულიერი და გონებრივი განტვირთვისთვის. Winehouse lagodekhi-ში ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული ნომრები ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახო ნომრები 4 ადამიანისთვის. შეგიძლიათ ორ ოთახიანი აპარტამენტის ტიპის ნომერიც აიღოთ, რომელიც მისაღები და საძინებელი ოთახებისგან შედგება და იდეალურია წყვილებისთვის. გარდა იმისა რომ სასტუმრო გემრიულ მენიუს გთავაზობთ, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საცხენოსნო ტურების სერვისით ან ისიამოვნოთ ლაშქრობით ლაგოდეხში.
    133 მიმოხილვა 9.8
    ფასი ₾234
    დაჯავშნა
  14. ვილა რბონა - Villa Rbona
    საოჯახო სასტუმრო დამჩხრეულა, ხაშური
    ულამაზესი ბუნება, დაწნული ღობე, ქვევრი, ფერადი ფარდაგები, მოჩუქურთმებული ხის ავეჯი და ქართული სუფრა – ეს ის ყველაფერია, რის გამოც ხაშურში მდებარე სასტუმრო Villa Rbona დადებით შეფასებებს იწვევს ვიზიტორებში. აქ არის ყველაფერი იმისთვის, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად განიტვირთოთ და ბუნებაში მშვიდად დაისვენოთ. სასტუმროში შესაძლებელია ნომრების ქირაობა, როგორც ორი ადამიანისთვის ასევე ოჯახისთვის, სადაც 3-4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. შეგიძლიათ აირჩიოთ ოთახი აივნითაც. რაც შეეხება დამატებით სერვისებს, Villa Rbona უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებათ. რაც მთავარია მიიღებთ ნამდვილი ქართული სუფრის გამოცდილებას სახელგანთქმულ ღვინოსთან ერთად. უფრო მეტი მხიარულებისთვის, კი შეგიძლიათ მუსიკალურ საღამოებს, თემატურ ვახშმებს, ფილმის ჩვენებებსა და ღია ცის ქვეშ გამართულ პატარა წვეულებას დაესწროთ.
    132 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾170
    დაჯავშნა
  15. Polifonia Inn Borjomi - პოლიფონია ინ ბორჯომი
    საოჯახო სასტუმრო ჭავჭავაძის 4, 1200, ბორჯომი
    ბორჯომის გასაოცარ ბუნებაში დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება, თუ Polifonia Inn Borjomi-ს აირჩევთ. ეს არის მყუდრო პატარა სასტუმრო ბორჯომში, ულამაზესი ხედებით, მეგობრული სერვისებითა და ხელსაყრელი მდებარეობით. ეს ადგილი იდეალურია თუ კურორტს ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სტუმრობთ, რადგან ხელმისაწვდომია საოჯახო ნომრები, რომლებიც 5 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. არის ნომრები ორსართულიანი საწოლებითაც. ასევე გესიამოვნებათ სასტუმროს ფერადი ინტერიერი რომელიც ბუნების მწვანე ხედებთან ერთად კიდევ უფრო მხიარულ გარემოს ქმნის. ამასთან მასპინძლები უგემრიელესი საუზმით გაგიმასპინძლდებიან, რომლის დაგემოვნება როგორც შიდა ასევე გარე სავახშმო სივრცეში შეგიძლიათ.
    635 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾110
    დაჯავშნა
  16. საოჯახო სასტუმრო Top Floor - Guest House Top Floor
    საოჯახო სასტუმრო ლაღიძის 9, 1997, თელავი
