კონტენტზე გადასვლა

სასტუმროები ბაკურიანში

13 საუკეთესო სასტუმრო ბაკურიანში

  1. ბაკურიანი ინნ - Bakuriani Inn

    Bakuriani Inn

    სასტუმრო კობა წაქაძის ქუჩა, #12
    ბაკურიანი ინნ 5 ★-იანი სასტუმროა საუკეთესო ადგილმდებარეობით – სასრიალო ტრასებთან და პარკთან ახლოს. სასტუმრო აღჭურვილია 154 სხვადასხვა კატეგორიის ნომრით (კლასიკი, სტანდარტი, საოჯახო და დელუქსის ტიპის ნომრები). ნომრების ინტერიერი თბილ, პასტელურ ტონებშია გადაწყვეტილი, რაც სიმყუდროვის განცდას შეგიქმნით და სრიალის შემდეგ დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. რაც მთავარია, დასვენება და განტვირთვა სასტუმროს ტერიტორიაზეც შეგიძლიათ, რაც ბაკურიანის სასტუმროებისთვის გამორჩეული უპირატესობაა. შეგიძლიათ დაკავდეთ ცურვით, ესტუმროთ სპა და მასაჟის ოთახებს, ივარჯიშოთ ფიტნეს დარბაზში ან მოემზადოთ რომანტიკული ვახშმისთვის სალონში. სასტუმრო იდეალურია, თუკი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დასვენებას გეგმავთ. აქ დაგხვდებათ სამაგიდო თამაშები – ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი და ა.შ. ასევე არის ბავშვების გასართობი სივრცე. თუ კომფორტის, მაღალი ხარისხის მომსახურებისა და “ყველაფერი ერთ სივრცეში” გამოცდილების მოყვარული ხართ, ბაკურიანი ინნ საუკეთესო არჩევანია კურორტზე.
    764 მიმოხილვა 7.8
    ფასი ₾201
    დაჯავშნა
  2. რუმს ჰოტელ კოხტა - Rooms Hotel Kokhta

    Rooms Hotel Kokhta

    სასტუმრო ბაკურიანი
    სასტუმრო Rooms Hotel Kokhta გამორჩეული დიზაინის, დახვეწილი ინტერიერისა და სრულიად განსხვავებული კონცეფციის მატარებელია ბაკურიანის სასტუმროებს შორის. კომპლექსი აჭარა ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც ასევე ფლობს სასტუმროებს Rooms Kazbegi და Rooms Tbilisi. სასტუმროს დიზაინი თანამედროვე ქართველი ინტერიერის დიზაინერების, ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას ნამუშევარია. ინსპირაცია სასტუმროს ადგილმდებარეობა, მთებთან და ბუნებასთან სიახლოვე და ადგილობრივი კულტურის ელემენტები გახდა. თიხის, მატყლის, ხისა და სხვა ბუნებრივი მასალებით დამზადებული ელემენტები სასტუმროს ატმოსფეროს სიმყუდროვესა და დახვეწილ მინიმალიზმს სძენს. სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა სამზარეულო. იყენებენ ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებსა და ღია ცეცხლზე მომზადების პრინციპს, რაც საკვებს საუკეთესო ტექსტურასა და არომატებს უნარჩუნებს.
    553 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾355
    დაჯავშნა
  3. კრისტალ ჰოტელ & სპა - Crystal Hotel & Spa
    სასტუმრო Didveli Funicular Railway, 1204 Bakuriani
    კრისტალში დასვენება ძალიან კომფორტულია მისი ინფრასტრუქტურის გამო. ფაქტობრივად არ გიწევთ სასტუმროს ტერიტორიის დატოვება და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად ისვენებს, საუკეთესო საბავშვო ატრაქციები სწორედ კრისტალს აქვს. თქვენს განკარგულებაშია საკუთარი გონდოლებიანი და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგირო, პანორამული გადმოსახედი, 6 კმ-იანი კრისტალის სათხილამურო ტრასა, 350 მეტრიანი საბავშვო საბაგირო, ინსტრუქტორები, ყინულის საციგურაო მოედანი, სნოუ თუბინგი, სასრიალო ინვენტარის გაქირავები ცენტრი, კეთიმლოწყობილი ტყე-პარკი, რესტორნები, კაფეები, ბარები. სასტუმროში ასევე არის სპორტ დარბაზი პროფესიონალი სპორტსმენების სპორტული შეკრებებისთვის.
    758 მიმოხილვა 8.6
    ფასი ₾287
    დაჯავშნა
  4. სასტუმრო საფირი ბაკურიანში - Sapphire Hotel Bakuriani
    სასტუმრო Borjomi Street N 2
    თუ მყუდრო, შედარებით პატარა და მშვიდ სასტუმროს ეძებთ, საფირი ძალიან კარგი არჩევანია – ქალაქის ცენტრალურ უბანში, სამ უმთავრეს სათხილამურო ტრასასთან ახლოს: დიდველი, კოხტაგორა და მიტარბი. Hotel Sapphire Bakuriani აქვს 27 სასტუმროს ნომერი, მათ შორის: Deluxe twin room 2 სტუმრისთვის, Deluxe king room 2+1 სტუმრისთვის, Superior suite 2+1 სტუმრისთვის და Family suite 4+1 სტუმრისთვის. ყველაზე მეტად, რამაც Sapphire-ში მოგვხიბლა, მასპინძლებისა და პერსონალის ყურადღებაა. ნებისმიერ თქვენს თხოვნას ძალიან სწრაფად მოაგვარებენ და გაითვალისწინებენ. უნდა აღვნიშნოთ დიეტური მენიუები, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და გემრიელია. შვებულების დროს ხშირად გვიწევს ჩვენი კვების რეჟიმის დარღვევა. Sapphire-ში შეგიძლიათ თქვენზე მორგებული კერძები შეუკვეთოთ და არ ამოვარდეთ ფორმიდან.
    192 მიმოხილვა 8.2
    ფასი ₾195
    დაჯავშნა
  5. სასტუმრო ორბი პალას - Orbi Palace Hotel

