კონტენტზე გადასვლა

სასტუმროები ბორჯომში

11 საუკეთესო სასტუმრო ბორჯომში

  1. ქრაუნ პლაზა ბორჯომი - Crowne Plaza Borjomi

    Crowne Plaza Borjomi

    სასტუმრო Baratashvili St 9
    Crowne Plaza ბორჯომის ცენტრალურ პარკთან, ქალაქის გულში, საუკეთესო ადგილზე მდებარეობს. სასტუმროს წინა მხარეს მდინარე ჩამოედინება და ნომრებიდან მისი ხეობისა და ქალაქის ქუჩის ხედები იშლება. უკანა მხარეს მთისა და ტყის ხედითაა ოთახები. ნომრები 13 სხვადასხვა კატეგორიისაა, მათ შორის საოჯახო და პრემიუმ ტიპის ოთახებით, რომელთაც ულამაზესი ტერასები აქვთ ბორჯომის ხედებით. სასტუმროს ორი რესტორანი და ღვინის ბარი აქვს, სადაც ევროპული და ქართული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ რჩეულ ქართულ ღვინოებთან ერთად. Crowne Plaza-ს ნამდვილი ღირსება მისი სპა და ველნეს ცენტრია, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ. სასტუმროს დახურული საცურაო აუზი და ფიტნეს დარბაზიც აქვს. გაითვალისწინეთ, რომ თუკი ვიზიტს შინაურ ცხოველთან ერთად გეგმავთ, ამისთვის დამატებითი ღირებულების გადახდა მოგიწევთ.
    1734 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾272
    დაჯავშნა
  2. სასტუმრო ბორჯომი ლიკანი და SPA - Hotel Borjomi Likani Health & Spa Centre

    Hotel Borjomi Likani And SPA

    სასტუმრო Meskheti Street 16
    სასტუმრო ბორჯომი ლიკანი უმშვენიერესი წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს ლიკანის ცნობილი მე-4 სამმართველოს სანატორიუმის ტერიტორიაზე. სასტუმროში განთავსებულია 151 კომფორტული ოთახი თვალწარმტაცი ხედებით. შიდა აქტივობები მოიცავს მაგიდის ჩოგბურთს, ბილიარდს, კარაოკე საღამოებს, ცოცხალ მუსიკასა და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში. ასევე შიდა აუზი და ფიტნეს ცენტრი, ვარჯიშისა და ენერგიის აღდგენისთვის. თუმცა, ყველაზე საინტერესო შენობის გარეთ დაგხვდებათ. 43 ჰექტარზე გაშლილი ბორჯომი ლიკანის ტერიტორია იდეალურია უამრავი აქტივობისათვის. სტუმრებს შეუძლიათ თავი გამოსცადონ მშვილდოსნობაში, სროლაში, ითამაშონ ხელბურთი, კალათბურთი ან ეწვიონ რომანოვების სასახლეს, რომელიც პარკის სიღრმეში მდებარეობს. ბორჯომი ლიკანი იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისათვის. პატარა სტუმრებისათვის სასტუმროს ტერიტორიაზე, პარკში, საბავშვო კლუბია პროფესიონალი ანიმატორებით.
    1572 მიმოხილვა 8.9
    ფასი ₾315
    დაჯავშნა
  3. ბორჯომი პალასი - Borjomi Palace

    Borjomi Palace Hotel

    სასტუმრო Gamsakhurdia Street 17
    ბორჯომი პალასი იდეალური ადგილია თუკი დასვენებასთან ერთად ბალნეოლოგიური და სპა მკურნალობაც გსურთ. სასტუმროს აქვს როგორც სტანდარტული, ისე საოჯახო და აპარტამენტის ტიპის ნომრები. ბორჯომი პალასს საკუთარი რესტორანი და საკონდიტრო ნაწარმი აქვს, სადაც ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვანი არჩევანია. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე არის 86 ადგილიანი კინოთეატრი, კაფე-ბარი ღვინის მარნის იერსახით, საბავშვო სათამაშო ოთახი, ტურისტული განყოფილება და ორი საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი საცურაო აუზი: გარე აუზი მთის ხედით და დახურული აუზი რომელიც თბება. გარე აუზი ზაფხულობით იდეალურია გასარუჯად და მზის აბაზანებისთვის. მის გარშემო მოწყობილია მაგიდებიც, სადაც საღამოობით ბუნების ხედების ფონზე შეგიძლიათ მყუდრო ვახშამი მოაწყოთ სუფთა ჰაერზე.
    351 მიმოხილვა 8.4
    ფასი ₾209
    დაჯავშნა
  4. გოლდენ ტულიპ - Golden Tulip

