საცურაო აუზები : პოპულარული აუზების მიმოხილვა 2024
საცურაო აუზები ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო პოპულარული დასასვენებელი ადგილი ხდება. გარუჯვისა და ცურვის მოყვარულებს სხვადასხვა კრიტერიუმები აქვთ – კომფორტული ავეჯი, ინფრასტრუქტურა, მდებარეობა და ფასი. შაბათ-კვირას განტვირთვისა თუ რეგულარული ვარჯიშისთვის შესაფერის აუზებს ქვემოთ გაეცნობით. აღმოაჩენთ საუკეთესო ღია და დახურულ აუზებს თბილისში, ბათუმში და ქუთაისში. ასევე დედაქალაქის შემოგარენში – კახეთსა და მცხეთაში.
თბილისის აუზები
აუზები ბათუმში
აუზები მცხეთაში
აუზები კახეთში
აუზები სხვა ქალაქებში
თბილისის აუზები
Fit Club
Fit Club ახლად გახსნილი ფიტნეს ცენტრია ძველი თბილისის მიმდებარედ.კომპლექსი აერთიანებს სავარჯიშო დარბაზს, ფინურ საუნას, პილატესსა და რაც მთავარია, უმშვენიერეს აუზს სახურავზე. კომფორტული ავეჯი, მზის ქოლგები, ქალაქის ხედები და სასიამოვნო მუსიკა მთელი დღის განმავლობაში განტვირთვისა და გარუჯვისთვის იდეალური ადგილია. კლუბის კაფეში შეგიძლიათ შეუკვეთოოთ ჯანსაღი დეტოქს კოქტეილები და გარუჯვის პარალელურად ორგანიზმი სასარგებლო ვიტამინებითა და ენერგიით მოამარაგოთ. კლუბს სამი სხვადასხვა ტიპის აბონიმენტი აქვს, მათ შორის დღიური – 140 ₾, სტარტი – 600 ₾ და ულიმიტო – 800 ₾.
მისამართი: 18, ლადო გუდიაშვილის ქუჩა
სამუშაო საათები: 7:00 – 23:00
დღიური აბონიმენტი: 140 ₾
თვიური აბონიმენტი: 600 – 800 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | 544 444 003
Radisson Blu Iveria
რადისონ ბლუ ივერიას აუზით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაშიც, თუკი სასტუმროში დარჩენას არ აპირებთ. ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქის ცენტრში
მდებარე აუზს შეგიძლიათ შეაფაროთ თავი.სასტუმროს ორი აუზი აქვს, ღია და დახურული, საიდანაც ქალაქისა და მთაწმინდის უმშვენიერესი ხედები იშლება. 25 მეტრიანი ღია აუზის გარშემო შეგიძლიათ გაირუჯოთ და თან რადისონის
უგემრიელესი კოქტეილებით ისიამოვნოთ. ერთი აბონიმენტით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც შიდა, ისე დახურული აუზით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სასტუმროს სპა ცენტრსაც ესტუმროთ და სარელაქსაციო მასაჟი ჩაიტაროთ.
სამუშაო საათები: 8:00 – 23:00
დღიური აბონიმენტი: 90 ₾ (კვირის დღეები), 100 ₾ (შაბათ-კვირა)
თვიური აბონიმენტი: 500 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | +995 322 40 22 00
აუზები საბურთალოზე
Holiday Inn Pool Garden
სასტუმრო Holiday Inn-ის აუზი ერთ-ერთი პოპულარული ლოკაციაა ზაფხულობით გასარუჯად. 25 მეტრის სიგრძის აუზს საკმაოდ დიდი გასარუჯი გამწვანებული ზონა აქვს. აუზის დღიური აპონიმენტის შეძენისას, ღირებულებაში შედის საუნაც. შეგიძლიათ ისარგებლოთ რესტორნისა და ბარის მომსახურებითაც, მოიწყოთ ლანჩი და აღიდგინოთ ძალები მზის აბაზანებს შორის. თბილისელები ამ ადგილს ზოგჯერ სამუშაოდაც ირჩევენ. ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ინტერნეტიც. შეგიძლიათ შეიძინოთ სეზონური აბონიმენტებიც, რომლებშიც საუნისა და ფიტნეს ცენტრით სარგებლობის უფლებაც შედის.
