სასტუმროები თბილისში – 25 საუკეთესო სასტუმრო თბილისში დასვენებისთვის
თბილისში დახვეწილი 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. ქალაქის ისტორიულ უბნებში განთავსებული სასტუმროებიდან ძველი თბილისის ხედები იშლება. მათი უმეტესობა უნიკალური დიზაინის ბუტიკ სასტუმროებია. ქალაქში წარმოდგენილია ისეთი ბრენდული სასტუმროები, როგორებიცაა მარიოტი, რადისონი, შერატონი, პულმანი და ბილტმორი. ეს სასტუმროები იდეალურია ბიზნეს ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის.
ქართული ბრენდებიდან გამორჩეულია სასტუმრო “რუმსი” და “სტამბა”, რომლებიც დახვეწილი დიზაინით და ინტერიერის გემოვნებიანი მორთულობით იზიდავს ვიზიტორებს.
თბილისის საუკეთესო სასტუმროების ჩამონათვალი
სასტუმრო საბურთალოზე: Episode Tbilisi
საუკეთესო 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო: Rooms Hotel Tbilisi
სასტუმრო ძველ უბანში: Amante Narikala Boutique Hotel
სასტუმრო თბილისური აივნებით: TbiliSee Hotel
სასტუმრო ლოფტის სტილში: Timber Boutique hotel
სასტუმრო ორბელიანზე: Taberne Boutique Hotel Tbilisi
ყველაზე დახვეწილი დიზაინის სასტუმრო: Stamba Hotel
სასტუმრო მრავალფეროვანი სივრცეებით: Shota Rustaveli Boutique Hotel
მყუდრო ბუტიკ სასტუმრო: Hotel 21
სასტუმრო საუკეთესო ფასით: Graf Hotel
სასტუმრო ტროპიკული ატმოსფეროთი: Khedi Hotel by Ginza Project
სასტუმრო ქართული ტანისამოსის დიზაინით: Folk Boutique Hotel
სასტუმრო მტკვრის პირას: Sandali Metekhi Boutique Hotel
სასტუმრო გამწვანებული შიდა ეზოთი: IOTA Hotel
კურორტი თბილისის შემოგარენში: Bioli Wellness Resort
კლასიკური დიზაინის მქონე სასტუმრო: Hotel Ambassador
ყველაზე მაღალი სასტუმრო: The Biltmore Tbilisi Hotel
სასტუმრო დედაენის პარკთან: Moxy Tbilisi
სასტუმრო ვაკეში: Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze
სასტუმრო საუკეთესო აუზით: Tbilisi Marriott Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
სასტუმრო კაზინოთი: Radisson Blu Iveria Hotel
საუკეთესო თბილისური სასტუმრო: The 10
სასტუმრო სოლოლაკში: Communal Hotel Sololaki
სასტუმრო ბიზნეს ცენტრში: Pullman Tbilisi Axis Towers
სტატიაში მიმოვიხილავთ ბაკურიანის საუკეთესო სასტუმროებს, რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა სპეციალურად თქვენთვის შეარჩიეს. სასტუმროს შერჩევისას ვეყრდნობით საკუთარ გამოცდილებას, მომხმარებელთა შეფასებებსა და გავლენიანი ტურისტული პლატფორმების რეიტინგებს. სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.
1. Episode Tbilisi
Episode Tbilisi თანამედროვე, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის სასტუმროა ქალაქის ცენტრალურ უბანში. სასტუმროს ინტერიერი, სივრცითი მოწყობა და ზონირება კომფორტულ და ეკლექტურ გარემოს ქმნის. სასტუმროს დიზაინზე ქართველმა არქტიტექტორმა, გიორგი ხმალაძემ იმუშავა. ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი ხისა და ქვის მასალა. ურბანული სტილისა და გამწვანებული სივრცეების კომბინაცია საოცრად მიმზიდველ ვიზუალს ქმნის. თანამედროვე დიზაინის ნომრები იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ისე სამუშაო სივრცის მოსაწყობად. სასტუმროს საკუთარი სავარჯიშო დარბაზიც აქვს, სადაც განტვირთვასა და ძალების აღდგენას შეძლებთ. მომსახურების ხარისხსა და მომხმარებლის კმაყოფილებას აქ დიდი ყურადღება ეთმობა, ამიტომ თქვენს კომფორტზე ეპიზოდში მაქსიმალურად იზრუნებენ.
Booking რეიტინგი: 8.9
მისამართი: 41 Pekini Avenue
ახლოს მდებარე ობიექტები: პარკი, ჩინური რესტორანი “სიანგ-განი”, ქართული რესტორანი “შემოიხედე გენაცვალე”
სტანდარტული ნომრის ფასი: 219 ₾
ვებ-გვერდი: https://www.episodehotels.com/?fbclid=IwAR3iPwdYc8Ag8xW02tGt2CWp5Vr6IfEomMHsT-CnzYDryjY8np5vgbPbcJI
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/7skc4
2. Rooms Hotel Tbilisi
Rooms Hotel Tbilisi ინდუსტრიული სტილისა და დიზაინის მქონე 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც თბილისის ისტორიული სტამბის ყოფილ შენობაში გაიხსნა. სასტუმროს 9 სხვადასხვა კატეგორიის ნომრები 5 სართულზეა განლაგებული. ბოლო სართულის ნომრებს საკუთარი ტერასა და თბილისის საოცარი ხედები ამშვენებს. გარდა გამორჩეული სტილისა, სასტუმრო და მისი ბარი თბილისელთა საყვარელი თავშეყრის ადგილია, სადაც საღამოობით უგემრიელესი კოქტეილებითა და მუსიკით ისიამოვნებთ. სასტუმროს შუაგულში მოწყობილია ბაღი, სადაც შეგიძლიათ დასივენოთ და განიტვირთოთ სიმწვანეში, მოიწყოთ ლანჩი ან უბრალოდ სამუშაო სივრცე. პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი სასტუმროს ესთეტიკასა და ხელწერას იმეორებს, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების დახვეწილი შერწყმაა.