    Golden Tulip Borjomi Hotel

    სასტუმრო 9 Aprili Street 48
    სასტუმრო Golden Tulip Borjomi ქალაქის სიმბოლოდ აღიარებულ შენობაში გაიხსნა. ეგზოტიკური ინტერიერი, ირანული დეკორის ელემენტები, ბროლის სარკეები და ფერადი ვიტრაჟები თავს ნამდვილ აღმოსავლურ ზღაპარში გაგრძნობინებთ. სასტუმრო ბორჯომის ისტორიულ პარკთან მდებარეობს, სადაც ფეხით ზუსტად 5 წუთში აღმოჩნდებით. სასტუმროს განსხვავებული დიზაინის, აღმოსავლურ სტილში გადაწყვეტილი შიდა აუზი, ველნეს ცენტრი და სპა აქვს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს ცენტრით. Golden Tulip-ს არაჩვეულებრივი რესტორანი აქვს, ფერადი ვიტრაჟებით, ორნამენტებიანი ავეჯითა და კედლებით და მარმარილოს იატაკით. გარდა ვიზუალური ეფექტისა, რესტორნის სამზარეულოც სასიამოვნოდ გაგაოცებთ ქართული და ევროპული კერძებით. თუკი დასვენება გამორჩეული და განსხვავებული დიზაინის სასტუმროში გსურთ, მაშინ სწორედ Golden Tulip-ს უნდა ესტუმროთ.
    872 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾240
    დაჯავშნა
  5. ბორჯომი ანდერვუდი - Borjomi UnderWood

    Hotel Borjomi Underwood

    სასტუმრო 9 April #40
    ბორჯომი ანდერვუდი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, – მისგან 3 წუთის სავალზე. სასტუმროში 14 ნომერია, თითოეული ინდივიდუალური აივნით – როგორც ტყის, ისე ცენტრალურ ქუჩაზე ხედებით. სასტუმროში არის რესტორანი, რომელშიც ყოველ დილით მზადდება კონტინენტალური საუზმე. ეზოში განლაგებულია ღვინის ბარი, რომელშიც 11 სახეობის ქართული ნატურალური ქვევრის ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ. იქვე ფუნქციონირებს კაფე ყავის, კოქტეილების და ტკბილეულის მოყვარულთათვის. სასტუმროს სერვისები ასევე მოიცავს საექსკურსიო მომსახურებას და დაგეგმოთ სხვადასხვა თემატიკის ტურები.
    615 მიმოხილვა 9
    ფასი ₾199
    დაჯავშნა
  6. სასტუმრო ბორჯომი ბრიჯი - Hotel Borjomi Bridge

    Hotel Borjomi Bridge

    სასტუმრო Meskheti Street N12B
    ბორჯომი ბრიჯი თანამედროვე დიზაინის სასტუმროა, დელუქს, სტანდარტული, საოჯახო და ბიუჯეტური ტიპის ნომრებით. სასტუმრო ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. ოთახები აღჭურვილია კომფორტული საწოლებითა და ავეჯით. ნომრებიდან მდინარის ხეობის, მთებისა და ქუჩის ხედი იშლება. ოთახები საკმაოდ დიდი ზომისაა, ფართო და ნათელი. ზოგიერთ მათგანში მოწყობილია კომფორტული სამუშაო კუთხე. სასტუმროში კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე მასპინძლები დაგხვდებიან, არაჩვეულებრივი მომსახურებითა და 24 საათიანი ცხელი ხაზით. დილით უგემრიელესი საუზმე ბუნების ფონზე, სუფთა ჰაერის თანხლებით შეგიძლიათ მოიწყოთ. საერთო ჯამში, სასტუმროს ინტერიერი, კომფორტი და მომსახურების ხარისხი ნამდვილად საუკეთესო შეთავაზებაა მოცემულ საფასო კატეგორიაში.
    1550 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾165
    დაჯავშნა
  7. ძველი ბორჯომი - Old Borjomi