მისამართი: 26 მაისის მოედანი
სამუშაო საათები: 8:00 – 23:00
დღიური აბონიმენტი: 70 ₾ (კვირის დღეები), 90 ₾ (შაბათ-კვირა)
თვიური აბონიმენტი: 450 ₾ (8 ვიზიტი)
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | +995 322 25 20 20
Antique Resorts
ANTIQUE RESORTS ოთხ სართულიანი ბუტიკური ტიპის სასტუმროა, რომლის სახურავზეც მოწყობილია ღია აუზი და გასარუჯი ტერასა. აუზიდან ქალაქის
შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება. აუზი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ქალაქის ცენტრში გარუჯვისა და ცურვისთვის ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებს. სამწუხაროდ სასტუმროს არ აქვს სხვადასხვა ტიპის აბონიმენტები. თუმცა დღესასწაულებზე მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს ფასდაკლებებს. გაითვალისწინეთ, აუზზე სტუმრობამდე აუცილებლად დაუკავშირდით სასტუმროს და დაჯავშნეთ ვიზიტი.
მისამართი: 41, მერი დავითაშვილის ქუჩა
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
დღიური აბონიმენტი: 30 ₾ (კვირის დღეები), 40 ₾ (შაბათ-კვირა)
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | +995 557 71 14 10
აუზები კრწანისში
კრწანისის რეზიდენციის აუზი
თავისუფლების მოედიდან ავტომობილით 15 წუთში კრწანისის საცურაო აუზზე აღმოჩნდებით. კომპლექსი ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაშია გახსნილი. აუზი საკმაოდ დიდი ზომისაა, დასაწოლი ღია და ნახევრად გადახურული გასარუჯი სავარძლებით. აუზზე სასიამოვნო მუსიკაა, აქვე ფუნქციონირებს სასმელების ბარი და კაფე. აუზიდან თბილისზე გარშემორტყმული ფერდობების ხედები იშლება და გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ქალაქს შორ მანძილზე მოშორდით, რეალურად კი საკმაოდ ახლოს ხართ ცენტრალურ უბნებთან.
მისამართი: 47, კრწანისის ქუჩა
სამუშაო საათები: 9:00 – 19:00
დღიური აბონიმენტი: 60 ₾ (კვირის დღეები), 80 ₾ (შაბათ-კვირა)
თვიური აბონიმენტი: 650 ₾ (1 თვე); 500 ₾ (14 დღე); 330 ₾ ( 7 დღე)
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | +995 511 21 01 10
აუზი მარჯანიშვილზე
Forma Summer
აუზი ფაბრიკიდან მანქანით 7 წუთის სავალზე მდებარეობს. აუზიდან ზაფხულობით გამწვანებული ბუნების, მთებისა და მინდვრების ხედები მოსჩანს. აუზის გვერდით მოწყობილია მაგიდის ტენისის სათამაშო ზონა, დისკოს ბურთი და დიჯეის სცენა. დღის განმავლობაში აუზის ბარი გამაგრილებელ სასმელებითა და მსუბუქი კერძებით გაგიმასპინძლდებათ, საღამოობით კი აუზის ტერიტორია წვეულების ადგილად იქცევა, ცოცხალი მუსიკითა და ღამის გართობით. ვიზიტამდე უმჯობესია დაჯავშნოთ აუზზე ადგილები, რადგან ტერიტორია შედარებით მცირე ზომისაა.
მისამართი: 21, ბოდავის ქუჩა
სამუშაო საათები: 9:00 – 18:00
დღიური აბონიმენტი: 30 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | +995 599 54 19 12
აუზი თბილისის ზღვაზე
ფიბონაჩი
ტექნიკურად, ესაა თბილისის ზღვაზე მოტივტივე პლატფორმა, რომელიც თბილისის ზღვის კლუბშია მოწყობილი. თავისუფლების მოედნიდან მანქანით მისასვლელად 20 წუთი დაგჭირდებათ. გამჭვირვალე გუმბათის მსგავსი გადახურვის ქვეშ საზაფხულო ავეჯი, სკამები და გასარუჯი სავარძლებია განლაგებული. აქვეა ბარ-რესტორანი, რომელშიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ კოქტეილები, სანამ მზის სხივების ქვეშ ნებივრობთ. საღამოობით კლუბში ღია კინოთეატრი და ფილმების ჩვენებები ეწყობა. დღისით კი შეგიძლიათ იახტით გაისეირნოთ ზღვაზე. ვიზიტამდე წინასწარ ჯავშნის გაკეთება საჭირო არ არის.
მისამართი: თბილისის ზღვა
სამუშაო საათები: 11:00 – 20:00 (ორშაბათი-პარასკევი) & 11:00 – 2:00 (შაბათ-კვირა)
დღიური აბონიმენტი: 30 ₾ (კვირის დღეები), 35 ₾ (შაბათ-კვირა), ღირებულებაში შედის გასარუჯი სავარძელი და პირსახოცი.
