კონტენტზე გადასვლა
ბილტმორ თბილისი - The Biltmore Tbilisi

სასტუმროები თბილისში

24 საუკეთესო სასტუმრო თბილისში დასვენებისთვის

  1. ეპიზოდი თბილისი - Episode Tbilisi

    Episode Tbilisi

    სასტუმრო 41 Pekini Avenue
    Episode Tbilisi თანამედროვე, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის სასტუმროა ქალაქის ცენტრალურ უბანში. სასტუმროს ინტერიერი, სივრცითი მოწყობა და ზონირება კომფორტულ და ეკლექტურ გარემოს ქმნის. სასტუმროს დიზაინზე ქართველმა არქტიტექტორმა, გიორგი ხმალაძემ იმუშავა. ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი ხისა და ქვის მასალა. ურბანული სტილისა და გამწვანებული სივრცეების კომბინაცია საოცრად მიმზიდველ ვიზუალს ქმნის. თანამედროვე დიზაინის ნომრები იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ისე სამუშაო სივრცის მოსაწყობად. სასტუმროს საკუთარი სავარჯიშო დარბაზიც აქვს, სადაც განტვირთვასა და ძალების აღდგენას შეძლებთ. მომსახურების ხარისხსა და მომხმარებლის კმაყოფილებას აქ დიდი ყურადღება ეთმობა, ამიტომ თქვენს კომფორტზე ეპიზოდში მაქსიმალურად იზრუნებენ.
    2180 მიმოხილვა 8.7
    ფასი ₾148
    დაჯავშნა
  2. ტაბერნე ბუტიკ სასტუმრო - Taberne Boutique Hotel
    სასტუმრო 3 Vakhtang Orbeliani Street
    Taberne Boutique Hotel ორბელიანის განახლებულ მოედანთან მდებარეობს. სასტუმროს იდეალური ლოკაცია აქვს – ფეხით სულ რაღაც 10 წუთში აღმოჩნდებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველზე და დედაენის პარკში. ტაბერნესთან ახლოსაა “ბაზარი ორბელიანზე” – უნიკალური გასტრონომიული სივრცე, ტერასითა კაფე-ბარით ბოლო სართულზე. სასტუმროს ბარი განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ – შემინული კედლებითა და ჭერით. წვიმიან ამინდში აქაურობა საოცარი სიმყუდროვის განცდას მოგანიჭებთ. ზოგიერთ ოთახს საკუთარი ტერასა აქვს, საიდანაც მთაწმინდა და თბილისის ანძა გადმოგყურებთ. სტანდარტული ნომრები შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა ყოველი კუთხე თქვენს კომფორტზეა გათვლილი.
    1847 მიმოხილვა 9
    ფასი ₾212
    დაჯავშნა
  3. რუმს ჰოტელ თბილისი - Rooms Hotels Tbilisi

    Rooms Hotel Tbilisi

    სასტუმრო Kostava Street 14
    Rooms Hotel Tbilisi ინდუსტრიული სტილისა და დიზაინის მქონე 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც თბილისის ისტორიული სტამბის ყოფილ შენობაში გაიხსნა. სასტუმროს 9 სხვადასხვა კატეგორიის ნომრები 5 სართულზეა განლაგებული. ბოლო სართულის ნომრებს საკუთარი ტერასა და თბილისის საოცარი ხედები ამშვენებს. გარდა გამორჩეული სტილისა, სასტუმრო და მისი ბარი თბილისელთა საყვარელი თავშეყრის ადგილია, სადაც საღამოობით უგემრიელესი კოქტეილებითა და მუსიკით ისიამოვნებთ. სასტუმროს შუაგულში მოწყობილია ბაღი, სადაც შეგიძლიათ დასივენოთ და განიტვირთოთ სიმწვანეში, მოიწყოთ ლანჩი ან უბრალოდ სამუშაო სივრცე. პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი სასტუმროს ესთეტიკასა და ხელწერას იმეორებს, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების დახვეწილი შერწყმაა.
    1295 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾265
    დაჯავშნა
  4. ამანტე ნარიყალა - Amante Narikala
    სასტუმრო #1 Gomi Street
    ამანტე ნარიყალა ძველ თბილისში, მის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, საიდანაც საუკეთესო ხედები იშლება ქალაქზე. ინტერიერი დახვეწილი და მინიმალისტურია, თანამედროვე ელემენტებითა და მკვეთრი ფერის აქცენტებით. ოთახები ფართო, მაგრამ მყუდროა. სასტუმროს ადგილმდებარეობა იდეალურია – რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე ქალაქის ისტორიული ცენტრში და ყველაზე საინტერესო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან აღმოჩნდებით. ამავდროულად სასტუმრო საკმარისად მოშრებულია ქალაქის გადატვირთულ ქუჩებს და სიმყუდროვეს ინარჩუნებს. ამანტეს სახურავის ტერასაზე შეგიძლიათ ეწვიოთ ბარს, სადაც ქალაქის თვალწარმტაცი პანორამული ხედის ფონზე დააგემოვნებთ უგემრიელეს კოქტეილებს.
    606 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾217
    დაჯავშნა
  5. TbiliSee Hotel

