კონტენტზე გადასვლა

სასტუმროები თელავში

17 საუკეთესო სასტუმრო, თელავში დასვენებისთვის

  1. ჰესტია - Hestia
    სასტუმრო კვირიკე დიდის 109
    Hestia თელავის ცნობილი სასტუმროა, რომელიც უნიკალური მდებაროებით და უმაღლესი კომფორტით გამოირჩევა. სასტუმრო საკმაოდ დადებითი რეპუტაციით სარგებლობს მოგზაურებში და მდებარეობს 20 კილომეტრის მანძილზე, ალავერდის ეკლესიიდან. სასტუმროში ვიზიტორებს ქართული კულტურით შთაგონებული, ფერადი ინტერიერი დახვდებათ. ხის დეკორაციები, ულამაზესი მხატვრული ნამუშევრები კიდევ უფრო ალამაზებს Hestia–ს ნომრებს, რომლებიც ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული ტიპის, ორი ადამიანისთვის, ასევე ოჯახისთვის, სადაც შესაძლებელია 4 ადამიანის განთავსება. სასტუმროში ასევე შესაძლებელია ნომრის არჩევა აივნით. თითოეული ოთახიდან ულამაზესი ხედი იშლება, სასტუმროს ბაღზე. პატარა და მყუდრო სასტუმროში ასევე განთავსებულია ღია და დახურული მოსასვენებელი სივრცეები და სასაუზმე ადგილები. სასტუმროში ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი და უგემრიელესი საუზმე, ქართული ტრადიციული მენიუს თანხლებით.
    356 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾83
    დაჯავშნა
  2. რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულები - Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel
    სასტუმრო სოფელი წინანდალი
    რედისონი სასტუმროების ცნობილი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. რედისონი წინანდალში, თელავთან ახლოს მდებარეობს და იდეალურია თუ გსურთ დაისვენოთ უმაღლესი კლასის სასტუმროში და ისიამოვნოთ მრავალფეროვანი აქტივობებით. სასტუმრო ასევე ახლოს მდებარეობს წინანდლის სასახლესთან, რომელიც ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ტურისტებში. წინანდლის რედისონი გთავაზობთ უნიკალური და დახვეწილი დიზაინის მოსასვენებელ სივრცეებს, კომფორტულ ნომრებს, ულამაზესი ხედით ბაღზე და ბევრ საინტერესო სერვისს. თუ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ისვენებთ, იდეალურია ისარგებლოთ რედისონის ღია და დახურული ტიპის აუზებით, ივარჯიშოთ ფიტნეს დარბაზში ხოლო საღამო, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, გაატაროთ რედისონის ბარსა და ტერასაზე. აქ ყველა საჭირო პირობაა იმისთვის, რომ დრო სასიამოვნოდ და მხიარულად გაატაროთ.
    891 მიმოხილვა 9.3
    ფასი ₾500
    დაჯავშნა
  3. შატო ართვაინი - Chateau Artwine