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
Be pure
საცურაო კომპლექსი თბილისის ზღვაზე, ჰუალინგის რეკრეაციული ცენტრისა და სასტუმროს შემადგენლობაშია. შვიდ ზოლიანი საცურაო აუზის გვერდით მოწყობილია მეორე აუზი ბავშვებისათვის, რომელიც შედარებით მცირე ზომისაა. შემინული კედლების დამსახურებით სივრცეს ბუნებრივი განათება აქვს. ზაფხულობით მოწყობილია საზაფხულო ტერასები, მზის დასაწოლებითა და ქოლგებით. აუზის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სავარჯიშო დარბაზი, კაფე-ბარი და სხვა სპორტული აქტივობები. ყოველთვიური ულიმიტო აბონიმენტის ღირებულება 300 ლარიდან იწყება და მასში შედის აუზის, საუნის, დარბაზისა და ჯაკუზის მომსახურება.
მისამართი: ჰუალინგი
სამუშაო საათები: 7:00 – 23:00 ყოველდღე
დღიური აბონიმენტი: 50 ₾
თვიური აბონიმენტი: 300 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | +995 322 42 74 26
საცურაო აუზი გლდანში
აკვა ცენტრი & ფიტნესი
აკვა ცენტრი დახურული აუზია, 5 საცურაო ზოლით, 25 მეტრის სიგრძის. აუზის კედლები შემინულია და საკმაოდ ნათელი. თუკი მის სტუმრობას რეგულარულად გადაწყვეტთ, გირჩევთ ამისთვის დილის საათები შეარჩიოთ. შუა დღით და საღამოს აუზის ტერიტორია საკმაოდ ხალხმრავალია. მოქმედებს ცურვის შემსწავლელი წრე ბავშვებისთვის, ამიტომ ამ დროს აუზი საკმაოდ ხმაურიანია. გაითვალისწინეთ, აუზს მხოლოდ ყოველთვიური აბონიმენტები აქვს. დღიური აბონიმენტის შეძენას ვერ შეძლებთ.
მისამართი: 47, ხიზაბავრას ქუჩა
სამუშაო საათები: 8:00 – 21:30 (ორშაბათი-პარასკევი); 9:00 – 21:00 (შაბათი); აუზი კვირას დახურულია.
თვიური აბონიმენტი: 275 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
აუზები ვაკეში
ვაკის საცურაო აუზი
მათთვის, ვინც რეგულარულადაა დაკავებული ცურვით, ვაკის საცურაო აუზი უალტერნატივოა. 50 მეტრის სიგრძის აუზი აღჭურვილია წყლის ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. კომპლესს სავარჯიშო დარბაზი, საუნა და ჯაკუზი აქვს. ასევე კაფე, სადაც ჯანსაღი საუზმის მირთმევა შეგიძლიათ. აუზზე იმართება წყლის აერობიკის ჯგუფური ვარჯიშებიც. დარბაზში გახსნილია კრივისა და პილატესის წრეები. დღიური აბონიმენტი შედარებით ძვირია, ამიტომ, თუკი რეგულარულად აპირებთ სიარულს, უმჯობესია ყოველთვიური აბონიმენტით ისარგებლოთ.
მისამართი: 49ბ, ჭავჭავაძის გამზირი
სამუშაო საათები: 7:00 – 23:00 (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი); 7:00 – 21:00 (სამშაბათი); 9:00 – 22:00 (შაბათ-კვირა)
დღიური აბონიმენტი: 60 ₾
თვიური აბონიმენტი: 440 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
ნეპტუნი
ნეპტუნის კომპლექსი ვაკის საცურაო აუზის გვერდით მდებარეობს. სავარჯიშო დარბაზი, აერობიკა, საუნა და მასაჟი – ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. კომპლექსს ორი აუზი აქვს, 25 და 12 მეტრიანი. აუზებს მოძრავი, ნახევრად გამჭვირვალე სახურავი აქვს, რომლის გახსნაც შესაძლებელია. ზაფხულში სახურავი მთლიანად, ან ნახევრად გახსნილია. აუზზე მოწყობილია ლოქერები, საშხაპეები და კაფე. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზის პირსახოცებით.
მისამართი: 49ბ, ჭავჭავაძის გამზირი
სამუშაო საათები: 7:00 – 23:00 (ორშაბათი-პარასკევი) & 7:00 – 22:00 (შაბათ-კვირა)
დღიური აბონიმენტი: 50 ₾
თვიური აბონიმენტი: 420 ₾ (ულიმიტო)
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | 032 2250486
საცურაო აუზი დიღომში
ოლიმპიური აუზი
დიღმის ოლიმპიური აუზი ორი ნაწილისგან შედგება, 50 და 35 მეტრიანი აუზები. კომპლექსი თავისუფლების მოედნიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. ერთ-ერთ აუზზე მოწყობილია საცურაო ზოლებიც. ზაფხულობით აქაურობა საკმაოდ ხალხმრავალია. აუზის გარშემო ტერიტორია კი მთლიანად დაფარულია გასარუჯი ავეჯით. გაითვალისწინეთ, აქ ჩრდილს ვერ იპოვით, ამიტომ თუკი დღის ხანგრძლივი მონაკვეთის გატარებას აპირებთ აუზზე, მოიმარაგეთ მზისგან დამცავი საშუალებები. კომპლექსში მოწყობილია საბავშვო აუზი და კაფე-ბარი. აუზის აბონიმენტები შეგიძლიათ შეიძინოთ აუზზე, ან Fitpass პლატფორმის მეშვეობით. ადგილზე შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ბარათით გადახდა.
