კონტენტზე გადასვლა

სასტუმროები ბათუმში

14 საუკეთესო სასტუმრო ბათუმში დასვენებისთვის

  1. ლე მერიდიენ ბათუმი - Le Méridien Batumi

    Le Meridien Batumi

    სასტუმრო Ninoshvili / Zhgenti Street, 6112 Batumi
    “ლე მერიდიენ” ბათუმი კავკასიის ყველაზე მაღალ, 205 მეტრიან შენობაშია განთავსებული. სასტუმრო გამორჩეულ ადგილას, ისტორიული ბათუმის ბულვარის შუაგულში, ზღვის სანაპიროდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. დახვეწილი, ევროპული დიზაინის სასტუმრო სწორედ ისაა, რაც თქვენს ბათუმურ დასვენებას აბსოლუტურად უნაკლოს გახდის. სპა, ფიტნესი, ღია და დახურული აუზები, სილამაზის სალონი, ქართულ-ფრანგული რესტორანი და ბარი სრულად თქვენს განკარგულებაშია. დახვეწილი ატმოსფერო ყოველ ნიუანსში იგრძნობა – კომფორტული ავეჯი, ნათელი ოთახები, უმშვენიერესი ხედები ზღვასა და ქალაქზე, უგემრიელესი საზარეულო, კოქტეილები და რაც მთავარია – მაღალი დონის მომსახურება. სწორედ “ლე მერიდიენში” შეგიძლიათ ბათუმში ყველაზე ძვირადღირებული ნომრის დაქირავება – საპრეზიდენტო ნომერი, სადაც უზარმაზარი სივრცე და კომფორტზე გათვლილი უამრავი დეტალი დაგხვდებათ.
    538 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾464
    დაჯავშნა
  2. რადისონ ბლუ ბათუმი - Radisson Blu Batumi

    Radisson Blu Hotel Batumi

    სასტუმრო Ninoshvili Street 1
    რადისონის სასტუმროებში კარის შეღების მომენტიდან გრძნობთ, რომ აქ თქვენს კომფორტზე ზრუნავენ. ჩვენი ბოლო ვიზიტისას ნომერში უგემრიელესი სნექების დაფა დაგვხვდა, უზარმაზარი ნომერი სამუშაო სივრცით, ორი აბაზანითა და საკუთარი ორთქლის ოთახით. რადისონს ორი აუზი აქვს – ღია და დახურული. სასტუმროში გამორჩეულად გემრიელი საუზმე აქვთ, ყოველი პროდუქტი დიდი ყურადღებითაა შერჩეული და მომზადებული. სასტუმროს ბოლო სართულზე რესტორანი და ბარია განთავსებული. ერთადერთი ნიუანსი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ – აივანია. შენობის არქიტექტურიდან გამომდინარე არცერთ ოთახს აივანი არ აქვს და ვერც ფანჯრის გაღებას შეძლებთ. თუმცა სასტუმროში ძალიან კარგი საჰაერო და ვენტილაციის სისტემაა.
    1246 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾289
    დაჯავშნა
  3. სასტუმრო შერატონ ბათუმი - Sheraton Batumi Hotel

    Sheraton Batumi Hotel

    სასტუმრო Rustaveli Street N 28
    შერატონს არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს. ერთი მხრივ ბათუმის ბულვარში აღმოჩნდებით, ხოლო რუსთაველის მხარეს ნურის ტბა და გამწვანებული ბაღი აკრავს, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ, იქირაოთ წყლის ველოსიპედები და ა.შ. სასტუმროში ყველა გემოვნების ადამიანისთვის დაგხვდებათ რესტორანი. ბოლო სართულზე მოწყობილია 360 Sky Bar and Restaurant, სადაც გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ სუში და აზიური კერძები. გარდა ამისა, სასტუმროში კიდევ ორი რესტორანია, სადაც ადგილობრივი დდა ევროპული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. ჩვენი გამოცდილებით, შერატონის ღია აუზი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში. გარშემო პალმის ხეებით, სიმწვანეში ჩაფლული, მშვიდი და წყნარი გარემო, კომფორტული ავეჯით. რაც მთავარია, აუზთან მოწყობილია ბარი, საიდანაც ბარმენი თქვენს საყვარელ კოქტეილს პირდაპირ მზის ქვეშ მოგართმევთ.
    914 მიმოხილვა 8.3
    ფასი ₾450
    დაჯავშნა
  4. ჰილტონ ბათუმი - Hilton Batumi