    Chateau Artwine

    სასტუმრო ართანა
    მათთვის, ვისაც უყვარს ბუნებაში დასვენება და ამასთან მოსწონს კლასიკური შატოს ესთეტიკა, Chateau Artwine, თელავთან ახლოს მდებარე იდეალური ადგილია იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოთ. ეს არის ქართულ კულტურულ ელემენტებზე შექმნილი სასტუმრო, უნიკალური ბაღით, მრავალფეროვანი სერვისებით და გასაოცარი დიზაინით, რომელიც კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ კახურ კულტურას. ულამაზეს მწვანე მთებში მოქცეული სასტუმრო, ასევე მოიცავს საკუთარ ვენახს, რომლისგანაც გამოყვანილი ღვინის დაგემოვნება Chateau Artwine-ს ბარსა და რესტორანში შეგიძლიათ. ქართული, მოჩუქურთმებული აივნები, კლასიკური ხის დიზაინი და გასაოცარი ხედები თითოეული ნომრიდან, სასტუმროს გამორჩეულ ადგილად აქცევს, ნებისმიერი გემოვნების მქონე დამსვენებლისთვის. სტანდარტულ და საოჯახო ნომრებთან ერთად, Chateau Artwine-ში ასევე განთავსებულია ღონისძიებების დარბაზი, ღია აუზი, რესტორანი ქართული და ევროპული მენიუს თანხლებით და ბარი, სასიამოვნო მუსიკითა და მრავალფეროვანი არჩევანით. ასევე ხელმისაწვდომია ტრანსფერი აეროპორტიდან და გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრის სერვისები.
    218 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾297
    დაჯავშნა
  4. ბაბანეურის მარანი - Babaneuris Marani
    სასტუმრო სოფელი ბაბანეური
    ეს არის გასაოცარი სასტუმრო რომელიც ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალთან ახლოს მდებარეობს და საკმაოდ მარტივია მისასვლელად, ქალაქი თელავიდან. პატარა ციხესიმაგრის ტიპის დიზაინის მქონე სასტუმრო, იდეალური შანსია იმისთვის, რომ ნამდვილი ტრადიციული სტუმართმოყვარეობით ისიამოვნოთ, რითიც საქართველო და განსაკუთრებით კახეთი, ასეა სახელგანთქმული. სასტუმროს თითოეული ნომერი სრულად არის მოწყობილი კომფორტული დასვენებისთვის. ამასთან ნომრებიდან გასაოცარი ხედი იშლება კახეთის მწვანე მთებსა და ტყეებზე. უფრო მხიარული მოგონებებისთვის, შეგიძლიათ სასტუმროს ღია აუზით ისარგებლოთ ან დააგემოვნოთ ტრადიციული სამზარეულო სასტუმროს რესტორანში. არ დაგავიწყდეთ უგემრიელესი ღვინის დაგემოვნება პირდაპირ ბაბანეურის მარნიდან. სასტუმროს ასევე დიდი უპირატესობაა საოჯახო ნომრების ფართო არჩევანი, სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და ბიუჯეტური ნომრები, აუზისა და მთის ხედებით.
    276 მიმოხილვა 9.6
    ფასი ₾229
    დაჯავშნა
  5. ბუტიკ სასტუმრო კვირია - Boutique Hotel Kviria
    სასტუმრო გოგებაშვილის 51
    თუ დასვენებისას თქვენთვის პრიორიტეტია სიმყუდროვე და მწვანე გარემო, მაშინ თელავში მოგზაურობისას შეგიძლიათ ესტუმროთ სასტუმრო კვირიას, რომელიც ერეკლე მეორეს სასახლესთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. ქვისა და ხის ელემენტებით მორთული სასტუმრო გასაოცარ, ქართულ გარემოს ქმნის, რომელიც ვიზიტორებს მრავალფეროვან სერვისებსა და კომფორტულ დასვენებას სთავაზობს. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სტანდარტული, ასევე საოჯახო ნომრები. აღსანიშნავია, რომ კვირია იდეალურია თუ თქვენი მოგზაურობის მიზანი მუშაობაა. თითოეულ ნომერში დაგხვდებათ მშვიდი ხედი და სამუშაო მაგიდა, რათა მაქსიმალურად კომფორტულად ფოკუსირდეთ საქმეზე. განტვირთვისთვის კი, შეგიძლაით ღია აუზზე დაისვენოთ, დააგემოვნოთ სასტუმროს საკუთარი ღვინო და დაისვენოთ ბაღში. კვირიაში ასევე შეგიძლაით უგემრიელესი ქართული კერძები და ევროპული საუზმე დააგემოვნოთ, საღამოობით კი მუსიკასთან ერთად, ბარში დაისვენოთ. თუ სეირნობის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ იქვე მდებარე კადორის პარკს ესტუმროთ.
    267 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾315
    დაჯავშნა
  6. სევენთინ რუმსი - Seventeen Rooms
    სასტუმრო ლეონიძის 3
    სისუფთავე, სიმყუდროვე, ფანტასტიური გარემო და მხიარულება – სწორედ ასე ახასიათებენ ვიზიტორები სასტუმრო Seventeen Rooms-ს, რომელიც თელავის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. აქ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და გასაოცარი დიზაინი, სადაც ერთიანდება ქართული კლასიკა და თანამედროვე ხელოვნების ელემენტები. ფერადი ნომრები, დახვეწილი გარემო, კომფორტული პირობები და გასაოცარი ხედები ქალაქზე, Seventeen Rooms-ში დასვენებას დაუვიწყარ გახდის. სასტუმროში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ნომრები, როგორც სტანდარტული, ასევე ბიუჯეტური, საოჯახო, და ე.წ King ნომერი. სასტუმრო იდეალურია თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ. სასტუმროს ეზოში მდებარე საბავშვო აუზი და მინი გასართობი სივრცეები იდეალურია იმისთვის, რომ დრო მხიარულად გაატაროთ. სასტუმრო ასევე უმაღლესი დონისა და მრავალფეროვანი მენიუს მქონე ბარ-რესტორანს გთავაზობთ, სადაც შესაძლებელია უგემრიელესი ქართული სამზარეულოს დაგემოვნებაც. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისით.
    242 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾203
    დაჯავშნა
  7. სასტუმრო სვიანა რეზორტი - Hotel Sviana Resort
    სასტუმრო სოფელი ლეჩური
    Sviana Resort იდეალურია მათთვის, ვისაც ქალაქში, ქალაქის ხმაურისგან გაქცევა სურს. თელავთან ახლოს მდებარე სასტუმრო ნაზი და მინიმალისტური დიზაინითა და უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა. მწვანე მდელოებს შორის მოქცეული სასტუმრო სავსეა მოსასვენებელი სივრცეებითა და გართობის საშუალებებით, რომელიც იდეალურ გარემოს ქმნის, როგორც სოლო მოგზაურებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სტუმრობს თელავს. სასტუმრო იდეალურია ზაფხულობით, რათა სეზონის სიცხეს დააღწიოთ თავი, დაისვენოთ მწვანე ბუნებაში, დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები და იმხიარულოთ ღია აუზზე. ვიზიტორებს, Sviana Resort-ში შეუძლიათ სტანდარტული და საოჯახო ნომრები აირჩიონ, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეულ ნომერში უმაღლესი დონის კომფორტია შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ნომრები, რომლებიც განცალკევებით კოტეჯებშია განლაგებული და უზრუნელყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით.
    42 მიმოხილვა 8.4
    ფასი ₾212
    დაჯავშნა
  8. Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA
    სასტუმრო სოფელი კისისხევი
    თუ გსურთ საქართველოში გამოსცადოთ თუ როგორია კლასიკურ, ფრანგულ შატოში დასვენება, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ Schuchmann Wines Château,Villas SPA-ს. თელავთან ახლოს მდებარე სასტუმროში, იდეალურად ერწყმის ერთმანეთს კლასიკური ევროპული და ქართული ტრადიციული ინტერიერი და ქმნის ძალიან მყუდრო და სასიამოვნო გარემოს. ქვის დიზაინი, ხის დეკორაციები, სასტუმროს ირგვლივ არსებული ვენახები უნიკალურ და მშვიდ გარემოს ქმნის, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე ვიზიტორს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაუტოვებს. ელეგანტურ გარემოსთან ერთად, Schuchmann Wines Château,Villas & SPA-ში ბევრი გასართობი საშუალებაა. შეგიძლიათ ისეირნოთ სასტუმროს ბაღში, ითამაშოთ გოლფი, ისიამოვნოთ ღია აუზით და დაისვენოთ სპაში. მათ ვისაც აქტიური დასვენება გიყვართ, შეგიძლიათ ფიტნეს ცენტრითაც ისარგებლოთ. Schuchmann Wines Château,Villas & SPA იდეალურია თუ ოჯახთან ერთად მოგზაურობთ თელავში, რადგან სასტუმროში ხელმისაწვდომია საოჯახო ნომრები. ამასთან შეგიძლიათ აირჩიოთ ორ საძინებლიანი ვილა ნომრები, სადაც 8 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
    827 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾263
    დაჯავშნა
  9. სასტუმრო კობეს მარანი - hotel kobes marani
    სასტუმრო ართანა
    თუ კახეთში დასვენებისას მაქსიმალურად გსურთ შეიგრძნოთ ამ კუთხის უნიკალური სილამაზე და ქართული გარემო, მაშინ დასასვენებლად კობეს მარანი უნდა აირჩიოთ. თელავთან ახლოს მდებარე სასტუმრო ულამაზესი გარემოთი და დიდი, ლამაზი ბაღით გამოირჩევა, რომელიც ბუნებაში დასვენების მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. სასტუმროს დიზაინი მინიმალისტური და კლასიკურია. აქცენტი ხის ელემენტებსა და გარე, რეკრეაციულ ზონებზეა გაკეთებული, რათა ნებისმიერი გემოვნების მქონე დამსვენებელმა შეძლოს მხიარულად და სასიამოვნოდ დროის გატარება. კობეს მარანში ნომრები უმაღლესი კომფორტით, ჰიგიენური ნივთებით, ტელევიზორებით და ჩაისა და ყავის აპარატებითაა უზრუნველყოფილი. დროის უკეთ გატარებისთვის კი შეგიძლიათ ისარგებლოთ საზაფხულო აუზით, ღია და დახურული რესტორანით, უგემრიელეს ქართულ მენიუსთან ერთად და გასაოცარი ბაღით, სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი სივრცეებით.
    12 მიმოხილვა 8.7
    ფასი ₾301
    დაჯავშნა
  10. შატო მერე - Chateau Mere

    Château Mere

    სასტუმრო ვარდისუბნის 15
    თუ გსურთ რომ დროში მოგზაურობის შეგრძნება გამოსცადოთ, მაშინ დასასვენებლად აუცილებლად Château Mere უნდა აირჩიოთ. ეს არის უნიკალური ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო, რომელიც ძველებური ციხესიმაგრის ვიზუალს იმეორებს. ვიზიტისას დაგრჩებათ შთაბეჭდილება თითქოს კახეთის უძველეს სასახლეს სტუმრობთ. კოშკები, ტრადიციული სახლები და ხის აივნები, გასაოცარ ესთეტიკას ქმნის. არანაკლებ დახვეწილი გარემო დაგხვდებათ სასტუმროს ნომრებში, რომლებიც უმაღლესი დონის კომფორტითაა უზრუნველყოფილი. ელეგანტური ნომრების ქირაობა ოჯახისთვისაცაა შესაძლებელი, რომელიც 6 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. უფრო მხიარული თავგადასავლებისთვის კი შეგიძლაით სასტუმროს საცურაო აუზებითა და სპა-ცენტრებით ისიამოვნოთ. საღამო კი ნამდვილ ქართულ რესტორანში გაატაროთ, უგემრიელეს მენიუსთან ერთად.
    209 მიმოხილვა 8.2
    ფასი ₾263
    დაჯავშნა
  11. სასტუმრო და ღვინის მარანი არგე - Hotel & Wine Cellar ARGE
    სასტუმრო სოფელი რუისპირი
    თუ ზაფხულის გატარებას თელავში გეგმავთ, მაშინ იდეალურ განწყობას სასტუმრო არგე შეგიქმნით. ეს არის თელავის ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმრო, რომელიც საზაფხულო ვილის დიზაინს იმეორებს და ქმნის მყუდრო და ფერად გარემოს. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ იმხიარულონ საცურაო აუზზე, ისიამოვნონ ბარბექიუ საღამოებით და დააგემოვნონ უგემრიელესი კახური ღვინი. სასტუმრო იდეალურია მეგობრებთან ერთად გართობისთვის. რაც ყველაზე მთავარია, არგეში ნომერთა კატეგორიის ფართო არჩევანია და შესაძლებელია როგორც მცირე ნომრის ქირაობა, ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახო ნომრები აივნით, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან სასტუმრო გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი მენიუთი და ბარით, სადაც მუსიკალური საღამოებითაც ისიამოვნებთ.
    455 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾252
    დაჯავშნა
  12. სასტუმრო სავანეთი - Hotel Savaneti