მისამართი: ოლიმპიური პარკი
სამუშაო საათები: 7:00 – 23:00
დღიური აბონიმენტი: 15 – 45 ₾ (კვირის დღეები), 20 – 50 ₾ (შაბათ-კვირა)
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
აუზი ისანში
ოლიმპიკი
თქვენს განკარგულებაშია 50 მეტრიანი დახურული აუზი და გარე აუზი, უზარმაზარი ვერანდითა და გასარუჯი ავეჯით. კომპლექსში ფუნქციონირებს სავარჯიშო დარბაზი, ტარდება აკვა აერობიკისა და ცურვის შემსწავლელი კურსები ბავშვებისა და უფროსებისთვის. პროფესიონალ ტრენერებთან ცურვის სამი გაკვეთილის ღირებულება 60 ლარია. ადგილზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ფინური საუნით ან ითამაშოთ ჩოგბურთი. ოლიმპიკში ხშირად იმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ამიტომ ვიზიტამდე აუცილებლად გადაამოწმეთ მათი Facebook გვერდის განცხადებები.
მისამართი: ჩოლოყაშვილის ქუჩა I კვარტალი, 5ბ
სამუშაო საათები: 8:00 – 22:00 (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი); 8:00 – 20:00 (ოთხშაბათი); აუზი კვირას დახურულია
დღიური აბონიმენტი: 20 ₾
თვიური აბონიმენტი: 220 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
აუზი ორთაჭალაში
სპორტ თაიმი
კომპლექსი ორი აუზისგან შედგება – ღია და დახურული. ორივე მათგანზე მოწყობილია საცურაო ზოლები. ზაფხულობით ღია აუზის გარშემო გასარუჯი დასაწოლები დგას. დღის მეორე ნახევარში ტერასა ნახევრად გადახურულია და შეგიძლიათ მზის სხივებს ჩრდილში დაემალოთ. აუზს საკუთარი კაფე-ბარიც აქვს. კომპლექსს საკუთარი ფიტნეს დარბაზიც აქვს. ასევე მოქმედებს ცურვის შემსწავლელი კურსები და აკვა აერობიკა. აუზის აბონიმენტების შეძენა მათი Facebook გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ.
მისამართი: 75 ა, ვახტანგ გორგასლის ქუჩა
სამუშაო საათები: 7:00 – 23:00
დღიური აბონიმენტი: 55 ₾ (კვირის დღეები), 60 ₾ (შაბათ-კვირა)
თვიური აბონიმენტი: 180 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
აუზები ბათუმში
კოლიზეუმ მარინა
კოლიზეუმ მარინა
თუკი ბათუმის ხალხმრავალ სანაპიროზე გარუჯვას უფრო მეტად მყუდრო გარემო გირჩევნიათ, შეგიძლიათ კოლიზეუმ მარინას ღია და დახურულ აუზებს ეწვიოთ, ამინდის გათვალისწინებით. აუზზე სტუმრობა იმ ადამიანებსაც შეუძლიათ, ვინც სასტუმროს ვიზიტორი არ არის. მომსახურებაში შედის შეზლონგი, ჯაკუზი, პირსახოცი და საუნით სარგებლობა. ასევე სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას და მიირთვან სასტუმროს ბარის არაჩვეულებრივი კოქტეილები.
მისამართი: 18, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა
სამუშაო საათები: 8:00 – 22:00
დღიური აბონიმენტი: 40 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: 0422 24 44 00 | Facebook
ბათუმი პლაზას საცურაო აუზი
ბათუმი პლაზას ოლიმპიური სტანდარტების აუზი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, საბაგიროდან 2 წუთის გზაზე. აუზს ასევე აქვს ვერანდა საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ბათუმის და ზღვის ულამაზესი ხედებით. აუზი ოლიმპიური სტანდარტებისაა, სიგრძე
50 მეტრია, ხოლო სიგანე 25 მეტრი. ერთ დღიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ჯაკუზით,საუნით, შეზლონგითა და პირსახოცით.
მისამართი: 5, ილია ჭავჭავაძის ქუჩა
სამუშაო საათები: 9:00 – 21:00
დღიური აბონიმენტი: 30 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: 0422 22 29 29 | Facebook
სოჰო ბათუმი
სოჰო ბათუმი დღის განმავლობაში აუზისა და მზის აბაზანების მოყვარულებს მასპინძლობს, მუსიკისა და მრავალფეროვანი კოქტეილების თანხლებით. საღამოობით კი ადგილი დამსვენებელთა საყვარელ წვეულებების ადგილად იქცევა. სხვა აუზებთან შედარებით, სოჰო საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია. ერთ დღიანი აბონიმენტის ღირებულებაში შედის შეზლონგითა და პირსახოცით სარგებლობაც.
მისამართი: ძველი ბულვარი
სამუშაო საათები: 9:00 – 00:00
დღიური აბონიმენტი: 25 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: 595535757
ბულვარ საიდ ბათუმის აუზი
აუზი მდებარეობს სასტუმრო ბულვარ საიდ ბათუმის ღია ტერასაზე ვერანდითა და კაფე-ბარით, ულამაზესი ზღვის ხედებით. მყუდრო გარემო და კომფორტული შეზლონგები მთელი დღის განმავლობაში თქვენს განკარგულებაშია. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს რესტორნით. აუზიდან მზის ჩასვლაც ულამაზესი სანახავია, ამიტომ დღის ბოლოს აუზის ტერიტორიის დატოვებას ნუ იჩქარებთ.
მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკის 56
სამუშაო საათები: 9:00 – 21:00
დღიური აბონიმენტი: 50 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 551 33 66 77
აუზები მცხეთაში
აუზი 53
თბილისიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს ღია აუზი 53, მტკვრის ნაპირას, არაჩვეულებრივი ხედით მცხეთის მთავარ ღირსშესანიშნაობაზე – ჯვრის მონასტერზე. აუზის გარშემო ხის ტერასა და მზის გასარუჯი კომფორტული საწოლებია. მოწყობილია გამწვანებული ბაღი საზაფხულო ავეჯით. აუზს აქვს საშხაპეები და ბარ-რესტორანი. ზაფხულობით აქ ხშირად ეწყობა ცოცხალი მუსიკის საღამოები. აუზის ტერიტორიაზე ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ვიზიტამდე უმჯობესია დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას და ადგილები დაჯავშნოთ.
მისამართი: მცხეთის “სალობიეს” მოპირდაპირე მხარეს
სამუშაო საათები: 9:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი); 11:00 – 19:00 (ოთხშაბათი); 10:00 – 18:00 (შაბათ-კვირა)
დღიური აბონიმენტი: 30 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
აუზი ვერანდა
აუზი ვერანდა მცხეთაში, თბილისიდან ავტომობილით ნახევარი საათის სავალ გზაზე მდებარეობს. გამწვანებული ტერასები, რიყის ქვითა და ხის ორნამენტებით გაფორმებული ექსტერიერი, ვარდისა და ვაზის ხეივნები, ტოსკანურ ატმოსფეროს ქმნის. აუზს საკუთარი ბარ-რესტორანიც აქვს, სადაც არაჩვეულებრივ გამაგრილებელ კოქტეილებს დააგემოვნებთ. ასევე შეგიძლიათ მოიწყოთ მსუბუქი ლანჩი და გემრიელად წაიხემსოთ. აუზის ტერიტორია იდეალურია სხვადასხვა ტიპის საღამოს მოსაწყობად, მათ შორის – დაბადების დღე, კორპორატიული წვეულება და ა.შ. აუზის დღიური აბონიმენტის ღირებულებაში შედის პირსახოციც.
მისამართი: 29, სამხედროს ქუჩა
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 (ყოველდღე)
დღიური აბონიმენტი: 30 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
ბლუ დროფი
blue drop აერთიანებს აუზს, დარბაზს, კაფე – რესტრორანს, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ მეგობრებთან ერთად. აუზიდან მთების არაჩვეულებრივი ხედი იშლება. აუზის გარშემო კომფორტული მზის სავარძლები და დასაწოლები დგას. მზის მწველ სხივებს შეგიძლიათ თავი შეაფაროთ რესტორანში და აქაური კოქტეილებითა და მსუქბუქი კერძებით ისიამოვნოთ. blue drop იდეალურია სხვადასხვა ტიპის საღამოებისთვის. ამიტომ, ვიზიტამდე აუცილებლად დაუკავშირდით და დაჯავშნეთ ვიზიტი.
მისამართი: სააკაძის ქუჩა
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | 599 70 01 44
ზედაზენი რეზორტის აუზი
ღია აუზით სარგებლობა ზედაზენი რეზორტის ვიზიტორების გარდა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამწვანებული გაზონი, მთებით გარშემორტყმული აუზი, ბარი და მრავალფეროვანი კოქტეილები ნამდვილად ღირს მგზავრობად. აუზი წიწამურთან, თბილისიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. აუზის ერთ დღიანი აბონიმენტს ღირებულებაში შეზლონგი და ღია ტერასა შედის. სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული კერძები.
