strings.skip_to_content

იპოვეთ სასტუმროები გუდაურში

12 საუკეთესო სასტუმრო, გუდაურში დასვენებისთვის

  1. Marco Polo Hotel

    სასტუმრო გუდაური
    მათ ვისაც ელეგანტური დიზაინი და სიმშვიდე გიყვართ, გუდაურში დასვენებისას გირჩევთ სასტუმრო Marco Polo Hotel-ს ეწვიოთ. ეს არის ხუთ ვარსკვლავიანი, პრემიუმ კლასის ცნობილი სასტუმრო, რომელიც დახვეწილ და მშვიდ გარემოს დაგახვედრებთ. კლასიკურ და ორიგინალურ დიზაინთან ერთად, სასტუმრო გამოირჩევა მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის მომსახურებით. გუდაურის მთებს შორის მოქცეული სასტუმროს ნომრებიდან, ისევე როგორც მოსასვენებელი სივრცეებიდან კი ზაფხულსა თუ ზამთარში, გასაოცარი ხედები იშლება. სასტუმრო ასევე გამოირჩევა ნომრების კატეგორიის მრავალფეროვანი არჩევანით. კონკრეტულად, სტანდარტულ ნომრებთან ერთდ, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის საოჯახო ნომრების დაქირავება, სადაც 5-დან 8 ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. თითოეულ ნომერში დაგხვდებათ უმაღლესი კომფორტი, ყველა საჭირო ჰიგიენური ნივთი, ყავისა და ჩაის აპარატები. მეტი თავგადასავლებისთის, Marco Polo Hotel-ში შეგიძლიათ დახურული აუზით ისარგებლოთ, დაისვენოთ სპაში და საღამო ულამაზეს რესტორანში გაატაროთ. ზამთრის სეზონზე კი სასტურმოს სერვისებით ისარგებლოთ, მოთხილამურეებისთვის.
    860 მიმოხილვა 8.1
    ფასი ₾503
    დაჯავშნა
  2. Gudauri Lodge

    სასტუმრო სადგური პირველი, გუდაური
    თანამედროვე დიზაინის სასტუმრო gudauri lodge, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მეგობრული პერსონალით გამოირჩევა, რომლებიც ვიზიტორებში დადებით შეფასებებს იწვევენ. ეს არის ხუთ ვარსკვლავიანი, უნიკალური დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელიც სუსხიან ზამთარშიც, კი თავს მყუდრო, ტროპიკულ კუნძულზე გაგრძნობინებთ. მცენარეები, ხის დიზაინი და ფერადი დეკორაციები სასტუმროში განსაკუთრებულ მყუდრო გარემოს ქმნის. რაც შეეხება ნომრებს, მათი დიზაინი დახვეწილ, სადა სტილშია გადაწყვეტილი და ქმნის მშვიდ გარემოს. თითოეული ნომერი უზრუნველყოფილია ჩაისა და ყავის აპარატებით. ამასთან შესაძლებელია საოჯახო ნომრების არჩევა, ოთხი ადამიანისთვის. gudauri lodge მომხარებლებს დაუვიწყარი დროის გატარებას პირდება. სასტუმრო საკმაოდ ახლოს მდებარეობს გუდაურის ერთ-ერთი საბაგირო ხაზთან, რაც ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის იდეალური ადგილმდებარეობაა. თოვლიანი ექსტრემის შემდეგ კი შეგიძლიათ სპა ცენტრში დაისვენოთ ან დახურულ აუზში გაატაროთ დრო. საღამო კი უფრო მხიარული გახადოთ და ეწვიოთ gudauri lodge-ს ბარს.
    2054 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾414
    დაჯავშნა
  3. Gudauri Inn

