strings.skip_to_content

იპოვეთ სასტუმროები კახეთში

საუკეთესო დასასვენებელი ადგილები კახეთში

იპოვნეთ სასტუმროები კახეთის ზოგიერთ ყველაზე პოპულარულ ადგილებში

კახეთის 16 საუკეთესო სასტუმრო (2024)

  1. zuzumbo resort and spa

    სასტუმრო საქართველოს უნივერსიტეტის ქუჩა, ზუზუმბო, თელავი
    თელავთან ახლოს, შუაგულ ტყეში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გასაოცარ სიმშვიდეს და მხიარულებას მოგანიჭებთ ერთდროულად. zuzumbo resort and spa არის ცნობილი, პრემიუმ კლასის სასტუმრო, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერით და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის სასიამოვნო გარემოს ქმნის. სტანდარტული და საოჯახო ნომრების კატეგორიათა არჩევანი საკმაოდ დიდია და ნომრის არჩევა სხვადასხვა მახასიათებლებით შეგიძლიათ. zuzumbo resort and spa ბევრ სერვისს აერთიანებს. მათ ვინც თელავს საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრობთ, შეგიძლიათ სასტუმროს კონფერენციის დარბაზი გამოიყენოთ. ხოლო მათ ვინც დასვენებისთვის და გართობისთვის მოგზაურობს, სასტუმროში შეუძლიათ ისარგებლონ სათამაშო ოთახებით, სამი ღია და დახურული ტიპის აუზებით, ფიტნეს დარბაზით, სპა და საუნა სერვისებით. ბავშვებისთვის სასტუმრო სპეციალურ სათამაშო ოთახს, გასართობ მოედანს და დროებითი ძიძის სერვისსაც კი გთავაზობთ. აქ ყველა პირობა დაგხვდებათ, იდეალური დასვენებისთვის.
    282 მიმოხილვა 8.7
    ფასი ₾244
    დაჯავშნა
  2. Esquisse Design Hotel

    სასტუმრო კურდღელაურის ქუჩა 19, თელავი
    Esquisse Design Hotel ცნობილი პრემიუმ კლასის სასტუმროა თელავში, რომელიც დახვეწილი და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. ელეგანტური და მშვიდი გარემო სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის ყველა დამსვენებლისთვის, რის ფონზეც სასტუმროს საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს მოგზაურებში. ევროპულ კლასიკურ სტილში მოწყობილ სასტუმოში შეგიძლიათ დაისვენოთ სტანდარტულ ნომრებში, ორი ადამიანისთვის ან აიღოთ საოჯახო ნომერი, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ნომრიდან საუცხოო ხედი იშლება თელავზე, ბაღსა და მთებზე. სასტუმროში განთავსებულია რესტორნები და ბარი, სადაც ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ. უფრო მხიარული საღამოებისთვის კი შეგიძლიათ გარე სივრცეში გამართულ ღონისძიებებს დაესწროთ, სადაც ტარდება ბარბექიუ საღამოები და სხვადასხვა აქტივობები. განტვირთვისთვის კი შეგიძლიათ ესტუმროთ სასტუმროს ღია და დახურულ აუზებს, ან ისიამოვნოთ სპა–სერვისებით, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის მასაჟისა და აბაზანების სერვისის არჩევა.
    554 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾305
    დაჯავშნა
  3. სასტუმრო რუსთაველის გამზირი 2, თელავი
    თუ თელავში მოგზაურობთ და გსურთ რომ ქალაქის ცენტრთან ახლოს აარჩიოთ სასტუმრო, რათა გაგიმარტივდეთ ისტორიული თელავის დათვალიერება, მაშინ საუკეთესო არჩევანი იქნება Holiday Inn Telavi, an IHG Hotel–ის არჩევა. ეს არის თელავის ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმრო, სადაც დაგხვდებათ სუფთა, მშვიდი და დახვეწილი გარემო, მეგობრული პერსონალითა და უმაღლესი დონის კომფორტით. სასტუმროს მინიმალისტურ სტილში იდეალურადაა ჩართული ქართული ტრადიციული ელემენტები, რაც სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. Holiday Inn Telavi, an IHG Hotel–ში საოჯახო ნომრების დიდი არჩევანია. შეგიძლიათ იქირაოთ ნომერი სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან შეგიძლიათ ნომრის არჩევა მთისა და ქალაქის ხედებით, ტერასითა და მის გარეშე. Holiday Inn Telavi–ში ასევე დაგხვდებათ დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის, კლასიკური რესტორანი ულამაზესი ხედებით, თემატური ვახშმები, დახურული ტიპის აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრები და ბარი, დროის მხიარულად გატარებისთვის.
    618 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾151
    დაჯავშნა
  4. სასტუმრო სოფელი წინანდალი
    კახეთის კულტურის გასაცნობად, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel იდეალური ადგილია. პრემიუმ კლასის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო ორიგინალური ინფრასტქუტურით, დახვეწილი დიზაინითა და საუცხოო გარემოთი გამოირჩევა. სასტუმრო სრულიად ორიენტირებულია წარმოაჩინოს კახეთის კულტურა და გააცნოს თითოეულ ვიზიტორს ღვინის, სტუმართმასპინძლობისა და სხვა ტრადიციები. ქართული სუფრა, სახელგანთქმული ღვინო და გასაოცარი მუსიკალური საღამოები სასიამოვნო მოგონებებს შემატებს თქვენს მოგზაურობას კახეთში. კულტურულ ტურებთან ერთად, სასტუმრო დროის მხიარულად გატარებისთვის გთავაზობთ ტენისის კორტს, გასართობ კლუბს ბავშვებისთვის, ბილიარდის სათამაშო სივრცეს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს და ბევრ სხვა დამატებით გასართობ ღონისძიებას. განტვირთვისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel–ის სპა ცენტრს, სადაც პროფესიონალები იზრუნებენ თქვენზე.
    891 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾500
    დაჯავშნა
  5. Park Hotel tsinandali

    სასტუმრო სოფელი წინანდალი
    წინანდლის სასახლესთან ახლოს მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Park Hotel tsinandali მხიარულ ატმოსფეროს შეგიქმნით დასვენებისას. სასტუმროს თანამედროვე და ფერადი ინტერიერი, მეგობრულ პერსონალთან და გასართობ სერვისებთან ერთად, კიდევ უფრო გააფერადებს თქვენს მოგზაურობას. ეს არის იდეალური ადგილი თუ საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ. სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ შიდა დახურული აუზით და გასაოცარი ბაღის ხედებით ისიამოვნოთ. ასევე მხიარულებისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ სათამაშო ოთახს, ხოლო კახეთის უკეთ გასაცნობად დაეწვიოთ ადგილობრივი კულტურის ტურს, სადაც ძალიან საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ. რაც შეეხება ნომრების არჩევანს, სასტუმროში მხოლოდ სტანდარტული ნომრებია ხელმისაწვდომი, რომლებიც მაქსიმუმ 3 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. შეგიძლიათ ნომრის არჩევა მთის, ბაღის ან შიდა ეზოს ხედით. სასტუმროს გარე მოსასვნებელ ზონებში ასევე მოწყობილია საპიკნიკე სივრცეები, რათა ბუნებაში უფრო სასიამოვნოდ განიტვირთოთ.
    864 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾336
    დაჯავშნა
  6. Vazisubani Estate

    სასტუმრო ვაზისუბანი
    ატმოსფერო რომელსაც Vazisubani Estate ქმნის განუმეორებელი და საუცხოოა. თუ კლასიკური და დახვეწილი ინტერიერის მოყვარული ხართ, აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმროს ელეგანტური ექსტერიერი და გასაოცარ სტილში მოწყობილი ნომრები, საოცარი ბაღის ხედებით. ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იდეალურია მათთვინც ვინც დასვენებისას სიმყუდროვეს ეძებს ან წყვილებისთვის, ვისაც განტვირთვა სურთ. სასტუმროში მხოლოდ სტანდრტული ნომრებია ხელმისაწვდომი, აივნით და მის გარეშე. დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის, Vazisubani Estate გთავაზობთ დააგემოვნოთ უგემრიელესი ადგილობრივი და ევროპული მენიუ საუცხოო დიზაინის მქონე რესტორანში. ასევე სასტუმროში განთავსებულია სამაგიდო თამაშების სივრცე და ღია სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის. სასტუმროში ასევე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კულინარიულ ტურებში, დაესწროთ სამხატვრო გამოფენებს, ისიამოვნოთ ცოცხალი მუსიკით და განიტვირთოთ ღია საცურაო აუზსა და სპა ცენტრში.
    195 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾318
    დაჯავშნა
  7. Ampelo Resort