    Hotel Old Borjomi

    სასტუმრო Andria Pirveltsodebuli str. N 21
    სასტუმრო ძველი ბორჯომი საუკეთესო ვარიანტია ბიუჯეტურ სასტუმროებს შორის. ნომრები სუფთა და მოვლილია, მომსახურე პერსონალი კი ყოველთვის მზადაა თქვენს დასახმარებლად. სასტუმროს საკუთარი შიდა ეზოც აქვს, პატარა ფანჩატურებითა და ღია მოსასვენებელი სივრცეებით. ეზოშივე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარბიქიუს აღჭურვილობით და მეგობრებს ახლად შემწვარი ხორცით გაუმასპინძლდეთ. სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს საუზმეს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარით. რესტორანი ადგილზე ხელმისაწვდომი არ არის, ამისთვის ქალაქის ცენტრში უნდა გადაინაცვლოთ. ქალაქის ცენტრამდე და პარკამდე გადასაადგილებლად დაგჭირდებათ საკუთარი ავტომობილი.
    80 მიმოხილვა 8.2
    ფასი ₾127
    დაჯავშნა
  8. ჰოლიდეი ბორჯომი - Holiday Borjomi

    Holiday Borjomi

    სასტუმრო Vashlovani Street #6
    სასტუმრო Holiday Borjomi სამ ვარსკვლავიანი სასტუმროა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მთის ძირას, გამწვანებული ეზოთი და სასტუმროს უკან ტყით, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. სასტუმროდან ქალაქის ცენტრში მანქანით 5 წუთში აღმოჩნდებით. სასტუმროს 10 კომფორტული ნომერი აქვს. ატმოსფერო მშვიდი, წყნარი და მყუდროა. საღამოობით აქ სასიამოვნოდ გრილა და იდეალური ტემპერატურაა. ოთახებში დაგხვდებათ პატარა მაცივრებიც, სადაც შეგიძლიათ სასურველი პროდუქტები მოიმარაგოთ ქალაქში ვიზიტის შემდგომ. დილით მასპინძლები საუზმით გაგიმასპინძლდებიან. სადილსა და ვახშამზე შეგიძლიათ ახლოს მდებარე რესტორნებს ეწვიოთ და ქართული კერძები დააგემოვნოთ.
    361 მიმოხილვა 8.4
    ფასი ₾85
    დაჯავშნა
  9. ლანდჰაუსი ბორჯომი - Landhaus Borjomi
    კოტეჯი Borjomi-Baghi-Tba-Tsemi
    Landhaus Borjomi იდეალურია წყვილებისთვის და მეგობრებისთვის ვიქენდზე განსატვირთად. კოტეჯები მთის ძირას, სიმწვანეშია აშენებეული. თითოეული კოტეჯის წინ მოწყობილია პატარა ტერასა, მაგიდითა და სკამებით. ეზოში კოცონის დანთება და მის გარშემო შემოსხდომა საღამოს საუკეთესო გართობაა კურორტზე. იქვე მაყალზე მწვადის შეწვაც შეგიძლიათ. კოტეჯების პირველ სართულზე განთავსებულია აბაზანა, სამზარეულო, სასადილო მაგიდა და გასაშლელი დივანი, სადაც თქვენი სტუმრებიც შეძლებენ დარჩენას. საძინებლის სამკუთხა ფანჯრებიდან უმშვენიერესი ბუნების ხედები იშლება. აქაურობა ძალიან ლამაზია ზამთარში. როცა გარშემო ყველაფერი გადათეთრებულია, კოტეჯში დასვენება საოცრად მყუდრო და კომფორტულია.
    154 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾435
    დაჯავშნა
  10. ბორჯომი კოტეჯი სადგერი - borjomi cottage sadgeri
    კოტეჯი Erekle Str. 17a
    Borjomi Cottages ბორჯომის ცენტრალური პარკიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. ოთახები აღჭურვილია სარეცხის მანქანითა და სამზარეულოს ავეჯით. საძინებელში მაქსიმუმ 4 ზრდასრული ადამიანის განთავსება შეიძლება, საწოლებსა და გასაშლელ დივანზე. დილის საუზმესთან ერთად სასტუმროს მასპინძელი საკუთარი ადგილობრივი, სახლური ღვინითაც გაგიმასპინძლდებათ. დილით სუფთა ჰაერზე გაღვიძება, აივნიდან გამწვანებული მთების ხედები და ბიბინა ბალახი ფეხქვეშ დღის საუკეთესო დასაწყისია. სასტუმროს საკუთარი რესტორანი არ აქვს, თუმცა შეგიძლიათ მომარაგოთ სასურველი პროდუქტები და თავად მოამზადოთ კერძები. სასტუმროს მასპინძელი სიამოვნებით გაგანდობთ საჭირო რეკომენდაციებს ახლოს მდებარე რესტორნებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.
    514 მიმოხილვა 9
    ფასი ₾110
    დაჯავშნა
  11. მილანო პალასი - Milano palace

