ბორჯომი
ბორჯომი ცნობილია მისი ვულკანური წარმოშობის მინერალური წყლებით, მარადმწვანე ტყეებითა და პარკებით. ნაძვისა და ჭადრის ხეივნებში გახვეული ქუჩები, მყუდრო ატმოსფერო და მთებით გარშემორტყმული ქალაქი იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ეკო-ტურიზმის მოყვარულებს მის მშვენიერ ბუნებაში მასპინძლობს.
ბორჯომში დასვენების შესახებ ყველაფერს ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
ბორჯომის შესახებ
ქალაქი ბორჯომი სამცხე-ჯავახეთში, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ, უმეტესად წიწვოვან კალთებზე მდებარეობს.
გამორჩეული ჰავა, ბუნება, სამკურნალო წყლები და კლიმატი განაპირობებს ბორჯომის, როგორც ბალნეოლოგიური, კლიმატური და ეკოლოგიური კურორტის პოპულარობას.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი უდიდესია ევროპაში,
ბორჯომის ღირსშესანიშნაობები
ბორჯომის მთავარი ღირსშესანიშნაობა ცენტრალური პარკია. აქ მოწყობილია გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, კაბე-ბარები, მინერალური წყლის ონკანები და გოგირდის აუზები.
ეკო-ტურიზმით გატაცებულ ვიზიტორებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გიმასპინძლებთ. ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან აღსანიშნავია ბორჯომის მუზეუმი, რომანოვების სასახლე, პეტრეს ციხე და მწვანე მონასტერი.
სასტუმროები ბორჯომში
ბორჯომის სასტუმროები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, წიწვოვანი ტყეების ჩრდილქვეშაა აშენებული. ნომრებიდან მდინარის ხეობებისა და მარადმწვანე ხეების თვალისმომჭრელი ხედები იშლება.
სასტუმრო ქრაუნ პლაზა საუკეთესო ადგილას, ცენტრალური პარკის შესასვლელთან მდებარეობს. სუფთა ჰაერზე გასეირნების შემდეგ სასტუმროს კომფორტულ ნომრებში დაისვენებთ, ივახშმებთ და ღვინის ბარსაც ესტუმრებით.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბორჯომი ლიკანი ქალაქ ბორჯომში, უმშვენიერესი წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს. ბორჯომი ლიკანი ლიკანის ცნობილი მე-4 სამმართველოს სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს.
რომანოვების ცნობილი საზაფხულო სასახლე, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს, კიდევ ერთი მიზეზია ბორჯომი ლიკანში სტუმრობისათვის.
სასტუმრო Golden Tulip Borjomi ქალაქის სიმბოლოდ აღიარებულ შენობაში გაიხსნა. ეგზოტიკური ინტერიერი, ირანული დეკორის ელემენტები, ბროლის სარკეები და ფერადი ვიტრაჟები თავს ნამდვილ აღმოსავლურ ზღაპარში გაგრძნობინებთ.
ქალაქის რჩეული სასტუმროების გასაცნობად ეწვიეთ გვერდს.
სასტუმროები ბორჯომშირესტორნები ბორჯომში
ბორჯომში რესტორნები ტრადიციული ქართული ქართული და ევროპული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებიან.
ბორჯომის სილამაზის ხიდთან, კაფე იგგიში განსაკუთრებულად გემრიელი კერძები და სასიამოვნო ატმოსფერო დაგხვდებათ.
რესტორანი ბორჯომი ლიკანი გამორჩეულია საერთაშორისო სამზარეულოს მდიდარი არჩევანით, ქართული, ევროპული და აზიური კერძებით. რესტორანს აქვს ღია ტერასა, რომელიც სტუმრებისათვის ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით მიმზიდველია.
ხშირად დასმული კითხვები
თბილისი ბორჯომი მატარებელი
თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მატარებელი გადის ყოველდღე, თბილისის ცენტრალური სადგურის მოედნიდან.
მატარებლის # | დანიშნულება | გასვლა | ჩასვლა | გამოსვლა | ჩამოსვლა |
685/686 | თბილისი- ბორჯომი | 18:20 | 22:37 | 5:50 | 10:11 |
ბილეთის ღირებულება: 2₾
როდის არის საუკეთესო წასასვლელად?
ბორჯომში დასვენება გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე შეგიძლიათ. ბორჯომის პარკი და ატრაქციონები ტრადიციულად 1 ივნისს იხსნება.
თუკი მთისა და თოვლის კურორტების მოყვარული ხართ, ბორჯომს ზამთარში შეგიძლიათ ესტუმროთ. აქედან 7 კილომეტრში მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი.