რა საიტებზე დადოთ ბინა გასაქირავებლად
ტურისტული სექტორი დღითიდღე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა სასტუმროებსა თუ კერძო ბინებზე, იზრდება. აქედან გამომდინარე დღეს ბინის გაქირავება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მიიღო დამატებითი შემოსავალი, ან აქციო ის შენი შემოსავლის მთავარ წყაროდ.
რატომ არის ბინის გაქირავება კარგი იდეა?
ბინის გაქირავება და ამ იდეის მომგებიანობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება თუმცა ამასთანავე მისი ეფექტიანობა რამდენიმე პირობაზეა დამოკიდებული. დავიწყოთ იმით, რომ სასტუმროების სექტორი ყოველდღიურად ვითარდება და ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მაღალშემოსავლიანი ბიზნესი. მეორე მხრივ ტურისტების რაოდენობა ხშირად მზარდია, განსაკუთრებით საქართველოში, მათ კი სხვადასხვა ტიპის მოთხვნები აქვთ. კონკრეტულად, ბევრი ტურისტი დღეს ცნობილ და პრესტიჟულ სასტუმროებზე მეტად უპირატესობას ნაკლებად ცნობილ, კერძო სასტუმროებსა და აპარტამენტებს ანიჭებს.
მათთვის ეს ბევრად კომფორტული საშუალებაა დაისვენონ რადგან ბინის ქირაობის შემთხვევაში, მოგზაურობა ბევრად მოქნილია, ასევე კვება საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლიან უზრუნველყონ და ამასთან ბინის დაქირავება ბევრად უფრო ბიუჯეტურია. ასევე ეს იდეალური შესაძლებლობაა გაიცნო ადგილობრივები და ადგილობრივი კულტურა კიდევ უფრო ახლოს. ისეთ რეგიონებში სადაც პრესტიჟული სასტუმროები არაა განთავსებული, ბინის ქირაობა შესანიშნავი საშუალებაა მოინახულო უცხო ადგილები და გაამრავალფეროვნო მოგზაურობა.
შესაბამისად, სწორედ ამ ფაქტორების და დღევანდელი ტრენდის გათვალისწინებით, ბინის გაქირავება კარგი აზრია შემოსავლის დამატებითი წყაროს საპოვნელად და ტურისტულ სექტორში მცირე ბიზნესის დასაწყებად.
რომელ პლატფორმებზე გამოვაქვეყნოთ ბინა გასაქირავებლად?
დღეს უამრავ პლატფორმას შეხვდებით სადაც თქვენი სასტუმროს გასაჯაროება, პოტენციურ კლიენტებთან გაცნობა და მათთვის შეთავაზებების გაკეთება შეგიძლიათ. პლატფორმებს თავიანთი პოლიტიკა და პირობები გააჩნიათ სასტუმროს მეპატრონეებისთვის, ე.წ ჰოსთებისთვის. იმისთვის, რომ თქვენმა სასტუმრომ ან გასაქირავებელმა ბინამ წარმატებით მიიღოს სტუმრები და იყოს მოთხოვნადი, საჭიროა არჩეული პლატფორმის პირობების დაკმაყოფილება და თქვენი შეთავაზებების ეფექტური მარკეტინგი სამიზნე აუციდტორიასთან. ქვემოთ წარმოგიდგენთ ტოპ რამდენიმე პლატფორმას, სადაც შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენი მცირე სასტუმროს ფოტოები, შეთავაზებები და მიიღოთ ჯავშნები.
Booking.com
Booking ყველაზე ცნობილი პლატფორმაა, როცა საქმე ეხება სასტუმროებს, მათ მოძებნას ან გაქირავებას. ვებსაიტს დღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთ-ერთი უპირობო ლიდერია. აქ თქვენ, როგორც მასპინძლეს გეძლევათ საშუალება გამოაქვეყნოთ თქვენი ბინის/სასტუმროს ფოტოები, მიუთითოთ პირობები, ფასი და დაელოდოთ ჯავშნების მოთხოვნებს. Booking პლატფორმა არის უსაფრთხო და ჰოსთებისთვის, იგივე მასპინძლებისთვის მისაღები და მარტივი პირობები აქვს სარგებლობისთვის. კონკრეტულად ჰოსთებმა უნდა გადაიხადონ საწევრო გადასახადი, რომელიც სულ რაღაც 15%-ს შეადგენს. საკომისიო გაიზრდება თუ გსურთ, რომ თქვენი შეთავაზება, ტოპ რეიტინგში მოხვდეს და ძებნისას, პოტენციულ კლიენტს პირველ ვარიანტად გამოუჩნდეს.