    Orbi Palace Hotel

    აპარტოტელი Didveli, Bakuriani
    ორბი აპარტამენტების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს სხვადასხვა ბიუჯეტის მქონე დამსვენებლებს: ბიუჯეტური, სტანდარტული და საოჯახო. ნომრები მუდმივად სუფთა და მოვლილია, ხედი შეგიძლიათ აირჩიოთ მთისა და ეზოს ხედებით. კომპლექსის შიგნით არის დახურული საცურაო აუზი და სრიალის შემდეგ შეგიძლიათ ცურვით ისიამოვნოთ. კომპლექსს საკუთარი სპა ცენტრიც აქვს, სადაც მასაჟითა და ველნეს პროცედურებით განიტვირთებით. გამონაკლისი, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, საუზმეა, რომელიც ნომრის სტანდარტულ ღირებულებაში არ შედის. ამისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. ასევე გაითვალისწინეთ, სასტუმროს ტერიტორიაზე შინაური ცხოველები არ დაიშვებიან. თუკი თან თქვენი ოთხფეხა მეგობარი გახლავთ, უმჯობესია სხვა ალტერნატივები განიხილოთ.
    798 მიმოხილვა 8
    ფასი ₾86
    დაჯავშნა
  6. ჯენესის ბაკურიანი - Genesis Bakuriani