    TbiliSee Hotel

    სასტუმრო Betlemi Street 24
    TbiliSee Hotel ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს. სასტუმროს ვერანდიდან ხელის გულივით მოსჩანს თბილისის პეიზაჟები. თანამედროვე ინტერიერი ჰარმონიულად ერწყმის დედაქალაქის არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილს. თბილისური ხის ფერადი აივნები ქალაქის განწყობას ირეკლავს. სასტუმროს ტერასაზე მოწყობილი საუზმე დღის გამორჩეული დასაწყისია. სამზარეულო ნამდვილად გაგაოცებთ – ტრადიციული კერძების თანამედროვე ვარიაციები განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის. ვიქენდზე საღამოობით ტერასა ცოცხალი მუსიკის საღამოებს მასპინძლობს. განათებული თბილისის ხედები და უგემრიელესი კოქტეილები მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.
    2587 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾213
    დაჯავშნა
  6. თიმბერ ბუტიკ ჰოტელი - Timber Boutique Hotel

    Timber Boutique hotel

    სასტუმრო 37 Aleksandre Khakhanashvili Street
    Timber Boutique hotel ქალაქის გულში მდებარე 36 ნომრიანი ბუტიკ ტიპის სასტუმროა. სიმყუდროვე, ლოფტური და ინდუსტრიული სტილის გაერთიანება დახვეწილ და გამორჩეულ ინტერიერს ქმნის. კომფორტული ნომრები და სააბაზანო სრულად აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. სასტუმროს კეთილგანწყობილი პერსონალი კი მუდმივად მზადაა თქვენს დასახმარებლად. ლობიში მოწყობილია წიგნების კუთხე, სადაც შეძლებთ თქვენთვის საინტერესო საკითხავი აღმოაჩინოთ და თავისუფალი დრო ნაყოფიერად გაატაროთ. სასტუმროს მოხერხებული მდებარეობა აქვს – მანქანით 15 წუთში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდებით. ახლოსაა თბილისის აეროპორტიც.
    2590 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾122
    დაჯავშნა
  7. სასტუმრო სტამბა - Stamba Hotel

    Stamba Hotel

    სასტუმრო 14 Merab Kostava Street
    სასტუმრო სტამბა ვინტაჟისა და თანამედროვეობის უნაკლო შერწყმაა. უნიკალური დიზაინის ფართო, ნათელი ოთახები სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს. ნომრებში საოცრად კომფორტული, ღრუბელივით ფაფუკი საწოლები, მაკინტოშის სტერეო სისტემა, საკუთარი ყავის აპარატი, სპილენძის მოოქროვილი აბაზანები და მინიბარი დაგხვდებათ. სასტუმროს ინტერიერში ყოველი დეტალი გათვლილი და ნაფიქრია. სასტუმროს პირველ სართულზეა კაფე “სტამბა”, სადაც გამორჩეული კულინარიული გამოცდილების მიღება შეგიძლიათ. საავტორო კოქტეილებს ამერიკული ესთეტიკის მქონე ვარდისფერ ბარში დააგემოვნებთ, არტიზანული შოკოლადითა და ყავით კი სტამბას შოკოლატერიაში გაგიმასპინძლდებიან.
    1348 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾557
    დაჯავშნა
  8. ბუტიკ სასტუმრო შოთა რუსთაველი - Shota Rustaveli Boutique Hotel
    სასტუმრო Shevchenko str. 1
    Shota Rustaveli Boutique Hotel ორიგინალური სტილითა და კონცეფციით გამორჩეული სასტუმროა. თანამედროვე, სადა და დახევწილი დიზაინი თავიდანვე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი და ხის მასალის სიჭარბე თბილ და სასიამოვნო გარემოს ქმნის და სახლის სიმყუდროვეს სძენს აქაურობას. დიზაინში აქტიურადაა გამოყენებული სხვა ნატურალური მასალებიც, როგორებიცაა ტყავი, რკინა და გრანიტი. კომფორტი და ელეგანტურობა სასტუმროს სავიზიტო ბარათია. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, აქედან ფეხით შეგიძლიათ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებისა და ძველი, საინტერესო ქუჩების მოვლა. სასტუმროში 4 სხვადასხვა სივრცეა, სადაც საუზმის, სადილისა თუ ვახშმის მოწყობა შეგიძლიათ – ბარი, რესტორანი “მელოგრანო”, ტერასა და ლაუნჯ ბარი.
    1369 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾254
    დაჯავშნა
  9. სასტუმრო 21 - Hotel 21