    Hilton Batumi

    სასტუმრო Rustaveli Street #40
    ჰილტონის ნომრებიდან ხედი ზღვისკენ ან ქალაქისა და ნურის ტბისკენ იშლება. სასტუმროს ძალიან მოსახერხებელი მდებარეობა აქვს. ზუსტად 2 წუთში ბათუმის ბულვარში ან 26 მაისის ბაღში აღმოჩნდებით. ბოლო სართულზე მოწყობილია Sky Bar პანორამული ხედებით ქალაქზე. წვიმიან ამინდში (რაც ბათუმში არც თუ იშვიათობაა) Sky Bar-ის სტუმრობა და აპეროლის თანხლებით ქალაქის ხედების დათვალიერება განტვირთვისა და დროის გაყვანის მშვენიერი ხერხია. გემრიელი ვახშმის მოწყობა ჰილტონშიც შეგიძლიათ, მაგრამ მის გვერდით, სულ რაღაც 50 მეტრში მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი “ასკანელი”. ჩვენი რეკომენდაციით, იგი ბათუმის ტოპ 5 საუკეთესო რესტორანს შორის ნამდვილად იკავებს საპატიო ადგილს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ სასტუმროდან გასვლას. ჩვენთვის აღმოჩენა იყო, რომ სასტუმროს აუზი ზღვის წყლითაა სავსე. ამიტომ დილით ან საღამოს აუცილებლად ესტუმრეთ და განიტვირთეთ წყალში.
    1139 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾350
    დაჯავშნა
  5. ვინდამ ბათუმი - Wyndham Batumi

    Wyndham Batumi

    სასტუმრო 33 Memed Abashidze Avenue
    ვინდამ ბათუმი ქალაქის ცენტრში, ევროპისა და პიაცას მოედნებთან ახლოს მდებარეობს. სასტუმროს ინტერიერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, მოჩუქურთმებული ავეჯითა და ბზინვარე ელემენტებით. დიზაინის ამგვარი გადაწყვეტა საოცრად მდიდრულ ატმოსფეროს ქმნის, თქვენ კი მის განსაკუთრებულ სტუმრად გაგრძნობინებთ თავს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სასტუმროს მრავალფეროვანი საუზმე. მრავალგვარი სახეობის პროდუქტებითა და კერძებით, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია ბათუმში. ვინდამს ულამზესი შიდა აუზი აქვს, რომელსაც გარს ოქროსფერ თაღებიანი მინის ვიტრაჟები აკრავს, საიდანაც ქალაქის ურბანული ხედი იშლება.
    1946 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾208
    დაჯავშნა
  6. ქორთიარდ მერიოტი ბათუმი - Courtyard Marriott Batumi

