სასტუმრო Sheraton Batumi hotel

Sheraton Batumi

  1. სასტუმროების მიმოხილვა

სასტუმრო Sheraton Batumi hotel ბათუმის ცნობილი და ქალაქში მდებარე ერთ-ერთი უპირველესი პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც ათწლეულზე მეტია ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, სთავაზობს უნიკალურ სერვისებს, კომფორტულ გარემოსა და დახვეწილ, ელეგანტურ და მდიდულ ატმოსფეროს. Sheraton Batumi hotel არ კარგავს აქტუალურობას მაშინაც, როცა ბათუმში საზაფხულო სეზონი არაა დაწყებული. აქ იდეალური გარემოა შექნილი ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე ვიზიტორისთვის, რათა განიტვირთონ სრულფასოვნად, ნებისმიერ სეზონსა და ამინდში.

სასტუმრო Sheraton Batumi hotel ბათუმის ბულვარში

მდებარეობა

სასტუმრო Sheraton Batumi hotel-ის მდებარეობა გამოჩეული და საკმაოდ ხელსაყრელია. მდებარეობს რუსთაველის ქუჩაზე, რომელიც ბათუმის პრესტიჟული ნაწილია. სასტუმრო ახლოსაა ე.წ ძველ ბულვართან და შავი ზღვის სანაპიროსთანაც. შესაბამისად, თუ თქვენი ზაფხულის რუტინა ზღვის ყოველდღე სტუმრობას მოიცავს, სასტუმრო შერატონიდან ეს საკმაოდ მოკლე დროშია შესაძლებელი.

შერატონის ხელსაყრელი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შეგიძლიათ მარტივად დაათვალიეროთ ქალაქ ბათუმის ცნობილი ადგილები და ღირსშესანიშნაობები, მათ შორის იქვე მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესია, ბათუმის ბულვარი, ანბანის კოშკი, ბათუმის თეატრი, ევროპის მოედანი და სხვა. ასევე შერატონთან ახლოს რამდენიმე რესტორანი, ბარი და კაფეა. ბულვარის სიახლოვე კი იდეალურია, რომ დაისვენოთ ბავშვებთან ერთად, დრო გააატაროთ ბუნებაში, ისერინოთ ველოსიპედით ან დაესწროთ სეზონურ კონცერტებს.

სასტუმრო Sheraton Batumi hotel ტერასა

დიზაინი

სასტუმროს როგორც გარე, ასევე შიდა დიზაინი გამორჩეულია. კლასიკური და თანამედროვე არქიტექტურული ელემენტები იდეალურადაა გაერთანებული Sheraton Batumi hotel-ის ექსტერიერში და გამორჩეულ შენობის სტილს ქმნის, რომელიც ბათუმის არქიტექტურულ დიზაინში ორიგინალურობით ნამდვილად გამოირჩევა.

რაც შეეხება სასტუმროს ინტერიერს, აქ დაგხვდებათ მდიდრული და ელეგანტური გარემო, სადაც გაერთიანებულია კლასიკური და თანამედროვე დიზაინის ელემენტები, რაც სრულ შესაბამისობაშია იმ უნიკალურ ხედებთან, რაც Sheraton Batumi hotel-ის ნომრებიდან და მოსასვენებელი სივრცეებიდან იშლება. აქ დაგხვდებათ მინიმალისტური დეკორი, უმაღლესი ხარისხის ავეჯი და ინვენტარი. სასტუმროს მოსავენებელ სივრცეებში კი მეტ წილად გამოყენებულია სადა ავეჯი და დატვირთული დეკორი, ჭრელ ხალიჩებთან და კლასიკურ ელემენტებთან ერთად. ამ ყოველივეს ერთობლიობა კი საოცრად დახვეწილ გარემოს ქმნის, რომლითაც ნამდვილად ისიამოვნებთ.

სასტუმრო Sheraton Batumi hotel რესტორანი

სერვისები და ობიექტები

შერატონში სერვისთა მრავალფეროვანი არჩევანია. თითოეული სერვისი უმაღლესი დონის პირობებითა და მომსახურებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ აქვს სასტუმროს მინიჭებული ოფიციალური ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსი და დადებითი რეპუტაციით სარგებლობს ვიზიტორებში.

Sheraton Batumi hotel-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტი სამორინეა. აქ აზარტული თავგადასავლების მოყვარულებს ბევრი საინტერესო მაგიდა და თამაში დაგხვდებათ, სადაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კლასიკური პოკერის მაგიდები, რომელიც სამორინეს კლასიკურ დიზაინთან ერთად გასაოცარ გარემოს ქმნის.

სასტუმროში ასევე ბევრი სხვა ტიპის გასართობი ადგილია. კერძოდ განთავსებულია, როგორც შიდა ასევე ღია სეზონური აუზები, რომლებიც მაქსიმალური კომფორტითაა უზრუნველყოფილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია Sheraton Batumi hotel-ის ღია საცურაო აუზი, რომელიც ბულვარში მდებარეობს და შემოსაზღვრულია წიწვოვანი ხეებით. აქტიური დასვენების მოყვარულებს ასევე შეგიძლიათ ფიტნეს დარბაზს ესტუმროთ სადაც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი აქტიური განტვირთვისთვის. არ შეიძლება არ აღინიშნოს სასტუმროს სპა ცენტრი, სადაც პროფესიონალები იზრუნებენ იმისთვის, რომ ფიზიკურად მაქსიმალურად დაისვენოთ. ასევე შეგიძლიათ თავის მოვლის სერვისებით ისარგებლოთ სასტუმროს სალონში.