    Hotel 21

    სასტუმრო Konstantine Eristavi Street 21
    Hotel 21 თბილისური ბუტიკ სასტუმროა, თბილ და მყუდრო ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერით, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს. სასტუმრო 2022 წელს გაიხსნა. ნომრები საკმაოდ დიდი ზომისაა და იდეალურია დასასვენნებლად თუ სამუშაო სივრცის მოსაწყობად. სასტუმროს მოხერხებული მდებარეობა აქვს. სულ რაღაც 10 წუთში მანქანით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე აღმოჩნდებით. ნომრებიდან ქალაქის, ქუჩებისა და გარშემორტყმული მთების ხედი იშლება. სასტუმროს შესანიშნავი კვება აქვს – ცხელი კერძებითა და წასახემსებლებით.
    447 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾286
    დაჯავშნა
  10. სასტუმრო გრაფი - graf hotel

    Graf Hotel

    სასტუმრო 11 Gia Abesadze Street
    სასტუმრო გრაფი ერთ-ერთი საუკეთესო მომსახურებითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. თანამედროვე დიზაინის კომფორტული ნომრები იდეალურია დასვენებისა და განტვირთვისთვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ – სასტუმროს მომსახურება და კომფორტი ნამდვილად აღემატება მის ფასს. რაც მთავარია, Graf Hotel-ს საუკეთესო მდებარეობა აქვს. თქვენ გარშემოა თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ადგილები – თავისუფლების მოედანი, შარდენის ქუჩა, ლესელიძე. ზოგიერთი ნომრის სასტუმრო ოთახში მოწყობილია სპეციალური კუთხე – ჩასაწოლი აბაზანით, რაც საოცრად მყუდრო და ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის.
    1541 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾313
    დაჯავშნა
  11. სასტუმრო ხედი - Khedi Hotel

    Khedi Hotel by Ginza Project

    სასტუმრო 24 Ketevan Tsamebuli Avenue
    სასტუმრო “ხედი” გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის ნომრებს სთავაზობს ვიზიტორებს. გარდა თანამედროვე ტიპის ნომრებისა, სასტუმროში თბილისური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით მოწყობილი ოთახებია. ინტერიერში გამოყენებულია ფერადი ფარდაგები და ხალიჩები, რიყის ქვის ფაქტურის კედლები, მოწნული ხის სანათები და თიხის საყვავილეები. განსაკუთრებით მოგვეწონა სასტუმროს სასადილო დარბაზი, რომელიც ერთგვარ ტროპიკულ ატმოსფეროს ქმნის ინტერიერში გამოყენებული მცენარეებით, მინის ჭერითა და ხის მოწნული ავეჯით. სასტუმროს რესტორნიდან ქალაქის არაჩვეულებრივი პეიზაჟი იშლება. მისი მდებარეობა მოსახერხებელია ტურისტებისთვის, ახლოსაა როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან, ისე აეროპორტთან.
    1562 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾283
    დაჯავშნა
  12. სასტუმრო ფოლკ ბუტიკი - Folk Boutique Hotel