    თუ ნამდვილ ქართულ ტრადიციულ გარემოში გსურთ დასვენება, აუცილებლად მოგეწონებათ თელავში მდებარე საოჯახო სასტუმრო Guest House Top Floor. ამ სასტუმროს ინტერიერი ნამდვილად მოგხიბლავთ. ჩუქურთმები, მოხატული ჭაღები და ხის დეკორი, სრულიად ტრადიციულ გარემოს ქმნის. აუცილებელია აღინიშნოს ულამაზესი აივნები კიდევ უფრო გასაოცარ ხედებთან ერთად. აქ ყველაფერია იმისთვის რომ კახეთის და საქართველოს კულტურა კიდევ უფრო ახლოს გაიცნოთ. საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ როგორც ორადგილიანი ნომრები, ასევე საოჯახო ნომრები 4 ადამიანისთვის. დამატებით Guest House Top Floor გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი ტრადიციული კერძებით და შემოგთავაზებთ სხვადასხვა გასართობ აქტივობას, მათ შორის ტურს თელავში, ველოსიპედების ქირაობის სერვისს, თემატურ ვახშმებს და სხვა.
    388 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾94
    დაჯავშნა
  17. ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და საოჯახო სასტუმრო - Nika Vacheishvili Winery and Guesthouse
    საოჯახო სასტუმრო დიდი ატენი
    ბუნებაში მშვიდი დასვენების მოყვარულებს მოგეწონებათ Nika Vacheishvili’s Guest House–ის ფერადი გარემო, ულამაზესი გარემო და გუთბილი მასპინძლობა. საოჯახო სასტუმრო დახვეწილი ატმოსფეროთი გამოირჩევა, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა გასართობი აქტივობით დაკავდეთ. მასპინძლები დამატებით უგემრიელეს და სახელგანთქმულ ატენურ ღვინოსაც დაგაგემოვნებინებთ. ასევე ისიამოვნებთ ჯანსაღი ტრადიციული კერძებით, სადაც ხელმისაწვდომია სპეც. მენიუ ბავშვებისთვის. უფრო აქტიური დასვენების მოყვარულებს შეგიძლიათ ატენში მოაწყოთ საფეხმავლო ტური, დაესწროთ ადგილობრივი კულტურისა და კულინარიის მასტერკლასებს, ითამაშოთ ბადმინტონი ან გაერთოთ თქვენს ბავშვებთან ერთად, სპეციალურად მოწყობილ სათამაშო მოედანზე.
    56 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾234
    დაჯავშნა
  18. კომლი - Komli
    საოჯახო სასტუმრო წითელმიწა, გონებისკარი, 3500
    ქართული ოდა, ხის ინტერიერი, ჭრელი დეკორაციები და უგემრიელესი ქართული სუფრა იდეალურია თუ დასვენებისას განტვირთვა და მშვიდ გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარება გსურთ. სწორედ ასეთია საოჯახო სასტუმრო Komli, ულამაზესი ეზოთი და გასაოცარი მთის ხედებით. საოჯახო სასტუმროში დაგხვდებათ პოზიტიური ატმოსფერო. აქ ბევრი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ, რომ უკეთ გაერთოთ. გურული განთქმული სტუმართმასპინძლობაც აღსანიშნავია. აქ შეძლებთ ჯანსაღი საკვები მიირთვათ და დააგემოვნოთ ადგილობრივი, ახლად დაკრეფილი ჩაი. გულთბილი მასპინძელი გთავაზობთ ფილმის საღამოებს, ტურებს, ცოცხალი მუსიკის საღამოებს, თევზაობას ბჟუჟის მდინარეზე და ფერად გარემოს, რათა დაუვიწყარი მოგონებები შეიძინოთ დასვენებისას.
    14 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾75
    დაჯავშნა