    სასტუმრო დაბა გუდაური
    Gudauri Inn გუდაურის ყველაზე ცნობილი სასტუმროა, რომელიც წლებია დადებით შეფასებებს იმსახურებს, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ვიზიტორებისგან. ხის აივნებითა და ქართული ტრადიციული ექსტერიერის მქონე სასტუმრო ხელსაყრელი მდებარეობითა და მრავალფეროვანი სერვისებით გამოირჩევა. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ კლასიკური ორ-ადგილიანი ნომრების ქირაობა და საოჯახო ნომრების დაკავება, სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი აივნით ან მის გარეშე. Gudauri Inn-ში ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ კურორტზე თქვენი დასვენება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. საქმიანი შეხვედრებისთვის სასტუმროს ღონისძიებათა დარბაზითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. დამატებით, ხელმისაწვდომია რესტორანი უგემრიელესი ქართული მენიუთი, ბარი მუსიკალური საღამოებით და სერვისები თხილამურების მოყვარულთათვის. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებზე.
    969 მიმოხილვა 8.3
    ფასი ₾168
    დაჯავშნა
  4. სასტუმრო გუდაური
    GeoGraphy Hotels გუდაურის ერთ-ერთი ცნობილი, ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ვიზიტორებს სუფთა, მშვიდ გარემოსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობთ. მოგზაურები ასევე გამოარჩევენ პერსონალის მეგობრულ დამოკიდებულებას და ნამდვილი ქართული სტუმართმასპინძლობის გამოცდილების მიღების საშუალებას. სასტუმრო საბაგირო სადგურებთან ახლოს მდებარეობს და ზამთრის სპორტის მოყვარულებს ხელსაყრელ მდებარეობას უქმნის კომფორტული სრიალისთვის. ამასთან აღსანიშნავია უნიკალური ხედები სასტუმროს თითოეული ნომრიდან თუ მოსასვენებელი სივრცეებიდან. რაც შეეხება GeoGraphy Hotels-ის ნომრებს, ოთახების დიზაინი მინიმალისტურ, კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორც სტანდარტული ნომრები, ასევე საოჯახო ნომრები, მთის ხედებით. ასეთ ნომრებში 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. დამატებით შეგიძლიათ დრო გაატაროთ სასტუმროს ბარ-რესტორანში და ისარგებლოთ გარე მოსასვენებელი სივრცით.
    17 მიმოხილვა 4.4
    ფასი ₾217
    დაჯავშნა
  5. Monte Hotel

    სასტუმრო ზედა გუდაური, ფოსტასთან ახლოს
    Monte Hotel გამორჩეული დიზაინისა და ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმროა. აქ დაგხვდებათ დახვეწილი გარემო, კლასიკური და თანამედროვე ელემენტების შერწყმით. სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი სასიამოვნო დროის გასატარებლად. თითოეული ნომერი ნათელია და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით. სასტუმრო ასევე იდეალურ ადგილას მდებარეობს მათთვის, ვისაც გუდაურის ცნობილი სათხილამურო ტრასებით და საბაგირო სადგურებით სურს რომ ისარგებლოს. რაც შეეხება სასტუმროში გართობას, ადგილი იდეალურია თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ. აქ შეგიძლიათ გაერთოთ დახურულ აუზში, ისაგებლოთ სპა ცენტრით, ან გაატაროთ სასიამოვნო საღამო ბარში, უნიკალურ ხედებთან ერთად. Monte Hotel ასევე გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი საუზმით, დახვეწილი გარემოს მქონე რესტორანში. სასტუმროში ხელმისაწვდომია აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისიც.
    1259 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾381
    დაჯავშნა
  6. სასტუმრო გუდაური
    თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სასტუმროს დიზაინი და მასში არსებული გარემოს ვიზუალური ორიგინალურობა, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ, რამდენად მყუდრო გარემოს ქმნის სასტუმრო Skio თანამედროვე დიზაინის ელემენტების გამოყენებით, რომელიც იდეალურად შეესაბამება გუდაურის ესთეტიკას. სასტუმროს ნომრები, სადაც უმაღლესი კომფორტი დაგხვდებათ, ქვისა და ხის ელემენტებით არის მორთული, რაც ნომრებში მყუდრო გარემოს ქმნის. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Skio იდეალურია თუ ოჯახთან ერთად ისვენებთ, რადგან ის გთავაზოთ მასიურ საოჯახო ნომრებს, სადაც რვა ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან თუ გსურთ რომ გუდაურის სუსხიან ამინდში ქართული სამზარეულოს უგემრიელესი ცხელი კერძები დააგემოვნოთ, ამისთვის იდეალურია Skio-ს რესტორანი. ასევე სასტუმროს ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე, მარტივად შეგიძლიათ მიხვიდეთ საბაგირო სადგურებამდე და ისრიალოთ თხილამურებით.
    147 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾155
    დაჯავშნა
  7. Hotel Tsiga

    სასტუმრო დაბა გუდაური
    Hotel Tsiga ახალი თუმცა უკვე, საკმაოდ ცნობილი სასტუმროა გუდაურში, ხელსაყრელი მდებარეობითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით, რომელიც დადებით შეფასებებს იწვევს Hotel Tsiga-ს ვიზიტორებში. სასტუმროს ნომრები მინიმალისტურ, სადა დიზაინშია გადაწყვეტილი რაც იდეალურად შეესაბამება გუდაურის თოვლიან მთებს, და გასაოცარ ხედებს, რომლებიც სასტუმროს თითოული ნომრიდან იშლება. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, სტანდარტულ ნომრებთან ერთად, აირჩიონ საოჯახო ნომრები, ტერასით და მის გარეშე, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ასევე ხელმისაწვდომია ბიუჯეტური ნომრებიც. უფასო ინტერნეტის, პარკინგისა და უფასო ჩაი-ყავის აპარატების გარდა, სასტუმრო უგემრიელეს რესტორანში გიმასპინძლებთ სადაც ევროპული და ქართული სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ. საღამო კი სასიამოვნოდ შეგიძლიათ გატაროთ Hotel Tsiga-ის ბარში, მუსიკასთან და მეგობრებთან ერთად.
    216 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾350
    დაჯავშნა
  8. Quadrum Hotel

    სასტუმრო ნახიდური, გუდაური
    თუ მთის პანორამულ ხედებთან ერთად გსურთ დასვენება მშვიდ და მეგობრულ გარემოში, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ quadrum hotel. ეს არის თანამედროვე ტიპის, ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო გუდაურში, რომელიც დახვეწილი გარემოთი და ნომერთა კატეგორიის ფართო არჩევანით გამოირჩევა. კონკრეტულად, ეს სასტუმრო იდეალურია თუ ოჯახთან ან ზოგადად, ჯგუფთან ერთად მოგზაურობთ. სასტუმროში შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ნომერი აირჩიოთ სადაც 4-ზე მეტი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მათ შორისაა საოჯახო ნომერი ტერასით, სადაც 6-ზე მეტი ადამიანის განთავსებაც შეიძლება. დამატებით, მეტი მხიარულებისთვის და სასიამოვნო მოგონებებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ quadrum hotel-ის შიდა დახურული აუზით, რესტორანით და ბარით, საიდანაც გასაოცარი მთის ხედები იშლება. ამასთან სასტუმროდან ახლოს მდებარეობს საბაგირო სადგურები და სასტუმროშივე შეგიძლიათ აირჩიოთ სათხილამურო მოწყობილობა. ასევე ხელმისაწვდომია ტრანსპორტირება აეროპორტიდან.
    444 მიმოხილვა 8
    ფასი ₾292
    დაჯავშნა
  9. Gudauri Loft Hotel

    სასტუმრო გუდაური
    არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ზამთრის სუსხიან სეზონზე დაისვენო თოვლიან მთებში და ამასთან იყო მყუდრო გარემოში, სადაც უმაღლესი დონის კომფორტია შექმნილი, სრულფასოვანი განტვირთვისთვის და დასვენებისთვის. სწორედ ასეთი სასტუმროა gudauri loft hotel, რომელიც მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დახვეწილი არქიტექტურისა და კლასიკური, მყუდრო დიზაინის მქონე სასტუმრო, მოიცავს მრავალფეროვან სერვისებსა და კომფორტულ ნომრებს, რათა ნებისმიერი გემოვნების მქონე მოგზაურს საუკეთესო მოგონებები შეუქმნას. ოჯახებისთვის და სამეგობროსთვის gudauri loft hotel-ში ხელმისაწვდომია რამდენიმე ტიპის მასიური ნომერი, სადაც 4-6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ზოგიერთ ნომერში ასევე დაგხვდებათ ორსართულიანი საწოლები. სასტუმრო ასევე ახლოს მდებარეობს რამდენიმე საბაგირო სადგურთან, რაც ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის იდეალურია. უფრო ჯანსაღი დასვენებისთვის კი შეგიძლიათ ესტუმროთ gudauri loft hotel-ის შიდა აუზსა და სპა ცენტრს ან დააგემოვნოთ უგემრიელესი მენიუ სასტუმროს ბარ-რესტორანში.
    903 მიმოხილვა 8.2
    ფასი ₾432
    დაჯავშნა
  10. Best Western

    სასტუმრო გუდაური
    თუ გიყვართ სიფერადე, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ best western-ში დასვენება. ეს არის ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმრო, ორიგინალური დიზაინითა და სასიამოვნო დასვენებისთვის ყველა საჭირო პირობით. ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო გთავაზობთ სხვადასხვა სახი ნომრებს, როგორიცა სტანდარტული ნომრები, king room-ები და საოჯახო ნომრები, მთის ხედითა და აივნით. საოჯახო ნომრებში 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ფერადი ინტერიერი განსაკუთრებულად პოზიტიურ გარემოს ქმნის სასტუმროში, რაც ზამთრის თეთრი გუდაურის ფონზე, სასიამოვნო ატმოსფეროს წარმოადგენს. უფრო მეტი მხიარულებისთვის, best western გთავაზობთ სპა და გამაჯანსაღებელი სერვისების ცენტრს, რესტორანს უგემრიელესი მენიუთი და ბარს, უფრო სასიამოვნო საღამოების გასატარებლად. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სასტუმროს მიერ შემოთავაზებული აღჭურვილობა გუდაურში სრიალისთვის.
    369 მიმოხილვა 8.2
    ფასი ₾224
    დაჯავშნა
  11. სასტუმრო გუდაური
    gudauri diamond გუდაურის ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროა, რომელიც კომფორტულ სერვისებსა და ყველა პირობას გთავაზობთ იმისთვის, რომ კურორტზე იდეალურად დაისვენთ. ხის არქიტექტურით გაწყობილი სასტუმრო თანამედროვე დიზაინის ნომრებითა და მეგობრული პერსონალით გამოირჩევა, რომლებიც დადებით შეფასებასაც იმსახურებენ, სასტუმროს რეიტინგიდან გამომდინარე. gudauri diamond-ში ხელმისწვდომია, როგორც სტანდარტული, ასევე საოჯახო ნომრები, ოთხი ადამიანისთვის. თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ, სასტუმროში შეგიძლიათ ბარში გაერთოთ, სადაც მრავალფეროვანი მენიუ და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. ასევე შეგიძლიათ ისაუზმოთ gudauri diamond-ის რესტორანში და პარალელურად გასაოცარი ხედებით ისიამოვნოთ. სასტუმროში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სრიალისთვის საჭირო ინვენტარით. ამასთან ხელმისაწვდომია უფასო პარკინგი და პირდაპირი ტრანსფერი აეროპორტიდან.
    277 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾170
    დაჯავშნა
  12. სასტუმრო New Gudauri
    გარდა იმისა, რომ გუდაურში სასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანია, მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ახალ გუდაურში ბინის ქირაობა. ეს ბევრად კომფორტული და შედარებით ბიუჯეტური საშუალებაა დასვენებისთვის, რაც უფრო ხელსაყრელია თუ მეგობრების ჯგუფთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ისვენებთ. ახალ გუდაურში ბინის ქირაობას ასევე ის უპირატესობაც აქვს, რომ ტერიტორია ახლოსაა რამდენიმე საბაგირო სადგურთან, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად ისეირნოთ ან გამოსცადოთ თხილამურებით სრიალი. მსგავსი ბინები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და გათვლილია, როგორც ორ ადამიანზე, ასევე შედარებით მეტ დამსვენებელზე. მსგავს ბინებში ბუნებრივია კვება თქვენ უნდა უზრუნველყოთ, თუმცა ბინები და სამზარეულო ოთახები ყველა საჭირო ინვენტარითაა მოწყობილი, რათა დაბრკოლება არ შეგექმნათ. შესაბამისად, თუ გადატვირთული სეზონის განმავლობაში, სასტუმროებზე ვერ შეაჩერეთ არჩევანი, შეგიძლიათ ახალ გუდაურში იქირაოთ ბინა.
    მიმოხილვა
    ფასი ₾60
    დაჯავშნა

გუდაურში დასვენება

გუდაურში დასვენება, საქართველოში ზამთრის ერთ–ერთი ტრადიციაა. თოვლიანი მთები, სათხილამურო ტრასები და გასაოცარი ბუნება წლიდან წლამდე უამრავ ქართველ თუ უცხოელ დამსევენებელს იზიდავს. გუდაური არასოდეს კარგავს აქტუალურობას, მაშინაც კი თუ ზამთარი არაა. კავკასიონის გასაოცარი მთები, მწვანე მდელოები და უნიკალური პანორამულო ხედები იზიდავთ მათ ვისაც სიმშვიდეში დასვენება უყვართ ან ზაფხულის სიგრილეში გატარება სურთ.