  • რესტორანი
  • ბარი
  • ფიტნეს დარბაზი
  • სამორინე
  • სპა ცენტრი
  • სალონი
  • ღია და დახურული აუზები
სასტუმრო Sheraton Batumi hotel ნომერი ზღვის ხედით

სასტუმროს ნომრები

სასტუმრო Sheraton Batumi hotel-ის ნომრები პირველ რიგში საუცხოო ხედით გამოირჩევა ქალაქ ბათუმსა და შავი ზღვი სანაპიროებზე. ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის სასტუმროს ყველა ნომერში. ბუნებრივია, პრემიუმ კლასის სასტუმროში ყველა ნომერი უმაღლესი დონის კომფორტითა და ინვენტარითაა უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ნომერთა დიზაინს, ძირითადი აქცენტი მინიმალისტური დეკორით, მდიდრული და ელეგანტური გარემოს შექმნაზეა გაკეთებული. აქ შეგხვდებათ ნომრები შედარებით მუქი ფერებით და ასევე უფრო ღია, ნათელი ფერებით. თითოეულ ნომერში დაგხვდებათ თანამედროვე დიზაინის ელემენტები, უმაღლესი ხარისხის ავეჯი და მყუდრო გარემო, რომელიც განსაკუთრებულად სასიამოვნოს გახდის დასვენებას.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, Sheraton Batumi hotel-ში ნომერთა სხვადასხვა კატეგორიის ხელმისაწვდომობა. კონკრეტულად, შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული ნომრები, ასევე საოჯახო ნომრები, deluxe ოთახები, ნომრები აივნით, ხედით ტერასაზე, წვდომით კლუბთან და პენტჰაუსი, იგივე საპრეზიდენტო აპარტამენტი.

კვება

შერატონ ბათუმის პროფესიონალი გუნდი უმაღლესი ხარისხის მენიუთი და კერძებით გაგიმასპიძნლდებათ სასტუმროს რესტორანში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული სამზარეულოს კლასიკური კერძები, მიირთვათ სხვადასხვა დესრეტი და დააგემოვნოთ ცნობილი ქართული ღვინო. ასევე ხელმისაწვდომია აზიური სამზარეულო, და ცნობილი კერძები სახელგანთქმული შეფმზარეულებისგან. სასტუმროს რესტორანი ფერადი და ელეგანტურია.

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და მხიარულ საღამოებს, ამისთვის იდეალურია Sheraton Batumi hotel-ის ბარი, საუცხოო დიზაინითა და მრავალფეროვანი მენიუთი. მუსიკალური საღამოები და საინტერესო წვეულებები კი კიდევ უფრო მიმზიდველ გარემოს ქმნის იმისთვის, რომ საღამოობით დრო Sheraton Batumi hotel-ის ბარში გაატაროთ.

დამატებითი სერვისები

სასტუმრო Sheraton Batumi hotel-ში ბევრი დამატებითი სერვისია, იმისთვის რომ შეძლოთ სრულფასოვნად დასვენება და განტვირთვა. ასე მაგალითად სასტუმროს სპა ცენტრში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის მასაჟი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ვიზიტორზეა მორგებული. ასევე ხელმისაწვდომია თმის სალონის სერვისები, პედიკურისა და მანიკურის სერვისების ჩათვლით.

თუ ბათუმში საქმიანი ვიზიტით ხართ, შეგიძლიათ სასტუმროს მიერ შემთავაზებული ბიზნეს ცენტრის სერვისებით ისარგებლოთ, როგორიცაა საჭირო ინვენტარი შეხვედრების დასაგეგმად, გასამართად, საკონფერენციო დარბაზი და სხვა.

დროის უფრო სასიამოვნოდ გატარებისთვის ასევე სასტუმროს ფიტნეს დარბაზში ხელმისაწვდომია აერობიკის შეხვედრები, ხოლო ბუნებაში შეგიძლიათ გაერთოთ ტენისის თამაშით. მუსიკისა და გართობის მოყვარულებს კი შეგიძლიათ Sheraton Batumi hotel-ის გუნდის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ცოცხალი მუსიკის საღამოსა და წვეულებას დაესწროთ, სადაც ბევრი სახალისო აქტივობაც ტარდება.

ღირებულება

სასტუმრო შერატონში ერთი ღამის გატარების ღირებულება არ არის ფიქსირებული და დამოკიდებულია იმ ნომრის კატეგორიაზე, რომლის არჩევაც გაქვთ გეგმაში. ფასები ასევე ცვალებადია სეზონის მიხედვით, რომელიც თავისთავად მოთხოვნის საფუძველზე იზრდება. საშუალოდ, მიმდინარე პერიოდში, სასტუმრო Sheraton Batumi hotel-ში ერთი ღამის საფასური 615 ლარიდან იწყება და 2400 ლარამდე იზრდება, ნომრის კატეგორიის მიხედვით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროზე მოთხოვნა მაღალია, ასე რომ დაჯავშნა დიდი ხნით ადრე უნდა გაითვალისწინოთ.

სერვისები ბავშვებისთვის

სასტუმრო Sheraton Batumi hotel- მაქსიმალურად ითვალისწინებს იმ საჭიროებებს, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს ბავშვთან ერთად დასვენებას. სასტუმროში ხელმისაწვდომია ორი საბავშვო აუზი, როგორც ღია ასევე დახურული, რომელიც იდეალურია იმისთვის რომ ბავშვები განიტვირთონ. ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის.

ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის

სასტუმროს შიდა ინფრასტრუქტურა სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე და ფიკუსირებულია შეუქმნან მათ სრულფასოვანი გარემო დასვენებისთვის. ასე რომ, Sheraton Batumi hotel-ის ვიზიტორებს გადაადგილებასთან და კოორდინაციასთან დაკავშირებით, სასტუმროს განცხადებით, პრობლემა არ შეექმნებათ.