    Genesis

    სასტუმრო Aghmashenebli Street 96
    გენეზისი 4 სართულიანი მყუდრო და კომფორტული სასტუმროა. პირველ სართულზე განთავსებულია ლობი, დანარჩენ სამ სართულზე – ნომრები სტუმრებისთვის. ოთახებიდან ნაძვნარისა და მთების ულამაზესი ხედები იშლება. სასტუმროს ინტერიერი გადაწყვეტილია ლოფტის სტილში, გამოყენებულია მინის ტიხრები, ბეტონის ჭერი და სვეტები, მეტალის ჩარჩოს განათება და ფერადი ავეჯი, რომელსაც სადა ინტერიერში გლამურის ელემენტები შეაქვს. თუკი თან თქვენი შინაური ცხოველი მიგყავთ, აუცილებლად გააფრთხილეთ ამის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაცია. სასტუმროს ტერიტორიაზე ცხოველები დაშვებულია მხოლოდ წინასწარი მოთხოვნის შემდეგ.
    100 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾191
    დაჯავშნა
  7. ბაკურიანი პლაზა - Bakuriani Plaza
    აპარტოტელი კობა წაქაძის ქუჩა #118
    ბაკურიანი პლაზა 4 სართულიანი კომპლექსია, სადაც აპარტამენტების ქირაობა შეგიძლიათ. წარმოდგენილია 150 აპარტამენტი – სტუდიო, 1 და 2 საძინებლიანი აპარტამენტები. სტუდიოს ტიპის აპარტამენტები იდეალური ვარიანტია, როგორ ინდივიდუალური დასვენებისთვის, ისე წყვილებისთვის. 1 და 2 საძინებლიან ნომრებში ოჯახით შეგიძლიათ განთავსდეთ. ოთახებში სამზარეულოს აღჭურვილობაც დაგხვდებათ, თუკი კერძების მომხადებას თავად მოისურვებთ. ყველა ნომერს აქვს ასევე აივანი, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ეზოში მოწყობილია საბავშვო მოედანი. გაითვალისწინეთ, შინაური ცხოველები არც ბაკურიანი პლაზაში დაიშვებიან. ფასთან მიმართებით, ლოკაციისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით, აპარტამენტები ნამდვილად მშვენიერი ვარიანტია.
    20 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾85
    დაჯავშნა
  8. აურუმი ბაკურიანი - Auroom Bakuriani

    AuRoom Bakuriani Resort

    სასტუმრო Mitarbi Rd, Bakuriani 1204
    AuRoom Bakuriani Resort 50 კომფორტული ნომრით მოგემსახურებათ. ყველაზე მეტად აურუმში ნათელმა ოთახებმა, დიდმა და ფართო ფანჯრებმა მოგვხიბლა, რომლებიც სინათლითა მზის სხივებით ავსებს აქაურობას. რაც მთავარია, სასტუმროში დახურული აუზითა და საუნითაც შეძლებთ განტვირთვას დღის ბოლოს. სასტუმროს აქვს ორი საკვები სივრცე, რესტორანი და ტერასა-ბარი. რაც ძალიან იშვიათია, სასტუმროში ვეგეტარიანული კერძებისა და დესერტებისთვის მოწვეული შეფი და კონდიტერიც ყავთ. ამიტომ, თუკი კვებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვები გაქვთ, აურუმის შეფებს შეგიძლიათ ანდოთ ეს საკითხი. საღამოს შეგიძლიათ დაესწროთ ფილმის ჩვენებას, რომელიც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში იმართება, ან შეუერთდეთ კარაოკეს მეგობრებთან ერთად.
    300 მიმოხილვა 8.2
    ფასი ₾208
    დაჯავშნა
  9. ბმ პლაზა ბაკურიანი - BM Plaza Bakuriani
    სასტუმრო Kokhta Gora, Bakuriani 1204
    BM Plaza საუკეთესო ადგილზე, კოხტა გორადან 100 მეტრში მდებარეობს. ოთახები ნათელია, ინტერიერი სასიამოვნო, თბილ ფერებშია გადაწყვეტილი. ფანჯრებიდან კოხტა გორისა და ნაძვნარის საუცხოო ხედები იშლება და ეს უმშვენიერესი პეიზაჟები დილიდან არაჩვეულებრივ განწყობას გიქმნით. სასტუმროს დაჯავშნისას აუცილებლად დააზუსტეთ, შედის თუ არა თქვენ მიერ არჩეულ ჯავშანში საუზმე, რადგან ნომრების ღირებულება განსხვავებულია ამ შემთხვევაში. საღამოს სასტუმროში მეგობრებთან და ოჯახთან ერთად სათამაშო ოთახში შეგიძლიათ გაერთოთ. ითამაშოთ ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი და ტენისი, ან უბრალოდ განიტვირთოთ აუზში.
    159 მიმოხილვა 7.8
    ფასი ₾197
    დაჯავშნა
  10. დიალოგი კოხტა - Dialog Kokhta