რატომ უნდა დაისვენო საოჯახო სასტუმროში?

საოჯახო სასტუმროები იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მხარეში თქვენი მოგზაურობა უფრო მრვალფეროვანი და თავგადასავლებით დატვირთული გახადოთ. საოჯახო სასტუმროებში უფრო თბილი და ოჯახური გარემოა, უფრო ბიუჯეტურია და რაც მთავარია უფრო მეტად არის შესაძლებელი გაიცნო ადგილობრივების ყოფა, ადგილი და მათი კულტურა და აღმოაჩინოთ უფრო მეტი ვიდრე ამას პრემიუმ კლასის სტანდარტულ სასტუმროში შეძლებდით. ამასთან საქართველოს რეგიონებში საოჯახო სასტუმროები უფრო ხელმისაწვდომია მათი სიმრავლის ფონზე.

საოჯახო სასტუმროებში დასვენებას ბევრი უპირატესობა აქვს. მათგან ყველაზე პირველი და სახასიათო შედარებით დაბალი ფასებია. თუ მოგზაურობისას შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, მაშინ იდეალური გამოსავალია თუ საოჯახო სასტუმროში დარჩენას გადაწყვეტთ. მეორე მხრივ, საოჯახო გარემო კიდევ უფრო მყუდრო ატმოსფეროს ქმნის რაც ძალიან სასიამოვნოა. ასე უფრო მარტივად შეიძენთ ახალ ნაცნობებს მეგობრებს, დააგემოვნებთ რეალურად ადგილობრივ კერძებს და ისიამოვნებთ ადგილობრივი სუფრის ტრადიციებით. ამასთან უფრო ახლოს გაიცნობთ იქაური ხალხის ყოფას, სახასიათო და კულტურულ ჩვეულებებს და რაც მთავარია, საოჯახო სასტუმროები იდეალურია რომ რეალურად გამოსცადოთ განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობა.

თუმცა როგორც ყველაფერს, საოჯახო სასტუმროებსაც ახასიათებს ისეთი ფაქტორები რაც შეიძლება არ იყოს ყველასთვის მისაღები ან იდეალური დასასვენებლად. მსგავს სასტუმროებში პირადი სივრცე ნაკლებია. აქ შეხვდებით სასტუმროებს საერთო სველი წერტილებითა და სამზარეულოთი. ბევრ სასტუმროში კვება თქვენზეა დამოკიდებული. ამასთან მსგავს სასტუმრობში კომფორტია თუმცა არა ისეთი როგორც პრესტიჟულ სასტუმროებში. თავისთავად ნომერთა რაოდენობაც დაბალია.

თუმცა გამოცდილებებს თუ გადახედავთ საოჯახო სასტუმროები არ ასოცირდება დისკომფორტთან. ეს უბრალოდ დამოკიდებულია ინდივიდუალურ მოთხოვნილებებსა და პრიორიტეტებზე. სწორედ ამიტომ საქართველოში უცხოელ თუ ქართველ მოგზაურებში საოჯხო სასტუმროები არასდროს კარგავს აქტუალობას.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს საოჯახო სასტუმროში ნომრის ქირაობა?

საოჯახო სასტუმროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 50 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე იზრდება.

რომელ საოჯახო სასტუმროშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული სამზარეულოს დაგემოვნება ბევრ საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ, მათ შორის სასტუმროებში Guest house Shina, Luca lili და Villa Rbona.

რომელ საოჯახო სასტუმროშია ნებადართული შინაური ცხოველის შეყვანა?

სასტუმრო Guesthouse Kvavlo ნებას გრთავთ შინაურ ცხოველთან ერთად ისარგებლოთ სასტუმროს სერვისებით.

რომელ საოჯახო სასტუმროშია ხელმისაწვდომი აუზი?

ღია ტიპის აუზით სარგებლობა შეგიძლიათ სასტუმრო Villa Ananuri-ში.

რომელია ცნობილი საოჯახო ტიპის სასტუმროები?

ცნობილი საოჯახო სასტუმროებია guest house ardoti, Komli Villa Ananuri, Winehouse lagodekhi და Polifonia Inn Borjomi

რომელ საოჯახო სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ სასტუმროებს Guesthouse Kvavlo, Becho house, Winehouse lagodekhi, Makos Guest House, და Komli.

რომელ საოჯახო სასტუმროებშია ხელმისაწვდომი უფასო ინტერნეტი?

ყველა საოჯახო სასტუმროში გექნებათ წვდომა უფასო ინტერნეტზე.

რომელი საოჯახო ტიპის სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორებს უფასო პარკინგ სივრცეს?

ყველა საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგ სივრცეს.

რომელი საოჯახო სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორს დამატებით ტურებს?

დამატებითი ტურებით სარგებლობა უმეტეს საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ, მათ შორის სასტუმროებში Guest House Pirosmani 60, Nato & Lado, Becho house და სხვა.

რომელია იდეალური საოჯახო სასტუმრო წყვილებისთვის?

წყვილებისთვის იდეალურია Harmony და Winehouse lagodekhi.

რომელია იდეალური საოჯახო სასტუმრო ოჯახთან ერთად დასვენებისთვის?

ოჯახთან ერთად დასვენებისთვის იდეალურია Peak Mazeri Guest House, Polifonia Inn Borjomi და Nika Vacheishvili’s Guest House.