Booking რეიტინგი: 8.9
მისამართი: Kostava Street 14
ახლოს მდებარე ობიექტები: ვერის პარკი, სამაიას ბაღი, გმირთა მოედანი, რუსთაველი, კაფე “ლოლიტა”, კაფე “სტამბა”
სტანდარტული ნომრის ფასი: 416 ₾
ვებ-გვერდი: https://roomshotels.com/hotel/tbilisi/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/rybm3
3. Amante Narikala Boutique Hotel
ამანტე ნარიყალა ძველ თბილისში, მის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, საიდანაც საუკეთესო ხედები იშლება ქალაქზე. ინტერიერი დახვეწილი და მინიმალისტურია, თანამედროვე ელემენტებითა და მკვეთრი ფერის აქცენტებით. ოთახები ფართო, მაგრამ მყუდროა. სასტუმროს ადგილმდებარეობა იდეალურია – რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე ქალაქის ისტორიული ცენტრში და ყველაზე საინტერესო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან აღმოჩნდებით. ამავდროულად სასტუმრო საკმარისად მოშრებულია ქალაქის გადატვირთულ ქუჩებს და სიმყუდროვეს ინარჩუნებს. ამანტეს სახურავის ტერასაზე შეგიძლიათ ეწვიოთ ბარს, სადაც ქალაქის თვალწარმტაცი პანორამული ხედის ფონზე დააგემოვნებთ უგემრიელეს კოქტეილებს.
Booking რეიტინგი: 9.2
ახლოს მდებარე ობიექტები: ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი, გუდიაშვილის მოედანი, მშვიდობის ხიდი, “არტ კაფე ჰოუმ”
სტანდარტული ნომრის ფასი: 236 ₾
ვებ-გვერდი: https://www.amante.ge/ge/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/dbq6w
4. TbiliSee Hotel
TbiliSee Hotel ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს. სასტუმროს ვერანდიდან ხელის გულივით მოსჩანს თბილისის პეიზაჟები. თანამედროვე ინტერიერი ჰარმონიულად ერწყმის დედაქალაქის არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილს. თბილისური ხის ფერადი აივნები ქალაქის განწყობას ირეკლავს. სასტუმროს ტერასაზე მოწყობილი საუზმე დღის გამორჩეული დასაწყისია. სამზარეულო ნამდვილად გაგაოცებთ – ტრადიციული კერძების თანამედროვე ვარიაციები განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის. ვიქენდზე საღამოობით ტერასა ცოცხალი მუსიკის საღამოებს მასპინძლობს. განათებული თბილისის ხედები და უგემრიელესი კოქტეილები მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.
Booking რეიტინგი: 9.4
მისამართი: Betlemi Street 24
ახლოს მდებარე ობიექტები: ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი, ილუზიების მუზეუმი, გუდიაშვილის მოედანი, მშვიდობის ხიდი, “არტ კაფე ჰოუმ”
სტანდარტული ნომრის ფასი: 363 ₾
ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/tbiliseeboutique/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/9j6z7
5. Timber Boutique hotel
Timber Boutique hotel ქალაქის გულში მდებარე 36 ნომრიანი ბუტიკ ტიპის სასტუმროა. სიმყუდროვე, ლოფტური და ინდუსტრიული სტილის გაერთიანება დახვეწილ და გამორჩეულ ინტერიერს ქმნის. კომფორტული ნომრები და სააბაზანო სრულად აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. სასტუმროს კეთილგანწყობილი პერსონალი კი მუდმივად მზადაა თქვენს დასახმარებლად. ლობიში მოწყობილია წიგნების კუთხე, სადაც შეძლებთ თქვენთვის საინტერესო საკითხავი აღმოაჩინოთ და თავისუფალი დრო ნაყოფიერად გაატაროთ. სასტუმროს მოხერხებული მდებარეობა აქვს – მანქანით 15 წუთში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდებით. ახლოსაა თბილისის აეროპორტიც.
Booking რეიტინგი: 9.2
მისამართი: 37 Aleksandre Khakhanashvili Street
ახლოს მდებარე ობიექტები: კაფე “თემა”, “თაიმი”, მეტრო სადგური
სტანდარტული ნომრის ფასი: 198 ₾
ვებ-გვერდი: https://www.timberhotels.com/en/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/nyuoo
6. Taberne Boutique Hotel Tbilisi
Taberne Boutique Hotel ორბელიანის განახლებულ მოედანთან მდებარეობს. სასტუმროს იდეალური ლოკაცია აქვს – ფეხით სულ რაღაც 10 წუთში აღმოჩნდებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველზე და დედაენის პარკში. ტაბერნესთან ახლოსაა “ბაზარი ორბელიანზე” – უნიკალური გასტრონომიული სივრცე, ტერასითა კაფე-ბარით ბოლო სართულზე. სასტუმროს ბარი განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ – შემინული კედლებითა და ჭერით. წვიმიან ამინდში აქაურობა საოცარი სიმყუდროვის განცდას მოგანიჭებთ. ზოგიერთ ოთახს საკუთარი ტერასა აქვს, საიდანაც მთაწმინდა და თბილისის ანძა გადმოგყურებთ. სტანდარტული ნომრები შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა ყოველი კუთხე თქვენს კომფორტზეა გათვლილი.