მისამართი: წიწამური, თბილისის-ლესელიძის გზატკეცილის 23/800 კმ
დღიური აბონიმენტი: 30 ₾ (ორშაბათი-პარასკევი); 35 ₾ (შაბათ-კვირა)
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 577 418 598
აუზები კახეთში
მეღვინეობა გიუაანის აუზი
თბილისის აღმოსავლეთით, სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე, მდებარეობს საოჯახო მეღვინეობა გიუაანი, რომლის 15 მეტრიანი ღია აუზი ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს მასპინძლობს. თუ მზის აბაზანებთან ერთად სუფთა ჰაერიც გინდა ჩაისუნთქოთ, გიუაანი იდეალური ადგილია ქალაქიდან ერთი საათის სავალ გზაზე. გარუჯვისა და განტვირთვის პარალელურად, შეგიძლიათ ადგილობრივი ღვინის დეგუსტაციაც მოიწყოთ. სასტუმროს არაჩვეულებრივი რესტორანიც აქვს და აუზის ბარიც. გამწვანებულ ეზოში ჰამაკები, გასარუჯი საწოლები და ქოლგები დგას.
მისამართი: სოფელი მანავი
სამუშაო საათები: ყოველდღე, 11:00 – 23:00
დღიური აბონიმენტი: 30 ₾ (კვირის დღეები), 40 ₾ (შაბათ-კვირა)
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალის აუზი
ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჰაერი, ბუნებასთან სიახლოვე – კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი ზაფხულის ცხელ დღეებში აუზისა და მზის მოყვარულებს მასპინძლობს. სასტუმროს აუზით სარგებლობა შეგიძლიათ მაშინაც, თუ მისი ვიზიტორი არ ხართ. მთებითა და სიმწვანით გარშემორტყმული აუზი, სასიამოვნო ტემპერატურის წყალი, კომფორტული მზის დასაწოლები და აუზის ბარი დღის გატარების იდეალური ვარიანტია.
მისამართი: ხიზაბავრა, ლაგოდეხი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
დღიური აბონიმენტი: 35 ₾ (ორშაბათი-პარასკევი); 50 ₾ (შაბათ-კვირა)
საკონტაქტო ინფორმაცია: 511 77 77 20
რედისონ ქოლექშენი
თბილისიდან 2 საათის სავალზე წინანდლის მამულის გამორჩეულ სასტუმროში აღმოჩნდებით, სადაც დღის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ. სასტუმროს აქვს ღია და დახურული აუზები, საიდანაც კავკასიონისა და ქალაქის უმშვენიერესი ხედები იშლება. ღია აუზზე განთავსებულია კომფორტული მზის სავარძლები, აქვეა სასმელების ბარი, სადაც სხვადასხვა სახეობის ღვინისა და გამაგრილებელი სასმელების დაგემოვნება შეგიძლიათ. დახურული აუზის გარეთაც მოწყობილია ტერასა მზის აბაზანებისთვის. აუზს მოძრავი გამჭვირვალე კედლებით და სახურავი აქვს, ასევე საბავშვო აუზი და ტერასა. აუზები წელიწადის ოთხივე სეზონზე ემსახურება სტუმრებს. წყალში ნებივრობის გარდა, შეგიძლიათ ისეირნოთ ჭავჭავაძისეულ მამულში და რედისონის სხვადასხვა თემატიკის რესტორნებს ეწვიოთ.
მისამართი: წინანდალი
სამუშაო საათები: 08:00 – 23:00
დღიური აბონიმენტი: 80 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: 0322 40 22 22
აუზი საგურამოში
აუზი E60
თუკი ქალაქიდან გასვლას გეგმავთ, თბილისიდან ნახევარ საათში, საგურამოსთან ახლოს მდებარეობს აუზი E60, თანამედროვე სტილის ვილათი. გარშემო ხეები და მათი ბუნებრივი ჩრდილია, სადაც მზის სხივებს შეგიძლიათ შეაფაროთ თავი და ისიამოვნოთ გამაგრილებელი სასმელებითა თუ ჯანსაღი კერძებით. საღამოობით აუზის ტერიტორია განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, მაგიდის ტენისის დაფებითა და ხეებქვეშ გაბმული ჰამაკებით. აუზზე ვიზიტისას მოქმედებს ჯავშნის სერვისი, რომლის შესახებ ინფორმაციაც მათ Facebook გვერდზეა განთავსებული.
