კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები ბახმაროში

7 საუკეთესო სასტუმროს ჩამონათვალი ბახმაროში (2024)

  1. ბახმარო ვუდლენდ - Bakhmaro Woodland
    კოტეჯი გურიის ქუჩა
    Bakhmaro woodland ულამაზესი კოტეჯის ტიპის სასტუმროა ბახმაროში, რომელიც განთავსებულია გურიის ქუჩაზე, ბახმაროს ულამაზეს წიწვოვან ტყეში. ორსართულიანი ხის კოტეჯები სრულიად აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და შექმნილია მაქსიმალური კომფორტი რათა სრულყოფილად შეძლოთ დასვენება. კოტეჯში დაგხვდებათ საოცრად მყუდრო და რომანტიული გარემო. ამასთან კოტეჯების ინტერიერში მაქსიმალურადაა აქცენტი გაკეთებული ხედების უნიკალურობაზე. სწორედ ამიტომ კოტეჯები ნახევრად გამჭირვალეა, რაც ვიზუალურად მეტ სივრცეს ქმნის ნომერში. Მიუხედავად იმისა რომ Bakhmaro woodland იდეალურის წყვილებისთვის, ასევე შეიძლება ითქვას რომ შესანიშნავი არჩევანია ოჯახისთვის ან მეგობრებისთვის. Bakhmaro woodland-ის კოტეჯები ორ საძინებელს მოიცავს და მასში მაქსიმუმ 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მოსასვენებელ სივრცეში ასევე დაგხვდებათ მცირე სამზარეულო ყველა საჭირო ინვენტარით. ამასთან სასტუმროსთან ახლოსაა ბახმაროს ერთ-ერთი ცენტრი, სადაც განთავსებულია ბავშვთა გასართობი მოედანი, თეატრი, მარკეტები, ბაზრობა და სხვა.
    3 მიმოხილვა 8.7
    ფასი ₾500
    დაჯავშნა
  2. პანორამა ბახმარო - Panorama Bakhmaro
    სასტუმრო ბუქსიეთის ქუჩა
    Panorama bakhmaro კურორტის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა, რომელიც დიდი კოტეჯის ტიპის არქიტექტურას წარმოადგენს. სასტუმროს ინტერიერი სრულიად შთაგონებულია მთის კოტეჯისთვის დამახასიათებელი სტილით და გამოყენებულია ხის მინიმალისტური დიზაინი, რომელიც ნომრებში საოცრად მყუდრო გარემოს ქმნის. Panorama bakhmaro-ს ნომრები ნათელი და კომფორტულია. თითოეული ნომერი არის აივნიანი, საიდანაც პანორამული ხედები იშლება ბაზმაროზე. რაც შეეხება სხვა სერვისებს, სასტუმროს გუნდი გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი ადგილობრივი საუზმით, და შემოგთავაზებთ ცნობილ გურიის ღვინოს. ამასთან სასტუმროში მოწყობილია გასართობი და სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, როგორც სასტუმროს ეზოში, ასევე შენობაშიც. ასევე თქვენც შეგიძლიათ სამაგიდო თამაშებით გაერთოთ. სასტუმროში ასევე განთავსებულია საწყობი ზამთრის სპორტისთვის საჭირო ინვენტარით, სადაც შეგიძლიათ იქირაოთ თქვენთვის საჭირო ინვენტარი და გამოსცადოთ ბახმაროს გაუკვალავ თოვლში სრიალი.
    41 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾180
    დაჯავშნა
  3. ბახმაროს პიონერები - Pioneers Bakhmaro
    სასტუმრო ბაზრის ქუჩა 34
    The pioneers ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტუმროა კურორტ ბახმაროში, რომელიც არც ისე დიდი ხანია რაც გაიხსნა. მდებარეობს ბახმაროს ცენტეთან ახლოს და წარმოადგენს თანამედროვე სტილის სასტუმროს სადაც დაგხვდებათ მეგობრული პერსონალი და სხვადასხვა ტიპის სერვისები. სასტუმროს ინტერიერში იდეალურადაა გაერთიანებული ხის კლასიკური და თანამედროვე ინტერიერი, რომელიც ქმნის ნათელ და ამავდროულად მყუდრო გარემოს ნომრებსა და მოსასვენებელ სივრცეებში. აქ დაგხვდებათ რესტორანი საუცხოო ხედით, სადაც შეძლებთ გურიის და საქართველოს ტრადიციული კერძების დაგემოვნებას, აივნები მშვიდი დასვენებისთვის, უფასო პარკინგი და საუნა, ფიზიკური განტვირთვისთვის. სასტუმროში სხვადასხვა ტიპის ნომრებია ხელმისაწვდომი, რომლებიც 2 ან 3 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. თითოეული ნომერი უმაღლესი დონის კომფორტითაა უზრუნველყოფილი. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი აივნით ან მის გარეშე.
    36 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾212
    დაჯავშნა
  4. Grey Pine ბახმარო - Grey Pine Bakhmaro
    სასტუმრო გურიის ქუჩა