    Milano Palace Borjomi

    სასტუმრო Gamsakhurdia Street #14
    Milano Palace 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა ქალაქის ცენტრში, პარკთან ახლოს. ბორჯომის პარკი სასტუმროდან 1.2 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ფეხით პარკამდე დაახლოებით 15 წუთი დაგჭირდებათ. სასტუმროს გამორჩეული ხედები აქვს ქალაქზე. მისი ტერასიდან ბორჯომისა და გარშემო მთების საოცარი პეიზაჟები იშლება. ყოველ ოთახს საკუთარი აივანი აქვს მთის ხედებით. სასტუმრო მცირე ზომისაა, ატმოსფერო მშვიდი და წყნარია. ოთახის ღირებულებაში შედის საუზმე. განსაკუთრებით სასიამოვნოა საუზმობა სასტუმროს ბოლო სართულზე მოწყობილ ტერასაზე, საიდანაც ბორჯომის ხედებით დატკბებით. სასტუმროს ტერიტორიაზე რესტორანი არ არის, თუმცა მის სიახლოვეს, 150 მეტრში რამდენიმე კაფე მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ ისადილოთ.
    1399 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾157
    დაჯავშნა

ბორჯომში დასვენება

ბორჯომი მყუდრო, მთებს შორის მოქცეული კურორტია, სახელგანთქმული მისი ვულკანური წარმოშობის მინერალური წყლებით, მარადმწვანე ტყეებითა და პარკებით. ქალაქი განსაკუთრებით პოპულარულია ოჯახური დასვენებისთვის. სუფთა ჰაერის, ნაძვნარისა და სამკურნალო წყლების გარდა, ბორჯომის ისტორიული პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, კაფეები და აუზები.

ბორჯომში დასვენებისას შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ კეთილმოწყობილ, 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებზე, კოტეჯებზე ქალაქგარეთ ან ბიუჯეტური ტიპის ნომრებზე. გაეცანით სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროებს სტატიაში.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ ბორჯომში?

ბორჯომი დამსვენებლებს კომფორტულ სასტუმროებს, გასართობ პარკებს, სამკურნალო-გამაჯანსაღებელ აბაზანებსა და ეკო-ტურებს სთავაზობს. შენობები გაფორმებულია ქვის ფასადებითა და ხის აივნებით, აღმოსავლური ინტერიერისთვის დამახასიათებელი ნიშნებითა და ნეორენესანსის სტილში გადაწყვეტილი სასახლეებით. ბორჯომის მთავარი ღირსშესანიშნაობა ცენტრალური პარკია. აქ მოწყობილია გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, კაბე-ბარები, მინერალური წყლის ონკანები და გოგირდის აუზები. ეკო-ტურიზმით გატაცებულ ვიზიტორებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გიმასპინძლებთ. ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან აღსანიშნავია ბორჯომის მუზეუმი, რომანოვების სასახლე, პეტრეს ციხე და მწვანე მონასტერი.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ბორჯომში?

ბორჯომში სასტუმროების ფასები იცვლება სეზონურად იცვლება. ზამთარში საშუალოდ ფასი 300-დან-დან 500 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ბორჯომში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი”, “ქრაუნ პლაზა” და “Golden Tulip”.

რომელი სასტუმროები მდებარეობს პარკთან ახლოს?

ბორჯომის პარკთან მდებარე საუკეთესო სასტუმროებია “Golden tulip”, “Crowne Plaza”, “Borjomi Palace”, “Borjomi Underwood”.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოცახო დასვენებისთვის საუკეთესოა “ბორჯომი ლიკანი”, “Borjomi Palace”, “Crowne Plaza”, “Holiday Borjomi”.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

“ბორჯომი ლიკანი”, “Crowne Plaza” და “Golden Tulip” გამორჩეულია პრემიუმ კლასის სასტუმროებში.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ადგილობრივი კერძებით ბორჯომის ნებისმიერ სასტუმროში გაგიმასპინძლდებიან. გამორჩეულად გემრიელი სამზარეულოა “ბორჯომი ლიკანში”, “Golden Tulip” და “Crowne Plaza”.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

“Crowne Plaza”, “Landhaus Borjomi” და “ბორჯომი ლიკანი” საუკეთესოა წყვილებისთვის.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია “Hotel Bridge”, “Milano Palace”, “Borjomi Underwood” და “Landhaus Borjomi”.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

აუზით აღჭურვილია “ბორჯომი ლიკანი”, “Crowne Plaza”, “Golden Tulip” და “Borjomi Palace”.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

ბორჯომის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ბორჯომის ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

“Crowne Plaza”, “Golden Tulip” და “ბორჯომი ლიკანი” აღჭურვილია სავარჯიშო დარბაზებით.