    Courtyard by Marriott Batumi

    სასტუმრო 5 Sherif Khimshiashvili Street
    სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi თანამედროვე სტილის, მინიმალისტური დიზაინით გადაწყვეტილი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. ნომრები მაქსიმალურად მორგებული ვიზიტორთა კომფორტზე და ყოველი კუთხე ფუნქციურად მაქსიმალურად ათვისებულია. აქაურმა სპამ ჩვენი რეკომენდაცია ნამდვილად დაიმსახურა. ჰამამის პროცედურა, რომელსაც თბილ მარმარილოზე, სპეციალური საპნის ქაფით და ქისის გამოყენებით ჩაგიტარებენ, სრულიად განაახლებს და გამოაცოცხლებს თქვენს კანს. მარიოტის აუზიდან გამორჩეულად მშვენიერი ხედი იშლება ზღვაზე. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მდებარეობს მხრივ სასტუმროს ლოკაცია სხვა აქამდე განხილულ სასტუმროებს ჩამოუვარდება, რადგან შედარებით მოშორებულია ქალაქის ცენტრალური და ისტორიული ნაწილიდან.
    372 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾297
    დაჯავშნა
  7. ორბი სითი ბათუმი - Orbi City Batumi
    აპარტოტელი Sherif Khimshiashvili street 7b
    ორბი სითის აპარტამენტები იდეალურია ხანგრძლივი დასვენებისთვის. ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა და ა.შ. რაც მთავარია, ოთახებიდან ზღვისა და ქალაქის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ოთახებს საკუთარი საზაფხულო აივნებიც აქვს, საიდანაც საღამოობით მზის ჩასვლის ყურებით დატკბებით. მდებარეობის მხრივ კომპლექსი სუპერ მოსახერხებელია. ახლოს გაქვთ ბულვარი, რესტორნები, კაფეები და სუპერმარკეტები. მიუხედავად იმისა, რომ შენობა დიდია, ორბის საკმაო რაოდენობის სწრაფი ლიფტები ემსახურება. ამ მხრივ გადაადგილება სრულიად კომფორტულია. შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითაც. არჩევანი შედარებით მოკრძალებულია, ვიდრე სხვა ბრენდულ სასტუმროებში, მაგრამ გემრიელად წახემსებასა და არომატული ყავის დალევას ნამდვილად შეძლებთ.
    33 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾365
    დაჯავშნა
  8. ტაპი რუჟი ბათუმი - Tapis Rouge Batumi
    სასტუმრო 19 Rustaveli Avenue
    Tapis Rouge გამორჩეული დიზაინისა და ინტერიერის მქონე 5 ვარსკვლავიანი ბუტიკ სასტუმროა. კლასიციზმის სტილში გადაწყვეტილი უნიკალური ნომრები და ბაუჰაუს და ინდუსტრიალიზმის სტილის ავეჯის კომბინაცია სასტუმროს ნამდვილად გამოარჩევს ყველასგან. თეთრ სვეტებიანი აივნები განსაკუთრებით უხდება ბათუმს და საზღვაო სეზონს. დილის ყავა აივანზე, რომელიც გამწვანებულ ქუჩებსა და ზღვას გადაჰყურებს, დღის საუკეთესო დასაწყისია. სასტუმრო იდეალურია წყვილებისთვის. ნომრების მორთულობა, განათება, ფერები – საოცრად რომანტიკულ გარემოს ქმნის და განწყობას გიმაღლებთ. სასტუმროს ძალიან კარგი მდებარეობა აქვს. ახლოსაა ბულვართან, ნურის ტბასა და 26 მაისის პარკთან.
    831 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾267
    დაჯავშნა
  9. მირამარ ლაქშერი რეზიდენსი - MiraMar Luxury Residences

    MiraMar Luxury Residences

    სასტუმრო 40 Rustaveli Street
    MiraMar Luxury Residences ერთი მხრივ ბულვარსა და ზღვას, ხოლო მეორე მხრივ რუსთაველის ქუჩას, პალმების ხეივანსა და ნურის ტბას გადაჰყურებს. ნომრების ინტერიერი მინიმალისტური და დახვეწილია. სრულიად შემინული ფასადიდან მზის სხივები პირდაპირ თქვენს საძინებელში იჭრება. იქიდან გამომდინარე, რომ აქვთ როგორც ერთ, ისე სამ ოთახიანი აპარტამენტები, აქ დასვენება მოხერხებულია როგორც წყვილებისთვის, ასევე ოჯახებისთვის. ერთი გამონაკლისი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საუზმეა – ეს სერვისი MiraMar-ში ხელმისაწვდომი არაა. თუმცა შენობაშია რესტორანი და “ასკანელი ტერასა” – ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო ბათუმში.
    1205 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾198
    დაჯავშნა
  10. ჰილტოპ ბათუმი - Hilltop Batumi
    კოტეჯი Shervashidze Ascent
    Hilltop Batumi იდეალურია, თუ ზღვაზე დასვენებასთან ერთად მთასთან და ბუნებასთან სიახლოვეც გსურთ. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც განმარტოება და ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნა ურჩევნია. იდეალურია წყვილებისთვის, რომანტიკული თავგადასავლების მოსაწყობად. ხის კოტეჯები შემაღლებულ გორაზე მდებარეობს, საიდანაც ქალაქისა და ზღვის ხედები იშლება. დილით სუფთა ჰაერზე გაღვიძება და აივნიდან ბათუმის გამოღვიძების ყურება ჭიქა ყავასთან ერთად ნამდვილად არაჩვეულებრივ განწყობას შეგიქმნით. კოტეჯები აღჭურვილია სამზარეულოსა და აბაზანის ყველა საჭირო ინვენტარით. საუზმის სერვისი ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ, უმჯობესია პროდუქტები თავად მოიმარაგოთ, ან ქალაქის კაფე-რესტორნებს ეწვიოთ მანქანით.
    196 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾297
    დაჯავშნა
  11. ბესტ უესტერნ ბათუმი - Best Western Batumi