    სასტუმრო სოფელი კარდენახი
    ზაფხულის მშვიდად გატარებისთვის, Ampelo Resort იდეალური ადგილია. აქ დაგხვდებათ კლასიკური და დახვეწილი გარემო, ულამაზესი ბუნება და უმაღლესი ხარისხის კომფორტი. სოფელ კარდენახში მდებარე ეს სასტუმრო იდეალურად აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე კლასიკურ ინტერიერს და სასტუმროს ნომრებსა თუ მოსასვენებელ სივრცეებში იდეალურად მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. ოთხვარსკვლავიან სასტუმროში შეგიძლიათ ნომრების სხვადასხვა კატეგორიის არჩევა, მათ შორის king ნომრები, ოთახები ტყის ან კავკასიონის ხედით, საოჯახო ნომრის ოთახები და სხვა. მხიარული თავგადასავლებისთვის შეგიძლიათ სასტუმროში კულინარიულ კლასებს დაესწოთ ან საღამოს ღონისძიებებით ისიამოვნოთ. თუ ბავშვებთან ერთად ისვენებთ კახეთში, შეგიძლიათ სასტუმროს საბავშვო მოედანიც გამოიყენოთ დროის მხიარულად გატარებისთვის. განტვირთვისთვის, სასტუმრო ღია ტიპის აუზითა და სპა სერვისებით მოგემსახურებათ.
    110 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾263
    დაჯავშნა
  8. სასტუმრო კაჭრეთი, 1510, გურჯაანის მუნიციპალიტეტი
    Ambassadori Kachreti Golf Resort ცნობილი სასტუმროა რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან სერვისებს და დაუვიწყარ გარემოს ქმნის. აქ ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო სერვისსა და დასვენების საშუალებას. მშვიდი და ელეგანტური გარემო, საუცხოო ბუნება და სრული კომფორტი იდეალურია სოლო მოგზაურებისთვის, წყვილებისთვის და მათთვისაც, ვინც კახეთს ოჯახთან ერთად სტუმრობს. სასტუმროში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ნორმის არჩევა. შეგიძლიათ შეარჩიოთ ხედი, ნომერი ტერასით ან მის გარეშე. ბავშვებისთვის ხელმისწვდომია სპეციალური სათამაშო მოედანი, როგორც ღია ასევე დახურული ტიპის. ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, გაირუჯოთ ტერასაზე და ისეირნოთ ულამაზეს ბაღში. მათ კი ვისაც მხიარული თაგადასავლები და აქტიური დასვენება მოსწონს, შეუძლიათ გაერთონ Ambassadori Kachreti Golf Resort-ის ღია და დახურულ აუზებზე, ისიამოვნონ აუზთან მდებარე ბარებით, ითამაშონ გოლფი, ტენისი ან ბილიარდი, დაისვენონ საუნაში ან ესტუმრონ სპას, გამაჯანსაღებელი სერვისებისთვის.
    668 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾350
    დაჯავშნა
  9. Kabadoni Boutique Hotel

    სასტუმრო თამარ მეფის ქუჩა 1, სიღნაღი
    კახეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სიყვარულის ქალაქი სიღნაღია. და თუ სიღნაღში მოგზაურობთ, რომანტიული და მყუდრო გარემო სასიამოვნო განტვირთვისთვის აუცილებელია. სწორედ მსგავსად სასიამოვნო ატმოსფეროს გთავაზობთ ცნობილი სასტუმრო Kabadoni Boutique Hotel. კლასიკური არქიტექტურა, დახვეწილი დიზაინი ნათელი ფერებით და რაც მთავარია უმაღლესი ხარისხის მომსახურება დადებით შეფასებებს იწვევს ვიზიტორებში. აქ შესაძლებელია სხვადასხვა ნომერთა კატეგორიის არჩევა, ტერასით, მთის ხედით, ხედით ქალაქზე, attic ნომრები და ასევე duplex და imperial ნომრები. იმისთვის რომ უკეთ დაისვენოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ Kabadoni Boutique Hotel-ის დახურულ აუზს ან ისარგებლოთ სპა ცენტრის სერვისებით. აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის ფიტნეს დარბაზიცაა ხელმისაწვდომი. სასტუმრო ზრუნავს სტუმრების გართობაზე. აქ შეგიძლიათ სასიამოვნო დრო გაატაროთ რესტორანში, დაისვენოთ ტერასაზე ან გაერთოთ ბარში.
    220 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾235
    დაჯავშნა
  10. Babaneuris Marani