    Folk Boutique Hotel

    სასტუმრო 56, Grishashvili street
    Folk Boutique Hotel 5 სხვადასხვა კატეგორიის ნომრებითაა აღჭურვილი. მყუდრო და ნათელი ოთახები გაფორმებულია ქართული ტრადიციული ტანისამოსის გამოსახულებებითა და ელემენტებით. სასტუმროში ასევე წარმოდგენილია ქართულ მოტივებზე შექმნილი ტანისამოსი, ჩოხა-ახალუხი და სხვა მორთულობები. ამ ადგილის ყველაზე დიდი უპირატესობა გამწვანებული ეზო და საზაფხულო სივრცეა, სადაც დღისით თუ საღამოს არაჩვეულებრივად შეგიძლიათ განიტვირთოთ ბუნებასთან სახლოვით, რაც დედაქალაქში იშვიათი გამონაკლისია. თბილ ამინდში პირდაპირ ღია ცის ქვეშ, ტერასაზე შეგიძლიათ ინებივროთ აბაზანაში უგემრიელესი კოქტეილების თანხლებით.
    739 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾244
    დაჯავშნა
  13. სასტუმრო სანდალი - Sandali Hotel
    სასტუმრო 23 Viktor Jorbenadze Street
    Sandali Metekhi Boutique Hotel ქალაქის ისტორიულ გულში მდებარეობს. სასტუმროს ტერასებიდან და აივნებიდან მტკვრის სანაპიროსა და ფერდობებზე შეფენილი თბილისური შენობების ხედი იშლება. აივნის იატაკი გამჭვირვალე მინითაა დაფარული და ზემოდან დაჰყურებთ მდინარის ხეობას. ქალაქის ხედით ტკბობა აბზანაში ნებივრობის დროსაც კი შეგიძლიათ. ინტერიერი სასიამოვნო და დახვეწილია, ნომრებში საკმაო სივრცე და სინათლეა, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. სასტუმრო მცირე ზომისაა, ამიტომ მშვიდი და საკმაოდ მყუდრო ატმოსფეროა. უნდა აღვნიშნოთ ერთი “მაგრამ” – სტანდარტული ნომრების აბზანა საკმაოდ მცირე მოცულობისაა, ამიტომ, თუკი საღამოს მასში ნებივრობა თქვენი საყვარელი რუტინის შემადგენელი ნაწილია, უმჯობესია უფრო მაღალი კლასის ოთახი შეარჩიოთ.
    1325 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾233
    დაჯავშნა
  14. სასტუმრო იოტა თბილისი - IOTA Hotel Tbilisi

    IOTA Hotel Tbilisi

    სასტუმრო 10 Lermontov Street
    სასტუმრო იოტა თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 300 მეტრში მდებარეობს. სასტუმრო ვიზიტორებს თავისი გამწვანებული შიდა ბაღით და არაჩვეულებრივი ტერასით ამახსოვრებს თავს, საიდანაც ქალაქის ხედები იშლება. სასტუმროს ორი რესტორანი აქვს – “IOTA Garden” და “ღუმელი”. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქალაქში, დახვეწილი დიზაინისა და უგემრიელესი, მრავალფეროვანი კერძების გამო. ოთახების დიზაინი მონოქრომული და მინიმალისტურია. ასევე მინიმალურადაა ინტერიერში გამოყენებული დეკორაციები და მორთულობები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტილი მოგვწონს, ჩვენთვის მაინც ზედმეტად სადა აღმოჩნდა. თუმცა თუკი თქვენთვის სისადავე ზედმეტი არასოდესაა, იოტას ნომრებში განტვირთვას ნამდვილად შეძლებთ. სასტუმროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი სავარჯიშო დარბაზია, ტრენაჟორებით და არაჩვეულებრივი ხედით ქალაქზე.
    2749 მიმოხილვა 8.3
    ფასი ₾320
    დაჯავშნა
  15. ველნეს კურორტი ბიოლი - Bioli Wellness Resort