მისამართი: თბილისი – სენაკი – ლესელიძის მაგისტრალი (კოკა-კოლის ქარხნის მიმდებარედ)
სამუშაო საათები: 9:00 – 18:00 (ორშაბათი-სამშაბათი); 10:00 – 19:00 (ოთხშაბათი); 10:00 – 18:00 (ხუთშაბათი-კვირა)
დღიური აბონიმენტი: 20 ₾ (კვირის დღეები), 30 ₾ (შაბათ-კვირა)
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
SEVSAMORA RESORT & SPA
საგურამოში მდებარეობს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადგილი, SEVSAMORA RESORT & SPA, რომელსაც ღია და დახურული აუზები, სოლარიუმი, სპა და ფიტნეს ცენტრი აქვს. ღია აუზიდან და მისი ტერასიდან ზაფხულობით გამწვანებული მთების საუცხოო ხედები იშლება. კედლები გაფორმებულია გრაფიკული ნამუშევრებით. საერთო ჯამში, ატმოსფერო საკმაოდ მხიარული და საინტერესოა. ადგილზე შეგიძლიათ მოიწყოთ უგემრიელესი ვახშამი და დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ღვინო. ლოკაცია იდეალურია ორ დღიანი ვიქენდის გასატარებლად.
მისამართი: 1 სევსამორას ქუჩა
სამუშაო საათები: 10:00 – 22:00 ყოველდღე
დღიური აბონიმენტი: 50 ₾ (კვირის დღეები), 70 ₾ (შაბათ-კვირა)
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | +995 577 36 84 84
აუზები ქუთაისში
ქუთაისის ცენტრალური საცურაო აუზი
ქუთაისი საქართველოს ყველაზე ცხელი ქალაქია და თუ ზაფხულის დღეებს აქ ატარებთ, გაგრილება აუცილებლად დაგჭირდებათ. ქუთაისის ცენტრალური აუზი ღია და დახურული საცურაო აუზებისგან შედგება. დახურული აუზი ძირითადად სასწავლო ჯგუფებისთვის გამოიყენება, ღია აუზზე კი შეგიძლიათ გაირუჯოთ და იცურაოთ მთელი დღის მანძილზე. აუზის გარშემო მოწყობილია მზის დასაწოლები. მცირე აუზზე დამონტაჟებულია სასრიალო ბილიკიც.
მისამართი: 4, თაბუკაშვილის ქუჩა
სამუშაო საათები: 10:00 – 22:00
დღიური აბონიმენტი: 15 ₾
თვიური აბონიმენტი: 140 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook
ქუთაისის ოლიმპიური აუზი
ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ილიმპიური აუზი გაიხსნა. აუზის სიგრძე 50, ხოლო სიგანე 25 მეტრია. კომპლექსში მოწყობილია კომფორტული გასახდელები და საშხაპეები. აუზის გარე ტერიტორიაზე მოწყობილია პარკინგი და გარე კაფე, სადაც ფიზიკური დატვირთვის შემდეგ შეგიძლიათ გემრიელად წაიხემსოთ. ახალი აუზით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მოყვარულებს, ისე სპორტსმენებს. აუზის ტერიტორიაზე მოწყობილია თანამედროვე სფიტნეს დარბაზიც, უახლესი ტრენაჟორებით.
მისამართი: ბუხაიძის ქუჩა
აუზი ფოთში
ფოთის საცურაო აუზი
ფოთის სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის დახურული საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. ადგილზე ცურვის შემსწავლელი კურსების გავლაც შეგიძლიათ. აუზს აქვს როგორც ერთ დღიანი, ისე გრძელვადიანი აბონიმენტები. კომპლექსში გახსნილია წყლის აქსესუარების მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საცურაო კოსტუმები, ქუდები და ა.შ.
მისამართი: ზერაგიას 49
სამუშაო საათები: 7:00 – 23:00
თვიური აბონიმენტი: 160 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 18 16 56 | Facebook
აუზი საჩხერეში
საჩხერის საცურაო აუზი
საჩხერის საცურაო აუზი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომპლექსია. აუზზე შეგიძლიათ შეისწავლოთ ცურვა და ივარჯიშოთ რეგულარულად. ხშირად იმართება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის, მასპინძლობს საქართველოს ცურვის ჩემპიონატებსაც.
მისამართი: თამარ მეფის ქუჩა 4
სამუშაო საათები: 7:00 – 21:00, ყოველდღე, კვირის გარდა
დღიური აბონიმენტი: 7 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 53 32 16
პოპულარული აუზები
ჯინო ფერედაისი
ზამთარსა თუ ზაფხულში, ჯინო ფერედაისში გაგრილება ნებისმიერ სეზონზე
შეგიძლიათ. აუზებში 24/7 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამმაგი ფილტრაცია. წყლის
ტემპერატურა კი მზიან ამინდზე არ არის დამოკიდებული, რადგან ხელოვნურად თბება. თქვენს განკარგულებაშია საბავშვო აუზები სლაიდებით, ტობოგანი (დახურული სლაიდები უფროსებისთვის), ღია და დახურული აუზები, 6 ტიპის საუნა და ა.შ. ოჯახთან და მეგობრებთან ერთად წყლის ატრაქციონებით გართობასთან ერთად, ადგილზე შეგიძლიათ ეწვიოთ კაფე-ბარს, მოიწყოთ გემრიელი შესვენება და აღიდგინოთ ძალები.