    სასტუმრო სოფელი ბაბანეური
    კახეთის კულტურა იდეალურია და მას ბევრი რამ გამოარჩევს, თუმცა მთავარი ასოციაცია ღვინის უნიკალური კულტურაა. მის უფრო ახლოს გასაცნობად კი კახეთში მოგზაურობისას შეგიძლიათ ბაბანეურის მარანს ეწვიოთ. ეს სახელგანთქმული მარანი და სასტუმროა, სადაც საუცხოო გარემო და ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო დაგხვდებათ. ადგილი იდეალურია ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის, მაშინაც კი თუ ბავშვებთან და ოჯახთან ერთად მოგზაუობთ. სოფელ ბაბანეურში, შუაგულ ტყეში განთავსებული სასტუმრო ულამაზესი ხედებითა და უმაღლესი კომფორტით გამოირჩევა. ნომრების კატეგორიების დიდი არჩევანის გარდა, სასტურმოში მრავალფეროვანი სერვისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. გარე რეკრეაციული სივრცეები, ბუხარი, ღია სავახშმო ადგილები, ტერასა, ულამაზესი ბარი და ტყე, რესტორანი და ბარი გასაოცარი მენიუთი, აუზი და სპა ცენტრი იდეალურ გარემოს შეგიქმნით დასვენებისთვის. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი, მონაწილეობა მიიღოთ კულინარიულ კლასებში, ისეირნოთ ცხენით და რა თქმა უნდა დააგემოვნოთ უგემრიელესი ბაბანეურის ღვინო.
    277 მიმოხილვა 9.6
    ფასი ₾229
    დაჯავშნა
  11. Chateau Artwine

    სასტუმრო სოფელი ართანა
    Akhasheni Wine Resort Spa-ში ყველაფერია იდეალური დასვენებისთვის. აქაური გარემო განსაკუთრებით მოგეწონებათ თუ გიყვართ დახვეწილი კლასიკური დიზაინი და მშვიდი გარემო. ელეგანტური ნომრები, აივნები, გასაოცარი ხედები და მრავალფეროვანი სერვისები მოგცემთ საშუალებას დაისვენოთ ფიზიკურად და სულიერად. სასტუმრო ასევე იდეალურია მათთვის ვინც ოჯახთან ერთად მოგზაურობს, რადგან აქ ხელმისაწვდომია ნომრები, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მთის ულამაზესი ხედების ფონზე, შეგიძლიათ ბევრი საინტერესო აქტივობით დაკავდეთ. Akhasheni Wine Resort Spa-ში ხელმისაწვდომია ველო ტურები, საფეხმავლო ტურები, ცოცხალი მუსიკის საღამოები, სპეციალური ტურები მათთვის ვისაც ადგილობრივი კულტურა ან ლაშქრობა იზიდავს. ასევე შეგიძლიათ გაერთოთ კარაოკ
    218 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾297
    დაჯავშნა
  12. Lopota Lake Resort & Spa