    Bioli Wellness Resort

    სასტუმრო #1 Bioli st, Tbilisi, Kojori
    Bioli wellness Resort თბილისიდან 15 კილომეტრის მოშორებით დაბა კოჯორში მდებარეობს.სასტუმრო განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მდებარეობით და იდეალურია მათთვის ვისაც უნდა ქალაქის ხმაური ულამაზესი პანორამული ხედებით ჩაანაცვლოს.სასტუმრო კოტეჯები მყუდრო და ეკო-მეგობრული ინტერიერით გამოირჩევა. რაც შეეხება რესტორანს, ივენთ ჰოლისა და რესტორნის სინთეზი, “ბიოლი ჰოლი”, კვების განსაკუთრებულ მოდელს ამკვიდრებს.რესტორანში კერძები მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება, რომელთა ნაწილი თავად ბიოლის სათბურშია მოყვანილი. ისინი განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით და სასარგებლო ელემენტებით, რაც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სასტუმროს პერსონალი ინდივიდუალურად ზრუნავს ვიზიტორებზე და სთვაზობს გამაჯანსაღებელ სპა პროცედურებს. ბიოლი უნიკალური ადგილია, სადაც ორგანიზმის უჯრედულ დონეზე გაჯანსაღება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მართვა შეგიძლიათ.
    323 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾1100
    დაჯავშნა
  16. სასტუმრო ამბასადორი თბილისი - Ambassadori Tbilisi Hotel

    Hotel Ambassador

    სასტუმრო Shavteli Street N17
    Hotel Ambassador თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს. სასტუმროს დახვეწილი , კლასიკური დიზაინის 10 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი აქვს. ოთახებიდან ქალაქისა და მტკვრის ხეობის ხედები იშლება. სასტუმრო იდეალურია ბიზნეს შეხვედრებისთვის. ასევე მათთვის, ვისთვისაც კლასიკური დეკორი და ესთეტიკა ზედმეტი არასოდესაა. სასტუმროს ტერიტორიაზე სამი განსხვავებული რესტორანია. მათგან ერთ-ერთი სრულიად განახლებული “A T Kitchen”-ის ტერასა ჩვენი ფავორიტია. ატმოსფერო ორანჟერეას მოგაგონებთ, სადაც სიმწვანე და დიზაინერული ვიტრაჟები ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით. რაც მთავარია, ამბასადორის ყველა რესტორანი გამორჩეული, მაღალი კლასის კერძებითაა ცნობილი. სასტუმროს ტერიტორიაზეა აუზი, ფიტნეს დარბაზი, სპა, სილამაზის სალონი და კაზინო.
    1457 მიმოხილვა 9
    ფასი ₾532
    დაჯავშნა
  17. ბილტმორ თბილისი - The Biltmore Tbilisi

    The Biltmore Tbilisi Hotel

    სასტუმრო 29 Rustaveli Avenue
    სასტუმრო Biltmore ყველაზე მაღალი სასტუმროა კავკასიის რეგიონში. ქალაქის შუაგულში აღმართული მინის ცათამბრჯენიდან მთელს თბილისზე იშლება პანორამული ხედები. სასტუმროს მორთულობა საკმაოდ შთამბეჭდავია – მარმარილოს იატაკი, ბროლის ჭაღები და სვეტები გასული ეპოქის ნოსტალგიას ეხმიანება. სასტუმროს ოთახებში საკმარისი სივრცეა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, დაისვენოთ, იმუშაოთ ან ივახშმოთ. შუშის გამჭვირვალე კელდები კიდევ უფრო მეტი სივრცის განცდას გიქმნით. სასტუმრო რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. აქედან ფეხით მოივლით ოპერისა და ბალეტის თეატრს, რუსთაველის თეატრს, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეასა და აბანოთუბანს. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს თბილისელთა საყვარელი თავშეყრის ადგილი, ღვინის ქარხანა. ბილტმორის ტერიტორიაზეა განთავსებული აუზი, ფიტნეს ცენტრი, სპა, სილამაზის სალონი და კაზინო.
    2380 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾429
    დაჯავშნა
  18. მოქსი თბილისი - MOXY Tbilisi