    Grey pine bakhmaro კოტეჯის ტიპის სასტუმროა ბახმაროში, რომელიც წიწვოვან ტყესთან ახლოს მდებარეობს. სასტუმროდან გასაოცარი ხედი იშლება როგორც კურორტის უმშვენიერეს ბუნებაზე ასევე ბახმაროს ცენტრზე. კოტეჯი თანამედროვე არქიტექტურული სტილით გამოირჩევა. ნახევრად გამჭირვალეა რაც მეტ სივრცესა და პანორამული ხედებით სიამოვნების შესაძლებლობას იძლევა. ინტერიერი მინიმალისტური და თანამედროვეა. შექმნილია მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო, რომელიც ძალიან უხდება ბახმაროსთვის დამახასიათებელ ესთეტიკას. სტუმრებს მშვიდად დასვენება კოტეჯის აივანზე შეუძლიათ, სადაც მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე საქანელითა და სავრძლებით. კოტეჯი სრულიად უზრუნველყოფილია უმაღლესი დონის კომფორტით. აქ დაგხვებათ მისაღები სივრცე, სამზარეულოსთან ერთად, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის გათბობა/გაგრილების სისტემით, ყავის აპარატით და სხვა. ასევე განთავსებულია ორი საძინებელი, სადაც მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. შესაბამისად, Grey pine bakhmaro იდეალურია მათთვის ვინც ოჯახთან ან მეგობრების ჯგუფთან ერთად ისვენებს.
    მიმოხილვა
    ფასი ₾556
    დაჯავშნა
  5. Dobby's House
    კოტეჯი სატყეოს ქუჩა
    Dobby’s house bakhmaro გამორჩეული ატმოსფეროს მქონე სასტუმროა ბახმაროში, რომელიც თავს სრულიად სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ. სასტუმროს კოტეჯი ზღაპრულ ხის სახლს მოგაგონებთ, ჩუქურთმებით, დარაბებით, ფერადი ფარდებითა და ბევრი ყვავილებით. აქ შექმნილია პოზიტიური და მყუდრო გარემო, რაც საოცარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ ბახმაროს ულამაზესი წიწვოვანი ტყის ფონზე. სატყეოს ქუჩაზე მდებარე Dobby’s house bakhmaro სამი საძინებლისგან შედგება და შესაბამისად კოტეჯი მაქსიმუმ 8 ადამიანზეა გათვლილი. ასე რომ ეს იდეალური ადგილია თუ თქვენ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასვენებას აპირებთ. კოტეჯის ინტერიერი საკმაოდ ფერადი და სასიამოვნოა. ქვისა და ხის ინტერიერი, ფერად დეკორაციებთან ერთად, ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას. ასევე კოტეჯს თან აქვს პატარა ეზო, ფერადი მოსასვენებელი სივრცეებით.
    10 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾300
    დაჯავშნა
  6. კოტეჯი ვაკიჯვარის ქუჩა
    თუ ბახმაროში დასვენებისას მყუდრო გარემოს ეძებთ, რომელიც კიდევ უფრო ახლოს შეგაგრძნობინებთ ბახმაროს იდუმალებასა და ხიბლს, მაშინ იდეალური არჩევანი იქნება სასტუმრო Cozy cottage in bakhmaro. ეს არის მყუდრო კოტეჯი ხის აივნებითა და ულამაზესი ხედით ბახმაროზე, რომელიც მოგეწონებათ თუ ბუნებაში მშვიდად განტვირთვისთვის ადგილს ეძებთ. სამ საძინებლიანი კოტეჯი უზრუნველყოფილია სრული კომფორტით. აქ დაგხვდებათ სრულფასოვანი დასვენებისთვის საჭირო ყველა ტექნიკა, მათ შორის სამზარეულოს ინვენტარი, ტელევიზორი და სხვა. თითოეული ოთახი ხის ინტერირითაა მოწყობილი და ძალიან მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. კოტეჯი 6 ადამიანზეა გათვლილი. გარდა კომფორტული პირობებისა და სასიამოვნო ატმოსფეროსი, სასტუმროს საკმაოდ კარგი ადგილმდებარეობა აქვს. საკმაოდ მალევე შეგიძლიათ მოხვდეთ ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში, სადაც რამდენიმე კვების და გასართობი ობიექტია, მათ შორის ბავშვებისთვის.
    1 მიმოხილვა 10
    ფასი ₾254
    დაჯავშნა
  7. ჩემთან ქოხში - With Me In The Hut
    კოტეჯი ბახმაროს ქუჩა
    სასტუმრო With me in the hut გამორჩეული ადგილია ბახმაროში, სადაც დაგხვდებათ თბილი და მყუდრო გარემო, საოცარ ხედებთან ერთად. ეს არის კოტეჯის ტიპის სასტუმრო, რომელიც იდეალურია თუ მეგობრების ჯგუფთან ან ოჯახთან ერთად მოგზაურობთ. სასტუმროში განთავსებულია 8 ერთსაწოლიანი ოთახი სხვადასხვა საძინებლებში. გარდა ამისა, განთავსებულია მოსასვენებელი ოთახი, სამზარეულოსთან ერთად, სადაც დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი, რათა კვება უპრობლემოდ უზრუნველყოთ. With me in the hut-დან გასაოცარი ხედი იშლება კურორტ ბახმაროზე, განსაკუთრებით საღამოობით. გარდა კომფორტული პირობებისა, სასტუმრო საკმაოდ ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს. ბახმაროს ქუჩაზე მდებარე With me in the hut-დან მარტივად და მოკლე დროში შეგიძლიათ მოხვდეთ ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველ საღამოს ხალხი იკრიბება და მხიარულ საღამოებს აწყობს.
    მიმოხილვა 8
    ფასი ₾325
    დაჯავშნა

ბახმაროში დასვენება

ბახმარო უნიკალური კურორტია გურიაში, რომელსაც გამორჩეული არქიტექტურა და ესთეტიკა ახასიათებს. ხის კოტეჯების, ნისლისა და საცხნენოსნო ტურების კურორტი იდეალურია კლიმატოთერაპიისთვის და ბუნებაში ლაშქრობისთვის. აქ სასტუმროების დიდი არჩევანია და მათი უდიდესი ნაწილი კოტეჯის ტიპისაა.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.