    სასტუმრო ლოპოტა, 2200, ნაფარეული
    Lopota Lake Resort Spa კახეთის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროა, რომელიც ბუნებაში დასვენების მოყარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ლოპოტის ტბასთან მდებარე სასტუმრო გარშემორტმყულია საუცხოო ბუნებით რაც ძალიან მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, და იდეალურია განტვირთვისთვის. რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს, პრემიუმ კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დახვეწილი ინტერიერითა და ულამაზესი დეკორების ჩანართებით გამოირჩევა. ამას ემატება გასაოცარი ხედი თითოეული ნომრიდან და სერვისების მრავალფეროვანი არჩევანი როგორც ჯგუფურად მოგზაურებისთვის, ასევე სოლო ვიზიტორებისთვის. აღსანიშნავია საოჯახო ნომრების დიდი არჩევანი, სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია დელუქს ნომრები. სასტუმროში განთავსებულია 6 საცურაო აუზი, მათგან მხოლოდ ერთია დახურული ტიპის, ხოლო დანარჩენი სეზონური. Lopota Lake Resort Spa-ში ვიზიტორებს შეუძლიათ იქირაონ ველოსიპედი, დაესწრნონ კულინარიულ კლასს, ისიამოვნონ კულტურული ტურებით ან გაერთონ ბარში, ცოცხალი მუსიკის საღამოებით, კარაოკე შოუებით და DJ წარმოდგენებით. ასევე შეგიძლიათ ითევზაოთ და ისეირნოთ ცხენით.
    2964 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾469
    დაჯავშნა
  13. kvareli lake resort

    სასტუმრო ყვარლის ტბა, ყვარელი
    ყვარლის ტბა კახეთის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა. ულამაზეს მწვანე მთებს შორის მოქცეული ტბა გასაოცარ გარემოს ქმნის. თუ კახეთში ყვარლის ტბის მონახულებას გადაწყვეტთ, აუცილებლად მოგეწონებათ ტბის გვერდით მდებარე გასაოცარ, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, ხის დახვეწილი ინტერიერით, მრავალფეოვანი სერვისებით და მეგობრული პერსონალით. სასტუმრო იდეალურია წყვილებისთვის, რადგან აქ ძალიან რომანტიული გარემოა შექმნილი. ამასთან სასტუმროს ნომრები ორადგილიანია და შეგიძლიათ აირჩიოთ ბიუჯეტური და ე.წ king ნომრები, ტბის საუცხოო ხედებით. თუ ფიქრობთ რომ ბუნებაში დასვენება მოსაწყენია, kvareli lake resort ამ შთაბეჭდილებას ნამდვილად შეგიცვლით. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ ბადმინტონი, პონკ-პონგი, იცურაოთ აუზში ან სცადოთ ბედი თევზაობაში. ამასთან, თუ სამაგიდო თამაშების მოყვარული ხართ, სასტუმროში მსგავსი თამაშების დიდი არჩევანია. ულამაზეს ბაღთან და საპიკნიკე ზონებთან ერთად, სასტუმრო უგემრიელესი მენიუთი რესტორანში გაგიმასპინძლდებათ, ხოლო მხიარულ საღამოებს შემოგთავაზებთ kvareli lake resort-ის ბარში.
    579 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾587
    დაჯავშნა
  14. კოტეჯი ხიზა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
    თუ ეგზოტიკა და თავგადასავლები გიზიდავთ, ან უბრალოდ გსურთ ყველასგან და ყველაფრისგან განტვირთვა, მაშინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე Duende Hotels იდეალურია თქვენთვის. შუაგულ ტყეში განთავსებული კოტეჯები, უნიკალური მწვანე ხედებით, ხის ინტერიერით და ძალიან მყუდრო ატმოსფეროთი, იდეალურ ადგილს ქმნის ლაშქრობის მოყვარულთათვის, წყვილებისთვის და მათთვის, ვინც მეგობრებთან ერთად საინტერესო თაგადასავლებს ეძებს. არ დაგავიწყდეთ ცხელი ჯაკუზი შუაგულ ტყეში და გასაოცარი ტერასები განტვირთვისთვის. კოტეჯების ქირაობა შესაძლებელი როგორც ორი ასევე 5 ადამიანისთვის. შეგიძლიათ აირჩიოთ კოტეჯები მდინარის, მთისა და ტყის ხედებით. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო მშვიდ ბუნებაში მდებარეობს, აქ ბევრი გასართობია. სასტუმრო ატარებს კულინარიულ კურსებს, ადგილობრივი კულტურის ტურებს, გთავაზობთ საცხენოსნო ტურებს, ლაშქრობის საინტერესო მარშრუტებს და მხიარულ საღამოებს კოცონთან და მწვადებთან ერთად. ასე რომ თუ საინტერესო თავგადასავლებს ეძებთ, მას Duende Hotels-ში აუცილებლად იპოვით.
    74 მიმოხილვა 9.6
    ფასი ₾579
    დაჯავშნა
  15. Resort lagodekhi reserve