Booking რეიტინგი: 9.1
მისამართი: 3 Vakhtang Orbeliani Street
ახლოს მდებარე ობიექტები: “ბაზარი ორბელიანზე”, დედაენის პარკი, 9 აპრილის პარკი, თავისუფლების მოედანი, რუსთაველი
სტანდარტული ნომრის ფასი: 350 ₾
ვებ-გვერდი: https://www.taberne.ge/ka/about/us
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/tasc5
7. Stamba Hotel
სასტუმრო სტამბა ვინტაჟისა და თანამედროვეობის უნაკლო შერწყმაა. უნიკალური დიზაინის ფართო, ნათელი ოთახები სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს. ნომრებში საოცრად კომფორტული, ღრუბელივით ფაფუკი საწოლები, მაკინტოშის სტერეო სისტემა, საკუთარი ყავის აპარატი, სპილენძის მოოქროვილი აბაზანები და მინიბარი დაგხვდებათ. სასტუმროს ინტერიერში ყოველი დეტალი გათვლილი და ნაფიქრია. სასტუმროს პირველ სართულზეა კაფე “სტამბა”, სადაც გამორჩეული კულინარიული გამოცდილების მიღება შეგიძლიათ. საავტორო კოქტეილებს ამერიკული ესთეტიკის მქონე ვარდისფერ ბარში დააგემოვნებთ, არტიზანული შოკოლადითა და ყავით კი სტამბას შოკოლატერიაში გაგიმასპინძლდებიან.
Booking რეიტინგი: 9.4
მისამართი: 14 Merab Kostava Street
ახლოს მდებარე ობიექტები: ვერის პარკი, სამაიას ბაღი, გმირთა მოედანი, რუსთაველი, კაფე “ლოლიტა”
სტანდარტული ნომრის ფასი: 808 ₾
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/tn90u
8. Shota Rustaveli Boutique Hotel
Shota Rustaveli Boutique Hotel ორიგინალური სტილითა და კონცეფციით გამორჩეული სასტუმროა. თანამედროვე, სადა და დახევწილი დიზაინი თავიდანვე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი და ხის მასალის სიჭარბე თბილ და სასიამოვნო გარემოს ქმნის და სახლის სიმყუდროვეს სძენს აქაურობას. დიზაინში აქტიურადაა გამოყენებული სხვა ნატურალური მასალებიც, როგორებიცაა ტყავი, რკინა და გრანიტი. კომფორტი და ელეგანტურობა სასტუმროს სავიზიტო ბარათია. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, აქედან ფეხით შეგიძლიათ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებისა და ძველი, საინტერესო ქუჩების მოვლა. სასტუმროში 4 სხვადასხვა სივრცეა, სადაც საუზმის, სადილისა თუ ვახშმის მოწყობა შეგიძლიათ – ბარი, რესტორანი “მელოგრანო”, ტერასა და ლაუნჯ ბარი.
Booking რეიტინგი: 9.3
მისამართი: Shevchenko str. 1
ახლოს მდებარე ობიექტები: საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბაღი, ორბელიანის მოედანი, დედაენის პარკი, მშრალი ხიდი, თავისუფლების მოედანი
სტანდარტული ნომრის ფასი: 308 ₾
ვებ-გვერდი: https://shotahotels.com/ka/rooms
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/74aqj
9. Hotel 21
Hotel 21 თბილისური ბუტიკ სასტუმროა, თბილ და მყუდრო ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერით, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს. სასტუმრო 2022 წელს გაიხსნა. ნომრები საკმაოდ დიდი ზომისაა და იდეალურია დასასვენნებლად თუ სამუშაო სივრცის მოსაწყობად. სასტუმროს მოხერხებული მდებარეობა აქვს. სულ რაღაც 10 წუთში მანქანით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე აღმოჩნდებით. ნომრებიდან ქალაქის, ქუჩებისა და გარშემორტყმული მთების ხედი იშლება. სასტუმროს შესანიშნავი კვება აქვს – ცხელი კერძებითა და წასახემსებლებით.
Booking რეიტინგი: 9.6
მისამართი: Konstantine Eristavi Street 21
ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “საამო”, “ლაღიძის წყლები”, ერევნის სკვერი, მეტრო სადგური “ავლაბარი”
სტანდარტული ნომრის ფასი: 308 ₾
ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/Hotel21Tbilisi/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/ju551
10. Graf Hotel
სასტუმრო გრაფი ერთ-ერთი საუკეთესო მომსახურებითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. თანამედროვე დიზაინის კომფორტული ნომრები იდეალურია დასვენებისა და განტვირთვისთვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ – სასტუმროს მომსახურება და კომფორტი ნამდვილად აღემატება მის ფასს. რაც მთავარია, Graf Hotel-ს საუკეთესო მდებარეობა აქვს. თქვენ გარშემოა თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ადგილები – თავისუფლების მოედანი, შარდენის ქუჩა, ლესელიძე. ზოგიერთი ნომრის სასტუმრო ოთახში მოწყობილია სპეციალური კუთხე – ჩასაწოლი აბაზანით, რაც საოცრად მყუდრო და ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის.