    Dialog Kokhta

    სასტუმრო 9 April Street, Bakuriani 1204
    დიალოგი კოხტა 5 სართულიანი სასტუმროა, ბუნებასთან ახლოს, წიწვოვანი ტყეების პირას. ყველაზე მეტად სასტუმროს ინტერიერში ხის ფაქტურისა და ნეიტრალური, ღია ფერების კონტრასტმა მოგვხიბლა. ხის აქსესუარებისა და დიზაინის ელემენტების გამოყენება ყველაზე მეტად უხდება ზამთრის კურორტის სასტუმროებს და დიალოგი კოხტას მოწყობისას ეს ნიუანსი ნამდვილად გაითვალისწინეს. არის სტანდარტული, სტუდიოსა და საოჯახო ტიპის ნომრები, მთის, ეზოსა და ქალაქის ხედებით. საუკეთესო შეკრების ადგილი საღამოობით ტერასაა, რომლის ცენტრშიც შუაცეცხლი ინთება. მის გარშემო სასიამოვნო მუსიკისა და კოქტეილების თანხლებით არაჩვეულებრივი საღამოს გატარება შეგიძლიათ.
    706 მიმოხილვა 8.4
    ფასი ₾176
    დაჯავშნა
  11. სასტუმრო 1700 - Hotel 1700
    სასტუმრო Agmashenebeli Street 17 a
    სასტუმრო 1700 ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. კომფორტული და სუფთა ნომრები პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. შეგიძლიათ დაჯავშნოთ სტუდიოს, დელუქს და დუპლექსის ტიპის ნომერიც კი, რომელიც იდეალური ვარიანტია ოჯახის, ან მეგობრების ჯგუფისთვის. ნომრებიდან ქუჩის, შიდა ეზოსა და მთის ხედები იშლება. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი შედარებით მაღალ ფასიანია, თუმცა საკუთარი გამოცდილებით, ამაზე თანხის დაზოგვა არ ღირს. რაც მთავარია, ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და ვახშამი. სტანდარტული საუზმე და ვახშამი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, ამიტომ თუკი რაიმე გამორჩეული გსურთ, ჯობს სასტუმროს რესტორანსა და ბარს მიმართოთ.
    107 მიმოხილვა 8.4
    ფასი ₾203
    დაჯავშნა
  12. დიდველი რეზიდენსი - Didveli Residence
    აპარტოტელი დავით აღმაშენებლის ქ.
    დიდველი რეზიდენსი აღმაშენებლის ქუჩაზე, დიდველის სასრიალო ტრასებთან ახლოს მდებარეობს. დიდველში გასაქირავებელი ბინები აღჭურვილია სამზარეულოსა და აბაზანის ყველა საჭირო ინვენტარით, რაც ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. იქიდან გამომდინარე, რომ ბინებს ინდივიდუალური მფლობელები ყავს, რა თქმა უნდა, კოფორტისა და მოწყობის თვალსაზრისით აპარტამენტები შესაძლოა განსხვავებული იყოს და ეს ფასშიც აისახება. დიდველის აპარტამენტები იდეალური ოჯახებისთვის, ან მეგობრების ჯგუფისთვის. ბინები სასტუმროს კარგი ალტერნატივაა და უფრო ბიუჯეტური ვარიანტი. დიდველთან ახლოს მდებარეობს კრისტალის საბაგირო და სასრიალო ტრასებიც, რომლითაც შეგიძლიათ თავისუფლად ისარგებლოთ.
    მიმოხილვა
    ფასი ₾280
    დაჯავშნა
  13. პანორამა მგზავრები - Panorama Mgzavrebi
    სასტუმრო Koba Tsakadze str. N. 6
    სასტუმრო პანორამა მგზავრები კომფროტული და მყუდრო ნომრებითაა აღჭურვილი, რომელიც იდეალურია ინდივიდუალური დასვენებისთვის, ან წყვილებისთვის. რაც მთავარია, ოთახში დაგხვდებათ ყველა საჭირო აღჭურვილობა. ზოგიერთ მათგანში მიკროტალღურ ღუმელსა და სარეცხის მანქანასაც კი აღმოაჩენთ. სასტუმროს არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს. ერთი მხრივ, მისი გაშლილი და ფართო ტერასა ქალაქს გადაჰყურებს. სასტუმროს უკან კი, ფეხით სულ რაღაც ორ წუთში წიწვოვან ტყეში ამოყოფთ თავს. ზამთარში თოვლით დაფარული ნაძვების ხედი საოცარი სიმყუდროვის განცდას მოგგვრით. ზაფხულობით ამ ტყეში სუფთა ჰაერზე სეირნობა განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.
    24 მიმოხილვა 8.1
    ფასი ₾150
    დაჯავშნა

ბაკურიანში დასვენება

ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტია საქართველოში. ზამთრის სპორტით გატაცებული ადამიანებისთვის მოწყობილია სხვადასხვა სირთულის სასრიალო ბილიკები, ყინულის მოედანი, ტობოგანი და სხვა. იანვარი და თებერვალი ზამთრის სეზონისთვის საუკეთესო თვეებია.

