კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები ანანურში

5 საუკეთესო სასტუმრო ანანურში დასარჩენად

  1. სასტუმრო ანანური - Hotel Ananuri
    სასტუმრო ანანური
    სასტუმრო და რესტორანი ანანური ჟინვალის წყალსაცავთან ახლოს მდებარეობს, შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც ანანურის მთების, სხვადასხვა ფერად აელვარებული ჟინვალის წყალსაცავისა და ხეობაში შეფენილი სოფლების ხედი იშლება. სასტუმროს არქიტექტურა ციხე-სიმაგრეს მოგაგონებთ კოშკების იმიტაციით და კრამიტით დახურული სახურავით. Hotel Ananuri იდეალური ადგილია, თუკი მეგობრებთან ერთად ქალაქიდან გასვლა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და ბუნების პეიზაჟებით ტკბობა გსურთ. სასტუმროს ნომრები მოვლილი და სუფთაა. ხის ჭერი ოთახს კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს. ნომერში დაგხვდებათ საკმაოდ ტევადი კარადაც. ანანურის სანახაობების მოვლის შემდეგ, გემრიელად ვახშმობა სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ. რესტორნის ტერასიდან ანანურის გაშლილი სივრცე და მთებს შორის ჩაწოლილი ჟინვალის წყალსაცავი იშლება, რომელიც სხვადასხვა სეზონსა და ამინდში სხვადასხვა ფერად არის თითქოს შეღებილი. რესტორანში ქართული კერძებისა და ღვინოების დაგემოვნება შეგიძლიათ. თუ გაგიმართლებთ, შესაძლოა ცოცხალი მუსიკის საღამოზეც შეძლოთ დასწრება.
    25 მიმოხილვა 6.8
    ფასი ₾168
    დაჯავშნა
  2. კოტეჯები ანანურში - Ananuri cottages
    კოტეჯი ანანური
    ანანურში სტუმრობას ისე არაფერი უხდება, როგორც ხის კოტეჯებში დასვენება. კოტეჯები ჟინვალის განახლებული სანაპიროს მიმდებარედ, მშვიდ და წყნარ ადგილას მდებარეობს სუფთა ჰაერზე. ეზოში განთავსებულია 5 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კოტეჯი, ერთ, ორ და სამ ოთახიანი. ინტერიერში და ექსტერიერში გამოყენებულია ხის ბუნებრივი მასალა, რაც ქალაქგარეთ დასვენებას თავის ხიბლსა და ესთეტიკას სძენს. კოტეჯები აღჭურვილია ყველაფრით, რაც აქ ვიქენდის კომფორტულად გასატარებლად შეიძლება დაგჭირდეთ. ყოველ მათგანს საკუთარი სამზარეულოს კუთხე-ბარი აქვს, მაცივრით, გაზქურითა და ყავა/ჩაის ინვენტარით. კოტეჯები ანანურში იდეალური ადგილია მეგობრების ჯგუფთან ერთად ჩამოსასვლელად. ჯამში ოცამდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ეზო საკმაოდ დიდი და კომფორტულია საღამოს გართობის მოსაწყობად, კოცონის დასანთებად და BBQ წვეულების მოსაწყობად.
    მიმოხილვა
    ფასი ₾50
    დაჯავშნა
  3. ვილა ანანური - Villa Ananuri
    სახლი ანანური
    Villa Ananuri ჟინვალის წყალსაცავის პირას, გამწვანებული ეზოთი და აუზით მასპინძლობს ვიზიტორებს. ზაფხულობით აქაურობა განსაკუთრებით ლამაზია აყვავებული ვარდის ბუჩქებით, ყვავილების ხეივნებითა და საზაფხულო ვერანდებით. ვილას დაქირავება გაცილებით გამართლებულია, თუკი მეგობრებთან ერთად წვეულების გამართვა გსურთ. აქ ყველაფერია, რაც ღია ცის ქვეშ დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად დაგჭირდებათ: მუსიკა, სასიამოვნო გარემო, ეზოს კომფორტული ავეჯი, BBQ ინვენტარი და დღის ბოლოს კომფორტული ვილა მოსასვენებლად. Villa Ananuri-ში შესაძლებელია ერთბაშად 20-მდე ადამიანის განთავსება. თუმცა თუკი სასტუმრო მხოლოდ წყვილისთვის გსურთ, უმჯობესია არჩევანი სხვა ალტერნატივებზე შეაჩეროთ.
    მიმოხილვა
    ფასი ₾140
    დაჯავშნა
  4. პანორამა ანანური - Panorama ananuri
    საოჯახო სასტუმრო ანანური
    Panorama ananuri guest house მყუდრო და კომფორტული დასარჩენია ჟინვალის წყალსაცავთან ახლოს, საკუთარი გამწვანებული ეზოთი და ფართე აივნებით, საიდანაც დანისლული მთებისა და წყლის პეიზაჟი გაღვიძებისთანავე შეგიქმნით დილის საუკეთესო განწყობას. Panorama ananuri guest house ის ადგილია, სადაც თავს სახლურ გარემოში იგრძნობთ. ოთახები მინიმალისტური, თუმცა სუფთა და კეთილმოწყობილია, შეგიძლიათ შერჩიოთ როგორც აივნით, ისე მის გარეშე. თუკი პატარასთან ერთად რჩებით, მასპინძლებს ბავშვის საწოლის შემოთავაზებაც შეუძლიათ. შეგიძლიათ ისარგებლოთ საერთო სამზარეულოთი, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი. თუკი სახლში სადილობა არ გსურთ, გესთჰაუსიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში მდებარეობს რესტორანი ანანური, სადაც ასევე არაჩვეულებრივი ბუნებისა და ღვინის თანხლებით გაგიმასპინძლდებიან ქართული ტრადიციული კერძებით.
    53 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾127
    დაჯავშნა
  5. Lakeview  გლამპ- Lakeview Glamp
    გლამპინგ ზემო არანისი
    თუ განმარტოება და მეტად ეგზოტიკური გამოცდილების მიღება გსურთ, Lakeview Glamp-ს უნდა ეწვიოთ პარტნიორთან ერთად. შემაღლებულ ფერდობზე მდგარი გლემპინგი პატარა ტერასით ზედმოდან დაჰყურებს სოფელ ანანურს, გარშემო მთებსა და მათ შორის მოქცეულ ჟინვალის წყალსაცავს. Lakeview Glamp-ში მოწყობილია საძინებელი, სამზარეულოს კუთხე ყავა/ჩაის ინვენტარით და სააბაზანო. გაღვიძებისთანავე საძინებლიდან ბუნების ფერები და პეიზაჟი გამოგაფხიზლებთ. დილის ყავა გლემპინგის ტერასაზე დღის საუკეთესო დასაწყისია და სუფთა ჰაერთან ერთად მომენტალურად მოგიყვანთ ენერგიაზე. აუცილებლად მოიმარაგეთ თან საკვები, რადგან ადგილზე მომზადებას ვერ შეძლებთ. თან იქონიეთ მზა კერძები, ან ესტუმრეთ უახლოეს რესტორანს ვახშმისთვის.
    103 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾166
    დაჯავშნა