Booking რეიტინგი: 9.4
მისამართი: 11 Gia Abesadze Street
ახლოს მდებარე ობიექტები: კაფე “ლინვილი”, თავისუფლების მოედანი, გუდიაშვილის მოედანი, “ბაზარი ორბელიანზე”, პუშკინის პარკი
სტანდარტული ნომრის ფასი: 234 ₾
ვებ-გვერდი: http://grafhotel.ge/english/about-us
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/enhh0
11. Khedi Hotel by Ginza Project
სასტუმრო “ხედი” გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის ნომრებს სთავაზობს ვიზიტორებს. გარდა თანამედროვე ტიპის ნომრებისა, სასტუმროში თბილისური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით მოწყობილი ოთახებია. ინტერიერში გამოყენებულია ფერადი ფარდაგები და ხალიჩები, რიყის ქვის ფაქტურის კედლები, მოწნული ხის სანათები და თიხის საყვავილეები. განსაკუთრებით მოგვეწონა სასტუმროს სასადილო დარბაზი, რომელიც ერთგვარ ტროპიკულ ატმოსფეროს ქმნის ინტერიერში გამოყენებული მცენარეებით, მინის ჭერითა და ხის მოწნული ავეჯით. სასტუმროს რესტორნიდან ქალაქის არაჩვეულებრივი პეიზაჟი იშლება. მისი მდებარეობა მოსახერხებელია ტურისტებისთვის, ახლოსაა როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან, ისე აეროპორტთან.
Booking რეიტინგი: 9.4
მისამართი: 24 Ketevan Tsamebuli Avenue
ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი“პალერმო”, “ვაზის სახლი”, ერევნის სკვერი, პრეზიდენტ ალიევის პარკი.
სტანდარტული ნომრის ფასი: 237 ₾
ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100090014522081
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/ir1pl
12. Folk Boutique Hotel
Folk Boutique Hotel 5 სხვადასხვა კატეგორიის ნომრებითაა აღჭურვილი. მყუდრო და ნათელი ოთახები გაფორმებულია ქართული ტრადიციული ტანისამოსის გამოსახულებებითა და ელემენტებით. სასტუმროში ასევე წარმოდგენილია ქართულ მოტივებზე შექმნილი ტანისამოსი, ჩოხა-ახალუხი და სხვა მორთულობები. ამ ადგილის ყველაზე დიდი უპირატესობა გამწვანებული ეზო და საზაფხულო სივრცეა, სადაც დღისით თუ საღამოს არაჩვეულებრივად შეგიძლიათ განიტვირთოთ ბუნებასთან სახლოვით, რაც დედაქალაქში იშვიათი გამონაკლისია. თბილ ამინდში პირდაპირ ღია ცის ქვეშ, ტერასაზე შეგიძლიათ ინებივროთ აბაზანაში უგემრიელესი კოქტეილების თანხლებით.
Booking რეიტინგი: 9.2
მისამართი: 56, Grishashvili street
ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “ხარფუხი”, “კრწანისი”, “პალერმო”, პრეზიდენტ ალიევის პარკი
სტანდარტული ნომრის ფასი: 251 ₾
ვებ-გვერდი: https://folkhotel.ge/numbers
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/mm4xm
13. Sandali Metekhi Boutique Hotel
Sandali Metekhi Boutique Hotel ქალაქის ისტორიულ გულში მდებარეობს. სასტუმროს ტერასებიდან და აივნებიდან მტკვრის სანაპიროსა და ფერდობებზე შეფენილი თბილისური შენობების ხედი იშლება. აივნის იატაკი გამჭვირვალე მინითაა დაფარული და ზემოდან დაჰყურებთ მდინარის ხეობას. ქალაქის ხედით ტკბობა აბზანაში ნებივრობის დროსაც კი შეგიძლიათ. ინტერიერი სასიამოვნო და დახვეწილია, ნომრებში საკმაო სივრცე და სინათლეა, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. სასტუმრო მცირე ზომისაა, ამიტომ მშვიდი და საკმაოდ მყუდრო ატმოსფეროა. უნდა აღვნიშნოთ ერთი “მაგრამ” – სტანდარტული ნომრების აბზანა საკმაოდ მცირე მოცულობისაა, ამიტომ, თუკი საღამოს მასში ნებივრობა თქვენი საყვარელი რუტინის შემადგენელი ნაწილია, უმჯობესია უფრო მაღალი კლასის ოთახი შეარჩიოთ.
Booking რეიტინგი: 9.4
მისამართი: 23 Viktor Jorbenadze Street
ახლოს მდებარე ობიექტები: კაფე “პალერმო”, “ტალავერი”, “Bottle Shock Wine Bar”, ერევნის პარკი, ნარიყალას ციხე, პრეზიდენტ ალიევის პარკი
სტანდარტული ნომრის ფასი: 207 ₾
ვებ-გვერდი: https://sandalimetekhi.ge/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/nc5i6
14. IOTA Hotel Tbilisi
სასტუმრო იოტა თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 300 მეტრში მდებარეობს. სასტუმრო ვიზიტორებს თავისი გამწვანებული შიდა ბაღით და არაჩვეულებრივი ტერასით ამახსოვრებს თავს, საიდანაც ქალაქის ხედები იშლება. სასტუმროს ორი რესტორანი აქვს – “IOTA Garden” და “ღუმელი”. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქალაქში, დახვეწილი დიზაინისა და უგემრიელესი, მრავალფეროვანი კერძების გამო. ოთახების დიზაინი მონოქრომული და მინიმალისტურია. ასევე მინიმალურადაა ინტერიერში გამოყენებული დეკორაციები და მორთულობები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტილი მოგვწონს, ჩვენთვის მაინც ზედმეტად სადა აღმოჩნდა. თუმცა თუკი თქვენთვის სისადავე ზედმეტი არასოდესაა, იოტას ნომრებში განტვირთვას ნამდვილად შეძლებთ. სასტუმროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი სავარჯიშო დარბაზია, ტრენაჟორებით და არაჩვეულებრივი ხედით ქალაქზე.
