კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები ჯუთაში

7 საუკეთესო სასტუმრო ჯუთაში

  1. მეხუთე სეზონი - Fifth Season
    სასტუმრო ჭაუხების ქუჩა, მე-5 კმ.
    ჯუთაში დასვენებისას თუ ეძებთ მყუდრო და ფერად გარემოს, მაშინ თქვენთვის იდეალური იქნება სასტუმრო Fifth season. ულამაზესი მთის ხედებით, პატარა ტერასით და გასაოცარი დიზაინით, Fifth season ნამდვილად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას. მინიმალისტური ინტერიერი გაფორმებულია ქართული ორნამენტების მქონე ფარდაგებით და სხვადასხვა ტიპის დეკორაციებით. მინის კედლები კი მეტ სივრცეს ქმნის და ამასთანავე გაძლევთ შესაძლებლობას ისიამოვნოთ ჯუთას ბუნების საუცხოო ხედებით. სასტუმრო იდეალურია როგორც წყვილებისთვის, ასევე ოჯახებისთვის და მეგობრების ჯგუფებისთვის. აქ შეგიძლიათ ორადგილიან სტანდარტულ ნომერთან ერთად, აირჩიოთ საოჯახო ნომრები, რომლებიც 6 ადამიანისთვისაა გათვლილი და შედგება ორსართულიანი საწოლებისგან. სასტუმროს გუნდი გულთბილად მიგიღებთ და უგემრიელესი საუზმით გაგიმასპინძლდებათ. დროის უფრო საინტერესოდ გასატარებლად შეგიძლიათ შემოთავაზებული საფეხმავლო ან საცხენოსნო ტურებით ისარგებლოთ, ან მოაწყოთ გუნდური ლაშქრობა ჯუთას საუცხოო მთებში.
    742 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾270
    დაჯავშნა
  2. ამოისუნთქე - Amoisuntke
    კოტეჯი ჭაუხების ქუჩა
    სიმყუდროვის მოყვარულებს ნამდვილად მოგეწონებათ პატარა სასტუმრო Amo-isuntke, რომელიც ჯუთის მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის კოტეჯის ტიპის სასტუმრო, სადაც განთავსებულია პატარა ხის ნომრები, ორი ადამიანისთვის. თითოეულ ნომერში დაგხვდებათ ორსართულიანი საწოლები. Amo-isuntke-ს მთავარი გამორჩეულობა ორიგინალურ არქიტექტურასა და დიზაინშია. სივრცე პატარა თუმცა მომხიბვლელია. სასტუმროს მთავარი გამორჩეულობა გარე მოსასვენებელი სივრცეები და ჯუთას ბუნებაზე საუცხოო ხედებია. ასე რომ თუ ხმაურისგან თავის დაღწევა და სიმშვიდეში დასვენება გსურთ, Amo-isuntke საუკეთესო არჩევანია. კოტეჯები სრულიად მოწყობილია საჭიროებისამებრ, იმისთვის რომ უპრობლემოდ შეძლოთ დასვენება. აქ დახგვდებათ სავახშმო სივრცე, აბაზანა სრული ინვენტარით, ბაღი ჰამაკებით და მოსასვენებელი სივრცეებით. დაიმახსოვრეთ, რომ თან იქონიოთ პირადი წვდომა ინტერნეტზე რადგან მდებარეობის გამო, სასტუმრო ვერ უგზრუნველყოფთ ინტერნეტით.
    120 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾50
    დაჯავშნა
  3. პირდაპირა - Pirdapira
    კოტეჯი ჯუთა
    სასტუმრო Pirdapira ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ჯუთაში. ხის სასტუმროში იდეალურადაა გაერთიანებული თანამედროვე და მთის სახლებისთვის დამახასიათებელი ინტერიერი. აქ დაგხვდებათ საოცრად კარგი და კომფორტული ატმოსფერო, პანორამული ხედებით ჯუთას შთამბეჭდავ ბუნებაზე. ეს იდეალური ადგილია წყვილებისთვისაც, რადგან გარემო ძალიან რომანტიულია. ამასთან სასტუმროში მხოლოდ სტანდარტული ნომრებია ხელმისაწვდომი, რომლებიც ორი ადამიანისთვისაა გათვლილი. სასტუმრო Pirdapira-ს კოტეჯები მოიცავს სამზარეულოსა და მისაღები ოთახის სივრცეებსაც. ამასთან დროის საინტერესოდ გატარებისთვის, სასტუმროს გუნდი გთავაზობთ საცხენოსნო ტურებს ჯუთაში ან გუნდურ ლაშქრობებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად სათავგადასავლოს გახდის თქვენს გატარებულ დროს ჯუთაში.
    40 მიმოხილვა 9.6
    ფასი ₾350
    დაჯავშნა
  4. მთის სახლი ჯუთაში - Mountain House in Juta
    კოტეჯი ჭაუხების ქუჩა