    Moxy Tbilisi

    სასტუმრო Saarbruecken Square
    სასტუმრო Moxy ზაარბრიუკენის მოედანზე, დედაენის პარკსა და მშრალ ხიდთან მდებარეობს, საიდანაც რამდენიმე წუთში აღმოჩდნებით თბილისის მთავარ სანახაობებთან. “ბაზარი ორბელიანზე”, სოლოლაკის კაფე-ბარები, “ფაბრიკა” – ყველაფერი ფეხით სავალ მანძილზე, 10-15 წუთის დაშორებით გაქვთ. სასტუმროს საერთო სივრცეებში კომფორტულად მოთავსება და მუშაობაც შეგიძლიათ. გარემო მყუდრო და წყნარია. სასტუმრო ხელმისაწვდომისა და კომფორტულის მშვენიერი მიქსია. ოთახები აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, მდებარეობა – მოსახერხებელი, პერსონალი – კეთიგანწყობილი. სამზარეულო ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისში – რესტორანი “პური გულიანი” და “რიგი” არა მხოლოდ ინტერიერითა და დიზაინით მოგხიბლავთ, არამედ უგემრიელესი ქართული კერძებითაც დაგამახსოვრებთ თავს. რაც მთავარია, აქ დაბრუნება აუცილებლად მოგინდებათ მეგობრებთან ერთად.
    848 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾215
    დაჯავშნა
  19. ჰილტონ გარდენ ინ ჭავჭავაძეში - Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze
    სასტუმრო Chavchavadze Avenue 64a
    Hilton Garden Inn იდეალურია ბიზნეს ვიზიტებისთვის. სასტუმრო ვაკეში, ქალაქის იმ ზონაში მდებარეობს, რომელიც დატვირთულია ბიზნეს ცენტრებით, ბანკებითა და სხვადასხვა ტიპის სამუშაო სივრცეებით. ომპლექსს შეხვედრების 8 ოთახი აქვს, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები, მოაწყოთ კონფერენცია, ჩაატაროთ ტრენინგი და ა.შ. დღის ბოლოს, ან მის დასაწყისში კი ფიტნეს დარბაზს ესტუმროთ ძალების აღსადგენად. სასტუმრო ოჯახური დასვენებისთვისაც შეგიძლიათ შეარჩიოთ. საოჯახო ტიპის ნომრები გათვლილია თქვენს შინაურ ცხოველებზეც. ბავშვებისთვის კვების რაციონი სპეციალურად მათთვის შედგენილი მენიუთი შეგიძლიათ შეარჩიოთ. სასტუმროსთან ახლოს ქალაქის ორი გამორჩეული რეკრეაციული სივრცეა – ვაკის პარკი და მზიური. ვაკის პარკში მოწყობილია
    1009 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾200
    დაჯავშნა
  20. სასტუმრო თბილისი მარიოტი - Tbilisi Marriott Hotel

    Tbilisi Marriott

    სასტუმრო Rustaveli Avenue 13
    Tbilisi Marriott დახვეწილობისა და სტილის საუკეთესო ნიმუშია. პრემიუმ კლასის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გარედანვე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული შენობის ფასადი რენესანსისა და ბაროკოს სტილის ელემენტებითაა გაფორმებული. ბროლის ჭაღები, მარმარილოს სვეტები და იატაკი, კედლის სიმაღლე სარკეები და ინტერიერის მოხატულობა საოცრად არისტოკრატულ ატმოსფეროს ქმნის. მარიოტი 11 სხვადასხვა კატეგორიის 116 ოთახს გთავაზობთ. სასტუმროს შიდა ეზოში მოწყობილია ღია სივრცე, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ დაისვენოთ, შეუკვეთოთ საყვარელი კოქტეილები და დესერტები, ან ივახშმოთ მყუდრო გარემოში. მარიოტის რესტორან “პარნასში” ქართულ ავთენტურ კერძებსა და საერთაშორისო სამზარეულოს დააგემოვნებთ საუკეთესო შეფების ავტორობით.
    884 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾607
    დაჯავშნა
  21. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი - Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
    სასტუმრო Telavi Street 20
    Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace არა მხოლოდ ტურისტების, თბილისელების საყვარელი ადგილიცაა, განსაკუთრებით ზაფხულში. შერატონის ღია აუზიდან მთაწმინდისა და ნარიყალას ხედები იშლება. წყალი, არაჩვეულებრივი პეიზაჟი და კოქტეილები განტვირთვისა და გარუჯვის არაერთ მოყვარულს იზიდავს. სასტუმროს გამჭვირვალე ლიფტებიდან 10 სართულიანი ატრიუმის ხედი იშლება. დიდი ზომის კომფორტული სავარძლები იდეალურია მოსასვენებლად ლობისა თუ ნომერში. შერატონში დიდ ყურადღებას აქცევენ ქართულ სამზარეულოს. ტრადიციული კერძების ახლებური პრეზენტაცია და ვარიაციები გულგრილს არ დაგტოვებთ. სასტუმროს ხშირად სტუმრობენ მაღალი რანგის წარმომადგენლები, კეთილმოწყობილი საკონფერენციოებისა და ინფრასტრუქტურის გამო. შერატონს შესანიშნავი სავარჯიშო დარბაზი, სპა, საუნა და შიდა აუზიც აქვს.
    572 მიმოხილვა 8.6
    ფასი ₾480
    დაჯავშნა
  22. რადისონ ბლუ ივერია - Radisson Blu Iveria Hotel

    Radisson Blu Iveria Hotel

    სასტუმრო 1 First Republic Square
    Radisson Blu Iveria ის ადგილია, სადაც მომსახურებასა და სტანდარტებს არ ღალატობენ. ზოგჯერ, უბრალოდ არ გვაქვს დრო ექსპერიმენტების ჩასატარებლად. გვჭირდება ადგილი, სადაც ზუსტად ვიცით, რომ მოლოდინებს გაგვიმართლებენ. სწორედ მსგავსი სიტუაციებისთვის არსებობს რადისონი. ქალაქის შუაგულში მდგარი სასტუმროდან თბილისის პანორამული ხედები იშლება მტკვარსა და მთაწმინდაზე. სასტუმროს ნომრები სრულად მორგებულია ვიზიტორთა კომფორტზე – ფუმფულა საწოლებით, სამუშაო სივრცეებითა და საუკეთესო აბაზანებით. რადისონს აქვს როგორც ღია, ისე დახურული საცურაო აუზი. სასტუმროს რესტორანი, “უმამი” ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისის აზიურ სამზარეულოებს შორის. აქ მუდამ ახალი თევზი და ზღვის პროდუქტები დაგხვდებათ, რომლებსაც გამოცდილი შეფები მოგიმზადებენ.
    2238 მიმოხილვა 8.6
    ფასი ₾400
    დაჯავშნა
  23. კომუნალური სასტუმრო სოლოლაკი - Communal Hotel Sololaki

    Communal Hotel Sololaki

    სასტუმრო Kojori Street 6
    Communal Hotel Sololaki თავისი თანამედროვე, ფერადი, უნიკალური დიზაინით გამორჩევა. თუკი კომფორტთან ერთად განსხვავებული ვიზუალის სასტუმროს ეძებთ, სადაც ინტერიერი დიზაინერის ჩანაფიქრითაა დატვირთული, მაშინ Communal Hotel შესაფერისი ადგილია. ყოველი ოთახი უნიკალური და ინდივიდუალურია. ზოგიერთ მათგანს საკუთარი ტერასა და სამზარეულოც კი აქვს. ჩვენი საყვარელი დეტალი მაინც საძინებელში გამოტანილი აბაზანაა, რომელსაც დიზაინერული ჩანაფიქრის გარდა საოცარი სიმყუდროვე და სიახლის ატმოსფერო შემოაქვს. სასტუმროს არაჩვეულებრივი საუზმე აქვს. ნომერში კი შეგიძლიათ “Netflix”-ის ექაუნთით ისარგებლოთ. სასტუმროს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს, ფეხით ზუსტად 10 წუთში შეგიძლიათ თავისუფლების მედანსა და რუსთაველზე აღმოჩნდეთ. უბანი საკმაოდ მშვიდია, ამიტომ სასტუმროში სიმყუდროვეს არავინ დაგირღვევთ.
    741 მიმოხილვა 9
    ფასი ₾190
    დაჯავშნა
  24. პულმან თბილისი აქსის თაუერსი - Pullman Tbilisi Axis Towers