Booking რეიტინგი: 8.3
მისამართი: 10 Lermontov Street
ახლოს მდებარე ობიექტები: კაფე “Vino Underground”, “ძველი უბანი”, “Green Tea Hookah Bar”, თავისუფლების მოედანი, გუდიაშვილის მოედანი, პუშკინის პარკი, პირველი რესპუბლიკის ბაღი
სტანდარტული ნომრის ფასი: 313 ₾
ვებ-გვერდი: http://iotahotels.com/En/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/qawh8
15. Bioli Wellness Resort
Bioli wellness Resort თბილისიდან 15 კილომეტრის მოშორებით დაბა კოჯორში მდებარეობს.სასტუმრო განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მდებარეობით და იდეალურია მათთვის ვისაც უნდა ქალაქის ხმაური ულამაზესი პანორამული ხედებით ჩაანაცვლოს.სასტუმრო კოტეჯები მყუდრო და ეკო-მეგობრული ინტერიერით გამოირჩევა. რაც შეეხება რესტორანს, ივენთ ჰოლისა და რესტორნის სინთეზი, “ბიოლი ჰოლი”, კვების განსაკუთრებულ მოდელს ამკვიდრებს.რესტორანში კერძები მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება, რომელთა ნაწილი თავად ბიოლის სათბურშია მოყვანილი. ისინი განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით და სასარგებლო ელემენტებით, რაც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სასტუმროს პერსონალი ინდივიდუალურად ზრუნავს ვიზიტორებზე და სთვაზობს გამაჯანსაღებელ სპა პროცედურებს. ბიოლი უნიკალური ადგილია, სადაც ორგანიზმის უჯრედულ დონეზე გაჯანსაღება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მართვა შეგიძლიათ.
Booking რეიტინგი: 9.1
მისამართი: #1 Bioli st, Tbilisi, Kojori
ახლოს მდებარე ობიექტები: Dinner in the sky Georgia
სტანდარტული ნომრის ფასი: 1104 ₾
ვებ-გვერდი: https://www.bioli.ge/en
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/pi7v8
16. Hotel Ambassador
Hotel Ambassador თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს. სასტუმროს დახვეწილი , კლასიკური დიზაინის 10 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი აქვს. ოთახებიდან ქალაქისა და მტკვრის ხეობის ხედები იშლება. სასტუმრო იდეალურია ბიზნეს შეხვედრებისთვის. ასევე მათთვის, ვისთვისაც კლასიკური დეკორი და ესთეტიკა ზედმეტი არასოდესაა. სასტუმროს ტერიტორიაზე სამი განსხვავებული რესტორანია. მათგან ერთ-ერთი სრულიად განახლებული “A T Kitchen”-ის ტერასა ჩვენი ფავორიტია. ატმოსფერო ორანჟერეას მოგაგონებთ, სადაც სიმწვანე და დიზაინერული ვიტრაჟები ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით. რაც მთავარია, ამბასადორის ყველა რესტორანი გამორჩეული, მაღალი კლასის კერძებითაა ცნობილი. სასტუმროს ტერიტორიაზეა აუზი, ფიტნეს დარბაზი, სპა, სილამაზის სალონი და კაზინო.
Booking რეიტინგი: 8.8
მისამართი: Shavteli Street N17
ახლოს მდებარე ობიექტები: თავისუფლების მოედანი, მშვიდობის ხიდი, ორბელიანის მოედანი, კაფე “გაბრიაძე”
სტანდარტული ნომრის ფასი: 520 ₾
ვებ-გვერდი: https://www.ambassadori.com/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/o6ohj
17. The Biltmore Tbilisi Hotel
სასტუმრო Biltmore ყველაზე მაღალი სასტუმროა კავკასიის რეგიონში. ქალაქის შუაგულში აღმართული მინის ცათამბრჯენიდან მთელს თბილისზე იშლება პანორამული ხედები. სასტუმროს მორთულობა საკმაოდ შთამბეჭდავია – მარმარილოს იატაკი, ბროლის ჭაღები და სვეტები გასული ეპოქის ნოსტალგიას ეხმიანება. სასტუმროს ოთახებში საკმარისი სივრცეა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, დაისვენოთ, იმუშაოთ ან ივახშმოთ. შუშის გამჭვირვალე კელდები კიდევ უფრო მეტი სივრცის განცდას გიქმნით. სასტუმრო რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. აქედან ფეხით მოივლით ოპერისა და ბალეტის თეატრს, რუსთაველის თეატრს, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეასა და აბანოთუბანს. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს თბილისელთა საყვარელი თავშეყრის ადგილი, ღვინის ქარხანა. ბილტმორის ტერიტორიაზეა განთავსებული აუზი, ფიტნეს ცენტრი, სპა, სილამაზის სალონი და კაზინო.