    Savaneti Eco Hotel

    სასტუმრო სოფელი იყალთო
    თუ ქართული სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ და ეძებთ სასტუმროს, რომელიც უმაღლესი ხარისიხის სერვისებითა და მენიუთი მოგემსახურებათ, მაშინ აუცილებლად აირჩიეთ Savaneti eco. ეს არის თელავის ერთ-ერთი პრემიუმ კლასის სასტუმრო, სადაც დაგხვდებათ მეგობრული პერსონალი, დახვეწილი და ელეგანტური გარემო და ბევრი საინტერესო შესაძლებლობა იმისთვის, რომ თქვენს მოგზაურობას სასიამოვნო მოგონებები შემატოთ. სასტუმრო დიდი პოპულარობით სარგებლობს მოგზაურებში და დადებით რეპუტაციასაც იმსახურებს. კომფორტულ და ორიგინალური დიზაინის მქონე ნომრების ქირაობა შესაძლებელია როგორც სოლო მოგზაურებისთვის, ასევე მათთვის ვინც დასვენებას ოჯახთან ან მეგობრების ჯგუფთან ერთად გეგმავს. დამატებითი მხიარულებისთვის, შეგიძლიათ გაერთოთ სასტუმროს ბარში, იცურაოთ ღია აუზზე, ივახშმოთ რესტორანში და ისიამოვნოთ ულამაზესი ბაღით.
    73 მიმოხილვა 8.5
    ფასი ₾254
    დაჯავშნა
  13. მესტვირენი - Mestvireni
    სახლი ჩოხელის 5
    თუ თელავში მოგზაურობისას სურვილი გაქვთ რომ კახეთის ღვინის კულტურას ახლოდან გაეცნოთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ mestivireni–ს სასტუმროს. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც დასვენებასთან ერთად გთავაზობთ გასაოცარ გამოცდილებას, უფრო ახლოს იხილოთ ცნობილი კახური ღვინის დამზადების ტექნოლოგიები, საკუთარი ხელით დაკრიფოთ ყურძენი და დააგემოვნოთ უგემრიელესი ღვინო. ვენახებს შორის მოქცეული მყუდრო სასტუმრო, ვილის ტიპისაა სადაც შესაძლებელია 6 ადამიანის განთავსება. ნომერი უნიკალური, ტრადიციული დიზაინის მქონეა. ამასთან შესაძლებლობა გაქვთ ისიამოვნოთ ტრადიციული, ჯანსაღი საუზმით, ღია ცის ქვეშ, ხედით ვენახზე და დატკბეთ ულამაზესი ბუნებით. სასტუმროს უპირატესობაა ისიც, რომ შესაძლებელია აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისიც.
    15 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾356
    დაჯავშნა
  14. ლოპოტა სპა რეზორტი - Lopota Lake Resort & Spa

    Lopota resort

    სასტუმრო სოფელი ნაპარეული, ლოპოტას ტბა
    ლოპოტას ტბასთან მდებარე სასტუმრო იდეალური ადგილია დასასვენებლად თუ ბუნებაში და სიმშვიდეში დროის გატარება გიყვართ. სასტუმრო საკმაოდ ახლოს მდებარეობს ქალაქ თელავთან და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართველ თუ უცხოელ მოგზაურებში. მწვანე მთებსა და ტყეში ჩაფლული პრემიუმ კლასის სასტუმრო, ლოპოტას ტბის ულამაზესი ხედებით, გასაოცარი დიზაინით, სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებებითა და მრავალფეროვანი სერვისებით საუკეთესო მოგონებებს შეგიქმნით. სასტუმროში ხელმისაწვდომია 6 საცურაო აუზი და სპა ცენტრი, სადაც სხვადასხვა გამაჯანსაღებელი სერვისებით სარგებლობაა შესაძლებელი. აქტიური დასვენებისთვის, ასევე შეგიძლიათ ფიტნეს დარბაზს ესტუმროთ. რაც მთავარია, სასტუმრო სრულიად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
    2967 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾469
    დაჯავშნა
  15. პარკ ჰოტელ წინანდალი - Park Hotel Tsinandali