ანანურში დასვენება

თუ ქალაქიდან გასვლას მეგობრებთან ერთად ან მათ გარეშე გეგმავთ, ანანური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია თბილისიდან დაახლოებით 50 წუთის სავალ გზაზე. თუკი მოგზაურობის შემდეგ ანანურში დარჩენას გადაწყვეტთ, ალტერნატივების განხილვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ სასტუმროები და კოტეჯები, რომლებსაც სტატიაში მიმოვიხილავთ.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ ანანურში?

ანანურის ხსენებისას პირველი, რაც თვალწინ წარმოგვიდგება, ანანურის უმშვენიერესი კომპლექსია შემაღლებულ ბორცვზე, ჟინვალის პირას. კომპლექსი ციხე-კოშკების, გალავნისა და ეკლესიისგან შედგება. აქედან ხელის გულივით მოსჩანს მთებს შორის ჩაწოლილი ჟინვალის წყალსაცავი, რომელიც ნებისმიერ სეზონზე მოგხიბლავთ თავისი ბუნებითა და მშვენიერებით.

ტურისტებისა და ფოტომოყვარულთა რჩეული ადგილია ჟინვალი პანორამა, სადაც საქანელები და სხვადასხვა დეკორაციებით შექმნილი ადილებია ჟინვალის ფონზე ლამაზი ფოტოების გადასაღებად. ჟინვალი პანორამას ზუსტი კოორტინატები იხილეთ ლინკზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა მანძილია თბილისიდან ანანურამდე?

თბილისიდან ანანურამდე 60 კილომეტრია. მანქანით დაახლოებით 1 საათი დაგჭირდებათ დისტანციის დასაფარად.

რა ღირს სასტუმროები ანანურში?

ანანურის სასტუმროების ფასი 80-დან 250 ლარამდე მერყეობს.

რომელ სასტუმროებს აქვს ხედი ჟინვალის წყალსაცავზე?

Lakeview Glamp, Hotel Ananuri, Panorama ananuri guest house.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ანანურში?

ყველაზე პოპულარულია Hotel Ananuri, Villa Ananuri და Lakeview Glamp.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა კოტეჯები ანანურში და Panorama ananuri guest house.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ Hotel Ananuri-ში.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

Lakeview Glamp და კოტეჯები ანანურში.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია Lakeview Ananuri და Panorama ananuri guest house.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

აუზით აღჭურვილია Villa Ananuri.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

სტატიაში განხილული ყველა სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.