Booking რეიტინგი: 8.6
მისამართი: 29 Rustaveli Avenue
ახლოს მდებარე ობიექტები: ვერის პარკი, სავაჭრო ცენტრი “მერანი”, კაფე “შხარა”, “ზაზანოვა”
სტანდარტული ნომრის ფასი: 706 ₾
ვებ-გვერდი: https://www.millenniumhotels.com/en/tbilisi/the-biltmore-hotel-tbilisi/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/ixdrf
18. Moxy Tbilisi
სასტუმრო Moxy ზაარბრიუკენის მოედანზე, დედაენის პარკსა და მშრალ ხიდთან მდებარეობს, საიდანაც რამდენიმე წუთში აღმოჩდნებით თბილისის მთავარ სანახაობებთან. “ბაზარი ორბელიანზე”, სოლოლაკის კაფე-ბარები, “ფაბრიკა” – ყველაფერი ფეხით სავალ მანძილზე, 10-15 წუთის დაშორებით გაქვთ. სასტუმროს საერთო სივრცეებში კომფორტულად მოთავსება და მუშაობაც შეგიძლიათ. გარემო მყუდრო და წყნარია. სასტუმრო ხელმისაწვდომისა და კომფორტულის მშვენიერი მიქსია. ოთახები აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, მდებარეობა – მოსახერხებელი, პერსონალი – კეთიგანწყობილი. სამზარეულო ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისში – რესტორანი “პური გულიანი” და “რიგი” არა მხოლოდ ინტერიერითა და დიზაინით მოგხიბლავთ, არამედ უგემრიელესი ქართული კერძებითაც დაგამახსოვრებთ თავს. რაც მთავარია, აქ დაბრუნება აუცილებლად მოგინდებათ მეგობრებთან ერთად.
Booking რეიტინგი: 8.8
მისამართი: Saarbruecken Square
ახლოს მდებარე ობიექტები: ორბელიანის მოედანი, დედაენის ბაღი, რესტორანი “ტიფლისი”
სტანდარტული ნომრის ფასი: 213 ₾
ვებ-გვერდი: https://www.marriott.com/en-us/hotels/tbsox-moxy-tbilisi/overview/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/tqszl
19. Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze
Hilton Garden Inn იდეალურია ბიზნეს ვიზიტებისთვის. სასტუმრო ვაკეში, ქალაქის იმ ზონაში მდებარეობს, რომელიც დატვირთულია ბიზნეს ცენტრებით, ბანკებითა და სხვადასხვა ტიპის სამუშაო სივრცეებით. ომპლექსს შეხვედრების 8 ოთახი აქვს, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები, მოაწყოთ კონფერენცია, ჩაატაროთ ტრენინგი და ა.შ. დღის ბოლოს, ან მის დასაწყისში კი ფიტნეს დარბაზს ესტუმროთ ძალების აღსადგენად. სასტუმრო ოჯახური დასვენებისთვისაც შეგიძლიათ შეარჩიოთ. საოჯახო ტიპის ნომრები გათვლილია თქვენს შინაურ ცხოველებზეც. ბავშვებისთვის კვების რაციონი სპეციალურად მათთვის შედგენილი მენიუთი შეგიძლიათ შეარჩიოთ. სასტუმროსთან ახლოს ქალაქის ორი გამორჩეული რეკრეაციული სივრცეა – ვაკის პარკი და მზიური. ვაკის პარკში მოწყობილია
Booking რეიტინგი: 8.5
მისამართი: Chavchavadze Avenue 64a
ახლოს მდებარე ობიექტები: ვაკის პარკი, აგროჰაბი, ჩინური რესტორანი “სიანგ-განი”, “მოჩი”, “ლუკა პოლარე”
სტანდარტული ნომრის ფასი: 216 ₾
ვებ-გვერდი: https://www.hilton.com/en/hotels/tbsgigi-hilton-garden-inn-tbilisi-chavchavadze/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/dqc3l
20. Tbilisi Marriott
Tbilisi Marriott დახვეწილობისა და სტილის საუკეთესო ნიმუშია. პრემიუმ კლასის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გარედანვე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული შენობის ფასადი რენესანსისა და ბაროკოს სტილის ელემენტებითაა გაფორმებული. ბროლის ჭაღები, მარმარილოს სვეტები და იატაკი, კედლის სიმაღლე სარკეები და ინტერიერის მოხატულობა საოცრად არისტოკრატულ ატმოსფეროს ქმნის. მარიოტი 11 სხვადასხვა კატეგორიის 116 ოთახს გთავაზობთ. სასტუმროს შიდა ეზოში მოწყობილია ღია სივრცე, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ დაისვენოთ, შეუკვეთოთ საყვარელი კოქტეილები და დესერტები, ან ივახშმოთ მყუდრო გარემოში. მარიოტის რესტორან “პარნასში” ქართულ ავთენტურ კერძებსა და საერთაშორისო სამზარეულოს დააგემოვნებთ საუკეთესო შეფების ავტორობით.
