კონტენტზე გადასვლა

აწარმოე საქართველოში

აწარმოე საქართველოში უნიკალური სახელმწიფო უწყებაა რომელიც ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს აძლევს საშუალებას მიიღონ მეტი პერსპექტივა ბიზნეს იდეების განსახორციელებლად და განავითარონ თავიანთი საქმიანობის არეალი, სახელმწიფოს დახმარებით. ეს მოიცავს ფინანსურ და სხვადასხვა ბენეფიტურ დახმარებას.

აწარმოე საქართველოში ბიზნესი - Invest in Georgia Business.

აწარმოე საქართველოში-ს შესახებ

აწარმოე საქართველოში არც ისე დიდი ხანია რაც დაარსდა თუმცა მალევე გახდა მცირე თუ საშუალო ბიზნესებისთვის და მეწარმეებისთვის ერთ-ერთი მთავარი დამხმარე პროგრამა, რომლის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოში სამეწარმეო გარემო. ეს მიზანი კი თავისთავად მოიცავს კერძო სექტორის მკვეთრ განვითარებას, სადაც მთავარი გამოწვევა და სასურველი შედეგი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და შემდგომში, დინამიური ეკონომიკის მიღებაა. გამომდინარე იქედან რომ სახელმწიფო უწყება აწარმოე საქართველოში მიზნად ისახავს ბიზნესის და მეწარმეების ხელშეწყობით გააუმჯობესოს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მისი კომპეტენციის არეალი ფარავს როგორც ადგილობრივი წარმოების ბიზნესებს, ასევე ინვესტიციებსა და ექსპორტულ ბიზნესებს.

ბენეფიტები ბიზნესისთვის

აწარმოე საქართველოშის მთავარი მიზნობრივი სეგმენტი, ქართული ანუ ადგილობრივი ბიზნესების ხელშეწყობაა. იქნება ეს ახალი საწარმო თუ მეწარმე, უწყება მზადაა კონკრეტული პირობებისა და პროექტის წარგდენის ფონზე მოახდინოს ამ ბიზნესის საჭიროებისამებრ დახმარება და საჭიროებით უზრუნველყოფა. მსგავსი პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესი არა მარტო მიმდინარე მდგომარეობას, არამედ სამომავლო პერსპექტივების ზრდას და გაფართოებას.

რაც შეეხება უწყების ინვესტიციებისადმი მიმართულებას, აქ მათი მთავარი მიზანი საქართველოს ბიზნეს მარკეტის, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულების შექმნაა. შესაბამისად, ეს მიმართულება მოიცავს საქართველოში არსებული ბიზნესების დასახმარებლად უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და მათ ჩართულებას ქართული ბიზნეს სფეროს ხელშეწყობასა და განვითარებაში. აქ აწარმოე საქართველოში-ს გუნდი ასრულებს მედიატორის, იგივე შუამავლის როლს საქართველოს ბიზნეს სექტორსა და უცხოელ ინვესტორებს შორის და მათი მეთოდი “ერთი ფანჯრის პრინციპით” მოლაპარაკებების წარმოება და ინვესტიციების მოზიდვაა. შესაბამისად, უწყების გუნდი დეტალურ და ეფექტურ კომუნიკაციაშია უცხოელ ინვესტორებთან და ასევე საქართველოს მთავრობასთან, რათა მათი კოლაბორაციით მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა.

რაც შეეხება მესამე მიმართულებას, მისი მთავარი სამიზნე არეალი ექსპორტი და მასთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესებია. შესაბამისად, აწარმოე საქართველოში ამ მიმართულებით ორიენტირებულია გაზარდოს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის დონე და მოახიდნოს მისი პოპულარიზაცია. ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანობისთვის კი ეს თავისთავად მოიცავს ქართული პროდუქციის წარმოების და მისი ექსპორტზე გატანის მოცულობის ზრდას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

აწარმოე საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის

მცირე თუ საშუალო მეწარმეებისთვის, აწარმოე საქართველოში უნიკალური შესაძლებლობაა, შექმნან უკეთესი მომავალი მათი ბიზნესისთვის. ამ მიმართულების აწარმოე საქართველოშის უწყება მოიცავს მცირე და მიკრო მეწარმეების დახმარების პროგრამას, ბიზნეს უნივერსალის მიმართულებას, პროექტებს ტურისტულ სექტორში ჩართული მეწარმეებისთვის, “გადაიღე საქართველოში” პროექტს, საკრედიტო და საგრანტო მექანიზმებს და სუბსიდირებადი იპოთეკური სესხის პროგრამას.