    თუ ჯუთაში მთის საუკეთესო ხედის ფონზე გსურთ რომ დაისვენოთ, მაშინ თქვენთვის იდეალური იქნება ულამაზესი სასტუმრო Mountain house in juta. ეს არის კავკასიონის მწვერვალთან ახლოს მდებარე კოტეჯის ტიპის სასტუმრო, რომელიც იდეალურია იმისთვის რომ ახლოს გაიცნოთ და ისიამოვნოთ ჯუთას საუცხოო ბუნება. სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ ნომრები როგორც ორსაწოლიანი ასევე ერთსაწოლიანი საძინებლით. ყველა ოთახს თან აქვს აივანი, საიდანაც შეგიძლიათ მთის ხედებით ისიამოვნოთ. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ საოჯახო ნომერი რომელშიც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. დროის საინტერესოდ გატარებისთვის შეგიძლიათ იქვე მწვანე მინდორზე და მთის ხედზე მოაწყოთ პიკნიკი, დაისვენოთ ბაღში ან მოაწყოთ ლაშქრობა ჯუთაში. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ცხენი და გამოსცადოთ ეს უნიკალური გამოცდილება.
    114 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾240
    დაჯავშნა
  5. კესანე - Kesane
    საოჯახო სასტუმრო ჭაუხების ქუჩა
    სასტუმრო Kesane-ში საოცრად თბილი და ფერადი გარემო დახგვდებათ. ეს არის მყუდრო სასტუმრო, მოქცეული ჯუთას საუცხოო მთებს შორის, სადაც დაგხვდებათ საერთო მოსასვენებელი სივრცე, ხის ინტერიერის მქონე ნომრები, ფერადი ეზო განათებებით და მოსასვენებელი სივრცეებით. თუმცა კომფორტულ პირობებთან ერთად, სასტუმრო Kesane გულთბილი მასპინძლობითაც გამოირჩევა. სასტუმროს გუნდი გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი ადგილობრივი კერძებით და ქართული ღვინით. ასევე ხელმისაწვდომია მინი ბარი ხემსისთვის და სპეციალური სივრცე მწეველებისთვის. მყუდრო სასტუმრო Kesane-ში ხელმისაწვდომია მხოლოდ სტანდარტული ზომის ნომრები, რომლებიც 2 ან 3 ადამიანისთვისაა გათვლილი. თითოეული ნომერი სრულად არის უზრუნველყოფილი საჭირო ინვენტარით და ჰიგიენისთვის საჭირო ნივთით. ნომრებში ერთადგილიანი საწოლებია განთავსებული. ამასთან სასტუმროს შესანიშნავი ადგილმდებარეობა გააჩნია და ახლოსაა ჯუთას ცენტრთან და ღირსშესანიშნაობებთან.
    47 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾155
    დაჯავშნა
  6. სასტუმრო ვეშაგი - Hotel Veshagi
    სასტუმრო ჭაუხების ქუჩა
    თუ გსურთ რომ ჯუთაში მოგზაურობისას დროში იმოგზაუროთ და განსხვავებული გამოცდილება მიიღოთ, მაშინ კარგი არჩევანი იქნება სასტუმრო Veshagi. ამ სასტუმროს გამორჩეულობა იმაშია, რომ განთავსებულია ტრადიციულ, ნათალი ქვით აშენებულ კოშკში და მისი შიდა დიზაინიც სრულიად შთაგონებულია ჯუთასთვის და ქართული მთის კულტურისთვის დამახსიათებელი ელემენტებით. სასტუმრო Veshagi-ში დაგხვდებათ საოჯახო ნომრები რომლებიც 4 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. აქ თითოეულ ნომერში განთავსებულია ორსართულიანი საწოლები. თითოეული ნომრიდან გასაოცარი ხედები იშლება ჯუთას მთებსა და ბუნებაზე.
    36 მიმოხილვა 8.6
    ფასი ₾120
    დაჯავშნა
  7. მეტიცა - metitsa
    საოჯახო სასტუმრო ჯუთას ქუჩა
    ჯუთაში კოტეჯში დასვენებას სულ სხვა ემოცია აქვს. ასე უფრო ახლოს ხარ ბუნებასთან და მთის კულტურასთან. სწორედ მსგავს ატმოსფეროს გთავაზობთ კოტეჯის ტიპის სასტუმრო Metisa. აქ დაგხვდებათ კომფორტული გარემო, ხის მყუდრო ინტერიერით, მთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ორნამენტებით და დეკორაციებით და რაც მთავარია, უნიკალური და განუმეორებელი ხედებით. სასტუმროში, ვიზიტორებისთვის მოწყობილია სრული კომფორტი რათა სრულყოფილად შეძლონ დასვენება. იმისთვის რომ თქვენი იქ გატარებული დრო უფრო შთაბეჭდილებებით სავსე და საინტერესო იყოს, სასტუმროს გუნდი მხიარულ გარემოს გთავაზობთ. აქ ხშირად ეწყობა მხიარული შეკრებები ღია ცისქვეშ. ასევე არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამაგიდო თამაში, სპეციალურად მოწყობილი სათამაშო სივრცე პატარებისთვის და რაც მთავარია ისეთი საინტერესო დამატებითი სერვისები, როგორიცაა საცხენოსნო ტური ჯუთაში, ადგილობრივი კულტურის ტური და სხვა.
    44 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾120
    დაჯავშნა

ჯუთაში დასვენება

ჯუთა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია განსაკუთებით მათთვის ვისაც უყვარს მთაში დასვენება და ბუნებაში ლაშქრობა. ჯუთა ბოლო პერიოდია განსაკუთრებით პოპულარულია და შესაბამისად გაიზარდა ხელმისაწვდომი სასტუმროების რაოდენობაც.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.