Booking რეიტინგი: 8.5
მისამართი: Rustaveli Avenue 13
ახლოს მდებარე ობიექტები: ორბელიანი მოედანი, პირველი რესპუბლიკის ბაღი, რესტორანი “ზოდიაქო”
სტანდარტული ნომრის ფასი: 857 ₾
ვებ-გვერდი: https://www.marriott.com/en-us/hotels/tbsmc-tbilisi-marriott-hotel/overview/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/35drd
21. Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace არა მხოლოდ ტურისტების, თბილისელების საყვარელი ადგილიცაა, განსაკუთრებით ზაფხულში. შერატონის ღია აუზიდან მთაწმინდისა და ნარიყალას ხედები იშლება. წყალი, არაჩვეულებრივი პეიზაჟი და კოქტეილები განტვირთვისა და გარუჯვის არაერთ მოყვარულს იზიდავს. სასტუმროს გამჭვირვალე ლიფტებიდან 10 სართულიანი ატრიუმის ხედი იშლება. დიდი ზომის კომფორტული სავარძლები იდეალურია მოსასვენებლად ლობისა თუ ნომერში. შერატონში დიდ ყურადღებას აქცევენ ქართულ სამზარეულოს. ტრადიციული კერძების ახლებური პრეზენტაცია და ვარიაციები გულგრილს არ დაგტოვებთ. სასტუმროს ხშირად სტუმრობენ მაღალი რანგის წარმომადგენლები, კეთილმოწყობილი საკონფერენციოებისა და ინფრასტრუქტურის გამო. შერატონს შესანიშნავი სავარჯიშო დარბაზი, სპა, საუნა და შიდა აუზიც აქვს.
Booking რეიტინგი: 8.7
მისამართი: Telavi Street 20
ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “თონე”, ქორწინების ბაღი
სტანდარტული ნომრის ფასი: 562 ₾
ვებ-გვერდი: https://www.marriott.com/en-us/hotels/tbssi-sheraton-grand-tbilisi-metechi-palace/overview/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/532v1
22. Radisson Blu Iveria Hotel
Radisson Blu Iveria ის ადგილია, სადაც მომსახურებასა და სტანდარტებს არ ღალატობენ. ზოგჯერ, უბრალოდ არ გვაქვს დრო ექსპერიმენტების ჩასატარებლად. გვჭირდება ადგილი, სადაც ზუსტად ვიცით, რომ მოლოდინებს გაგვიმართლებენ. სწორედ მსგავსი სიტუაციებისთვის არსებობს რადისონი. ქალაქის შუაგულში მდგარი სასტუმროდან თბილისის პანორამული ხედები იშლება მტკვარსა და მთაწმინდაზე. სასტუმროს ნომრები სრულად მორგებულია ვიზიტორთა კომფორტზე – ფუმფულა საწოლებით, სამუშაო სივრცეებითა და საუკეთესო აბაზანებით. რადისონს აქვს როგორც ღია, ისე დახურული საცურაო აუზი. სასტუმროს რესტორანი, “უმამი” ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისის აზიურ სამზარეულოებს შორის. აქ მუდამ ახალი თევზი და ზღვის პროდუქტები დაგხვდებათ, რომლებსაც გამოცდილი შეფები მოგიმზადებენ.
Booking რეიტინგი: 8.6
მისამართი: 1 First Republic Square
ახლოს მდებარე ობიექტები: ვერის პარკი, კაფე “ივერია”, ვენდისი, სავაჭრო ცენტრი “მერანი”
სტანდარტული ნომრის ფასი: 614 ₾
ვებ-გვერდი: https://www.radissonhotels.com/en-us/hotels/radisson-blu-tbilisi
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/w3khi
23. The 10
სასტუმრო The 10 დასვენების სრულიად გამორჩეულ გამოცდილებას შემოგთავაზებთ. მაღალ ჭერიანი, ფართო, დიდი და ნათელი ოთახები სრულად თქვენს განკარგულებაში იქნება. ნომრების ინტერიერი და დეკორაცია გემოვნებიანად ერწყმის ერთმანეთს. ვინტაჟური ელემენტები ოთახებს მყუდრო, სახლურ ატმოსფეროს სძენს. ფანჯრებიდან თბილისური ეზოებისა და ქუჩის ხედები იშლება, რაც ბოლომდე შეგაგრძნობინებთ ამ ქალაქის სულსა და აუთენტურობას. სასტუმროს თავისი ბარი და რესტორანიც აქვს, რომელიც ასევე ძველებურ სტილშია გადაწყვეტილი – ვინტაჟური სკამებით, ავეჯითა და ტექსტილით. სასტუმროს შიდა ეზოში მოწყობილია პატარა ბაღი, სადაც საღამოობით ჭიქა ღვინის თანხლებით სასიამოვნოდ იბაასებთ.
რაც მთავარია, მასპინძელი მუდმივად მზადაა თქვენს კითხვებს უპასუხოს და კეთილგანწყობას არ იშურებს საკუთარი სტუმრებისთვის.
Booking რეიტინგი: 9.5
მისამართი: 10 Dzmebi Zubalashvilebi Street
ახლოს მდებარე ობიექტები: ბესიკის მოედანი, პირველი რესპუბლიკის ბაღი, 9 აპრილის მოედანი, რესტორანი “მელოგრანო”, “კოპალა”
სტანდარტული ნომრის ფასი: 297 ₾
ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/z10cafe/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/4nouu
24. Communal Hotel Sololaki
Communal Hotel Sololaki თავისი თანამედროვე, ფერადი, უნიკალური დიზაინით გამორჩევა. თუკი კომფორტთან ერთად განსხვავებული ვიზუალის სასტუმროს ეძებთ, სადაც ინტერიერი დიზაინერის ჩანაფიქრითაა დატვირთული, მაშინ Communal Hotel შესაფერისი ადგილია. ყოველი ოთახი უნიკალური და ინდივიდუალურია. ზოგიერთ მათგანს საკუთარი ტერასა და სამზარეულოც კი აქვს. ჩვენი საყვარელი დეტალი მაინც საძინებელში გამოტანილი აბაზანაა, რომელსაც დიზაინერული ჩანაფიქრის გარდა საოცარი სიმყუდროვე და სიახლის ატმოსფერო შემოაქვს. სასტუმროს არაჩვეულებრივი საუზმე აქვს. ნომერში კი შეგიძლიათ “Netflix”-ის ექაუნთით ისარგებლოთ. სასტუმროს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს, ფეხით ზუსტად 10 წუთში შეგიძლიათ თავისუფლების მედანსა და რუსთაველზე აღმოჩნდეთ. უბანი საკმაოდ მშვიდია, ამიტომ სასტუმროში სიმყუდროვეს არავინ დაგირღვევთ.