    სასტუმრო სოფელი ხიზაბავრა, ლაგოდეხი
    Resort lagodekhi reserve თქვენს თავგადასავლებს კახეთში კიდევ უფრო მხიარულს და სასიამოვნოს გახდის. სასტუმრო რომელიც ლაგოდეხის ულამაზეს სოფელში მდებარეობს სხვადასხვა ტიპის კოტეჯებს მოიცავს. მყუდრო ეზოთი, ღია ტიპის აუზითა და ულამაზესი ხედებით Resort lagodekhi reserve შესანიშნავი ადგილია როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში დასვენებისთვის. ვიზიტორებს შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ერთსაძინებლიანი ასევე ორსაძინებლიანი კოტეჯები, რომლებიც იდეალურია თუ ოჯახთან ან სამეგობროსთან ერთად მოგზაურობთ. სასტუმრო ასევე გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი და რაც მთავარია, ჯანსაღი მენიუთი და ასევე სპეციალური მენიუთი ბავშვებისთვის. სასტუმროში ასევე შეგიძლიათ სახელგანთქმული კახურის ღვინის დაგემოვნებაც. ღია ტიპის საცურაო აუზი, გამწვანებული ბაღით გასაოცარია თუ ამ ადგილს ზაფხულობით ეწვევით. მზის აბაზანების მიღებასთან ერთად, შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკები, ისარგებლოთ საფეხმავლო ტურების სერვისით და გაატაროთ მხიარული საღამოები ღია ცისქვეშ.
    126 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾254
    დაჯავშნა
  16. Wald hotel

    სასტუმრო ვაშლოვანი 197, ლაგოდეხი 2700
    თუ ლაგოდეხში გსურთ მოგზაურობა და პატარა, მყუდრო ადგილს ეძებთ დასასვენებლად, Wald hotel იდეალური არჩევანია. ეს სასტუმრო გასაოცრად მყუდრო ატმოსფეროს ქმნის რაც ნებისმიერ სეზონზე დასვენებისთვის იდეალურია. ულამაზესი ბაღი, ღია ტიპის საცურაო აუზი, მშვიდი გარემო, მეგობრული მომსახურება, და თანამედროვე ინტერიერთან იდალურ შესაბამისობაში მოსული ტრადიციული ქართული ელემენტები სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. სწორედ ამიტომ გამოირჩევა სასტუმრო მაღალი რეიტინგითა და მომხმარებლების დადებითი შეფასებებით. აქ შეგიძლიათ იქირაოთ სტანდარტული ნომრები და საოჯახო ნომრები, ოთხი ადამიანისთვის. თუ ოჯახთან და ბავშვებთან ერთად ისვენებთ, განტვირთვა და გართობა ბავშვების საცურაო აუზშიც შეიძლება. სასტუმროში ბევრი დამატებითი სერვისია ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ ისიამოვნოთ კულინარიული კლასებით, თემატური ვახშმებით, ფილმის საღამოებით, ველო ტურებით, მოაწყოთ ლაშქრობა, ითევზაოთ და დატკბეთ უგემრიელესი და ჯანსაღი კერძებით სასტუმროს რესტორანში.
    32 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾297
    დაჯავშნა

კახეთში დასვენება

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა. მდიდარი ისტორია, უნიკალური ბუნება, სახელგანთქმული კახური ღვინო და გასაოცარი სტუმართმოყვარეობა წლიურად ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს. კახეთში მოსანახულებელი ბევრია. ეს მხარე იდეალურია ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, მოლაშქრეებისთვის და უბრალოდ მათთვის, ვისაც ბუნებაში მშვიდად განტვირთვა სურს.

კახეთში ბევრი საინტერესო ქალაქი და კურორტია. ისინი სრულიად არიან შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით მოწყობილნი. კახეთში დასვენების უპირატესობა ასევე არის ისიც, რომ აქ ძალიან ბევრი კურორტის ტიპის სასტუმროა, სადაც ძალიან მრავალფეროვანი სერვისებია ხელმისაწვდომი. ასევე კახეთის ზოგიერთ სასტუმროში გაქვთ შესაძლებლობა გამოსცადოთ როგორია ფრანგული ტიპის შატოებში დასვენება, უნიკალური არქიტექტურით და გასაოცარი ატმოსფეროთი. აქ სასტუმროების, რესტორნებისა თუ გასართობი ადგილების დიდი არჩევანია, და არ გაგიჭირდებათ იპოვოთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ კახეთში?

კახეთის სრულად დათვალიერება თუ თქვენი მიზანია, მაშინ ამისთვის დიდი დრო დაგჭირდებათ, რადგან ეს საქართველოს უმდიდრესი მხარეა, გასაოცარი ისტორიული შენობებით, ულამაზესი ტაძრებით, უნიკალური ბუნების ძეგლებით და სპეციფიური და საუცხოო ატმოსფეროს მქონე ქალაქებით.

კახეთში, მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ერეკლე მეორეს სასახლე, გრემის მონასტერი, ალავერდისა და ბოდბეს მონასტრები, წმინდა ნინოს საფლავით. რომანტიკის მოყვარულებს შეგიძლიათ სიყვარულის ქალაქ სიღნაღს და წინანდლის სასახლეს ესტუმროთ, ხოლო აქტიური თავგადასავლების მაძიებლებს შეგიძლიათ დალაშქროთ შავი კლდეების ტბა, ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერები.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები კახეთში?

კახეთში სასტუმროების ფასი საშუალოდ 300-350 ლარიდან იწყება.

რომელია კახეთის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

კახეთში ყველაზე პოპულარული სასტუმროებია, Holiday Inn Telavi, an IHG Hotel, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Ambassadori Kachreti Golf Resort.

კახეთის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

კახეთის თითქმის ყველა სასტუმროშია შესაძლებელი ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, მათ შორის სასტუმროებში Resort lagodekhi reserve, Chateau Artwine და Babaneuris Marani.

კახეთის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ოჯახთან და ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის იდეალურია zuzumbo resort and spa, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Ampelo Resort.

რომელია პრემიუმ კლასის სასტუმრო კახეთში?

პრემიუმ კლასის სასტუმროებია: zuzumbo resort and spa, Esquisse Design Hotel, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Lopota Lake Resort & Spa.

რომელია კახეთში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია სასტუმროები Vazisubani Estate, Ambassadori Kachreti Golf Resort და Duende Hotels.

რა ღირს სასტუმროები კახეთში შაბათ–კვირას?

შაბათ-კვირას ერთი ღამის ფასი კახეთის სასტუმროებში მიახლოებულია სხვა დღის ფასებთან და საშუალოდ 300₾-დან იწყება.

კახეთის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ სასტუმროებს Vazisubani Estate, Babaneuris Marani, Chateau Artwine, Duende Hotels.

კახეთის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

კახეთის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგ სივრცეს.

კახეთის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

აუზი ხელმისაწვდომია სასტუმროებში Park Hotel tsinandali, Ampelo Resort, Ambassadori Kachreti Golf Resort, Babaneuris Marani და სხვა.

რომელ სასტუმროებს აქვთ კახეთში ოთახები არამწეველთათვის?

კახეთის სასტუმროებს ნომრები მხოლოდ არამწეველი ვიზიტორებისთვის აქვთ განკუთვნილი.

კახეთის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

კახეთის ყველა სასტუმროში ვიზიტორებს უფასო წვდომა აქვთ ინტერნეტთან.

კახეთის რომელ სასტუმროებშია დამატებითი ტურები ხელმისაწვდომი?

დამატებით სხვადასხვა სახის ტური კახეთის ბევრ სასტუმროშია ხელმისაწვდომი, მათ შორის სასტუმროებში Akhasheni Wine Resort & Spa, Lopota Lake Resort & Spa, Duende Hotels და Resort lagodekhi reserve.

კახეთის რომელ სასტუმროებია შატოს ტიპის სასტუმროები საკუთარი მარნით?

შატოს ტიპის სასტუმროები და სასტუმროები სადაც მათივე დაწურული ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ, არის Babaneuris Marani, Vazisubani Estate და Chateau Artwine

კახეთის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

კახეთის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი მათ შორის სასტუმროებს, Lopota Lake Resort & Spa და Ambassadori Kachreti Golf Resort.