მნიშვნელოვანია Booking-ზე თქვენი პროფილი ეფექტურად მართოთ და შეინარჩუნოთ ხარისხი, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ დაგიწეონ შეფასებები სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით და შექმნან თქვენი საერთო რეიტინგი, რომელიც განსაზღვარვს თქვენს სრულ რეპუტაციას Booking-ზე და შესაბამისად პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებისა და კეთლგანწობის დონეს.
Airbnb.com
Airbnb ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, სადაც მილიონობით ადამიანი ეძებს მისთვის სასურველ ბინასა თუ სასტუმროს მოგზაურობის პერიოდში. ბუქინგის მსგავსად Airbnb-საც საკმაოდ მრავალი აქაუნთი აქვს ჰოსთების სახით. საქართველოში Airbnb საკმაოდ პოპულარულია და აქ კონკურენცია დიდია, თუმცა კონკურენტუნარიანობა თქვენივე პირობებზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ კონკურენტთა რაოდენობაზე.
ჰოსთებისთვის Airbnb საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია და ბუქინგის მსგავსად მას აქაც აფასებენ რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით, როგორიცაა სერვისის ხარისხი, სისუფთავე და სხვა. Airbnb ასევე აწესებს მარტივ და ხელმისაწვდომ მოთხოვნებს ჰოსთებისთვის და სთავაზობს მომსახურების საკომისიოს გადახდის ორ ალტერნატივას.
პირველია გაყოფილი გადასახადი, სადაც თქვენ გეკისრებათ ფიქსირებული საკომისიო 3%. დამატებითი 13% კი ირიცხება სტუმრების საკომისიოს სახით. მაგალითისთვის, თუ თქვენ აქირავებთ ნომერს 100$-ად, აირბიენბი, კლიენტებს ნომერს 113$-ად შესთავაზებს.
თუ გსურთ რომ პოტენციურ კლიენტებს რეალური ფასი შესთავაზოთ, შეგიძლიათ გადახდის მეორე მეთოდი აირჩიოთ, რომელსაც “მხოლოდ მასპინძლის გადასახადს” უწოდებენ. ეს სავალდებულოა უმეტეს ქვეყნაში. თქვენ, როგორც სერვისის შემთავაზებელს გეკისრებათ საკომისიო, მთლიანი თანხის 15%.
Ipove Sastumro
თუ გსურთ რომ საქართველოში აწარმოოთ თქვენი მცირე თუ მასშტაბური სასტუმრო ბიზნესი და მარტივად დაუკავშირდეთ პოტენციურ მომხმარებლებს, ახალი ქართული პლატფორმა Ipove Sastumro ამისთვის შესანიშნავი არჩევანია. პლატფორმა აერთიანებს საქართველოს ყველა კურორტსა და ტურისტულ დანიშნულებას და მათში მოქმედ სასტუმროებს. პლატფორმასთან თანამშრომლობით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სასტუმროს სერვისები და დეტალები გამოაქვეყნოთ და ქართველ თუ უცხოელ მოგზაურებს მარტივად გააცნოთ თქვენი უპირატესობები.
Facebook აღარ არის მხოლოდ სოციალური პლატფორმა პირადი კონტაქტებისთვის. ის დიდი ხანია აქტიურად გამოიყენება ბიზნესის ეფექტურად წასამართად. Რაც Facebook-ს marketplace ველი დაემატა, სულ უფრო და უფრო იმატა პლატფორმაზე სხვადასხვა განცხადებებმა, სადაც ადამიანები ყიდიან თუ აქირავებენ სხვადასხვა სახის ნივთებს. ასევე ბევრია განცხადება საოჯახო სასტუმროების და ბინის იმ მეპატრონეების მხრიდან, რომლებიც ტურისტებზე აქირავებენ ბინებს. ისინი აქვეყნებენ ფოტოებს, პირობებს, ადგილმდებარეობას და ხშირ შემთხვევაში ფასსაც.
იმისთვის, რომ Facebook-ზე წარმატებით შეძლოთ პოტენციური კლიენტის პოვნა საჭიროა თქვენი ბინის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნოთ და მიუთითოთ ფასიც. Facebook მომხმარებლები უპირველესად გამჭირვალობას აფასებენ. ასევე შეგიძლიათ შექმნათ გვერდი სადაც თქვენს საოჯახო სასტუმროს ვებგვერდს შეთავაზებთ მომხმარებლებს, მარკეტინგისთვის გამოიყენოთ Facebook რეკლამები და სხვა. Facebook-ზე ბინის გასაქირავებლად გამოქვეყნება მარტივი და ეფექტური საშუალებაა.