Booking რეიტინგი: 9.1
მისამართი: Kojori Street 6
ახლოს მდებარე ობიექტები: ბოტანიკური ბაღი, თავისუფლების მოედანი, კაფე “ბირგიო”, “საელჩო”
სტანდარტული ნომრის ფასი: 361 ₾
ვებ-გვერდი: https://www.communalhotels.com/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/sgig6
25. Pullman Tbilisi Axis Towers
Pullman ახლად გახსნილი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა აქსისის ბიზნეს ცენტრში. პულმანი ძალიან მალე იქცა თბილისელების ახალ საყვარელ ადგილად არაჩვეულებრივი რესტორნების და ბარების, უგემრიელესი კერძებისა და სასმელების გამო. და რაც მთავარია – პანორამული ხედებით მთელს ქალაქზე. სასტუმროს საკუთარი აუზი აქვს, რომელსაც მინის მოძრავი ჭერი გააჩნია. წვიმიან თუ თბილ ამინდში, 25 მეტრიან აუზში ნებივრობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ოთახში თქვენი სამუშაო კუთხეც შეგიძლიათ მოიწყოთ. თბილისის ურბანული პეიზაჟების ფონზე მუშაობას თავისი ხიბლი და სიმყუდროვის განცდა მოაქვს. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს ვაკის პარკი, სადაც დილით შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, გასცდეთ პარკის ფარგლებს და ტყისკენ გადაინაცვლოთ.
Booking რეიტინგი: 9.0
მისამართი: 37m Chavchavadze Ave
ახლოს მდებარე ობიექტები: ვაკის პარკი, აგროჰაბი, მზიური, ვენდისი, ანტრე
სტანდარტული ნომრის ფასი: 430 ₾
ვებ-გვერდი: https://all.accor.com/hotel/A1F1/index.en.shtml
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/iyxk1
რა ვნახოთ თბილისში?
თბილისის სავიზიტო ბარათი ძველი თბილისის პეიზაჟები, გოგირდის აბანოები და ისტორიული ნარიყალაა. ვიწრო ქუჩები, ქვაფენილიანი გზები და მათზე გადმოკიდებული თბილისური აივნები დედაქალაქის მშვენებაა. თავი რომ ნამდვილ თბილისელად იგრძნოთ ქალაქის პარკებსა და კაფე-ბარებს უნდა ესტუმროთ. დედაენის პარკი, მზიური და ვაკის პარკი შაბათ-კვირას თბილისელების საყვარელი დასასვენებელი სივრცეებია. ქალაქის ერთ-ერთი სანახაობრივი ადგილია თბილისის ბოტანიკური ბაღი, იშვიათი მცენარეებით, ჩანჩქერებითა და ხიდებით. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის ქუჩაზე რენესანსისა და ბაროკოს სტილში აგებულ შენობებს იხილავთ. ახალი თბილისი კი უფრო მოდერნისტული არქიტექტურითაა წარმოდგენილი.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს სასტუმროები თბილისში?
თბილისის სასტუმროების ფასები 200 ლარიდან იწყება და 800 ლარამდე ადის.
რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები თბილისში ?
“შერატონი”, “ბილტმორი”, “რუმსი”, “სტამბა” და “რადისონი” ყველაზე პოპულარული სასტუმროებია.
რომელი სასტუმროები მდებარეობს ძველ თბილისში?
ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს “Communal Hotel Sololaki”, “Amante Narikala”, “TbiliSee”, “Graf Hotel”.
რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?
“ბიოლი” და “Folk Boutique Hotel” საუკეთესოა ოჯახით დასვენებისთვის, რადგან ორივე მათგანს აქვს ღია ეზო, სადაც ბავშვებს თამაში შეუძლიათ.
რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?
“სტამბა”, “ამბასადორი”, “მარიოტი” და “ბილტმორი” საუკეთესო პრემიუმ სასტუმროებია.
რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?
ქართული კერძების დაგემოვნება ყველა სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ.
რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?
“სტამბა”, “Sandali Metekhi” და “The 10” საუკეთესოა წყვილებისთვის.
რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?
მომხმარებელთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს “Stamba”, “Shota Rustaveli Boutique Hotel”, “Timber Boutique hotel”, “Tbilisee”, “Taberne”, “Hotel 21”, “Graf”, “Khedi”
რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?
ჩვენს სიაში მოცემულ ყველა სასტუმროს აქვს პარკინგი.
რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?
“Sheraton”, “Pullman”, “Biltmore”, “Ambassador”, “Radisson”
სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?
თბილისის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.
რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?
ყველა ჩამოთვლილი სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორებს უფასო Wifi-ს.
რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?
ამბასადორი, ჰილტონი, ბილტმორი, ეპიზოდი, იოტა, რადისონი, შერატონი.