    Pullman Tbilisi Axis Towers

    სასტუმრო 37m Chavchavadze Ave
    Pullman ახლად გახსნილი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა აქსისის ბიზნეს ცენტრში. პულმანი ძალიან მალე იქცა თბილისელების ახალ საყვარელ ადგილად არაჩვეულებრივი რესტორნების და ბარების, უგემრიელესი კერძებისა და სასმელების გამო. და რაც მთავარია – პანორამული ხედებით მთელს ქალაქზე. სასტუმროს საკუთარი აუზი აქვს, რომელსაც მინის მოძრავი ჭერი გააჩნია. წვიმიან თუ თბილ ამინდში, 25 მეტრიან აუზში ნებივრობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ოთახში თქვენი სამუშაო კუთხეც შეგიძლიათ მოიწყოთ. თბილისის ურბანული პეიზაჟების ფონზე მუშაობას თავისი ხიბლი და სიმყუდროვის განცდა მოაქვს. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს ვაკის პარკი, სადაც დილით შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, გასცდეთ პარკის ფარგლებს და ტყისკენ გადაინაცვლოთ.
    979 მიმოხილვა 9
    ფასი ₾359
    დაჯავშნა

თბილისში დასვენება

თბილისში დახვეწილი 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. ქალაქის ისტორიულ უბნებში განთავსებული სასტუმროებიდან ძველი თბილისის ხედები იშლება. მათი უმეტესობა უნიკალური დიზაინის ბუტიკ სასტუმროებია. ქალაქში წარმოდგენილია ისეთი ბრენდული სასტუმროები, როგორებიცაა მარიოტი, რადისონი, შერატონი, პულმანი და ბილტმორი. ეს სასტუმროები იდეალურია ბიზნეს ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის.

ქართული ბრენდებიდან გამორჩეულია სასტუმრო “რუმსი” და “სტამბა”, რომლებიც დახვეწილი დიზაინით და ინტერიერის გემოვნებიანი მორთულობით იზიდავს ვიზიტორებს.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ თბილისში?

თბილისის სავიზიტო ბარათი ძველი თბილისის პეიზაჟები, გოგირდის აბანოები და ისტორიული ნარიყალაა. ვიწრო ქუჩები, ქვაფენილიანი გზები და მათზე გადმოკიდებული თბილისური აივნები დედაქალაქის მშვენებაა. თავი რომ ნამდვილ თბილისელად იგრძნოთ ქალაქის პარკებსა და კაფე-ბარებს უნდა ესტუმროთ. დედაენის პარკი, მზიური და ვაკის პარკი შაბათ-კვირას თბილისელების საყვარელი დასასვენებელი სივრცეებია. ქალაქის ერთ-ერთი სანახაობრივი ადგილია თბილისის ბოტანიკური ბაღი, იშვიათი მცენარეებით, ჩანჩქერებითა და ხიდებით. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის ქუჩაზე რენესანსისა და ბაროკოს სტილში აგებულ შენობებს იხილავთ. ახალი თბილისი კი უფრო მოდერნისტული არქიტექტურითაა წარმოდგენილი.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები თბილისში?

თბილისის სასტუმროების ფასები 200 ლარიდან იწყება და 800 ლარამდე ადის.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები თბილისში ?

“შერატონი”, “ბილტმორი”, “რუმსი”, “სტამბა” და “რადისონი” ყველაზე პოპულარული სასტუმროებია.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ძველ თბილისში?

ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს “Communal Hotel Sololaki”, “Amante Narikala”, “TbiliSee”, “Graf Hotel”.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

“ბიოლი” და “Folk Boutique Hotel” საუკეთესოა ოჯახით დასვენებისთვის, რადგან ორივე მათგანს აქვს ღია ეზო, სადაც ბავშვებს თამაში შეუძლიათ.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

“სტამბა”, “ამბასადორი”, “მარიოტი” და “ბილტმორი” საუკეთესო პრემიუმ სასტუმროებია.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ქართული კერძების დაგემოვნება ყველა სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

“სტამბა”, “Sandali Metekhi” და “The 10” საუკეთესოა წყვილებისთვის.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

მომხმარებელთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს “Stamba”, “Shota Rustaveli Boutique Hotel”, “Timber Boutique hotel”, “Tbilisee”, “Taberne”, “Hotel 21”, “Graf”, “Khedi”

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სიაში მოცემულ ყველა სასტუმროს აქვს პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

“Sheraton”, “Pullman”, “Biltmore”, “Ambassador”, “Radisson”

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

თბილისის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა ჩამოთვლილი სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორებს უფასო Wifi-ს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

ამბასადორი, ჰილტონი, ბილტმორი, ეპიზოდი, იოტა, რადისონი, შერატონი.