დღეს, განსაკუთრებით პოპულარული და აქტუალური მიკრო და მცირე ბიზნესების ხელშეწყობის პროგრამაა, რომელშიც საჭიროა სპეციალური საგრანტო კონკურსის გავლა და კონკურენტებთან მიმართებით გამარჯვება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, 18 წლიდან ზემოთ, რომელიც წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, ნებისმიერი მიმართულებით. ასევე კონკურსის მთავარი მოთხოვნაა, მონაწილე პირველად იღებდეს აწარმოე საქართველოშის ამ პროგრამაში მონაწილეობას და მანამდე არ მიეღოს უწყებისგან დაფინსნანსება. ეს ყოველივე სამართლიანი კონკურენციის მიზეზითა განპირობებული.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ მოთხოვნისგან თავისუფლდებიან ის მცირე და მიკრო ბიზნეს მეწარმეები, რომლებმაც აწარმოე საქართველოს პროექტის ფარგლებში დაფინანსება 2020-2022 წლის პერიოდში მიიღო. მათ შეეძლებათ უკვე დაფინანსებული ბიზნესებისთვის, თავიდან მიიღონ მონაწილეობა გრანტის კონკურსში. პროგრამაში ჩართვა ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი და რაც მთავარია ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას დაახლოებით 300 მეწარმე იღებს.

პირობები კონკურსში მონაწილეობისთვის

იმისთვის, რომ აღნიშნულ პროგრამაში მიიღოთ მონაწილეობა და მიიღოთ ფინანსური ბენეფიტი თქვენი ბიზნესისთვის საჭიროა კონკრეტული პირობების ცოდნა. აწარმოე საქართველოშის სქემა მოიცავს სესხის გაცემის საშუალებებსაც, სადაც მიკროსაფინანსო და კომერციული ბანკები არიან ჩართულნი. კომერციული ბანკის სესხით სარგებლობის შემთხვევაში, მინიმალური თანხაა 50 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარი. ამ სესხის დაფარვისთვის მაქსიმალური ვადა 10 წელია. მსგავსი სესხით სარგებლობის მთავარი წინაპირობაა ის, რომ მიღებული თანხის 80% მაინც, უნდა იყოს მიმართული კაპიტალური დანახარჯებისთვის ხოლო დანარჩენი საბრუნავი მასალებით და საშუალებებით უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება აღნიშნული პროგრამის დაფარვის არეალს, ის მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:

  • წარმოება

  • სასტუმროები

  • მომსახურების სპექტრი

  • ვაჭრობა

  • მეცხოველეობა

  • მემცენარეობა

  • სარესტორნო სექტორი

  • საგანმანათლებლო საქმიანობა

ამასთან აწარმოე საქართველოშის პროგრამა მოითხოვს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებას, იმისთვის, რომ ჩამოთვლილ სექტორებში დასაქმებულმა მეწამრეებმა შეძლონ შეღავათიანი სესხით სარგებლობა. ამისთვის მათი ვალდებულებები არ უნდა აღემატებოდეს 12 მლნ ლარს. ამასთან საჭიროა მეწარმე იყოს რეგისტრირებული და აკმაყოფილებდეს შესაბამისი კანონის კონკრეტულ კატეგორიულ მუხლებს.

აწარმოე საქართველოში - ინვესტიციების მიმართულება

იმისთვის რომ საქართველოს სხვადასხვა სექტორი და ქართული ბიზნესები მიმზიდველი გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის, აწარმოე საქართველოშის უწყება მიმართავს სხვადასხვა მოლაპარაკებას და პროექტებს, ინვესტორების დაინტერესებისთვის. მათ გააჩნიათ კონკრეტული მიმართულებები საქართველოს ბიზნეს მარკეტზე, რომელთა ინვესტიციებით განვითარება უწყებისთვის პრიორიტეტულია.

ეს სექტორები კი მოიცავს პიველ რიგში ბიზნეს აუთსორსინგის და ავტომატური წარმოების ბიზნესებს, მათ შორის ელექტრონიკის წარმოებას, ხოლო შემდგომში სასტუმრო და ტურიზმის სექტორში შექმნილ ქართულ ბიზნესებს, კომპანიებს ლოჯისტიკის, ენერგომამარაგების, დისტრიბუციის მიმართულებით.

აწარმოე საქართველოში - ბიზნეს უნივერსალი

ბიზნეს უნივერსალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა აწარმოე საქართველოს უწყებიდან, რომლის მიზანია შეღავათიანი სესხით თუ გრანტით შეუწყოს ხელი კონკრეტულ მეწარმეს და მის ბიზნესს. აქ აქცენტი სტუმართმასპინძლობისა და ტურიზმის სექტორში შემავალ ბიზნესებზეა გაკეთებული, მათ შორის აგრო ტურისტულ და ეკო ტურისტულ ბიზნესებზე, სასტუმროებზე, განსაკუთრებით კი ბალნეოლოგიურ კურორტებზე განთავსებულ სასტუმროებზე.

ამ პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში ბიზნესს შეუძლია აიღოს შეღავათიანი სესხი ან ისარგებლოს შეღავათიანი ლიზინგის სერვისით. ორივე შემთხვევაში მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 მლნ. ლარს. აქაც, პროგრამა მოითხოვს რომ აღებული თანხა ნაწილობრივ დაიხარჯოს კაპიტალურ ხარჯებზე და ნაწილობრივ საბრუნავ საშუალებებზე. მოცემული პროგრამის ფარგლებში სესხის ათვისების ვადა 2 წელია.

თუმცა თუ ფინანსური ვალდებულების აღებას ერიდებით, შეგიძლიათ ბიზნეს უნივერსალის გრანტით ისარგებლოთ, სადაც საჭიროა კონკრეტული ტიპის კონკურსში ჩართვა. პირობები საპილოტე რეგიონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად მეწარმეებს იმერეთში, გურიაში, რაჭაში, ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და კახეთში შეუძლიათ დადასტურებული სესხის 10% დაიბრუნოს, არაუმეტეს 30 000 ლარისა ან ასევე მიიღოს უკან სესხის 20%, არაუმეტეს 300 000 ლარისა. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, იხილეთ დეტალები ცხრილში:

დაფინანსების ტიპი სესხის მინიმალური ოდენობა სესხის მაქსიამალური ოდენობა ანაზღაურების მაქსიმალური პერიოდი სესხის მიზანი
საპროცენტო განაკვეთის შემცირება და უფასო სესხის გარანტია 50 000 ლარი 10 000 000 ლარი 10 წელი სესხის 50% ძირითად საშუალებებზე / სესხის 50% საბრუნავ საშუალებებზე
ევროკავშირის პროგრამის გრანტი 50 000 ლარი 1500000 ლარი 10 წელი სესხის 50% ძირითად საშუალებებზე / სესხის 50% საბრუნავ საშუალებებზე

აწარმოე საქართველოში-ს პროგრამა ტურისტული ბიზნესებისთვის

აწარმოე საქართველოს ყველაზე დატვირთული პროგრამა და მიმართულება ტურიზმის სფეროა, სადაც შედის სასტუმროსა და სარესტორნო ბიზნესები. აქ გამოყოფილია თანადაფინანსების რამდენიმე მექანიზმი და შემოთავაზებულია განსხვავებული პირობები შემავალი ტურიზმის სექტორის მიხედვით, როგორიცაა ბალნეოლოგიური კურორტის სასტუმროები, ეკო და აგრი ტურისტული ინდუსტრიის ბიზნესები და სხვა.

ამ სექტორში მთავარი მიდგომა თანადაფინანსების მექანიზმია, რომელიც სხვადასხვა პირობებს სთავაზობს კომპანიებს. მაგალითად ერთ-ერთია სესხის სუბსიდირების მექანიზმი, სადაც რეფინანსირების განაკვეთი მცირდება 5%-ით, ხოლო ლიზინგის განაკვეთი 3%-ით. ამ შემთხვევაში ხდება სესხის 80%-ით გარანტირება და ამ პირობის მაქსიმალური მოქმედების ვადა 10 წელია.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ თანადაფინანსების დროს, სესხის მინიმალური ოდენობა უნდა იყოს 50 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური 10 მლნ ლარი. აქაც, სავალდებულოა სესხის 50% მოხმარდეს კაპიტალურ ხარჯებს, ხოლო დანარჩენი საბრუნავი საშუალებების შეძენას. ამ ყველაფრის უკეთ წარმოჩენისთვის, შეამოწმეთ ცხრილი:

დაფინანსების ტიპი თანხის მოცულობა
შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი -5% საბანკო სესხზე / -3% სალიზინგო სერვისებზე
სესხის დაზღვევის მოცულობა 80% ძირი თანხის მოცულობა დაფინანსებულია

თუ თქვენი სასტუმრო საქართველოს რომელიმე ბალნეოლოგიურ კურორტზეა განთავსებული, აწარმოე საქართველოშის თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობისას საჭიროა, თქვენი სასტუმრო მოიცავდეს მინიმუმ 10 ნომერს და მდებარეობდეს შემდეგი ლოკაციებიდან ერთ-ერთში მაინც: ასპინძა, ვარძია, ზეკარი, თორღვას აბანო, ლაშიჭალა, ლებარდე, მენჯი, მუაში, ნასაკირალი, ნუნისი, სულორი, სქური, უწერა, უჯარმა, ფასანაური, შოვი, წყალტუბო, ცაიში, აბასთუმანი და ახტალა.

ამასთან აუცილებელია თითოეული ნომერი აღჭურვილი იყოს საჭირო ინვენტარით და საერთო ფართობი აღემატებოდეს 18 კვ.მ. საჭიროა ნომერში გათვალისწინებული იყოს ბავშვისთვის ლოგინის დამატების შესაძლებლობა და ოთახი აღჭურვილი იყოს ცენტრალური/ინდივიდუალური კონდიცირების სისტემით. ასევე აუცილებელია, ნომერში იყოს მინიმუმ ერთი ფანჯარა და ოთახი უზრუნველყოფილი იყოს სანიტარული ინვენტარით.

10 ნომრიანი ზღვარი ეხება ეკო და აგრო ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმე სასტუმროებსაც, სადაც ასევე ერთიანდება ტრადიციული რეწვის ბიზნესები და არამორტიზებული ტიპის გადაადგილების საშუალებების გაქირავების სერვისიც. თუ გსურთ დაზოგოთ დრო და შეძლოთ სრული ინფორმაციის მოკლედ მიღება, კარგია თუ გაეცნობით მიმომხილველი პლატფორმების როგორიცაა Ipove Sastumro–ს გაიდლაინს სადაც დეტალურად წერია ყველა საჭირო მოთხოვნა და პირობა იმისათვის, რომ თქვენი სასტუმრო, აწარმოე საქართველოშის პროგრამაში ეფექტურად და სწორად ჩართოთ.

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა აწარმოე საქართველოშის პროგრამებში

იმისთვის, რომ ისარგებლოთ აწარმოე საქართველოშის ნებისმიერი პროგრამით, საჭიროა მარტივი პროცედურების გავლა. პირველ რიგში, საჭიროა განაცხადის შეტანა და რეგისტრაცია, რაც შესაძლებელია ელექტრონულად აქ.რეგისტრაციისას გამოჩნდება ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც თან უნდა იქონიოთ. Ატვირთვის შემდეგ კი შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ შედეგებს. დაიმახსოვრეთ, რომ დახმარების მიღების შემთხვევაში, გაქვთ 2 წელი, რათ დაფინანსება შესაბამისად გამოიყენოთ.

ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის და კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ აწარმოე საქართველოშის ადმინისტრაციას ნომერზე +995 32 296 00 10, ან მიწეროთ მისამართზე [email protected].