    Best Western Premier Batumi

    სასტუმრო 111 Zurab Gorgiladze Street
    Best Western Premier Batumi ბულვართან ახლოს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ოთახები საკმაოდ დიდი, ფართო და ნათელია. მომსახურე პერსონალი მუდმივად ყურადღებიანია და სტუმრების ნებისმიერ მოთხოვნაზე ძალიან სწრაფად რეაგირებენ, რაც საკმაოდ კომფორტულია. სასტუმრო იდეალურია ბიზნეს ვიზიტებისთვის, თიმბილდინგებისა და კორპორატიული საღამოებისთვის. თანამედროვედ აღჭურვილი საკონფერენციო ოთახები 150 სტუმარზეა გათვლილი. სასტუმროს საკმაოდ მრავალფეროვანი საუზმე აქვს. ასევე რესტორანი ტერასით მე-13 სართულზე. ვახშამი ტერასაზე ქალაქის ხედით საღამოს გატარების და განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა.
    1040 მიმოხილვა 8.3
    ფასი ₾182
    დაჯავშნა
  12. კინგ სოლომონ - King Solomon

    King Solomon Kosher Hotel

    სასტუმრო 19 Pirosmani Street
    სასტუმრო King Solomon Kosher 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა ზღვასთან ახლოს. ნომრები მყუდრო, კომფორტული და კეთილმოწყობილია. ინტერიერში თბილი ფერები და ხის ფაქტურა ჭარბობს. სასტუმროს ორი გამორჩეული რესტორნის გამო უნდა ესტუმროთ, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დააგემოვნებთ. განსაკუთრებით გემრიელია ზღვის პროდუქტების კერძები, რომლებიც ახლად დაჭერილი პროდუქტებით მზადდება. სასტუმრო მშვიდი და მყუდროა, მომსახურე პერსონალი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ. სასტუმროს საკუთარი პარკინგი აქვს სტუმრებისთვის, რაც ზაფხულობით ბათუმში ნამდვილად კომფორტულია.
    850 მიმოხილვა 8.6
    ფასი ₾229
    დაჯავშნა
  13. სასტუმრო ეიფორია - Euphoria Hotel

    Euphoria Hotel

    სასტუმრო 1 Lech and Maria Kaczynski Street
    სასტუმრო ეიფორია ერთნაირად კომფორტულია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ისე ბიზნეს ვიზიტებისთვის. სასტუმროს ტერიტორიაზეა ფიტნეს დარბაზი, ღია და დახურული აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცე და საკონფერენციო დარბაზი. სასტუმრო ბათუმის ერთ-ერთ მთავარ მოლთან ახლოს მდებარეობს, რაც საკმაოდ მოსახერხებელია, თუკი შოპინგის მოყვარული ხართ. აქვეა მრავალფეროვანი კვების ობიექტები და გასართობი სივრცეები. ეიფორია ფაქტობრივად პატარა ქალაქია ქალაქში. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, გალამაზდეთ, ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები, ეწვიოთ საყვარელ ბრენდებს და სხვა. ხედი თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ – ლურჯი ზღვა ან აჭარის მთიანეთი.
    1017 მიმოხილვა 7.5
    ფასი ₾213
    დაჯავშნა
  14. სასტუმრო ლონდონი - Hotel London

    Hotel London

    სასტუმრო Giorgi Mazniashvili Street 52
    სასტუმრო ლონდონი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობების უმეტესობა სასტუმროდან ფეხით სავალ მანძილზეა. გარშემო არაერთი კაფე და ბარია, რომელიც საღამოობით ტურსტებით ივსება. სასტუმროს თანამედროვე, მყუდრო და დახვეწილი ინტერიერი აქვს. ნომრებიდან ქალაქისა და ქუჩის ხედები იშლება. მაგრამ სასტუმრო საკმაოდ მშვიდი და წყნარია. ქუჩის ხმაური საღამოობით არ შეგაწუხებთ. სასტუმროს მომსახურება, კომფორტი, საუზმე და ადგილმდებარეობა ნამდვილად აღემატება მის ფასს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბიუჯეტური სასტუმროებიდან, “ლონდონი” ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საფასო კატეგორიაში.
    871 მიმოხილვა 8.7
    ფასი ₾153
    დაჯავშნა

ბათუმში დასვენება

ბათუმი შავი ზღვის სანაპიროსა გამორჩეული ტურისტული ცენტრია. ქალაქი აერთიანებს ისტორიულ უბნებს და არქიტექტურას, ისევე როგორც განახლებულ ბათუმს, თანამედროვე შენობებითა და ბულვარით. ზღვიანი სანაპირო, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და ბუნებასთან სიახლოვე ბათუმის ტურისტული პოტენციალის მთავარი უპირატესობაა.