გაზაფხულსა და ზაფხულში დამსვენებლებს აქაური ჰაერი, მარადმწვანე წიწვოვან ტყეში გახვეული მთები და ეკოლოგიურად სუფთა გარემო იზიდავს.

ბაკურიანის ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში. აშენდა არაერთი მაღალი დონის სასტუმრო, რომლებიც დამსვენებლებს კომფორტული ნომრების გარდა საოჯახო, გართობის, ველნესისა და თავის მოვლის სერვისებსაც სთავაზობენ.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ ბაკურიანში?

ბაკურიანში გასართობ ადგილებს აღმოაჩენთ როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები მდებარეობს ბაკურიანის ცენტრსა და ამირანის პარკის გვერდით – 26 არენა, ჯოილენდი, ოცდახუთიანებისა და კრისტალის პარკები. სრიალის მოყვარულთათვის რამდენიმე პროფესიონალური ტრასაა მოწყობილი დიდველსა და მიტარბიზე. დიდველიდან შეგიძლიათ ტობოგანითაც დაეშვათ და ადრენალინის “დღიური დოზა” მიიღოთ. ბაკურიანის შემოგარენში ექსკურსიის დაგეგმვაც არაჩვეულებრივი იდეაა, მათ შორის მიტარბის ჩანჩქერზე და ტიმოთესუბანში. ზამთარში თოვლმავლებით გასეირნების გარდა, შეგიძლიათ უფრო სანახაობრივი და ეგზოტიკური ტური დაგეგმოთ ბაკურიანის ტყეებში და ჰასკებთან ერთად მარხილით დაათვალიეროთ ბუნება.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ბაკურიანში სასტუმროები?

ბაკურიანში სასტუმროების ფასები იცვლება სეზონისა და კვირის დღეების მიხედვით. ზამთარში საშუალოდ ფასი 200-დან-დან 300 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ბაკურიანში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო ბაკურიანი ინნ, კრისტალი და რუმს კოხტა.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ამირანის პარკთან?

ამირანის პარკთან მდებარე საუკეთესო სასტუმროებია “Hilltop Bakuriani”, “Area Park Hotel Resorts”, “Villa Palace”.

რომელი სასტუმროები მდებარეობს დიდველთან?

დიდველთან ახლოსაა დიველი რეზიდენსის აპარტამენტები, კრისტალი და მგზავრები.

სასტუმროები მატარბისთან ახლოს

მიტარბისთან მდებარეობს რუმს კოხტა და BM Plaza Bakuriani.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოცახო დასვენებისთვის საუკეთესოა ბაკურიანი ინნ, კრისტალ რეზორტი და ორბი პალასი.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

ბაკურიანი ინნ და რუმს კოხტა გამორჩეულია პრემიუმ კლასის სასტუმროებში.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ადგილობრივი კერძებით ბაკურიანის ნებისმიერ სასტუმროში გაგიმასპინძლდებიან. გამორჩეულად გემრიელი სამზარეულოა საფირში, დიალოგი კოხტაში, რუმსში და AuRoom-ში.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

კრისტალ რეზორტი და რუმს კოხტა საუკეთესოა წყვილებისთვის.

რა ღირს ბაკურიანში სასტუმროები შაბათ-კვირას?

შაბათსა და კვირას სასტუმროს ნომრების ღირებულება იმატებს. საშუალოდ, ერთი ღამის ფასი 150 ლარამდეა.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია კრისტალ რეზორტი, საფირი და დიალოგი კოხტა

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

აუზით აღჭურვილია ბაკურიანი ინნ, კრისტალ რეზორტი, ორბი და AuRoom

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

ბაკურიანის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ბაკურიანის ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

კრისტალ რეზორტი და ბაკურიანი ინნ აღჭურვილია სავარჯიშო დარბაზებით.