    Park Hotel Tsinandali

    სასტუმრო წინანდალი
    მათ ვისაც თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმროებში მოგწონთ დასვენება, შეგიძლიათ თელავთან ახლოს, წინანდალში მდებარე park hotel tsinandali აირჩიოთ. ეს არის უმაღლესი დონის, პრემიუმ კლასის სასტუმრო, რომელიც გასაოცარ და ფერად გარემოს დაგახვედრებთ იმისთვის, რომ თქვენს განწყობასა და მოგზაურობაში კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ. სასტუმრო იდეალურია თუ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ, რადგან აქ დროის სასიამოვნოდ გატარების ბევრი საშუალებაა. park hotel tsinandali–ის შიდა აუზში ცურვა, უგემრიელეს რესტორანში ვახშმობა, ქართულ და ევროპულ მენიუსთან ერთად, თქვენს მოგზაურობას თელავში კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. ასევე შეგიძლიათ დრო გაატაროთ ბარში. რაც შეეხება ნომრების არჩევანს, შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ სტანდარტული ნომრები, სადაც 3 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
    864 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾336
    დაჯავშნა
  16. ჰოლიდეი ინნ თელავი - Holiday Inn Telavi

    Holiday Inn Telavi

    სასტუმრო რუსთაველის გამზირი 2
    holiday inn telavi თელავის ყველაზე ცნობილი სასტუმროა, რომელიც დახვეწილი დიზაინით, სასიამოვნო გარემოთი და ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩევა. სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მისთვის დამახასიათებელია, თანამედროვე, ელეგანტური დიზაინი, კომფორტული ნომრებითა და ქალაქის ულამაზესი ხედებით. აქ ნომერთა კატეგორიის დიდი არჩევანია. კონკრეტულად, სტანდარტულ ნომრებთან ერთად, შეგიძლიათ აირჩიოთ საოჯახო ნომრები, ე.წ queen room ნომრები და ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი ქალაქის ან მთის ხედით. დამატებითი სერვისების მხრივ, კი სასტუმროში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული ასევე ევროპული სამზარეულო, ულამაზეს რესტორანში, ისარგებლოთ შიდა დახურული აუზით და სასიამოვნო საღამო გაატაროთ ბარში. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
    618 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾151
    დაჯავშნა
  17. ზუზუმბო რეზორტი & სპა - Zuzumbo Resort & Spa

    Zuzumbo Resort

    სასტუმრო საქართველოს უნივერსიტეტის ქუჩა
    ბუნებაში დასვენების მოყვარულებს, განსაკუთრებით, მათ ვისაც სიმწვანე და ტყე უყვართ, აუცილებლად მოეწონებათ zuzumbo resort სასტუმრო, რომელიც თელავთან ახლოს მდებარეობს. ხისა და ქვის ორიგინალური დიზაინის მქონე სასტუმრო გარშემორტყმულია სიმწვანით და განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს ქმნის. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სიშვიდით ისიამოვნოთ. გასაოცარი ხედები, უმაღლესი ხარისხის მომსახურება, მეგობრული პერსონალი, კომფორტული ნომრები, ჩაისა და ყავის აპარატებით, დადებით შეფასებას იმსახურებს ვიზიტორებში. დროის უფრო სასიამოვნო გატარებისთვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ zuzumbo resort–ის სპა ცენტრითა და სამი საცურაო აუზით, რომელთაგან განსაკუთრებით პოპულარულია გარე აუზი, გარშემორტმყული მარადმწვანე ტყით. სასტუმროში ასევე განთავსებულია რესტორანი და ბარი, უფრო მხიარული დროის გასატარებლად.
    281 მიმოხილვა 8.7
    ფასი ₾244
    დაჯავშნა

თელავში დასვენება

თელავი გარდა იმისა, რომ ატარებს კახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსს, ასევე წარმოადგენს ტურისტებისთვის საკმაოდ პოპულარულ დანიშნულებას. ულამაზესი ბუნება, კლასიკური არქიტექტურა, ხედი ალაზნის ველზე, კავკასიონის მთები და გასაოცარი ისტორიული ღირსშესანიშნაობები, თელავს სამოგზაუროდ საინტერესო ადგილად აქცევს. ეს არის იდეალური არჩევანი არა მარტო მათთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს უძველესი ისტორია, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს ახალი გამოცდილებების შეგრძნება და დაუვიწყარი კახეთის სილამაზით სიამოვნების მიღება.