ბათუმი წლის ნებისმიერ სეზონზე იზიდავს ტურისტებს. ზღვის სეზონზე ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს და ბათუმი 24/7-ზე ცხოვრების რეჟიმზე გადადის.

ქალაქში არაერთი ცნობილი ბრენდული სასტუმროა, რომლებიც დამსვენებლებს მაღალი დონის მომსახურებასა და დასვენების საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობენ.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ ბათუმში?

ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობები მის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. პიაცასა და ევროპის მოედნები გამორჩეული ტურისტული ადგილებია, რომლის გარშემოც კაფე-ბარები, მაღაზიები და სხვადასხვა ტურისტული ობიექტებია. ვიწრო ქუჩები ქვაფენილებითაა დაფარული. შენობების უმეტესობა XIX საუკუნეშია აგებული. ფასადები მოჩუქურთმებული და გაფორმებული წყლის ბინადართა და მითიური არსებების გამოსახულებებით. აქაური არქიტექტურა ქალაქის ხასიათსა და სულს ირეკლავს.

ბათუმის ბულვარი სანაპიროს გასწვრივ 8 კილომეტრზე გრძელდება და მოწყობილია საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები. ბულვარის ტერიტორიაზე რეკრეაციულ ზონებსა და სხვადასხვა თემატიკის გასართობ პარკებს აღმოაჩენთ.

აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში შეიტანეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ბათუმში?

1 ღამის ღირებულება სეზონზე ბიუჯეტურ სასტუმროებში 200 ლარიდან იწყება. საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებში კი 1000 ლარამდე აღწევს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ბათუმში?

“შერატონი”, “რადისონი”, “ჰილტონი” და “ლე მერიდიენ” ყველაზე პოპულარული სასტუმროებია.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ბათუმის ბულვართან?

ბულვართან ახლოს მდებარეობს “ჰილტონი”, “ეიფორია”, “Best Western”, “შერატონი”, “MiraMar Luxury Residences”, “რადისონი”, “ლე მერიდიენ”, “ორბი”

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

“ეიფორია”, “MiraMar Luxury Residences”, და “შერატონი” იდეალურია ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

“ლე მერიდიენ”, “Tapis Rouge”, “რადისონი”

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ბათუმის სასტუმროების ყველა რესტორანში აქვთ ქართული კერძების მენიუ.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

წყვილებისთვის იდეალურია “Tapis Rouge”, “Hilltop Batumi”, “Courtyard by Marriott”

რა ღირს ბათუმში სასტუმროები შაბათ-კვირას?

ვიქენდზე სასტუმროების ფასები საშუალოდ 500-600 ლარის ფარგლებშია.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია “Courtyard by Marriott” , “ლე მერიდიენი”, “ორბი”, “Hilltop Batumi”.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

Le Meridien Batumi, Radisson Blu Hotel Batumi, Sheraton Batumi Hotel, Hilton Batumi, Wyndham Batumi, Courtyard by Marriott Batumi, Divan Suites Batumi, Orbi City Central Aparthotel, Tapis Rouge Design Boutique Hotel, Hilltop Batumi, Best Western Premier Batumi , King Solomon Kosher Hotel, Euphoria Hotel

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

Le Meridien Batumi, Radisson Blu Hotel Batumi, Sheraton Batumi Hotel, Hilton Batumi, Wyndham Batumi, Courtyard by Marriott Batumi, Best Western Premier Batumi, Euphoria Hotel

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

ბათუმის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ბათუმის სასტუმროები სტანდარტულად სთავაზობენ ვიზიტორებს უფასო WIFI-ს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

Le Meridien Batumi, Radisson Blu Hotel Batumi, Sheraton Batumi Hotel, Hilton Batumi, Wyndham Batumi, Courtyard by Marriott Batumi, Best Western Premier Batumi, Euphoria Hotel