მისამართი: ბეშენოვას ქ. 9, თბილისის ზღვის მიმდებარედ
სამუშაო საათები: 10:00 – 22:00
დღიური აბონიმენტი: 59 ₾ (ორშაბათი-პარასკევი); 69 ₾ (შაბათ-კვირა)
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | 032 215 85 85
არენა
სპორტ კომპლექსი არენა აერთიანებს 25 მეტრიან დახურულ აუზს, სავარჯიშო დარბაზს, საუნას, ვერანდას – პატარა გარე აუზით, სადაც შეგიძლიათ გაირუჯოთ, დაკავდეთ სხვადასხვა სპორტული აქტივვობით და დრო აქტიურად გაატაროთ. სპორტული კომპლექსის პირველ სართულზე არის საქართველოში პირველი სპორტული აღჭურვილობისა და ინვენტარის მოლი – “არენა მოლი”. Arena Mall აერთიანებს ყველა სახის სპორტულ ინვენტარს და სამოსს, როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიულ დონეზე. აუზით სარგებლობა შეგიძლიათ Fitpass ბარათითაც, რაც არაჩვეულებრივი შემოთავაზებაა ფასის გათვალისწინებით.
მისამართი: უნივერსისტეტის ქუჩა, 2
სამუშაო საათები: 7:00 – 23:00
დღიური აბონიმენტი: 22 ₾
თვიური აბონიმენტი: 222 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | 032 239 02 89
აუზი რუსთავში
თოლია
აუზი თოლია რუსთავში მდებარეობს. ადგილზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ ცურვის გაკვეთილებზე, ისარგებლოთ საუნით, ივარჯიშოთ, დაესწროთ აკვა აერობიკის წრეს და გაიჯანსაღოთ სხეული. აუზზე დაგხვდებათ სასიამოვნო, კომფორტული გარემო, ლოქერებით, საშხაპეებითა და მოზაიკით მორთული კედლებით.
მისამართი: მშენებელთა ქუჩა, 15
სამუშაო საათები: 7:00 – 22:00
თვიური აბონიმენტი: 180 ₾
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | 0341 25 71 00
აუზები ქალაქგარეთ
Georgios Ranch
რანჩო ლისიდან 6 კილომეტრში, სოფელ წოდორეთში მდებარეობს. ზაფხულის ცხელ დღეებში რანჩოს აუზი თბილისელების საყვარელი გატვირთვის ადგილია. გამწვანებული ეზო, ქვიშის ფრენბურთი, გემოვნებიანი მუსიკა, აუზის ბარი, წყლის გათბობა – აუზზე ყველანაირი კომფორტია შექმნილი სასიამოვნო დასვენებისთვის. აუზის ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მრავალფეროვანი სასმელები და კოქტეილები და ევროპულ სამზარეულო. შეზლონგით სარგებლობა შედის აუზის ღირებულებაში – წინასწარ არ იჯავშნება შეგიძლიათ იქირაოთ სასტუმროს ნომერი ან კოტეჯი ვიქენდზე, იჯირითოთ ცხენებზე ან მოაწყოთ წვეულება.
მისამართი: წოდორეთი
სამუშაო საათები: 9:00 – 19:00 ყოველდღე
დღიური აბონიმენტი: 25 ₾ (ორშაბათი-პარასკევი); 45 ₾ (შაბათ-კვირა)
საკონტაქტო ინფორმაცია: Facebook | 599 73 05 30
Orbeti Pool Club
Orbeti Pool Club 20 მეტრიანი ღია საცურაო აუზითა და მრავალფეროვანი სპა პროცესურებით თბილისიდან სულ რაღაც ნახევარი საათის საათის გზაზე, სუფთა
ჰაერზე გიმასპინძლებთ. Pool Club-ში განთავსებულია რესტორანი და ლაუნჯი , სადაც სხვადასხვა ქვეყნის
გამორჩეულ სამზარეულოს დააგემოვნებთ. გარემო დახვეწილი და გამორჩეულია, ხედები – ერთ-ერთი საუკეთესო.
მისამართი: ორბეთი
სამუშაო საათები: 10:00 – 20:00
დღიური აბონიმენტი: 50 ₾ (ორშაბათი-პარასკევი); 70 ₾ (შაბათ-კვირა)
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 274 727