გუდაური კურორტია. შესაბამისად აქ სასტუმროების დიდი არჩევანია. ძირითადად გაკეთებულია აქცენტი ისეთ სასტუმროებზე, რომლებიც ზამთრის ესთეტიკას შეესაბამება. ამიტომ ხშირად ნახავთ ხის, კლასიკური სტილის არქიტექტურასა და მყუდრო სასტუმროებს, რომელთაც ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ – გასაოცარი ხედები კურორტზე. ყველაზე მეტი პოპულარობით კი ის სასტუმროები სარგებლობენ, რომლებიც საბაგირო სადგურებთან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, გუდაურს თხილამურებზე სრიალისთვის თუ ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად ეწვევით, აქ მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ, თქვენს სურვილებზე მორგებული სასტუმრო.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ გუდაურში?

გუდაური ცნობილი ზამთრის კურორტია. შესაბამისად აქ ვიზიტორების დიდი ნაწილი თხილამურებით სრიალისთვის, საბაგირო გზებით სეირნობისთვის და ზამთრის თოვლიან მთებში გატარებისთვის ისვენებს. თუმცა ამასთან არც თუ ისე ბევრმა იცის, რომ გუდაურში მოსანახულებელი ბევრია.მათგან გამორჩეულია გუდაურის პანორამა, ორიგინალური გადასახედი პლატფორმა გასაოცარი ხედებით, ახლოს მდებარე ჯვრის უღელტეხილი და ულამაზესი ხადას ხეობა, რომელიც მოლაშქრეებს განსაკუთრებით მოეწონებათ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები გუდაურში?

გუდაურში სასტუმროების ფასი სეზონის მიხედვით განსხვავებულია. ძირითადად ერთი ღამის ფასი 110–150 ლარიდან იწყება.

რომელია გუდაურის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

ყველაზე პოპულარული სასტუმროებია Gudauri Inn, Gudauri Lodge, Tsiga.

გუდაურის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული სამზარეულოს დაგემოვნება თითქმის ყველა სასტუმროშია შესაძლებელი, მათ შორის სასტუმროებში: Gudauri Chalet, Gudauri Inn, Skio.

გუდაურის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ამისთვის იდეალურია სასტუმროები Skio, quadrum hotel, Monte Hotel.

რომელია პრემიუმ კლასის სასტუმრო გუდაურში?

პრემიუმ კლასის სასტუმროებია Marco Polo Hotel, gudauri lodge.

რომელია გუდაურში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია სასტუმროები gudauri lodge, Gudauri Chalet, და best western.

რა ღირს სასტუმროები გუდაურში შაბათ–კვირას?

შაბათ–კვირას ფასი, სხვა დღეებთან შედარებით არსებთად არ განსხვავდება, და საშუალოდ 200 ლარიდან იწყება.

გუდაურის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

მაღალი 9.0–ზე მაღალი შეფასებები აქვთ სასტუმროებს: Gudauri Chalet, Monte Hotel, Skio, და Hotel Tsiga.

გუდაურის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

გუდაურის ყველა სასტუმრო ვიზიტორებს უფასო პარკინგ სივრცით უზრუნველყოფს.

გუდაურის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

შიდა, დახურული აუზებით სარგებლობა შეგიძლიათ სასტუმროებში: Marco Polo Hotel, gudauri lodge, Monte Hotel, quadrum hotel, gudauri loft hotel.

რომელ სასტუმროებს აქვთ გუდაურში ოთახები არამწეველთათვის?

გუდაურის სასტუმროებს ოთახები მხოლოდ არამწეველთათვის აქვთ განკუთვნილი.

გუდაურის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

გუდაურის ყველა სასტუმროს აქვს უფასო ინტერნეტის მიწოდების სერვისი.

გუდაურის რომელი სასტუმროებია საბაგირო სადგურებთან ახლოს?

გუდაურის თითქმის ყველა სასტუმრო მინიმუმ ერთ საბაგირო სადგურთან ახლოს მდებარეობს, მათ შორისაა Gudauri Chalet, gudauri loft hote, tsiga და სხვები.

გუდაურში ბინის ქირაობა შესაძლებელია?

დიახ, ახალ გუდაურში შეგიძლიათ თქვენს სურვილებზე მორგებული ბინა იქირაოთ.

გუდაურის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

გუდაურის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აეროპორტიდან ტრასნპორტირების სერვისი, მათ შორის: Gudauri Chalet და quadrum hotel სასტუმროებს.