თელავი ტურისტებისთვის სრულად არის საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი. როდესაც საქმე ეხება კვების ობიექტებსა თუ სასტუმროებს, არჩევანი საკმაოდ ფართოა. მოგზაურებში მეტ წილად საოჯახო სასტუმროები არის პოპულარული, სადაც ერთდროულად არის შესაძლებელი ბიუჯეტური მოგზაურობა და ოჯახურ გარემოში დასვენება. ამ ყოველივეს კი თან ემატება განთქმული კახური ღვინო და გასაოცარი ბუნება, რაც თელავში თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ თელავში?

თელავი უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქია და შესაბამისად, აქ მოსანახულებელიც ბევრია. ულამაზეს ბუნებასთან ერთად, თელავში შეგიძლიათ უძველესი ისტორიული ნაგებობები მოინახულოთ და უკეთ გაეცნოთ კახეთის სამეფოს დიდებულ ისტორიას.

თელავის მთავარი ღირსშესანიშნაობა ერეკლე მეორეს სასახლე და ძეგლია, სადაც მეფის შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტს გაიგებთ. სასახლესთან ახლოს მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ხე – ჭადრის ხე, რომელიც 900-ზე მეტი წლისაა. ასევე გასაოცარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ განსხვავებული არქიტექტურის მქონე კოშკი, თელავის სასახლის გალავანში და თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც უამრავ საინტერესო ნივთს აღმოაჩენთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები თელავში?

თელავში საოჯახო სასტუმროებში ფასები 50₾-დან იწყება ხოლო ცნობილ შატო-რეზორტებში ერთი ღამის ფასი 300-დან 1000 ლარამდეა.

რომელია თელავის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

ყველაზე პოპულარული სასტუმროებია Schuchmann Wines Château,Villas & SPA, წინანდლის რედისონი და Seventeen Rooms.

თელავის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული სამზარეულოს დაგემოვნება თელავის ყველა სასტუმროშია შესაძლებელი, მათ შორის სასტუმროებში: Savaneti Eco Hotel, mestvireni და Park Hotel Tsinandali

თელავის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ასეთი შემთხვევისთვის იდეალურია, ბაბანეურის მარანი, კვირია, Sviana Resort, Seventeen Rooms.

რომელია პრემიუმ კლასის სასტუმრო თელავში?

პრემიუმ კლასის სასტუმროებია წინანდლის რედისონი და Schuchmann Wines Château,Villas & SPA.

რომელია თელავში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია, ბაბანეურის მარანი, კვირია და Chateau Artwine.

რა ღირს სასტუმროები თელავში შაბათ–კვირას?

უიქენდებზე თელავის სასტუმროებში ფასი სტანდარტულთან მიახლოებითაა და 75₾-დან იწყება.

თელავის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ სასტუმროებს: ბაბანეურის მარანი, კვირია, mestvireni.

თელავის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

თელავის ყველა სასტუმროს აქვს უფასო პარკინგის სივრცეები.

თელავის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

აუზი ხელმისაწვდომია თითქმის ყველა სასტუმროში მათ შორის სასტუმროებში: Seventeen Rooms, Schuchmann Wines Château,Villas & SPA, კობეს მარანი, Chateau Artwine, და ბაბანეურის მარანი.

რომელ სასტუმროებს აქვთ თელავში ოთახები არამწეველთათვის?

თელავში ყველა სასტუმროში ოთახები მხოლოდ არამწეველთათვისაა განკუთვნილი.

თელავის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

თელავის ყველა სასტუმრო უზურნველყოფს უფასო წვდომას ინტერნეტთან.

თელავის რომელ სასტუმროებშია ხელმისაწვდომი სასპორტო დარბაზი?

ფიტნეს დარბაზი ხელმისაწვდომია სასტუმროებში, Schuchmann Wines Château,Villas & SPA, Lopota resort და წინანდლის რედისონი.

თელავის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

თელავის ყველა სასტუმროს აქვს დამატებით აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი.